[Everyone] საყურადღებო ინფორმაცია კიბერ შეტევის შესახებ
Received On :
30.10.2020 11:48
ძვირფასო კოლეგებო,
კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA), აშშ ფედერალური ბიუროს (FBI) და ჯამრთელობის და სერვისების დეპარტამენტის (HHS) ერთობლივი მუშაობის
შედეგად გამოვლენილია დაჯგუფება „Ryuk UNC1878“, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მასშტაბით ჯანდაცვის სისტემებზე მიიტანა იერიში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი
პოტენციური საფრთხეა საქართველოს ჯანდაცვის ელექტრონული სისტემებისთვისაც.
მავნე კოდის კომპიუტერში ასამოქმედებლად გამოყენებულია ე.წ. „Trickbot მალვეარი”. ის ძირითადად ვრცელდება ელ.ფოსტით, რომლებსაც მიბმული აქვთ მავნე ფაილები MS Office დოკუმენტების
სახით.
ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ უცხო მისამართიდან მიღებული შეტყობინებები და მათზე მიბმული ფაილები. წაშალეთ ისინი დაუყოვნებლივ.
პატივისცემით,
IT დეპარტამენტი