| From : | |
| To : | ANTADZE Tsiuri <tantadze@iom.int>; KVITSIANI Natia <nkvitsiani@iom.int>; BERADZE Ketevan <kberadze@iom.int> |
| Subject : | RE: გერმანია_გასაზიარებელი მასალები |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 17.03.2020 10:53 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ გმადლობთ თანამშრომლობისთვის და გამოგზავნილი დოკუმენტაციისთვის!
აქვე გაცნობებთ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტებთან დაკავშირებით:
1. სეზონური დასაქმების აპლიკაციის ფორმა GEO
დოკუმენტის ბოლო ნაწილით - თანხმობა მონაცემთა გამოყენების შესახებ - გერმანიის დასაქმების სააგენტო იღებს საქართველოს მოქალაქისგან უფლებას მონაცემთა გამოყენებასთან დაკავშირებით; მიზანშეწონილია საქართველოს დასაქმების სააგენტომაც მიიღოს ანალოგიური უფლება - ამიტომ სასურველია ეს ჩვენი დოკუმენტთა პაკეტი მოიცავდეს ცალკე შემუშავებულ ფორმას (პოლონური პილოტისას შემუშავებული დოკუმენტის მსგავსს), რომელზეც საქართველოს მოქალაქე მოაწერს ხელს.
ამასთან, გერმანული აპლიკაციის ფორმის ქართულენოვანი დოკუმენტი სასურველია იყოს ინგლისურენოვან ტექსტთან ზუსტ შესაბამისობაში და მიეთითოს ფრჩხილებში მოყვანილი ჩანაწერი: „(ტელეფონით, ვიდეო ან ელ-ფოსტით)“.
2. IOM-კონკრ. ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის ფორმა
ემიგრაციის ნაწილში დასმული შეკითხვა დაბრუნების ფორმასთან დაკავშირებით, მოიცავს ერთ-ერთ არჩევით პასუხს „ნებაყოფლობით“, რაც ყოველთვის არ გულისხმობს, რომ ნებაყოფლობით დაბრუნებულ პირს არ აქვს დარღვეული სავიზო რეჟიმი - სავიზო რეჟიმის დამრღვევიც შეიძლება ბრუნდებოდეს ნებაყოფლობით. ამიტომ, სასურველია ეს ასპექტი იქნას მონიშნული და გათვალისწინებული მოქალაქესთან ზეპირი გასაუბრებისას/რეგისტრაციისას.
3. ასევე, საგულისხმოა ბიომეტრული პასპორტის მოთხოვნის (პასპორტის აღების რეკომენდაციის გაცემის) ეტაპის განსაზღვრის საკითხი: გერმანიის დასაქმების სააგენტოს როცა გავუგზავნით განსახილველად ჩვენს მიერ წინასწარ შერჩეულთა სიას, უკვე უნდა გვქონდეს ამ პირთა პასპორტის მონაცემები. ამას ითხოვს გერმანული მხარის მიერ შემუშავებული აპლიკაციის ფორმა.
4. დასაქმება გერმანიაში_ინფო სოფლის წარმომადგენლებისთვის
ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩემი კომენტარები, რომელიც გამოვაგზავნე ა.წ. 8 მარტის მეილით (მაინც აქვე ვურთავ ამ მეილსაც).
პატივისცემით,
თეა ახვლედიანი
From: ANTADZE Tsiuri
Sent: Friday, March 13, 2020 4:15 PM
To: Tea Akhvlediani
Cc: KVITSIANI Natia
Subject:
დაპირების თანახმად გიგზავნით მასალას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებს და აჭარის დასაქმების სააგენტოს.
პატივისცემით,
Tsiuri ANTADZE Technical Advisor International Organization for Migration Tbilisi - GEORGIA T. +995 32 225 22 16 M. +995 577 43 46 44 |
================= The information contained in this electronic message and any attachments are intended for specific individuals or entities, and may be confidential, proprietary or privileged. If you are not the intended recipient, please notify the sender immediately, delete this message and do not disclose, distribute or copy it to any third party or otherwise use this message. The content of this message does not necessarily reflect the official position of the International Organization for Migration (IOM) unless specifically stated. Electronic messages are not secure or error free and may contain viruses or may be delayed, and the sender is not liable for any of these occurrences.