მოგესალმებით პატივცემულო მეგობრებო,
მსურს გაუწყოთ, როგორც სფეროში უმნიშვნელოვანესს უწყებას და აქტორს პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებაც კონკურსის ფარგლებში „ახალ ვექტორს“ ერგო. სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ შერჩეულ იქნა Global Fund ის მიერ დაფინანსებული TB REP 2.0 პროგრამის ფარგლებში კვლევის კომპონენტის შესასრულებლად. კვლევა ემსახურება საქართველოში ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამის მიერ პაციენტთა პოვნისა და მათი მკურნალობაში ჩართვის ბარიერების გამოვლენას. კონკრეტულად, (CRG – Community, Rights, Gender) კვლევა ფოკუსირდება პრობლემის სამართლებრივ, გენდერულ და გარემო პირობების ასპექტებზე. პროექტი 2016 წლიდან 11 ქვეყანაში აქტიურად მუშაობს ტუბერკულოზის საკმურნალო პროცესებში ჩართულობისა და მკურნალობის დასრულების მაჩვენებლების გაზრდაზე. პროგრამის შემდგომი ფაზა დაეთმობა კვლევის შედეგების პრაქტიკულ იმპლემენტაციას;
პროგრამის ფარგლებში კვლევის ფაზა ფუნდამენტური და შედგომი აქტივობებისათვის საფუძვლის შემქმნელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კვლევით პროცესში კომპეტენტური და პროფესიონალური მხარეების ჩართულობა, მოცემული კომპონენტის მაქსიმალური სიზუსტით შესრულების მიზნით.
ამისათვის პროცესი ითვალისწინებს შეხვედრების ორგანიზებას ტუბერკულოზის სფეროში მოქმედი პროგრამების, ორგანიზაციების, აქტორების ჩართულობით, სადაც აღნიშნული მხარეები შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ კვლევის პროცესში მათი კომპეტენციის გათვალისწინებით. ჩვენ, რა თქმა უნდა სრული პასუხისმგებლობით უდგებით პროცესის ეფექტურად წარმართვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. იმედი გვაქვს პროფესიონალების ჩართულობით და თქვენი სამინისტროს თანადგომით თავს გავართმევთ დაკისრებულ ვალდებულებას.
ამ ეტაპზე, როგორც სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი აქტორი, გვსურს მოგიწვიოთ Multi-stakeholder შეხვედრაზე. ღონისძიებაზე „ახალი ვექტორი“ PAS ცენტრთან ერთად(Centre for Health Policy and Studies) წარადგენს პროექტს, მომზადებულ სამაგიდო კვლევას და მოწვეულ მხარეებს გააცნობს მათი ჩართულობის სპეციფიკას კვლევით პროცესში.
აღნიშნული ტიპის შეხვედრას გააჩნია ორი ძირითადი როლი, მაკოორდინირებელი და ვალიდაციური. მოწვეულ მხარეთა ჩართულობა კვლევას მისცემს კონკრეტულ მიმართულებას - ტუბერკულოზის სარისკო ჯგუფებს შორის საკვლევ კატეგორიათა პრიორიტიზების პროცესის სახით. პრიორიტიზების პროცესი დაეყრდნობა შეხვედრაზე წარდგენილ სამაგიდო კვლევისა და მოწვეულ ექსპერტთა გამოცდილებას.
ღონისძიება ჩანიშნული იქნება 21-25 ოქტომბრის კვირაში; ზუსტი თარიღი წარმოდგენილი იქნება ყველა მხარესთან შეთანხმებისა და შეხვედრისათვის ოპტიმალური დღის განსაზღვრის შემდგომ.
პატივისცემით,’
კოკა