| From : | Irinka Tskhomelidze <irinkatskhomelidze@gmail.com> |
| To : | Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ჰეპატიტის მსოფლიო დღე |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.07.2019 12:59 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 27 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული.
ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მონაწილეებისათის სკრინინგული გამოკვლევა და ჰეპატიტისგან განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეო მასალები.
ღონისძიება გაგრძელდება 40-50 წთ.
გთხოვთ, იხილოთ ელექტრონული მოსაწვევი და დაგვიდასტუროთ დასწრება არაუგვიანეს 24 ივლისისა.
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ნატა კვერნაძე
მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თანაშემწე
მობ: 555100003