From : Tako Zurashvili <tzurashvili@hrn.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : REAct Training in Georgia
Cc : maka gogia <mgogia@hrn.ge>; Kakha <k.kvashilava@hotmail.com>
Received On : 06.09.2019 12:45

ძვირფასო თამუნა,

გაცნობებ, რომ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გლობალური ფონდის რეგიონული პროექტის („SoS_Project“-ის) ფარგლებში იგეგმება REAct-ის დანერგვა საქართველოში.

Rights – Evidence – ACTion (REAct) არის ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და რეაგირების ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის შეგროვება და მართვა თემის დონეზე. REAct-ის გამოყენებით ხდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აივ და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების დოკუმენტირება. იგი მიზნად ისახავს ინდივიდუალური რეაგირებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული აივ პროგრამების, პოლიტიკისა და ადვოკატირების ინფორმირებას და უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. REAct-ი შეიქმნა და ინერგება აივ/შიდსის საერთაშორისო ალიანსის მიერ.

რეგიონული პროექტის ფარგლებში REAct-ის დანერგვა იგეგმება საქართველოში, მოლდოვაში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.

საქართველოში აღნიშნული მიმართულებით იგეგემება ტრენინგების ჩატარება მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს. ტრენინგის ძირითადი სამიზნე არიან სოციალური მუშაკები, რომელთაც პირველი კონტაქტი აქვთ მოწყვლად პოპულაციებთან და პირველები იგებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.

ამ წერილით, მინდა მოგიწვიო ტრენინგის გახნით ღონისძიებაზე, 16 სექტემბერს 10:00-დან 12:30-მდე. ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო ZP Palace-ში, მის: მარჯანიშვილის 44/48.

პატივისცემით,  

თაკო

 

 

Tamar Zurashvili

Project Manager

#SoS project - Sustainability of Services for Key Populations in Eastern Europe and Central Asia Region

Georgian Harm Reduction Network

24 Shartava Av., 6 Apt., Tbilisi, 0160, Georgia.
Mobile: +995 595 092
950