From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : RE: ჰეპატიტის მსოფლიო დღე
Received On : 23.07.2019 13:01
Attachments :

დიდი მადლობა! გიდასტურებთ

 

From: Nato Kvernadze [mailto:nkvernadze@moh.gov.ge]
Sent: 23 July 2019 16:54
To: Tamar Gabunia
Cc: Nato Kvernadze
Subject:
ჰეპატიტის მსოფლიო დღე

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 27 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასშიგაიმართება ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული.

 

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მონაწილეებისათის სკრინინგული გამოკვლევა და ჰეპატიტისგან განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეო მასალები.

 

ღონისძიება გაგრძელდება 40-50 წთ.

 

გთხოვთ, იხილოთ ელექტრონული მოსაწვევი და დაგვიდასტუროთ დასწრება არაუგვიანეს 24 ივლისისა.

 

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

ნატა კვერნაძე

 

მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თანაშემწე

მობ: 555100003

 

MOH 1 Logo-GEO