From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : RE: შეხვედრა სახელმწიფოს სამომავლო ვალდებულებების შესახებ
Received On : 27.09.2019 08:08
Attachments :

სალამი, თამუნა,

 

გუშინ გავიარეთ საკითხები, რომელიც მოქლაქეობის არმქონე პირების სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. როგორც დამიზუსტეს, ეს პირები სტატუსის მაძიებლები არიან. როგორც მოგეხსენებათ სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები სახელმწიფო პროგრამებში  უკვე გათანაბრებული არიან საქართველოს მოქალაქეებთან (2014 წლიდან).

სტატუსის მაძიებელი პირების ოდენობა ბევრი არ არის. ჯამურად, ივნისის მონაცემებით 559 პირია საქართველოში. აქედან 8 ბავშვია და 113 არის  60 წელზე მეტი ასაკის პირი. როგორც ამიხსნეს, ეს ადამიანები, პრაქტიკულად საქართველოში დაბადებული და მცხოვრები პირები არიან ძირითადად, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო , არ ჰქონიათ ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოებტან და ,,დაკარგული არიან“ მათი თვალთახედვიდან, ან ზოგიერთმა თავის დროზე უარი თქვა ქვეყნის მოქალაქეობაზე და ახალი არ მიუღია და სხვა.

2012 წლის შემდეგ მიღებული განცხადებებიდან (750) უმეტესობა  (432, 58%) დაკმაყოფილებულია (სტატისტიკური მონაცემები, რაც მოწოდებული მქონდა, გადმოგიგზავნეთ).

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე სააგენტოს დირექტორმა ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნის პრესტიჟისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით:

,, 7 ოქტომბერს ჟენევაში იმართება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის (UNHCR ExCom) შეხვედრა, რომელიც წელს მოქალაქეობის არმქონეობის საკითხს ეძღვნება. ... სამხრეთ კავკასიაში UNHCR-ის ოფისმა წარმოადგინა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელშიც შემოთავაზებულია საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განსახორციელებელი აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ვალდებულების აღება შემოთავაზებულია UNHCR ExCom-ის შეხვედრაზე“. 

 

მე აღვნიშნე, რომ კონცეპტუალურად, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ადამიანის უფლებების დაცვა და შესაძლებელია, ამ ეტაპზე, თუკი ასეთი კრიტიკული მნიშვნელობისაა ეს თემა, მხოლოდ გარკვეული სერვისით შემოვიფარგლოთ.

მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ კომპონენტებში  (არა გეგმიური ქირურგიასა და ონკოლოგიაში, ვთქვათ)  ამ რაოდენობის პირების ჩართვა პროგრამის ბიუჯეტისათვის დიდ დანახარჯს არ მოიტანს, თუმცა, იქვე მივუთითე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს უწყება, რომელიც ვალიდაციას გაუკეთებს ამ პირთა ჩამონათვალს და პასუხისმგებლობას აიღებს იმ ინფორმაციაზე - ვინ  და რამდენი არიან კონკრეტულად (დაზუსტებულ სიებს ვინც მოგვაწვდის).

 

ამასთან, ხაზი გავუსვი, რომ საკითხი უნდა განხილულ იქნას მინისტრთან, რომელიც აქამდე არ იმყოფებოდა ქვეყანაში  და საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზანშეწონილობას ის განსაზღვრავს მოადგილეებთან ერთად.

საბოლოოდ კი ყველაფერი ეს მთავრობას წარედგინება და ჯანდაცვის პროგრამებში სწორედ მთავრობის მიერ მტკიცდება შესატანი ცვლილებები.

 

ამ ეტაპზე არის დასაზუსტებელი ნიუანსები, რომლის განხილვისათვის და ბოლო სტატისტიკური მონაცემის მოსაწოდებლად, მოვიწვიეთ სერვისების სააგენტოს თანამშრომელი დღეს 13 საათზე. დეტალებს შეგატყობინებ.

 

პატივისცემით,

მარინა

 

 

From: Mariam Darakhvelidze
Sent: Thursday, September 26, 2019 11:13 AM
To: Tamar Gabunia
Subject: FW:
შეხვედრა სახელმწიფოს სამომავლო ვალდებულებების შესახებ

 

თამუნა, სალამი,

 

რადგან შევძელი დღეს მოსვლა, ამ სამუშაო შეხვედრას დავესწრები და მოგახსენებ შედეგებს.

პატივისცემით, მარინა

 

From: Diana Badalova [mailto:d.badalova@sda.gov.ge]
Sent: Monday, September 23, 2019 12:17 PM
To: Mariam Darakhvelidze <
mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
Subject:
შეხვედრა სახელმწიფოს სამომავლო ვალდებულებების შესახებ

 

 

მოგესალმებით,

 

მიმდინარე წლის

აღნიშნულ შეხვედრაზე გაეროს წევრი ქვეყნები წარადგენენ სახელმწიფოს მიღწევებს მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში და გააკეთებენ განცხადებებს  ქვეყნის მიერ სამომავლოდ აღებული ვალდებულებების შესახებ.

სამხრეთ კავკასიაში UNHCR-ის ოფისმა წარმოადგინა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელშიც შემოთავაზებულია საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განსახორციელებელი აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ვალდებულების აღება შემოთავაზებულია UNHCR ExCom-ის შეხვედრაზე. 

UNHCR ExCom-ის შეხვედრაზე სამომავლო ვალდებულებებზე სამსჯელოდ, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, დაგეგმილია შეხვედრა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, 12:00 საათზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან. შეხვედრა გაიმართება თბილისის იუსტიციის სახლში, მე-3 სართულზე.

აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ პირებზე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების უფლებების გავრცელებას (იხ. თანდართული დოკუმენტის Commitment 2). მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლებზე აღნიშნული უფლების გავრცელების შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თქვენი დასწრება აღნიშნულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანია.

დანართად გიგზავნით UNHCR-ის სარეკომენდაციო დოკუმენტს საქართველოს მიერ ასაღები ვალდებულებების შესახებ და სტატისტიკურ ინფორმაციას მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლებისა და რეგისტრირებული პირების შესახებ.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 24 სექტემბრის 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ია ბიგანიშვილს, ტელეფონის ნომერზე - 577 61 44 96.

 

პატივისცემით,

 

 

 

დიანა ბადალოვა

 

თავმჯდომარის თანაშემწე

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

cid:image001.png@01D56FBD.66D1DF70

 

საქართველო, თბილისი, 0154

სანაპიროს ქ. 2 

 

Email:  d.badalova@sda.gov.ge

Tel.:  +995 577 61 55 70 

Web.: www.sda.gov.ge

www.fb.com/psda.gov.ge

 

 


წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.  

The information contained in this e-mail and its attachment(s) is intended for specific addressee(s) only, and may be confidential.

If you are not the intended addressee of the e-mail, please: immediately notify the sender and return the electronic message; do not disclose, distribute the content of the e-mail and its attachment(s); do not copy or otherwise use this message; delete the e-mail and its attachment(s); from your system.