| From : | Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ფლაერი-ქრონიკული |
| Received On : | 24.07.2019 08:58 |
| Attachments : |
დიახ, მეც ძალიან გამახარა ამ ინიციატივამ. მე წამლების ჩამონათვალსაც ვაძლევ და თვითონ შეაფასებენ, მათი ბიუჯეტი გაწვდება თუ არა დანართის ბეჭდვას. ან მცირე რაოდენობით მაინც დაბეჭდონ ექიმებისთვის.
დიდი მადლობა
From: Tamar Gabunia
Sent: 24 July, 2019 12:57
To: Tea Bakradze
Subject: RE: ფლაერი-ქრონიკული
მადლობა თეა,
ძალიან კარგი ინიციატივაა და სასიხარულოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერთვება. კარგი იქნება მედიკამენტების ჩამონათვალიც მიგვეცა გასამრავლებლად, როგორც ადრე, ხომ გახსოვთ ჩანართის სახით რომ დავბეჭდეთ.
ერთი პატარა რედაქციული შეცდომა შევნიშნე მეორე აბზაცის ბოლოს წინა წინადადებაში „სამკურნალო“ არის გასაწორებელი.
სხვა მხრივ კარგია.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Tea Bakradze
Sent: 24 July, 2019 12:43
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: ფლაერი-ქრონიკული
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
გუშინ დამიკავშირდა კახეთის რეგიონის რწმუნებული, რომელმაც სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში სრულიად კახეთის რეგიონში. ამისათვის, ისინი მზად არიან დაბეჭდონ საინფორმაციო მასალები ფლაერის ფორმატში, რამდენადაც მათი ბიუჯეტი არ არის გათვლილი ტრიპლეტის ფორმატის ხარჯებზე. ამიტომ, შევქმენი ფლაერზე განსათავსებელი ინფორმაციის დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნება კახეთს, ხოლო ბეჭდვას და გავრცელებას თავად უზრუნველყოფენ.
გთხოვთ, გაეცნოთ ამ დოკუმენტს და თუ მისაღებია გავგზავნი დიზაინერთან.
პატივისცემით