From : Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>
To : Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; Davit Torua <dtorua@moh.gov.ge>; teo chitadze <teo.chitadze@gmail.com>; amiran gogitidze <amikogogitidze2@gmail.com>; nino.sabanadze@gmail.com; mnaskidashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; bdatukishvili@ssa.gov.ge; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Subject : RE: სოფლის ექიმი - დადგენილების პროექტი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; lgogodze@gmail.com; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 15.08.2019 12:54

მოგესალმებით,
 
მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილების დანართი N18 - ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N166 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) უნდა განეხორციელებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის №01-264/ო ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისათვის ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტის შესყიდვა და გადაცემა ერთჯერადად (სულ 33 პოზიცია და სოფლის ექიმის ჩანთა).
ამავე ნორმის თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების (გარდა ტონომეტრის და გლუკომეტრისა) კომპლექტის შევსება უნდა განხორციელებულიყო 6 თვეში ერთხელ, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხარჯვის შესაბამისად.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის საფუძველზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელა შემდეგი აქტივობები:
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების შედეგების შესაბამისად, სხვადასხვა მიმწოდებელთან (5 მიმწოდებელი) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელდა შესყიდვა, სააგენტოს 9 სამხარეო ცენტრში (გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სოფლის ექიმებისა, რომელთათვის აღნიშნულის შესყიდვა ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ და 18.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა - შპს შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები) შეტანა და სოფლის ექიმებისთვის გადაცემა შემდეგი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნებისა (18 პოზიცია):
1. კოფეინი
2. ფუროსემიდი
3. ამინოფილინი საინექციო
4. დროტავერინის ჰ/ქ
5. ადრენალინი
6. ნატრ. ქლორ. საინფუზიო ხს 0,9%
7. დექსამეტაზონი
8. იოდინი
9. სპირტი
10. წყალბადის ზეჟანგი
11. ერთჯერადი შპრიცი 2 მლ
12. ერთჯერადი შპრიცი 5 მლ
13. ერთჯერადი შპრიცი 10 მლ
14. ბამბა
15. არასტერილური ხელთათმანი
16. ნიღაბი
17. ბინტი სტერილური
18. ლეიკოპლასტირი
ამასთან, გარდა აღნიშნულსა სააგენტოს მიერ შესყიდულია და 10 რეგიონში შეტანილია სამედიცინო დანიშნულების საგნები და ექიმის ჩანთა, რომელთა სოფლის ექიმებისთვის გადაცემის საკითხი დროებით შეჩერებულია (7 პოზიცია):
  1. გადასხმის სისტემა (ფილტრიანი) (აჭარის გარდა);
  2. შპადელი (აჭარის გარდა);
  3. თერმომეტრი;
  4. ტონომეტრი;
  5. გლუკომეტრი;
  6. ტესტჩხირები-გლუკომეტრის;
  7. ორსულობის დასადგენი ტესტი;
ამ ეტაპზე სრული კომპლექტიდან შესასყიდი დარჩა მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (8 პოზიცია), რომელთა შესყიდვა, აღნიშნულ პერიოდამდე, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ან ვერ განხორციელდა (1. მეტოპროლოლი; 2. ნიფედიპინი; 3. კაპტოპრილი; 4. პარაცეტამოლი; 5. გლიცერილი ტრინიტრატი; 6. სალბუტამოლის სულფატი ინჰალ. აეროზოლი; 7. კეტოროლაკი; 8. ტესტჩხირები-შარდში ცილის განმსაზღვრელი), კერძო:
მიზეზებიდან აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოზიციის განაწილების დროს, მიმწოდებლების განმარტებით, იქმნებოდა გარკვეული ხასიათის პრობლემა (მაგ.: კეტოროლაკი, პარაცეტამოლი, ტესტ-ჩხირები - შარდში ცილის განმსაზღვრელი), კერძოდ, მინისტრის ბრძანებით თითოეულ სოფლის ექიმზე გადასაცემი რაოდენობა რიგი პოზიციების მიხედვით განსაზღვრული იყო 2 ან 3 ამპულით. შეფუთვების (მაგ.: 5 ცალიანი შეფუთვები) დაშლა არ იყო მიზანშეწონილი, საქონლის შემდგომი ტრანსპორტირებისას დაზიანების და იდენტიფიცირებასთან/ვადასთან, დაკავშირებული სხვა გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით.
რაც შეეხება მეტოპროლოლის, ნიფედიპინის, კაპტოპრილის, გლიცერილი ტრინიტრატის და სალბუტამოლის სულფატის შესყიდვას, თავდაპირველად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერები არ შედგა. ამასთან, მიმდინარე ეტაპზე, დასრულებულია CON190000369 კონსოლიდირებული ტენდერი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულად არის გამოცხადებული შპს „პსპ ფარმა“. გამარჯვებული კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, მედიკამენტების საჭირო რაოდენობა სახეზეა და შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება ზემოხსენებული 5 მედიკამენტის შესყიდვის მიზნით, თუმცა აღნიშნულ პოზიციებზეც შესაძლებელია დადგეს შეფუთვების დაშლის საკითხი, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო (მაგ: ნიტროგლიცერინი ტაბ. წარმოდგენილია 0.5მგ N40 სახით, ბრძანებით ექიმზე გადასაცემი რაოდენობა განსაზღვრულია 10 ტაბლეტით.)
ზემოაღნიშნულ ინფორმაციას დავამატებთ, რომ შესასყიდ რაოდენობებში თავიდანვე გაითვალისწინებულ იქნა დამატებით კიდევ ერთი კომპლექტის შესავსებად საჭირო მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების რაოდენობაც, მარაგის შექმნისა და ექიმის ჩანთის 6 თვეში ერთხელ შევსების მიზნით (ხარჯვის შესაბამისად) და რიგი ხელშეკრულებები გაფორმებულ იქნა ორმაგ ოდენობაზე, საიდანაც ამ ეტაპზე შესყიდულია მხოლოდ პირველ ჯერზე გადასაცემი რაოდენობები. ყველა შესყიდული მედიკამენტი და სამედიცინო დანიშნულების საგნები, რაც შეტანილია სამხარეო ცენტრებში, აყვანილია სააგენტოს ბალანსზე. იგეგმება ცვლილება, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარებაში ჩაითვლება მედიკამენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სოფლის ექიმებისთვის გადაცემა და საქონელი ჩამოიწერება სააგენტოს ბალანსიდან.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იგეგმება ასევე ,,სოფლის ექიმის“ რიგი კომპონენტების, მათ შორის ,,პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ განმახორციელებლის ცვლილება და სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაზუსტებელია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგეგმილი ცვლილების განხორციელებამდე, უკვე შესყიდული სოფლის ექიმის ჩანთისა და 7 პოზიციის ექიმებისთვის გადაცემის (რომლებიც უკვე შეტანილია სააგენტოს სამხარეო ცენტრებში) და დარჩენილი 8 პოზიციის შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხები.
 
პატივისცემით,
 
მაგდა გურაბანიძე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144,  0119, თბილისი
ელ . ფოსტა: Mgurabanidze@ssa.gov.ge
ტელ: +995(99)09 39 06
 
 
 
 
-----Original Message-----
From: Lela Tsotsoria
To: "'atalakvadze@moh.gov.ge'" , Davit Torua , teo chitadze , amiran gogitidze , "nino.sabanadze@gmail.com" , "mnaskidashvili@ssa.gov.ge" , "Magda Gurabanidze (MGurabanidze@ssa.gov.ge)" , "kchkhartishvili@ssa.gov.ge" , "'bdatukishvili@ssa.gov.ge'" , Noe Kinkladze , "Maia Gotiashvili" , Natia Khmaladze
Cc: Tamar Gabunia , Mariam Darakhvelidze , Ekaterine Adamia
Date: Fri, 9 Aug 2019 12:01:00 +0000
Subject: RE: სოფლის ექიმი - დადგენილების პროექტი
 
მოგესალმებით,
 
გიგზავნით „სოფლის ექიმის“ პროგრამის ცვლილების და პროგრამის ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას. დასაზუსტებელია საკითხი შესასყიდ (8 პოზიცია) მედიკამენტებზე.
გთხოვთ,  შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ კომენტარები.
 
 
პატივიცემით,
 
ლელა წოწორია
 
 
From: Lela Tsotsoria
Sent: 31 July, 2019 16:29
To: 'nino.sabanadze@gmail.com' ; 'Davit Torua' ; 'Dato Moadgile' ; 'teo chitadze' ; 'kristi sajaia' ; 'EKA GOLIADZE (ekaterinegoliadze@gmail.com)' ; 'Gocha Abuladze' ; 'giorgi topuria' ; 'Tamo Arevadze' ; 'Ssd Centri' ; 'amiran gogitidze'
Cc: Mariam Darakhvelidze ; 'atalakvadze@moh.gov.ge'
Subject: RE:
სოფლის ექიმი - დადგენილების პროექტი
 
მოგესალმებით,
 
გიგზავნით „სოფლის ექიმის“ პროგრამის ბიუჯეტს - გაწეული და მოსალოდნელი ხარჯის გათვალისწინებით.
 
პატივისცემით,
 
ლელა წოწორია
 
From: Lela Tsotsoria
Sent: 29 July, 2019 16:37
To: 'nino.sabanadze@gmail.com' <nino.sabanadze@gmail.com>; Davit Torua <dtorua@moh.gov.ge>; Dato Moadgile <dantoshvili@moh.gov.ge>; teo chitadze <teo.chitadze@gmail.com>; kristi sajaia <kristisajaia@gmail.com>; EKA GOLIADZE (ekaterinegoliadze@gmail.com) <ekaterinegoliadze@gmail.com>; Gocha Abuladze <gabuladze@moh.gov.ge>; giorgi topuria <gtopuria@moh.gov.ge>; Tamo Arevadze <t.arevadzee@gmail.com>; Ssd Centri <ssdcentri@gmail.com>; amiran gogitidze <amikogogitidze2@gmail.com>
Cc: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; 'atalakvadze@moh.gov.ge' <atalakvadze@moh.gov.ge>
Subject: RE:
სოფლის ექიმი - დადგენილების პროექტი
 
მოგესალმებით,
 
გიგიზავნით „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ცვლილების განახლებულ ვერსიას.
 
 
პატივისცემით,
 
ლელა წოწორია
 
 
From: Nino Sabanadze [mailto:nino.sabanadze@gmail.com]
Sent: 12 July, 2019 18:06
To: Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Cc: Davit Torua <dtorua@moh.gov.ge>; Dato Moadgile <dantoshvili@moh.gov.ge>; teo chitadze <teo.chitadze@gmail.com>; kristi sajaia <kristisajaia@gmail.com>; EKA GOLIADZE (ekaterinegoliadze@gmail.com) <ekaterinegoliadze@gmail.com>; Gocha Abuladze <gabuladze@moh.gov.ge>; giorgi topuria <gtopuria@moh.gov.ge>; Tamo Arevadze <t.arevadzee@gmail.com>; Ssd Centri <ssdcentri@gmail.com>; amiran gogitidze <amikogogitidze2@gmail.com>; Avtandil Talakvadze <avtandiltalakvadze@gmail.com>
Subject:
სოფლის ექიმი - დადგენილების პროექტი
 
ქალბატონო ლელა,
 
გიგზავნით მთავრობის დადგენილების პროექტს. რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ჩვენი პოზიცია (სამუშაო ვერსია). გარკვეული საკითხები კიდევ შეთანხმების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილებას გაცნობებთ დამატებით.
 
მადლობა.

--
პატივისცემით,
ნინო საბანაძე
იურიდიული სამმართველოს უფროსი
მობ: (+995) 577 15 86 84
ელ-ფოსტა: nino.sabanadze@gmail.com
სსიპ "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
0119,   . თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N117