| From : | Nika Kvaratskhelia <nkvaratskhelia@ombudsman.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: კვლევაში მონაწილეობის თხოვნა |
| Cc : | Akaki Kukhaleishvili <akukhaleishvili@ombudsman.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; tkhokhobashvili@ombudsman.ge |
| Received On : | 09.08.2019 11:19 |
| Attachments : |
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. საერთაშორისო ექსპერტები უკვე საქართველოში იმყოფებიან და მოხარული იქნებიან, შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენელს 15 ან 16 აგვისტოს.
პრევენციის ეროვნული მექანიზმიდან საკონტაქტო პირის ფუნქციას ასრულებს თამარ ხოხობაშვილი, რომლის ტელეფონის ნომერსაც აქვე ვუთითებ: 557 91 32 19.
საუკეთესო სურვილებით,
ნიკა
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: 02 August, 2019 19:03
To: Nika Kvaratskhelia
Cc: 'Akaki Kukhaleishvili'
Subject: RE: კვლევაში მონაწილეობის თხოვნა
ბატონო ნიკა
დიდი მადლობა წერილისა და კვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. განვიხილავთ და მოგაწვდით საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Nika Kvaratskhelia [mailto:nkvaratskhelia@ombudsman.ge]
Sent: 2 August, 2019 18:57
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: 'Akaki Kukhaleishvili' <akukhaleishvili@ombudsman.ge>
Subject: კვლევაში მონაწილეობის თხოვნა
ქალბატონო თამარ,
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 16-17 ოქტომბერს იგეგმება საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 10 წლისთავის აღსანიშნავი, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გამართვა. ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების შეჯამება. ამ მიზნით, დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების, პროფესორების რიჩარდ კარვერისა და ლიზა ჰენდლის მიერ კვლევის ჩატარება. პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის გავლენის შეფასების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტებს სურთ, მოისმინონ დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამოყოთ პირი, რომელიც გაესაუბრება ექსპერტებს და გაუზიარებს შეხედულებებს ფსიქიატრიულ და სხვა რეზიდენტულ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის/ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის როლზე.
წინასწარ გიხდით მადლობას ამ ელ. ფოსტის განხილვისთვის.
პატივისცემით,
ნიკა კვარაცხელია
| |||||