| From : | Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს სხდომა - 2019 წლის II სხდომა |
| Received On : | 20.09.2019 09:14 |
| Attachments : |
ძვირფასო თამუნა,
როცა მოიცლით, თუ შესაძლებელია, რომ 5 წუთით შეგხვდეთ, დამატებით ამ საკითხებზე სასაუბროდ.
ღრმა პატივისცემით,
ნანა კალმახელიძე
From: Nana Kalmakhelidze
Sent: 20 September, 2019 12:30
To: Tamar Gabunia
Subject: RE: გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს სხდომა - 2019 წლის II სხდომა
ძვირფასო თამუნა, გამარჯობა,
ეს წერილი გუშინ მომწერა ქალბატონმა თამარ ანთელავამ, საბჭოს წევრმა, რომელიც ძალიან დიდ პატივს გცემთ, დღეს კი დამირეკა და მთხოვა საქმის კურსში ჩამეყენებინეთ. საუბარია პირველ ოთხ გაიდლაინსა და პროტოკოლზე:
1. ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვა - გაიდლაინი (2007 წლის გაიდლაინის განახლება);
2. მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა (2012 წლის პროტოკოლის განახლება);
3. თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში - პროტოკოლი (2012 წლის პროტოკოლის განახლება);
4. მშობიარობის შემდგომი სისხლდენა - საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები - პროტოკოლი (მინისტრის 2016 წლის 9 მარტის № 0156/ო ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლის განახლება).
აღნიშნული თემები არ არის ყველა დარგობრივ (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის) ასოციაციასთან და ექსპერტთან შეთანხმებული, იქნებ ქალბატონმა თამარმა მეან-გინეკოლოგთა გაფართოებული შეხვედრა მოიწვიოს, კიდევ ერთხელ განვიხილოთ და საბოლოო შეთანხმებისა და კონსენსუსის შემდგომ მოხდეს მათი საბჭოზე გატანა, ამ ეტაპზე იქნებ არ გავიტანოთ, გადავდოთო - ასე მთხოვა ქალბატონმა თამარ ანთელავამ, რომელიც ელოდება თქვენ გადაწყვეტილებას.
ღრმა პატივისცემით,
ნანა კალმახელიძე
From: Tamar Antelava [mailto:tantelava@evex.ge]
Sent: 19 September, 2019 11:29
To: Nana Kalmakhelidze
Subject: RE: გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს სხდომა - 2019 წლის II სხდომა
ქ-ნო ნანა, მოგესალმებით დიდი პატივისცემით, მაგრამ სამეანო პროტოკოლების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან:
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე განმეორებით შენიშვნების მოწერა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
P.S. თუ საიდუმლო არ არის, ვის მიერ არის ეს სამეანო პროტოკოლები საბჭოზე წარმოდგენილი?
პატივისცემით
Tamar Antelava
Head of obstetrics and gynecology unit
40 Vazha-Pshavela Avenue | Tbilisi 0177, Georgia
T +995 32 2 55 05 05 (5160) | M +995 577 373 107
From: Nana Kalmakhelidze
Sent: Monday, September 16, 2019 11:08 AM
To: Tamar Gabunia
Subject:
Importance: High
პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ მეორე სხდომა.
საბჭოს სხდომის დაზუსტებულ თარიღს გაცნობებთ მოგვიანებით.
სხდომაზე განხილული იქნება სხვადასხვა თემატიკის გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლებსაც გამოგიგზავნით თანდათან.
I. გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA - ის მიერ შემოტანილი პაკეტი:
1. ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვა - გაიდლაინი (2007 წლის გაიდლაინის განახლება);
2. მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა (2012 წლის პროტოკოლის განახლება);
3. თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში - პროტოკოლი (2012 წლის პროტოკოლის განახლება);
4. მშობიარობის შემდგომი სისხლდენა - საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები - პროტოკოლი (მინისტრის 2016 წლის 9 მარტის № 0156/ო ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლის განახლება);
5. კრიზისულ/გადაუდებელ სიტუაციებში გაუპატიურების მსხვერპლთა კლინიკური მართვა - პროტოკოლი;
6. ანტენატალური მეთვალყურეობის პროტოკოლის დანართები:
ა) დანართი 1 - ორსულობის პირველი ტრიმესტრის (14 კვირამდე) სტანდარტული ულტრასონოგრაფიული კვლევის ალგორითმი და ფორმა;
ბ) დანართი 2 - საინფორმაციო ფურცელი მომავალი მშობლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის
(ორსულობის პირველ ტრიმესტრში (14 კვირამდე) სტანდარტული ულტრაბგერითი კვლევის შემადგენელი კომპონენტებისა და ნაყოფის სქესის დადგენის რეკომენდირებული პრაქტიკის შესახებ).
გიგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ გაიდლაინსა და პროტოკოლებს თანდართულ რეცენზიებთან ერთად.
უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934