From : Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
To : Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Fati Gabunia <fgabunia@yahoo.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lali Sharvadze <sharvadzel@yahoo.com>
Subject : RE: არვ მონიტორინგი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 21.08.2019 12:34

ია მოგესალმები,
,,ანტირეტროვირუსული მკურნალობის მონიტორინგი" - აღნიშნული მომსახურების დაფინანსების ერთეულს წარმოადგენს შემთხვევა და ღირებულება განსაზღვრულია 11 ლარით. სააგენტოსთვის, როგორც პროგრამის აღნიშნული კომპონენტის (აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით) განმახორციელებლისათვის, ადმინისტრირების მხრივ არ იქნება პრობლემა, სამ  თვეში ერთხელ იქნება წარმოდგენილი შემთხვევა თუ ყოველთვიურად, ერთ შემთხვევაზე დამუშავდება - 11 ლარი.
პატივისცემით,
მაგდა ნასყიდაშვილი

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
მობილური: (+995) 99 09 39 10
ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge
 
-----Original Message-----
From: Ia Kamarauli
To: Fati Gabunia , Ekaterine Adamia , Lali Sharvadze , Magda Naskidashvili
Cc: Tamar Gabunia , Mariam Darakhvelidze
Date: Thu, 15 Aug 2019 07:49:24 +0000
Subject: RE: არვ მონიტორინგი
 
მოგესალმებით,
 
მაგდა, შეკითხვა შემოვიდა შიდსის ცენტრიდან, რომელიც ეხება არვ მედიკამენტების 3 თვეში ერთხელ გაცემას (11 ლარიანი კოდი). ანგარიშგებისთვის რაიმე პრობლემას ხომ არ შექმნის ამ კოდის ზოგიერთი პაციენტისთვის სამ თვეში ერთხელ გამოყენება და ზოგიერთისთვის - ერთ თვეში ერთხელ? (რა თქმა უნდა სამჯერ 11 ლარს არ მოითხოვენ და მოითხოვენ 11 ლარს ყოველ ჯერზე).
 
მადლობა
 
ია ყამარაული
 
 
From: Fati Gabunia [mailto:fgabunia@yahoo.com]
Sent: Tuesday, August 13, 2019 5:55 PM
To: Ekaterine Adamia
; Ia Kamarauli; Lali Sharvadze
Subject:
არვ მონიტორინგი
 
ქალბატონო ეკა,
ქალბატონო ია,
 
აივ/შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული ნაწილის ერთ-ერთი სერვისია არვ თერაპიის მონიტორინგი- განფასებული 11 ლარად.
 
სტანდარტი გულისხმობს არვ მედიკამენტების გაცემას  და ექიმის კონსულტაციას.  ექიმთან კონსულტაციისას ექიმის მიერ კონტროლდება: არვ მედიკამენტების მიღების რეჟიმის დაცვა, არვ მედიკამენტებზე განვითარებული გვერდითი ეფექტების კონტროლი და მართვა, საჭიროების შემთხვევაში არვ რეჟიმის შეცვლა (სერიოზული გვერდითი ეფექტების არსებობისა და/ან არვ მედიკამენტებზე რეზისტენტობი შემთხვევაში) და სხვ.
აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში,  ყოველ ცალკეულ პაციენტზე არვ მედიკამენტები გაიცემა თვეში ერთჯერ, ექიმის კონსულტაცია ხორციელდება თვეში ერთჯერ და თანხაც მოითხოვება თვეში ერთჯერ (11 ლარი).
 
მსოფლიო პრაქტიკამ, ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ და კიდევ მრავალმა ფაქტორმა (მიზეზები ჩამოყალიბებულია მიბმულ წერილში) დაგვანახა შესაძლებლობა, რომ გავცეთ არვ პრეპარატები 3 თვეში ერთჯერ. 
3 თვეში ერთჯერ არვ პრეპარატები გაიცემა იმ პაციენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს (კრიტერიუმების ერთობლიობას).   
 
კრიტერიუმები შემუშავებულ იქნა აივ/შიდსის კლინიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შიდსის ასოციაციის  აივ/შიდსის კლინიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე(იხ. სხდომის ოქმი).
სტანდარტის შინაარსი და ღირებულება 2019 წელს არ შეიცვლება, თუმცა პროგნოზი შემცირდება, სავარაუდოდ სამჯერ.
(2020 წლის სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა წინ გვაქვს).
 
გთხოვთ, განგვიმარტოთ არის თუ არა აუცილებელი ჩვენი ცენტრის მიერ ოფიციალური ცნობა/განმარტება/წერილის გამოგზავნა მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ თქვნდამი რწმუნებულ სამინისტროში.
 
 
პატივისცემით,
 
ლალი შარვაძე
ფატი გაბუნია
 
 
 
Pati Gabunia MD. PhD.
Head of AIDS Inpatient Department
 Infectious Diseases, AIDS and Clinical Immunology research Center
16 Al. Kazbegi Av.0160
Tbilisi, Georgia
Tel:+995322398473
Cell:+995599176085
Fax: +995322399144
e-mail: fgabunia@yahoo.com