From : Ana Tsitsagi <anitsitsagi@gmail.com>
To : tgabunia@moh.gov.ge
Subject : RC Rotary Ambassador - სურამის კლინიკასთან დაკავშირებული პროექტი
Cc : Irakli Maghlaperidze <Maglaperidze5976@gmail.com>; Nino Jokhadze <jokhadze.n.o@gmail.com>; Marine Changiani <changianimarine@gmail.com>
Received On : 26.07.2019 06:36

მოგესალმებით ქ-ნო თამარ,

კიდევ ერთხელ გიხდით  მადლობას სამშაბათს Rotary Club Tbilisi Ambassador-ის შეხვედრაზე მობრძანებისთვის.

როგორც შეხვედრისას ითქვა, სურამის პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ დეტალებზე კონსულტაციები გავიაროთ სფეროს ექსპერტებთან ან/და სამინისტროს წარმომადგენლებთან, რათა პროექტი უფრო ეფექტურად დაიგეგმოს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში.

როტარის წესებიდან გამომდინარე, პროექტის დასრულებისთვის დრო შეზღუდული გვაქვს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო კლუბებიდან უკვე მოპოვებული მხარდაჭერა და რესურსი არ დაიკარგოს და დროულად მივაწოდოთ მათ საჭირო ინფორმაცია.
თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში, იქნებ უახლოეს პერიოდში დაგვაკავშიროთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ამ საკითხის განხილვა და რეკომენდაციების მიღებაა შესაძლებელი.

წარმატებულ დღეს გისურვებთ.
პატივისცემით,
ანა ციცაგი



--
Ana Tsitsagi

Mob.: +995 599 08 68 81