მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
გავეცანი პჯდ -ს პროექტს.
გადავუგზავნე ბატონ მიშასაც.
ჩემი აზრით, პროექტი მისაღებია შინაარსობრივადაც და დროშიც.
განსაკუთრებით მომეწონა ის პუნქტი, რომ ,,დაწესებულებები, რომლებიც 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებენ სელექტიური კონტრაქტირების პირობებს, რეგისტრირებული ბენეფიციარების მოძრაობის მართვას უზრუნველყოფს სააგენტო - განხორციელდება ბენეფიციარების ავტომატური გადამაგრება გეოგრაფიულად ახლოს მყოფ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის
„ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს."-- რაც აგვაცილებს გარკვეულ რისკებს, რაცას თქვენ ხედავდით.
მაქვს რამოდენიმე შეკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
პროექტში მითითებულია, რომ ,,1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდეს არა უმეტეს
2,500 მოსახლეს." თუმცა განმარტებით ბარათში წერია 2600. ალბათ ტექნიკური უზუსტობაა.
პროექტში ასევე მითითებულია რომ, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს ინფორმაცია სპეციალური კითხვარის შესაბამისად,
რომელიც
დამტკიცებულია
სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. -- ჩემი აზით დასაფიქრებელია, რამდენარაა შესაძლებელი დაწესებულების მხრიდან შევსებულ კითხვარზე დაყრდნობით კონტრაქტირება? ხომ არ იქნება აუცილებელი კონტრაქტირებამდე კითხვარში მოცემული ინფორმაციის ჩვენი მხრიდან გადამოწმება და თუ ასეა, რამდენად ჩავეტევით დროში?
როგორც პროგრამიდან ირკვევა, ოჯახის ექიმი და სოფლის ექიმი ერთ ,,პლათფორმაზე" განიხილებიან. პჯდ-ში მოიაზრება ექიმი + ექთანი + დიაგნოსტიკა. აღნიშნული რგოლი ვერ დავუკავშირე ვიწრო სპეციალისტებს. ჩემთვის საინტერესოა თქვენი ხედვა ვიწრო სპეციალისტებთან მიმართებაში. როგორ გესახებათ მათი ჩართულობა პჯდ -ში, რაც ალბათ ცალკე განხილვის თემაა.
პატივისცემით
თამარ მელიქიძე