| From : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 17.09.2019 09:39 |
ეს არ გამოგვადგება?: (კონკრეტულ რაოდენობებს მოვძებნი)
არის შემთხვევები, როცა სტაციონარული დაწესებულება იღებს სანებართვო მოწმობასა და ნებართვის დანართს დამატებითი საქმიანობისათვის, მაგრამ საწოლთა ფონდის ძირითადი ნაწილი მოდის სწორედ ნებართვის დანართის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობაზე. შესაბამისად, სტაციონარს არა აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს ის ძირითადი სერვისები, რომელთა წარმოებისთვის საჭიროა დამატებითი სერვისის უზრუნველყოფა, რაც ქმნის პრობლემებს როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის (მ. შ. ფინანსური), ასევე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით (პაციენტის რეფერალი ძირითადი სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებიდან დამხმარე სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში და პირიქით, ტრანსპორტირების ხარჯები და სხვ). აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, დამატებით და ძირითად სერვისებს შორის გარკვეული თანაფარდობის დადგენა, კერძოდ, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლების საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი, რასაც საფუძვლად დაედო დოკუმენტში - International comparisons of selected service lines in seven health systems, ANNEX 3 – REVIEW OF SERVICE LINES: CRITICAL CARE (Evidence Report, October 27th, 2014) სტაციონარულ სერვისებსა და კრიტიკული მოვლის (რეანიმაციულ) საწოლებს შორის არსებული თანაფარდობა (საშუალო მაჩვენებელი).
Marina Darakhvelidze
Head of Health Care Department
Ministry of IDPs, Labour, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave.
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32251 0038 (1102)
mob: 577 722 642
E-mail: mdarakhvelidze@moh.gov.ge