| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | NCDC 2020 ბიუჯეტის პრობლემები |
| Cc : | tgabunia@moh.gov.ge; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.10.2019 12:58 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
როგორც მოგახსენეთ, ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილი ახალი ვალდებულებების განსახორციელებლად ცენტრისათვის
გამოყოფილი ასიგნებების 14 მილიონი ლარით გაზრდის განაცხადი, სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული 2020 წლის საბიუჯეტო პარამეტრების წინასწარი განხილვების შედეგად, რაც ნეგატიურად აისახება, ერთი მხრივ, პრევენციული მედიცინის განვითარების დინამიკაზე ქვეყანაში, ხოლო,
მეორე მხრივ, მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებაზე. კერძოდ, ცენტრის მიერ წარდგენილი 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადში მოთხოვნილი ბიუჯეტის 14 მლნ ლარით გაზრდაზე უარის შემთხვევაში ვერ შესრულდება შემდეგი პროექტები:
1.
სისხლის უსაფრთხოების გაუმჯობესება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების)
ტესტირების დანერგვის გზით, რაც
ერთი მხრივ წარმოადგენს „საქართველოში C
ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს N1704 განკარგულებით, ხოლო მეორე მხრივ ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე
გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
სისხლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრის მიერ გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წელს შესყიდულ იქნა ნუკლეინის მჟავას ტესტირების (NAT)
ორი აპარატი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ტესტირების უახლეს მაღალტექნოლოგიურ მეთოდოლოგიას. აღნიშნული ტექნიკური აღჭურვილობით მიმდინარე წლის ბოლოს თბილისის სისხლის ბანკებში პილოტურად დაგეგმილი იყო სისხლის ცენტრალიზებულად ტესტირების პროექტის პილოტირება, ხოლო 2020
წლის დასაწყისიდან მისი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოდ დანერგვა.
მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტის 4,940 ათასი ლარით გაზრდის განაცხადზე უარის
შემთხვევაში, კვლავაც ვერ გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყანაში სისხლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით და სისხლის ტრანსფუზიის გზით განსაკუთრებით საშიში ინფექციების (აივ-ინფექცია/შიდსი,
B და
C ჰეპატიტები) გავრცელება კვლავაც დარჩება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა, რომელიც 2015 წელს ჩატარებული პოპულაციური კვლევის მონაცემებით წარმოადგენს
ინფექციების გავრცელების მეორე წყაროს ინტრავენური ნარკომანიის შემდეგ.
2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის N01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული აცრების ახალი ეროვნული კალენდრის საფუძველზე 2020 წლიდან ორი ახალი ვაქცინის დანერგვა: 11-13 წლის
ასაკის გოგონების ვაქცინაციისთვის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და 18 თვის და 5 წლის ასაკის ბავშვების ასაცრელად ოთხკომპონენტიანი დიფტერია/აცრეულარული ყივანახველა/ტეტანუსი /ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინის დანერგვა.
ამასთან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ვალდებულება (რაც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების პრევენციის ერთადერთ
ეფექტურ საშუალებას) ქვეყანამ აიღო გავი-ალიანსთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში (გავი-ალიანსის დაფინანსებით 2018-2019 წლებში ვაქცინაციის პილოტური პროექტი წარმატებით განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონში, ხოლო 2020 წლიდან სახელმწიფომ უნდა განავრცოს მთელი ქვეყნის
მასშტაბით), ხოლო ინაქტივირებული პოლიომიელიტის შემცველი ოთხკომპონენტიანი ვაქცინის დანერგვა წარმოადგენს პოლიომიელიტის ერადიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულების ნაწილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე.
მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტის 3,012 ათასი ლარით გაზრდის განაცხადზე უარის შემთხვევაში,
ვერ შესრულდება მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები და რაც მთავარია საფრთხის ქვეშ დადგება ვაქცინების მოწოდების უწყვეტობა, რომელშიც არ დაფიქსირებულა შეფერხება ბოლო 5 წლის მანძილზე.
3.
გლობალური ფონდიდან გადმობარებული ტუბერკულოზისა და აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამების დაფინანსების უწყვეტობა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფომ უნდა გადმოიბაროს ამ პროგრამების ფარგლებში მედიკამენტების, სადიაგნოსტიკო საშუალებებისა და პრევენციული
ხასიათის ღონისძიებების დაფინანსება. ამასთან, გადმობარებული ვალდებულების უზრუნველყოფის ფინანსური რესურსი არაა გათვალისწინებული გლობალური ფონდის 2020 წლის ბიუჯეტში.
მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, აივ-ინფექცია/შიდსის მართვის და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამების 2020 წლის ბიუჯეტის ჯამში
2,283 ათასი ლარით (პროგრამების შესაბამისად 1,204 ათასი და 1,079 ათასი ლარით) გაზრდის განაცხადზე უარის შემთხვევაში, პაციენტები სრულად ვერ იქნებიან უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებითა და სადიგნოსტიკო საშუალებებით.
4.
„ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის N869 განკარგულებით ნაკისრი ვალდებულება, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის ღონისძიებების
განხორციელების თაობაზე. 2018 წელს ჩატარებული მრავალინდიკატორული პოპულაციური MICS კვლევის ფარგლებში, ბავშვების სისხლის ტყვიაზე გამოკვლევამ აჩვენა მეტად საყურადღებო შედეგები, რომელიც საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან ადექვატურ რეაგირებას,
კერძოდ გამოკვლეული ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მინიმალურად დასაშვებ ზღვარზე მაღალია, ხოლო 16%-ში ძალიან მაღალია. 2019 წლის აგვისტოდან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაიწყო MICS კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ბავშვების შესაბამისი
სამედიცინო მომსახურება, ხოლო 2020 წელს ეს მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო მსგავსი სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის.
მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში,
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის სახელმწიფო
პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტის 2,600 ათასი ლარით გაზრდის განაცხადზე უარის შემთხვევაში, ვერ შესრულდება
საქართველოს მტავრობის მიერ გაცხადებული ზემოაღნიშნული ღონისძიებები, ასევე ვერ განხორციელდება კიბოს სკრინინგისადმი საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების კუთხით 2020
წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
5.
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს N1704 განკარგულებით, 2020 წლისთვის C ჰეპატიტით დაავადებულთა
90%-ის გამოვლენა. სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე გამოვლენილი უნდა იქნას ინფიცირებულთა 90%, აქედან ნამკურნალევი უნდა იქნას 95%, ხოლო განკურნებული - მათი 95%. ამ მიზნის მისაღწევად
დარჩენილ პერიოდში დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის ქსელის გააქტიურება სკრინინგის კუთხით, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 1,0 მლნ მოზრდილი პირის სკრინინგი, მათგან იდენტიფიცირებული სკრინინგით დადებითი პირების კონფირმაციული
კვლევა და შემდგომ მკურნალობაში ჩართვა.
მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო
პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტის 1,01 ათასი ლარით გაზრდის განაცხადზე უარის შემთხვევაში, 2020 წლის ბოლომდე ვერ შესრულდება ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული პირველი მიზანი (დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა), რომლის გარეშეც დანარჩენი სამიზნეების მიღწევა პრაქტიკულად
შეუძლებელია.
6.
საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის არსებული შეთანხმებით (JTA)
ვალდებულების სრულად გადმობარება. შეთანხმების ფარგლებში, ქართულ მხარეს უნდა გაეთვალისწინებია დამატებით 3 246 აშშ დოლარის
შესაბამისი დაფინანსება, ამისათვის ცენტრის ადმინისტრირებისათვის 2014
წელს გამოყოფილი ასიგნებები 7 მლნ ლარის ოდენობით 2020 წლისთვის უნდა გაზრდილიყო 3,246 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
ცენტრის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ხარჯების ოპტიმიზაციის მიუხედავად დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვის 2020
წლის ასიგნება 2019 წლის გეგმასთან შედარებით უნდა გაიზარდოს მინიმუმ 250-300 ათასი ლარით, რათა შესრულდეს ზემოაღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
თანდართული დანართით წარმოგიდგენთ, სახელმწიფო პროგრამების მიხედვით 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტების, 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დამატებითი
დაფინანსებისა და აღნიშნული დაფინანსების მოთხოვნის დასაბუთებას.
გთხოვთ, თქვენს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობის წინაშე ცენტრის მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებისათვის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადში მოთხოვნილი
რესუსრების 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით.
თუ ჩათვლით მიზანშეწონილად მზად ვართ ამ საკითხის დეტალურად გასავლელად სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge