საბჭოს
პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ
გაეცნოთ ბ-ნი ზაზა ქარჩხაძის ქვემოთ მოყვანილ წერილს.
პატივისცემით,
სამდივნო
მოგესალმებით, გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მოქმედ წევრებს შორის.ევრაზიის ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი ანხორციელებს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს "INPUD-ENPUD-GF", რომლის მიზანია, ნაციონალურ და რეგიონალურ დონეზე განამტკიცოს ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა პოტენციალი, რათა მათ ეფექტურად და უსაფრთხოდ მიიღონ მონაწილეობა გლობალური ფონდის გრანტების შემუშავებას, რეალიზაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ პროცესებში. აღნიშნულის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ძირითადი დაზარალებული ჯგუფების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრების შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ცოდნა. საქართველოსთვის, პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა კითხვარი, რის საშუალებით საბჭოს მოქმედი წევრები შეაფასებენ როგორც შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურას ამასთანავე, ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკას და გარდამავალი პერიოდის გეგმას. მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნაციონალურ, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცხოვრები ძირითადი დაზარალებული ჯგუფების მიერ თავიანთი ქვეყნების საკოორდინაციო საბჭოში შესასვლელად და სამუშაოდ.
https://form.jotformeu.com/92771144681360 ლინკზე დაკლიკებით გადახვალთ კითხვარზე! კითხვარის შევსების ვადაა 15.10.2019 - 15.11.2019 ჩათვლით! მონაწილეობა სრულიად კონფიდენციალურია. კითხვარი არის სტრუქტურირებული სახის - პასუხების შემოთავაზებული ვარიანტებით. თუმცა, სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენთვის სასურველი კომენტარი ნებისმიერი კითხვის ბოლოს. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ დაახლოებით 10-15 წუთი. მადლობას გიხდით კითხვარის შევსებისთვის!
პატივისცემით,ზაზა ქარჩხაძენარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია "რუბიკონი"