| From : | Natia Khonelidze <natia.khonelidze70@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | French 5% requests for support letters |
| Received On : | 26.07.2019 09:02 |
საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის 5% ინიციატივის მიერ 2019 წლის იანვარში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი (https://www.initiative5pour100.fr/en/partnerships-and-expertise/calls-for-proposals/). შერჩევის ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ, დონორი ორგანიზაციის მოწვევის თანახმად, მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, მოთხოვნილია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან მხარდაჭერის წერილის წარდგენა აპლიკანტ-ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით საბჭოს მომართა აპლიკანტ -ორგანიზაცებმა, რომლებმაც წარმატებულად გაიარეს შერჩევის პირველი ეტაპი.
აქვე გაცნობებთ, რომ სამდივმომ გაიარა კონსულტაციები გლობალური ფონდის გრანტის ძირითად მიმღებთან გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროგრამებთან ზედდების არარსებობის დადასტურების მიზნით. პარალელურად მიმდინარეობს სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ საპროექტო განაცხადების შეფასება სახელმწიფო პროგრამებთან შესაძლო გადაფარვის ან სინერგიზმს კუთხით.
დანართის სახით გაწვდით:
1) ალტერნატივა ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის, ბ-ნ დავით ოთიაშვილის წერილს და თანდართულ საპროექტო განაცხადის აბსტრაქტს. ფაილის დასახელება: Letter to CCM_AltGeo_5% AP-5PC-2019-01_HSS.
ლოტი: Health System Strengthening at all levels (local community to national) [ HSS ]; AP – 5PC -2019-01_HSS).
2) საინფომრაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ თანადგომას აღმასრულებელი დირექტორის, ქ-ნ ნინო წერეთელის წერილს და თანდართული საპროექტო განაცხადის აღწერილობას. ფაილის დასახელება: Letter to CCM_TANDGOMA_5% AP-5PC-2019-01_HSS).
ლოტი: Health System Strengthening at all levels (local community to national) [ HSS ]; AP – 5PC -2019-01_HSS).
3) MdM- ადვოკატირების კოორდინატორის, ბ-ნ გიორგი სოსელიას წერილი საპროექტო განაცხადის აღწერილობით. ფაილის დასახელება: Letter from MdM French 5% AP-5PC-2019-02_VP).
ლოტი: Access to healthcare for vulnerable populations [VP]; AP-5PC-2019-02_VP.
გთხოვთ გაეცნოთ დანართში მოცემულ მასალას.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში სამდივნო მიმართავს აპლიკანტებს მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მხრიდან არ გამოითქმევა საწინააღმდეგო მოსაზრება მხარდჭერის წერილების გაცემის თაობაზე 31 ივლისის, 18:00 საათისათვის, საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან.
პატივისცემით,
სამდივნო