From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: FW: საგზაო უსაფრთხოება
Cc : Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 08.11.2019 07:31

ქალბატონო თამარ,

 

ჩვენი მხრიდან დაესწრება მარინა ბაიდაური.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

From: Tamar Gabunia
Sent: 8 November, 2019 08:54
To: Nato Kvernadze
Cc: Natia Khmaladze ; Ekaterine Adamia
Subject: Fwd: FW:
საგზაო უსაფრთხოება

 

ნატა ჩანიშნე ეს და გაარკვიე იურიდიულიდან ვინ წამოვა

ეკა ვინ მუშაობდა ამ საკითხზე ჩვენგან ხომ არ გახსოვს

 

 

 

Sent from my Samsung Galaxy smartphone.

 

 

-------- Original message --------

From: Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>

Date: 11/6/19 5:24 PM (GMT+04:00)

To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>

Subject: RE: FW: საგზაო უსაფრთხოება

 

უღრმესი მადლობა

 

From: Tamar Gabunia
Sent: 6 November, 2019 17:24
To: Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
Cc: Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>
Subject: Re: FW:
საგზაო უსაფრთხოება

 

მადლობა თამარ დაუდასტურეთ ჩემი მონაწილეობა

 

On Nov 6, 2019 5:17 PM, Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> wrote:

ქალბატონო თამარ,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან შემოსულია წერილი, რომელიც ეხება  საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესებას.

აღნიშნული ამოცანის შესრულებისათვის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის 29-ე და 30-ე აქტივობების („საგზაო ტრავმატიზმით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევის (შემთხვევიდან სიკვდილის დადგომამდე 30 დღე) სტანდარტული დეფინიციის დანერგვა კანონმდებლობის დონეზე“ და „კანონმდებლობის დონეზე სერიოზული და მსუბუქი დაზიანების დეფინიციის დანერგვა ევროკომისიის მიერ მოწოდებული დაზიანების ხარისხის შემაფასებელი MAIS -ს (დაზიანების მაქსიმალურად შემოკლებული შკალა - Maximum Abbreviated Injury Score - MAIS) შკალის შესაბამისად“) შესრულება შეფერხებულია და მოითხოვს სასწრაფო, ქმედით ჩარევას/კოორდინაციას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობის დონეზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ეკონომიკის სამინისტრომ გვთხოვა შესაბამისი მინისტრის მოადგილის მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში (იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად), რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 8 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩვენი სამინისტროდან მუშაობს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ქრონიკული დაავადებებისა და ტრავმატიზმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თამარ ჩაჩავა და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაგეგმარების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის დაგეგმარების სამმართველოს უფროსი ეკა კაპანაძე.

აქვე წარმოგიდგენთ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციისა და საგზაო უსაფრთხოების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილიანობის სტანდარტული დეფინიციის (შემთხვევიდან 30 დღის ინტერვალში დამდგარი სიკვდილი) და ევროკომისიის მიერ მოწოდებული დაზიანების ხარისხის სადიფერენციო MAIS -ს (დაზიანების მაქსიმალურად შემოკლებული შკალა - Maximum Abbreviated Injury Score - MAIS) შკალის შესაბამისად სერიოზული დაზიანების დეფინიციის მიღება. ეს საკითხები 2018 წლის სამოქმედო გეგმაშიც იყო შესული, მაგრამ ამ ვალდებულების შესრულება ვერ მოხერხდა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანას ვერ შეძლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ყველა საგზაო შემთხვევა, რომელსაც თან ახლავს სხეულის დაზიანება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დეფინიციების შემოღება და დანერგვა ჯანდაცვის და შიგანაგან საქმეთა სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების მსვლელობაში ეს საკითხები განიხილებოდა. შსს-ს წარმომადგენელი, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ლილუაშვილი ამ საკითხების გადაწყვეტის  მიზნით გეგმავდა შსს-ში გაფართოებული შეხვედრის ორგანიზებას, მაგრამ  ბექა გადავიდა პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციაში და ამიტომ ამ შეხვედრის ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა.

2011 წელს ევროკომისიის მიერ მოწოდებული დაზიანების ხარისხის სადიფერენციო MAIS -ს -დაზიანების მაქსიმალურად შემოკლებული შკალა  6 ქულით ხარისხდება, 3 – დან 6 – მდე დონე სერიოზულ დაზიანებად ითვლება. სიმძიმის დონე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: 1. უმნიშვნელო, 2. ზომიერი, 3. სერიოზული, 4. მწვავე, 5. კრიტიკული, 6. უიმედო. სერიოზულ დაზიანების დეფინიცია ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავდება და ეფუძნება დაზიანების ლოკალიზაციას, დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვას (ICD - 10) და ჰოსპიტალიზაციის ვადას.  მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას, მაგალითად: ავსტრია - >24 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ბელგია - >24 სთ ჰოსპიტალიზაცია, ბულგარეთი- შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექს,  შვეიცარია > = 24 საათის განმავლობაში ნორმალური საქმიანობის შესრულების შეუძლებლობა ან ჰოსპიტალიზაცია > = 24 სთ, კიპრი - ჰოსპიტალიზაცია, ჩეხეთი -  ექიმის გადაწყვეტილება ან ჰოსპიტალიზაცია > = 24 სთ და ა.შ.

საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობისა და მდგრადი განვითარების 3.6 მიზნის  "2020 წლისთვის საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და სერიოზული დაზიანების 50%-ით შემცირება" მისაღწევად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია და მსოფლიო ბანკი   აღნიშნული დეფინიციების დანერგვის აუცილებლობის რეკომენდაციას იძლევა.

ბმულის სახით გიზიარებთ  ევროკომისიის მიერ მოწოდებული დაზიანების ხარისხის კლასიფიკაციის ამსახველ დოკუმენტებს.

გთხოვთ, თქვენს პოზიციას აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრების მიზნით.

 

 

პატივისცემით,

თამარ ბერიძე