| From : | Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 2019 წლის დიაზეპამის კვოტა |
| Received On : | 27.09.2019 11:37 |
| Attachments : |
From: Maia Tsotsoria
Sent: Friday, September 27, 2019 3:25 PM
To: Ketevan Nikolishvili
Subject: 2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს,
ქალბატონ თამარ გაბუნიას
ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ დიაზეპამის 2019 წლის კვოტა განსაზღვრულია 60000 გრამით. დიაზეპამის იმპორტს საქართველოში ახორციელებს 11 იურიდიული პირი. 2016-2018 წლებში და 2019 წლის ორ კვარტალში მოხმარებული დიაზეპამის სტატისტიკური მონაცემების შედარებით ჩანს, რომ წინა წლებთან შედარებით 2019 წელს დიაზეპამის ხარჯვა გაზრდილია, რადგან თუ 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ხარჯვა იყო 26900 გრამი, წლიური მოხმარება სავარაუდოდ იქნება 26900 გრამი X 2 = 53800 გრამი.

დღეის მდგომარეობით განხორციელებულია - 26876.82 გრამი დიაზეპამის იმპორტი, ასევე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაცემულია - 33123 გრამ დიაზეპამის იმპორტზე (რაც ჯამურად შეადგენს - 60000 გრამს). აღნიშნული 33123 გრამიდან 20000 გრამი გაცემულია ფარმაცევტულ წარმოებაზე, რომლის იმპორტი ჯერ არ განხორციელებულა და შესაბამისად დიაზეპამის წამლის ფორმის წარმოება განხორციელდება 2020 წელს.
აქვე გაცნობებთ, რომ 2019 წლის 27 სექტემბრისათვის სააგენტოში შემოსულია ოთხი იურიდიული პირის განაცხადი 3990 გრამი დიაზეპამის იმპორტზე (შპს გეა - 510 გრამი, შპს ავერსი ფარმა - 1000 გრამი, შპს ბარდი - 3000 გრამი, შპს პსპ ფარმა - 480 გრამი). გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს დიაზეპამის ხარჯვა სავარაუდოდ იქნება გაზრდილი და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წარმოებისათვის განკუთვნილი 20 კგ დიაზეპამის სუბსტანციიდან წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარჯვა, რეალურად გადავა 2020 წელში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 2019 წლის კვოტა გაიზარდოს 10000 გრამით, მასზე მოსალოდნელი დეფიციტის პრევენციის მიზნით.
გთხოვთ, თქვენს თანხმობას, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
სსიპ წამლის სააგენტოს უფროსი
ქეთევან ნიკოლიშვილი