From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (ნუტრიცია)
Received On : 23.07.2019 14:38
Attachments :

 

 

From: Mzia Jokhidze
Sent: Tuesday, July 23, 2019 3:48 PM
To: Nana Pruidze ; maillela69@gmail.com; l.shengelia@ncdc.ge; r.tsiklauri@ncdc.ge; Vera Baziari ; rusudan rusudana ; Kakha.sokhadze@nfa.gov.ge
Cc: Tako Ugulava ; Nani Zeinklishvili ; Mariam Darakhvelidze
Subject: სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (ნუტრიცია)

 

მოგესალმებით,

 

შეთანხმებისამებრ, დავაზუსტე რა ფორმატში არის შესაძლებელი ძუძუთი კვების საკითხებზე მომუშავე საკოორცინაციო ჯგუფის ფუნქციონირება:

 

1.       ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს“ შექმნა, დღეისათვის, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ჩანაწერები მოძველებულია და დღევანდელ რეგულაციებთან შეუსაბამობაშია. კანონი ცალსახად საჭიროებს რევიზიას.

 

2.       ამ ეტაპზე, შესაძლებელია „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოსთან“ შეიქმნას ძუძუთი კვების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი (სახელი დასაზუსტებელია - მაგ: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის“ ან სხვ.), როგორც თემატური სამუშაო ჯგუფი და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები და შემადგენლობა, ისევე, როგორც არის დამტკიცებული „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის“ შემადგენლობა და ფუნქციები („პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის 01-40/ ბრძანებას დანართის სახით გიგზავნით).

 

3.       ასევე, გიგზავნით „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 14 ივლისის  № 01-227/ ბრძანებას. მე-4 პუნქტში გაწერილ საბჭოს ამოცანებში ზოგადად მოიაზრება ძუძუთი კვების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები, თუმცა სასურველია ერთი პუნქტი გაიწეროს კონკრეტულად ძუძუთი კვების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

მზია ჯოხიძე