| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ლუგარის O&M შესყიდვა |
| Received On : | 02.10.2019 09:43 |
| Attachments : |
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 19 September, 2019 15:34
To: Zaza Bokhua
Cc: Tamar Gabunia
Subject: ლუგარის O&M შესყიდვა
ბატონო ზაზა მოგესაალმებით,
მოგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის გაფორმდა „განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობის გადაცემის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც შემდგომში რატიფიცირდა საქართველოს პარლამენტის მიერ, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 მარტის #446 დადგენილებით დამტკიცდა (აშშ-ის მთავრობის/DTRA-ს და საქართველოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შემუშავებული) გეგმა.
აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება გამარტივებული შესყიდვის მიზნით და 2016 წელს ს.ს.ი.პ. "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ გაფორმდა ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო 2017-2019 წწ. ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მომსახურების ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს.
აღნიშნული ვალდებულის გასაგრძელებლად და შესასრულებლად ცენტრმა დაიწყო შესყიდვის პროცედურები 2020-2022 წლების მომსახურებების შესყიდვაზე, კერძოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მოიპოვა თანხმობა მრავალწლიანი შესყიდვის შესახებ, მთავრობის განკარგულებით შესყიდვის ნებართვის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგინა განაცხადი (ცენტრისა და შესყიდვების სააგენტოს შორის განხორციელებული წინასწარი შეხვედრისა და კონსულტაციის გათავლისწინებით, კერძოდ დაკორექტირდა მომსახურების გაწევის პერიოდი განისაზღვრა 2 წლის ვადით, ნაცვლად 3 წლისა).
განაცხადის ატვირთვის შემდეგ შეგვეხმიანა შესყიდვების სააგენტო შემდეგი მითითებით, კერძოდ პრემიერის დავალებით მაღალი თანხების შემთხვევაში საჭიროა წინასწარი თანხმობა მიღებულ იქნას კურატორი ვიცე პრემიერისაგან (სავარაუდოდ ქ-ნ მ.ცქიტიშვილი), რომლის თანხმობის შემთხვევაში შესყიდვების სააგენტო შეძლებს ოფიციალურ გადაწყვეტილების მიღებას.
რადგან საჯარო სამართლის იურიდიული მირი სახელმწიფო კანცელარიას და ვიცე-პრემიერს პირადად ვერ მიმართავს, აღნიშნული საკითხი ჩემი მივლინებაში ყოფნის პერიოდში შესათანხმებლად გაიგზავნა ქ-ნ თამარ გაბუნიასთან, ასევე კონსულტაცია გავლილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ მენეჯმენტთან და მათი მითითების მიხედვით რეკომენდირებულია, რომ საკითხის კოორდინირება და გადაწყვეტა მოხდეს თქვენი შუამდგომლობით სახელმწიფო კანცელარიასთან და ვიცე-პრემიერთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს დახმარებას, რომ ცენტრმა დროულად შეძლოს შესყიდვის პროცედურების დასრულება და რისკის ქვეშ არ დადგეს ლუგარის ცენტრის გამართული ფუნქციონირება.
საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დამატებითი ზეპირი განმარტებებისთვის.
ასევე გთხოვთ თქვენს თანადგომას ქვემოთ მოყვანილ ორ საკითხთან მიმართებაში:
· 2019 წლის 3 სექტემბერს „დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვის“ (პროგრამული კოდი 27 01 03) ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმაში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის კერძოდ, საქონელი და მომსახურებიდან არაფინანსრი აქტივების ზრდის მუხლში 18.4 ათასი ლარის გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ მინისტრის სახელზე გამოიგზავნა #06/3219 წერილი (თანხმობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შუამდგომლობის მიზნით).
აღნიშნული ცვლილება საჭიროა ლუგარის ლაბორატორიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი სამედიცინო სწრაფი მაღალი სიზუსტის თერმომიქსერის შესყიდვისათვის, გთხოვთ თქვენი თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული გეგმის ცვლილების შუამდგომლობას.
· სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონვულ ცენტრსა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) შორის, 2016 წლის სექტემბერში, გაფორმდა 5 წლიანი (09/30/2016-09/29/2020) ურთიერთშეთანხმების პროგრამა: „საზოგადოების გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: ზეგავლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კვლევითი პროექტები, მათ შორის: სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (South Caucasus field epidemiology training program).
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) წარმომადგენლობას ცეტნრის გავლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ყავს ორი თანამშრომელი (ლევან გაბელაია - პროექტების კოორდინატორი, 2017 წლის პირველი აპრილიდან და ვეფხვია ელიაშვილი - მძღოლი, 2017 წლის 15 მარტიდან). მათთან შრომითი ხელშეკრულების ვადის განახლება ხდებოდა ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, კალენდარული წლის დასაწყისში (,,შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულების გათვალისწინებით) 31 აგვისტოს ჩათვლით და შემდგომ, პირველი სექტემბრიდან (CDC პროექტების ფისკალური წლის დასაწყისში) 31 დეკემბრის ჩათვლით, ვინაიდან აღნიშნული დონორი ორგანიზაციის (CDC), ისევე, როგორც სხვა აშშ ორგანიზაციების საბიუჯეტო/ფისკალური წელი განისაზღვრება სექტემბერი-აგვისტოს პერიოდით.
გთხოვთ თქვენს თანხმობას დასაქმებულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ვადის 2019 წლის ბოლომდე გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge