პირველ რიგში დიდი მადლობა City Cancer Challenge-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს პროგრამის განხორციელების პროცესებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
როგორც მოგეხსენებათ ამჟამად ვახორციელებთ ქალაქის მაშტაბით საჭიროებიების შეფასებას რომლის დასრულების შემდეგ საჭირობების აღწერის სიტუაციური ანალიზის ანგარიშს წარუდგენთ აღმასრულებელ კომიტეტს. საჭიროებების შეფასების პროცესში ჩართულია თბილისის მაშტაბით 28 დაწესებულება და 200-მდე სპეციალისტი.
აქვე მინდა მოგახსენოთ City Cancer Challenge- ის სამუშაო განრიგი და პროგრამის მიმდინარეობის პროცესი შემდეგი სამი თვის მანძილზე.
გთხოვთ გაინთვალისწინოთ რომ გეგმის მიხედვით აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ჩაინიშნება 21- 25 ოქტომბრის კვირაში. შეხვედრას დაესწრება City Cancer Challenge Global - ის ტექნიკური მრჩეველები ჟენევის ოფისიდან. თქვენი აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ამ შეხვედრებზე კრიტიკულია პროგრამის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის დამტკიცებისათვის.
სამუშაო განრიგი:
- საჭიროებების შეფასების მონაცემების შეგროვების ფაზა: 15 აგვისტო
- მონაცემების კონსოლიდაცია, ვერიფიკაცია, პირველადი ანალიზი 15-30 აგვისტო
- შეხვედრები ტექნიკური კომიტეტის მიმართულების ხელმძღვანალაბთან 5-11 სექტემბერი (წევრების სია)
- ტექნიკური სამუშაო ჯგუფების შეხვდერები მიმართულებების მიხედვით 11-17 სექტემბერი
- ანგარიშების მომზადება ტექნიკური კომიტეტის წევრების მიერ 17 -26 სექტემბერი
- საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციების სამუშაო შეხვედრები 26 სექტემბერი - 5 ოქტომბერი
- დამატებითი კონსულტაციები 5 -15 ოქტომბერი
- City Cancer Challenge -ის ტექნიკური კომიტეტის ყველა წევრის შეხვედრა გლობალური გუნდის წევრებთან ანგარიშის წარსადგენად 21-25 ოქტომბერი.
- City Cancer Challenge აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა სიტუაციური ანალიზის ანგარიშის წარდგენა და დამტკიცება 21-25 ოქტომბერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დამიკივშირდეთ ნებისმიერ დროს.