| From : | chkhaidze@jamc.ge |
| To : | mbaidauri@moh.gov.ge |
| Subject : | CardiacSurgery-Standards |
| Cc : | openheart@dsl.ge; sabuladzw@ddgh.ge; achukhrukidze@tbhc.ge; lpirtskhalava@tbhc.ge; murmange@yahoo.com; eka.sagirashvili@aversi.ge; ektguli@gmail.com; alexalad@yahoo.com; zviadb1@gmail.com; l.karazanashvili@gmail.com; nino.khunashvili@yahoo.com; kheliaiago@gmail.com; bezhan_tsinam@hotmail.com; n.vashakmadze@evex.ge; Gigajanashia@yahoo.com; iosebiii@yahoo.com; tamazshaburishvili@gmail.com; aarchvadze@gmail.com; mishadoc1@gmail.com; okurashvili@tim.ge; shalvar@yahoo.com; l.sukhishvili@cmchospital.ge; george.ramishvili@newhospitals.ge; giorgi.papiashvili@gmail.com; chigogidzemaia@gmail.com; giorgi.lobzhanidze@gmail.com; d_bantsadze@yahoo.com; vakholashkhi@gmail.com; maikokiguradze@gmail.com; slominadze@cmchospital.ge; tgabunia@moh.gov.ge; gchavchavadze@moh.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; atsintsadze@hotmail.com; Irakli Metreveli <imetrevelidoc@gmail.com> |
| Received On : | 13.01.2020 15:55 |
| Attachments : |
მოგესალმებით ყველას,
სანებართვო პირობების დანართი შედგენილია ისეთი ფორმით, რომ ძირითადად მიესადაგება მრავალპროფილიან დაწესებულებას. ამის გამო მინისტრის 9/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სტაციონართან (ტიპი „B“) მიმართებაში ცალკეული ასპექტები ჩვენი მოკრძალებული აზრით, მოითხოვს დაკონკრეტება-განმარტებას, რომელიც ასახულია დართულ ფაილში და მონიშნულია ცისფერი ფონით.
ამასთანავე, თავს ვალდებულად ვთვლი, გადმოგიგზავნოთ ბატონ ირაკლი მეტრეველის წერილი, სადაც გადმოცემულია მისი ხედვა:
გამარჯობათ და გილოცავთ ახალ წელს !
გამოგზავნილ დოკუმენტაციაში რაც ვერ ვნახე და მიმაჩნია ლიცენზიის გაცემის მთავარ კრიტერიუმად:
1/ დაწესებულებისათვის და სპეციალისტისათვის ცალ-ცალკე, წლიურად ჩარევების მინიმალური ოდენობის განსაზღვრა /არის შესაბამისი დარგობრივი რეკომენდაციები/.
ბევრი დაწესებულება და ქირურგი (ან სხვა სპეციალისტი) რომელიც ლიცენზიით არსებობს წლიდან წლამდე არ ასრულებს სარეკომენდაციო რაოდენობის პროცედურას. კონფერენციებზე ბევრს დადის და არა მგონია მარტო კრედიტ ქულების დაგროვება უნდა იყოს მისი პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი. აქვე, ამ რანგის დოკუმენტი უნდა ებრძოდეს პაციენტთა სელექციას - მე ვაკეთებ მარტო მარტივს და სხვამ იმტვრიოს თავი რთულზე; შესამამისად მე კარგი შედეგი მაქვს, სხვას კი სიკვდილობა; შესაბამისად მე ვჯობივარ სხვას; და ა/შ და ა/შ ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ სახით არსებობის პირობებში ეს საშიში სიტუაციაა.
2/ ვერსად ვერ ვნახე ნაციონალური რეგისტრის ან დამაგვარი სისტემის არსებობის საჭიროება - ანუ სპეციალისტის და/ან დაწესებულებისათვის აუცილებლობა მის მიერ წარმოებული სამუშაო სავალდებულო წესით და წინასწარ გაწერილი ხარისხობრივი ინდიკატორების მიხედვით საჯაროდ წარმოადგინოს. ასეთი სისტემას, როგორც წესი სახელმწიფო აკონტროლებს, ასევე უფრო მეტად სპეციალიზირებული სისტემა აქვს დარგობრივ ასოციაციას. ამ სისტემის მიხედვით საჯაროდ ცნობილია სპეციალისტის და დაწესებულების ავ-კარგიანობა.
3/ ბევრი პუნქტია, სადაც მაქსიმალური კონკრეტიკა უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ კლინიკებს, რომლებიც დღეს ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს ერთი წელი ეძლევათ გამოსასწორებელი პერიოდი. პირველ ყოვლისა მათ არ აწყობს გაურკვევლობა და არ აწყობს ქვეყანასაც.
და ზოგადი რჩევა
4/ ეს არის კარგი შანსი შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ დარგი სწორი გზით წავიდა, შესაბამისად მისი ხარისხის დაფინანსება იქნება გარანტირებული. ამიტომ, არ არის საჭირო ჩქარა დაიდოს ასეთღი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ასევე, არ არის სწორი კარდიოქირურგიაზე იმ ადამიანებმა ილაპარაკონ, რომელთა ცოდნა რბილად რომ ვთქვათ არ არის საკმარისი.
(არსებული კონფლიქტი სამინისტროს და კლინიკებს შორის უნდა გადავიდეს კარდიოქირიგიის ასოციაციის და სამინისტროს შორის დოკუმენტის შემქნის პროცესში). ამ გვარებს რომლებისც არ არისნ კარდიოქირურგები მრავლად ვკითხულობ CC -ში. კარდიოლოგთა, ინვაზიურ კარდიოლოგთა, ასევე კლინიკების მესაკუთრეების და სხვათა აზრი რბილად რომ ვთქვათ “ძალზედ სუბიექტურია”. მაგალითის სახით არის მცნება “კარდიოქირურგიული საწოლი”, ანუ არის კარდიოქირურგიული განყოფილება ? თუ ამ სამუშაოს უზრუნველყოფს კარდიოლოგიური განყოფილება? არიან დაწესებულებები, რომლებსაც არ აქვთ კარდიოლოგია. კარდიოქირურგიას უნდა ჰქონდეს კარდიოლოგია ? ბევრი საკითხია, რომელიც კარდიოქირურგიის დარგის ინტერესებიდან და არა სხვა სპეციალისტების მოსაზრებიდან უნდა იყოს მიღებული.
5/ ეს დოკუმენტი უნდა იყოს სახელმწიფოს ხედვის გამოხატულება და არა კლინიკების წარმომადგენლების, რომლებიც სუბიექტურობისაგან ვერ იქნებიან თავისუფალი. სად ვართ და რა გვინდა საქართველოს ? პირველ ყოვლისა რაც ვერ ვნახე და არის შესაქმნელი - კარდიოქირურგიული სამსახურის სახელმწიფოებრივი ხედვის და მისი განვითარების ჩანაწერი. დოკუმენტი უნდა შეიქმნას არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით და იმ მიზნის დასახელებით, რაც სახელმწიფოს პოლიტიკაა. ეს მიზანი არ უნდა იყოს “სადღეგრძელო” არამედ უნდა ასახავდეს აწმყოს ციფრებში და მიზანს ასევე ციფრებში. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ. ამის მერე ადვილი იქნება კონკრეტიკა ყველასათვის.
6/ გულის თანდაყოლილი მანკები მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ახალშობილთა სამყაროსთან, ასევე მოზრდილთან, რომელის თანდაყოლილ პრობლემას დაბერების პროცესში შეძენილი პრობლემებიც ემატება. ამიტომ, თუ თანდაყოლილი მანკების ქირურგიაზე ვსაუბრობთ აუდიტორიამ მინიმუმ ის უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მისი პაციენტი.
პატივისცემით,
ირაკლი მეტრეველი
პატივისცემით,
მიხეილ ჩხაიძე
მედიცინის დოქტორი,
სამედიცინო დირექტორი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი,
ლუბლიანას ქ. N35
ტელ: +995 032 222211 (შიდა 120)
მობ: +955 599 363700