საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს ტუბერკულოზის გრანტის მზადების პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია საგრანტო ხელშეკრულების დოკუმენტის ხელმოწერა.
საგრანტო ხელშეკრულებას საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად, გლობალური ფონდის რეგულაციების
თანახმად, ხელს აწერს საკოოდინაციო საბჭოს სამოქალაქო სექტორის ერთი წარმომადგენელი.
შესათანხმებლად გაწვდით ბ-ნი ნიკოლოზ მირზაშვილის კანდიდატურას. აქვე შეგახსენებთ, რომ ბ-ნი
ნიკოლოზი გახლავთ ტბ-ის მიმდინარე გრანტის ხელმომწერი სამოქალაქო სექტორიდან.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრება, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში
არაუგვიანეს 15 აგვისტოს 18:00 საათისა. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ საკითხი
შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან.
პატივისცემით,
სამდივნო