From : Natia khonelidze <admin@georgia-ccm.ge>
To : tgabunia@moh.gov.ge
Subject : CCM-ის მხარდაჭერის წერილი ინიციატიცა 5%-ის საგრანტო კონკურსისთვის
Cc : secretary@georgia-ccm.ge
Received On : 26.07.2019 08:24
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის 5% ინიციატივის მიერ 2019 წლის იანვარში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი (https://www.initiative5pour100.fr/en/partnerships-and-expertise/calls-for-proposals/).  შერჩევის ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ,  დონორი ორგანიზაციის მოწვევის თანახმად, მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, მოთხოვნილია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან მხარდაჭერის წერილის წარდგენა აპლიკანტ-ორგანიზაციების მიერ.  აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით საბჭოს მომართა  აპლიკანტ -ორგანიზაცებმა, რომლებმაც წარმატებულად გაიარეს შერჩევის პირველი ეტაპი.

აქვე მოგახსენებთ, რომ სამდივნომ გაიარა წინასწარი კონსულტაცია გლობალური ფონდის ძირითად მიმღებთან, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროგრამებთან ზედდების არარსებობის დადასტურების მიზნით.

მოგახსენებთ, რომ ძირითადი მიმღების მიერ დადასტურდა სამივე განაცხადის  სრული შესაბამისობა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის საჭიროებებთან, დუბლირების არარსებობა და  გლობალური ფონდის დაფინანსების შემცირების ფონზე გარკვეულ ნიშების შევსება. კომუნიკაცია ქ-ნ ირმა ხონელიძესთან მოცემულია ქვემოთ.

 

მოგმართავთ თხოვნით გაეცნოთ აპლიკანტების მიერ მოწოდებულ მასალას და თქვენი თანხმობით სამდივნო მიმართავს საბჭოს სრულ შემადგენლობას მხარდაჭერის წერილების გაცემის საკითხის შეთანხმების მიზნით.

 

დანართის სახით გაწვდით: 

1)     ალტერნატივა ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის, ბ-ნ დავით ოთიაშვილის წერილს და თანდართულ საპროექტო განაცხადის აბსტრაქტს. ფაილის დასახელება: Letter to CCM_AltGeo_5% AP-5PC-2019-01_HSS.

ლოტი: Health System Strengthening at all levels (local community to national) [ HSS ]; AP – 5PC -2019-01_HSS).

2)    საინფომრაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ თანადგომას აღმასრულებელი დირექტორის, ქ-ნ ნინო წერეთელის წერილს და თანდართული საპროექტო განაცხადის აღწერილობას. ფაილის დასახელება: Letter to CCM_TANDGOMA_5% AP-5PC-2019-01_HSS).

ლოტი: Health System Strengthening at all levels (local community to national) [ HSS ]; AP – 5PC -2019-01_HSS).

3)     MdM- ადვოკატირების კოორდინატორის, ბ-ნ გიორგი სოსელიას წერილი საპროექტო განაცხადის აღწერილობით. ფაილის დასახელება: Letter from MdM French 5%  AP-5PC-2019-02_VP).

ლოტი: Access to healthcare for vulnerable populations [VP]; AP-5PC-2019-02_VP.

 

 

პატივისცემით,

ნათია

 

 

From: Irma Khonelidze [mailto:ikhonelidze@gmail.com]
Sent: 26 July, 2019 01:27
To: Natia khonelidze <admin@georgia-ccm.ge>
Cc: Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>; Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>; Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge>
Subject: Re: CCM-
ის მხარდაჭერის წერილი ინიციატიცა 5%-ის საგრანტო კონკურსისათვის/one more request

 

მოგესალმები ნათია

გავეცანი სამივე განაცხადს, მათ შორის MDM და თანასწორობის განაცხადების თაობაზე ინფორმირებულები ვიყავით, რამდენადაც ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქონდათ ჩვენთან კონსულტაციები. მინაჩნია, რომ სამივე განაცხადი სრულად შეესაბამება როგორც ქყვენის, ისე რეგიონის საჭიროებებს და არ მოიცავს ღონისძიებებს, რომლებისც დაგეგმილია ან მიმდინარეობს გლობალური ფონდის შიდსის ან ტუბერკულოზის გრანტების ფარგლებში ისე, რომ ადგილი ქონდეს დუბლირებას. უფრო მეტიც, განსახილველი განაცხადებით დაგეგმილი ღონისძიებები ავსებს გარკვეულ ნიშებს, რომლებიც გარდაუვლად ჩნდება გლობალური ფონდის დაფინანსების შემცირების ფონზე

წამატებას ვუსურვებ სამივე ორგანიზაციას განაცხადების განხილვის შემგომ ეტაპზე.  

 

პატივისცემით

ირმა

 

On Tue, Jul 23, 2019 at 4:09 PM Natia khonelidze <admin@georgia-ccm.ge> wrote:

ძვირფასო ირმა,

მოგახსენებთ, რომ მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით ასევე მოგვმართა ქ-ნმა ნინო წერეთელმა (ლოტი: Health System Strengthening at all levels (local community to national) [ HSS ]; AP – 5PC -2019-01_HSS), რადგანაც საგრანტო განაცხადი მიწვეულ იქნა საფრანგეთის 5% ინიციატივის მიერ კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.

დანართის სახით გაწვდით  ქ-ნი ნინოს წერილს და თანდართულ პროექტის აღწერილობას.

მოგმართავთ თხოვნით დაგვიდასტუროთ გლობალური ფონდის პროექტთან გადაფარვის არარსებობა და შესაბამისად მხარდაჭერის წერილების გაცემის მიზანშეწონილობა სამივე საპროექტო განაცხადთან მიმართებაში.

 

თქვენი გამოხმაურების შემდეგ, გადავდგამთ შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებს საბჭოსთან მხარდაჭერის წერილების გაცემის შეთანხმების მიზნით.

 

პატივისცემით,

ნათია

 

 

From: Natia khonelidze [mailto:admin@georgia-ccm.ge]
Sent: 16 July, 2019 10:13
To: 'I.khonelidze@ncdc.ge' <I.khonelidze@ncdc.ge>
Cc: 'm.danelia@ncdc.ge' <m.danelia@ncdc.ge>; 'stviliak@gmail.com' <stviliak@gmail.com>; 'ikhonelidze@gmail.com' <ikhonelidze@gmail.com>; 'Irina Grdzelidze' <secretary@georgia-ccm.ge>
Subject: FW: CCM-
ის მხარდაჭერის წერილი ინიციატიცა 5%-ის საგრანტო კონკურსისათვის

 

ძვირფასო ირმა,

 

გაცნობებთ, რომ:

1)     ალტერნატივა ჯორჯია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამზადებს განაცხადს საფრანგეთის 5% ინიციატივის საგრანტო კონკურსისთვის (ლოტი: Health System Strengthening at all levels (local community to national) [ HSS ]; AP – 5PC -2019-01_HSS). აქვე გაცნობებთ, რომ წარდგენილმა პროექტმა უკვე წარმატებით გაიარა შერჩევის პირველი ეტაპი და აპლიკანტმა მიიღო პროექტის სრული განაცხადის მომზადების და წარდგენის მოწვევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით საბჭოს მომართა ალტერნატივა ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა დავით ოთიაშვილმა.

გაწვდით ბ-ნი დავითის წერილს და მასზე თანდართულ პროექტის აბსტრაქტს.

 

2)    მსოფლიო ექიმების (MDM)-ს ასევე ჰქონდა შეტანილი განაცხდი 5%-ის ინიციატივას  საგრანტო კონკურსზე (ლოტი: Access to healthcare for vulnerable populations [VP]; AP-5PC-2019-02_VP). MDM-მა გაიარა საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი და მიიღო მოწვევა სრული საპროექტო განაცხადის წარსადგენად. 

MDM-მა მომართა სამდივნოს მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით. (ბ-ნი გიორგი სოსელიას წერილი მოცემულია ქვემოთ).

 

მოგმართავთ თხოვნით დაგვიდასტუროთ გლობალური ფონდის პროექტთან გადაფარვის არარსებობა და შესაბამისად მხარდაჭერის წერილების გაცემის მიზანშეწონილობა ორივე საპროექტო განაცხადთან მიმართებაში.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ აპლიკანტებს მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.  

 

პატივისცემით,

ნათია

 

 

 

 

From: Advocacy MDM Georgia [mailto:advocacy.georgia@medecinsdumonde.net]
Sent: 15 July, 2019 10:55
To:
secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge
Cc: GenCo MDM Georgia <
genco.georgia@medecinsdumonde.net>
Subject: CCM-
ის მხარდაჭერის წერილი ინიციატიცა 5%-ის საგრანტო კონკურსისათვის

 

ძვირფასო ირინა და ნათია, მოგესალმებით

 

მოგმართავთ მსოფლიო ექიმების (MDM) საქართველოს წარმომადგენლობის სახელით

 

მსურს მოგახსენოთ რომ MDM- შეტანილი გვქონდა განაცხადი საფრანგეთის 5%-ის ინიციატივას (Initiative 5%) საგრანტო კონკურსის ლოტზე: Access to healthcare for vulnerable populations [VP]. 

 

მოცემული ეტაპისათვის გავიარეთ საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი, რის შედეგადაც, მოგვიწვიეს სრული საპროექტი განაცხადის წარსადგენად

 

შეთავაზებული პროექტის მიზანს წარმოადგენსსაქართველოსა და სომხეთში მაღალი რისკის ჯგუფებში აივ ინფექციის პრევენციისა და გამოვლენის ინოვაციური და თემზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა. (To introduce innovative, community oriented approaches of HIV prevention and detection among KAPs in Georgia and Armenia, in order to improve HIV related health outcomes, sustain access to quality services and optimise resource allocation)

 

პროექტი მოიცავს ორ ამოცანას

 

ამოცანა 1:  ნარკოტიკების მომხმარებლებისა და ლგბტ+ თემის ხელმისაწვდომობის გაზრდა აივ ინფექციის და ზიანის შემცირების ხარისხიან მომსახურებებზე, ადგილობრივი პარტნიორების უნარების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის გზით. (To improve the access to quality HIV and Harm Reduction services among PUD and LGBT+ in Georgia and Armenia, through capacity building of local partners and introduction of innovative prevention models). 

 

ამოცანა თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ინტერვენციების:

  • ლგბტ+ თემზე მიმართული და სათემო ბაზაზე მიწოდებული ინოვაციური პრენციული მომსახურების მოდელის შემუშავება და პილოტირება. (მოდელი მათ შორის მოიცავს სათემო  ბაზაზე მიწოდებლ პრეპ-, პეპ- და თვით-ტესტირებას)
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ახალგაზრდებსა და ლგბტ+ თემზე მიმართული ზიანის შემცირების მომსახურების მოდელის შექმნა და პილოტირება. (მოდელი მათ შორის მოიცავს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ასევე ლგბტ თემში ქემსექსზე (chemsex) მიმართულ ინტერვენციებს)
  • ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციის პროგრამების გენდერული სენსიტიზაცია.

 

ამოცანა 2: გლობალური ფონდის დაფინანსების გარდამავალ პერიოდში მაღალი რისკის ჯგუფებზე მიმართული პრევენციული პროგრამების სტრატეგიული და მდგრადი დაფინანსების ადვოკატირება, თემისა და დაინტერესებული მხარეების მობილიზების და სისტემების განვითარების გზით. (To advocate for strategic, sufficient and sustainable investments in HIV prevention targeting KAPs in GFATM transition period, by means of community and stakeholders mobilisation and system strengthening)

 

ამოცანა თავის მრივ მოიცავს შემდეგ ინტერვენციებს

  • რეგიონალური (სამხრეთ კავკასია) საადვოკაციო პლატფორმის შექმნა
  • საქართველოსა და სომხეთში  ადგილობრივი სათემო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების შესაძლებლობების და სათემო სისტემების გაძლიერება.
  • გარდამავალ პერიოდში, ზიანის შემცირების მომსახურებების პროგრამული ასპექტების მდგრადობის შეფასება

პროექტი განხორციელების ხანგრძლივობა არის 3 წელი (2020-2022). 

 

პროექტის განხორციელებაში MDM-თან ერთად ჩართულია 5 პარტნიორი ორგანიზაცია, ესენია 

  • თანასწორობის მოძრაობა (საქართველო)
  • სათემო ალიანსი (საქართველო)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - WISG (საქართველო)
  • Real World Real People (სომხეთი)
  • ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაცია - EHRA (ტექნიკური პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ აქტივობებში)

აქვე მოგახსენებთ, რომ 5% ინიციატივს საპროექტო განაცხადის წარდგენისათვის გვესაჭიროება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერის წერილი (Letter of Support).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით მოცემული ინფორმაცია მიაწოდოთ საკოორდინაციო საბჭოს განსახილველად

 

გთხოვთ მიგვითითოთ პროცესის ტექნიკური პროცედურების შესახებ და დამატებით რა ინფორმაციის წარდგენაა საჭირო საბჭოსთვის საკითხის განსახილველად.  

 

წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის 

პატივისცემით

გიორგი
 

 

Giorgi Soselia

Advocacy Coordinator

Médecins du Monde (MdM)/Doctors of the World

46 Gutani Street,Tbilisi 0103, Georgia.

Tel: (995 32) 2 74 56 77; Mob: (995 555) 549 110

Website: http://www.medecinsdumonde.org/en

E-mail: advocacy.georgia@medecinsdumonde.net 

 


 

--

Irma Khonelidze

Deputy Director General, MPA

National Center for Disease Control and Public Health