|
||||
|
||||
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო გიორგი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოვიდა სსიპ „სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კორესპონდენციები, რომლებიც შეეხება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების განკარგვის საკითხს. კერძოდ, 1.შპს „სამედიცინო ამბულატორია ფონიჭალას“ (ს/ნ 206344062) პრივატიზების საკითხი (N01/6247, 08.04.19). გაცნობებთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება „ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მომსახურების შეტყობინების რეესტრის“ მიხედვით, შპს „სამედიცინო ამბულატორია ფონიჭალას“ მიერ წარმოდგენილია შეტყობინებები შემდეგ სამედიცინო საქმიანობებში: გინეკოლოგია (12.01.11), დერმატო-ვენეროლოგია (მ.შ. დერმატოკოსმეტოლოგია) და ქირურგია (28.03.11), ოთალმოლოგია (10.02.12), სტომატოლოგია (06.05.14), იმუნიზაცია (11.12.15), ლაბორატორიული საქმიანობა - კლინიკური და ბიოქიმიური დიაგნოსტიკა (20.01.17). ამავდროულად, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება რეგისტრირებულია „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებით დამტკიცებული „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების“ კომპონენტის მიმწოდებლად და ასევე, 2013 წლიდან დღემდე, შპს „სამედიცინო ამბულატორია ფონიჭალა“ წარმოადგენს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით (N15-0119190897, 09.07.19), შპს „სამედიცინო ამბულატორია ფონიჭალას“ (ს/ნ 206344062) 100%-იანი წილის პრივატიზებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია. 2.შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგურის“ (ს/ნ 21696318) 100%-იანი წილის პრივატიზების საკითხი (N6/43819, 23.07.19). გაცნობებთ, რომ შპს ,,ქვემო ქართლის რეგიონალურ სისხლის გადასხმის სადგურში“, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ 2019 წლის 01 მარტის N02-48/ო ბრძანების შესაბამისად, დანიშნული იქნა სააგენტოს წარმომადგენელი, თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მის მიერ განხორციელებული გარკვეული მხარდამჭერი ქმედებების მიუხედავად (მათ შორის, უანგარო დონორების რაოდენობის ზრდა, გარკვეული ოდენობის თანხების ეკონომია), შპს ,,ქვემო ქართლის რეგიონალურ სისხლის გადასხმის სადგურში“, სალიცენზიო პირობების კუთხით, სამუშაოები არ ჩატარებულა (მათ შორის, შენობაში რემონტი/სანიტარული მდგომარეობის გამოსწორება) და შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შესრულება ვერ იქნა უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 2019 წლის 03 ივლისის N02-246/ო ბრძანების შესაბამისად, შპს „ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის გადასხმის სადგურს“ გაუუქმდა (ძალადაკარგულად გამოცხადდა) სალიცენზიო მოწმობა N002247, სამედიცინო საქმიანობაში-„საწარმოო ტრანსფუზიოლოგია“. 3.თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩა N69-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებად 33.09.33.223 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (ყოფილი საავადმყოფოს) განკარგვის (იჯარა/პრივატიზების) საკითხი (N13/45016, 29.07.19). გაცნობებთ, რომ ქალაქ თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N69-ში მდებარე N1 და N2 შენობა-ნაგებობა (ს/კ 33.09.33.223) არის ავარიულ მდგომარეობაში, კერძოდ: დაზიანებულია სახურავი, კედლები და იატაკი, მოხსნილი და წაღებულია ხის ფანჯრები, ყველა კარი და ელექტრო გაყვანილობის სადენები. ასევე, შენობაში რამოდენიმე წელია არ ფუნქციონირებს სამედიცინო პროფილის დაწესებულება. 4.ქ. ბორჯომში, ვაშლოვანის ქ. N4-ში მდებარე 985 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ყოფილი სს „ბორჯომის რაიონული საავადმყოფო“) (ს/კ 64.23.02.103) პრივატიზების საკითხს (N6/28596, 14.05.19). გაცნობებთ, რომ კორესპონდენციაში აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს ყოფილი სს „ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს“ საქვაბის ორსართულიან, ამორტიზებულ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს. გთხოვთ, თქვენს გადაწვეტილებას, ზემოაღნიშნულ კორესპონდენციებში მითითებულ მისამართებზე მდებარე უძრავი ქონებების გასხვისებასთან დაკავშირებით. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ეცნობება სამინისტროს პოზიცია. მოხსენებით ბარათს თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია: დანართი 1- სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კორესპონდენცია (N6/16491, 20.03.19). დანართი 1-1-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კორესპონდენცია (N15-0119190897, 09.07.19). დანართი 2-სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კორესპონდენცია (N6/43819, 23.07.19). დანართი 2-1-სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მოხსენებითი ბარათი (N02-7135, 22.04.19). დანართი 3-სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კორესპონდენცია (13/45016, 29.07.19). დანართი 3-1-სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ კორესპონდენცია (N12/1616, 23.08.19). დანართი 4-სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ კორესპონდენცია (N6/28596, 14.05.19) დანართი 4-1-სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ კორესპონდენცია (N12/1200, 12.06.19). პატივისცემით,
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე |