დილამშვიდობის ქალბატონო თამუნა,
როგორ ბრძანდებით?
გწერთ ბატონ რამაზთან დაკავშირებით.
რათქმაუნდა ვესაუბრე, მე არ მოგწერეთ იმიტომ რომ მის პასუხს ველოდი შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით ორშაბათს საღამოს,ანუ გუშინ.
მე ავუხსენი,რომ თქვენ მე გადმომაბარეთ ეს საკითხი,თუმცა მას ეს არ აკმაყოფილებს, გუშინ საღამოს მითხრა, რომ სამინისტროში უნდა შეხვედრა დავაორგანიზო, სადაც თქვენც იქნებით აუცილებლად, მარტო ეს კი არა, მინისტრიც დააინტერესეთ დაესწროსო, იმიტომ მაქვს მე კონტაქტი პირდაპირ ქალბატონ თამართანო.
მოგეხსენებათ, ცოტა თავისებური პიროვნებაა და ვერ გადავარწმუნე!
ხვალ უნდა შეხვედრა, ხომ არ გაქვთ სურვილი და ცოტა დრო, რომ ჩავნიშნო და დავაორგანიზო?
როგორც მეტყვით!
რაც შეეხება ჩემს შვებულებას, არ ვაპირებდი ქალაქის დატოვებას, შესაბამისად არც გითხარით, ვინაიდან, შევძლებდი დრო დამეთმო ამ საკითხისთვის,რაც საჭირო იქნებოდა, უბრალოდ, ბავშვის გამო მომიწია მოულოდნელად ქალაქის დატოვება,რისთვისაც ბოდიშს გიხდით!
თუმცა მე ხაზზე ვარ, როგორც მეტყვით ისე მოვიქცევი, დაორგანიზებასაც შევძლებ და ჩემი სამმართველოდან აუცილებლად დაესწრება წარმომადგენელი ჩემს მაგივრად და ჩაინიშნავს დეტალებს, შემცვლიან, მე ვეტყვი.
ასეთი ვითარებაა, ვერაფრით გადავარწმუნე ბატონი რამაზი, თქვენთან შეხვედრას ისევ დაჟინებით ითხოვს.
მოვიქცევი ისე, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.
მადლობა!
პატივისცემით,
გვანცა გასვიანი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144. 0119. ქ.თბილისი, საქართველო.
(+995) 557 119 100; (+995) 32 510038 1116.
Sincerely,
Gvantsa Gasviani.
Healthcare Department,
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia.
144 Ak. Tsereteli Av. 0119. Tbilisi, Georgia.
(+995) 557 119 100; (+995) 32 510038 1116.