From : Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ფლაერი-ქრონიკული
Received On : 24.07.2019 08:42
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

გუშინ დამიკავშირდა კახეთის რეგიონის რწმუნებული, რომელმაც სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში სრულიად კახეთის რეგიონში. ამისათვის, ისინი მზად არიან დაბეჭდონ საინფორმაციო მასალები ფლაერის ფორმატში, რამდენადაც მათი ბიუჯეტი არ არის გათვლილი ტრიპლეტის ფორმატის ხარჯებზე. ამიტომ, შევქმენი ფლაერზე განსათავსებელი ინფორმაციის დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნება კახეთს, ხოლო ბეჭდვას და გავრცელებას თავად უზრუნველყოფენ.

 

გთხოვთ, გაეცნოთ ამ დოკუმენტს და თუ მისაღებია გავგზავნი დიზაინერთან.

 

პატივისცემით