From : George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>
To : tgabunia@moh.gov.ge
Subject : მოზრდილთა კრიტიკული კოდები
Cc : Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>; Mamuka Chkhaidze <m.chkhaidze@evex.ge>
Received On : 13.12.2019 08:06
Attachments :

თამუნა მოგესალმები,

 

შეთანხმებისამებრ გიგზავნით კრიტიკული მედიცინის იმ მდგომარეობებს, რომელთა მკურნალობა და მოვლა დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ დანახარჯებთან. გთხოვ იხილო თანდართული ფაილი „კრიტიკულის მეორე - მესამე დონის რთული კოდები.docx

 

აქვე მეილს თან ერთვის („ICU მაღალ ხარჯიანი შემთხვევები.xlsx) ჩვენს კლინიკებში გატარებული პაციენტების ბაზა (შემთხვევის ნომრის მითითებით), სადაც სჩანს რომ მხოლოდ მედიკამენტების და კვლევების (თვითღირებულებით და არა ტარიფით) დანახარჯები  დღიურად 300-დან 3000 ლარამდე მერყეობს, ხოლო საშუალოდ დღიურად 698 ლარია. ესეთი შემთხვევები მცირე ზომის კლინიკებში საერთოდ არ იმართება წესით და დიდ ჰოსპიტლებში ხდება რეფერალი, ხშირად კიდებ უფრო გართულების შემდეგ.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ მედპერსონალის ხელფასებს და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს, მიგვაჩნია რომ აღნიშნულ მდგომარეობების მართვისათვის მინიმალური (EBITDA-ს დონეზეც კი არამომგებიანი) ტარიფი იქნება 800-850 ლარი.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვართ  თქვენთვის მისაღებ ფორმატში ჩავერთოთ საკითხის განხილვაში.

 

P.S. ანალოგიურად ვამუშავებთ პედიატრიულ და ნეონატოლოგიურ კრიტიკულ მდგომარებებს და დღის ბოლომდე დამატებით მოგაწვდით.

 

პატივისცემით,

გიორგი