მედიამონიტორინგი 27.09.2019
ტელევიზია
27.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
პროტესტი ტყიბულში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361322
---
27.09.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
მწერების გამო ფოთის მოსახლეობა პანიკაშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში დიდი რაოდენობით მწერი გამოჩნდა, რომლის ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამ ფაქტის შესწავლას გარემოს დაცვის სამსახური აპირებს - იგეგმება შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება. ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მწერების არსებობის ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361596
I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361543
---
26.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
3 დღიანი გაფიცვა დასრულებულია, მეშახტეების სახელფასო დავალიანება ორშაბათიდან დაიფარება, პარეალელურად კი საქნახშირს ახალი მფლობელი გამოუჩნდება - ასეთია ეკონომიკის მინისტრის 2 საათიანი მოლაპარაკების შედეგები საქნახშირის და გაფიცულების წარმომადგენლებთან. პრემიერის დავალკება შესრულებულია - ვინ იქნება ახალი ინვესტორი და შეძლებს თუ არა ის რეგიონში მთავარი პრობლემის გადაჭრტას?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361198
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361139
მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361098
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6360965
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361003
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6360855
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6360654
---
26.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
20 ივნისის ღამეს დაკავებულ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. ამ დროისთვის ყველაზე მძიმეა ლევან ჯიქურის მდგომარეობა, რომელიც ყოველა სასამართლო პროცესზე რეანომობილით გადაჰყავთ. ჯიქურის ოჯახი ითხოვს შეიცვალოს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება და მზად არის ერთადერთი ქონება 15 კვადრატული ბინა გირაოში ჩადოს. 30 წლის მამაკაცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361161
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6361028
---
26.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
უმძიმესი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს-სპინალური ამინოთროპიის დიაგნოზიტ მკურნალობა ერთი კონკრეტული პრეპარატითაა შესაძლებელი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და საქართველოში არ იყიდება. მშობლები ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტით დააფინანსოს მკურნალობა, რომელიც ამ ბავშვებისთვის გადარჩენის ერთადერთი შანსია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6360819
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6359543
---
26.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს მონაცემებს, რომ 2011 წლიდან საქართველოში მოზარდებში კიბოს რაოდენობა გაიზარდა ექვსჯერ. საქართველოს საერთო სიკვდილიანობის 15%-ი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის სწორედ. თემაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ისაუბრებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6359500
---
26.09.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
შრომითი უფლებებსი დარღვევისას სოციალური გეოლოგი, როგორც გაფიცვისა და პროტესტის უკიდურესი ფორმების ალტერნატივა, ამ საკითხზე დისკუსია ბათუმში მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6360341
---
ინტერნეტი
26.09.2019
მედიასაშუალება:
---
26.09.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=77633
ივანიშვილის ოჯახის პირადმა სტომატოლოგმა 10 ათასამდე ოჯახს სოციალური დახმარება გაუუქმა
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე იმიტომ მოხვდა რომ ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგია, ცხოვრების გაძვირების ფონზე, ათი ათასამდე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნა. სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას საქართველოში, ცვალებადია, რადგან სისტემაში აცხადებენ რომ „მონაცემების განახლება მუდმივად მიმდინარეობს“. „შესაძლოა დახმარება მოეხსნას ერთ ოჯახს, მაგრამ პროგრამაში ჩაერთოს ორი ოჯახი“ - ამბობენ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ც ჰეპატიტისთვის გამოყოფილი ძვირადღირებული წამლების არალეგალურად გაყიდვის სკანდალის გამო სერგეენკო გაუშვეს და მინისტრად ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგი მოიყვანეს, სოციალურად დაუცველთა ოჯახების შემოწმება დაიწყეს და მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ, 10 ათასამდე ოჯახს დახმარება გაუუქმეს. ერთერთი, ვისაც სოციალური დახმარება მოუხსნეს მანანა კაპანაძეა საჩხერიდან. ის რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მივიდა, განცხადება დაწერა, თუმცა, როგორც ამბობს, „არავინ ყურდღება არ მიაქცია“. სოციალური დახმარება მოუხსნეს ნელი თევდორაშვილსაც, რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოში შვილი გარდაეცვალა, რის შემდეგაც ორ მცირეწლოვან შვილიშვილს მარტო ზრდის - უკიდურეს სიღარიბეში. ნელი თევდორაშვილის თქმით, მას სოციალური დახმარება იმიტომ მოუხსნეს რომ სახლში ხის იატაკი აღმოუჩინეს... ხოლო ქალაქ რუსთავში, ე.წ. შემოწმების შედეგად 300-მდე ოჯახი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე... სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკული მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ სოციალური დახმარების მქონეთა რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად მცირდება, რაც ცხადია, საეჭვოა გაზრდილი ფასების, უმუშევრობის, გაძვირებული ცხოვრებისა და გაუფასურებული ლარის ფონზე. თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუჯერებთ, თურმე, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ყოველწლიურად იკლებს და ხალხი სულ უფრო და უფრო უკეთ ცხოვრობს. ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე...
---
26.09.2019
მედიასაშუალება: http://ajaratv.ge/article/49289?fbclid=IwAR2J-Lu4s7DzEZ7-gTtZ-APgGRojxz2HSuRHq6N4SdH-1RoWkYU1mguZNxw
ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს პაციენტებს... 1 ლარიანი წამლების ამბავი /მოქალაქის წერილი/
ბათუმელი კარდიოლოგი, ზეინაბ დიასამიძე, სოციალურ ქსელში იმ პროექტს აკრიტიკებს, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ექიმის დანიშნულების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთ ლარად მისცემდნენ ძვირადღირებულ მედიკამენტებს. ექიმი ბოდიშს უხდის პაციენტებს, რადგან იმ ორ აფთიაქში, სადაც პროგრამის ფარგლებში უნდა გაიცეს მედიკამენტები, წამლები არ აქვთ. "ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს პაციენტებს... საზოგადოებას.... ბოდიში კი იმისათვის, რომ 1 ლარიანი წამლების დაანონსებული მარათონის ''სიღრმეებს'' ვერ ჩავწვდი... თანაც შვებულებაშიც ვიყავი და ყველა ის მრავალრიცხოვანი ბენეფიციარი, რომლებიც ზოგი სოფლებიდან, გარეუბნებიდან, ქალაქიდან მოდიოდნენ ჩვენთან და სულისშემხუთველ რიგებში იდგნენ, რათა რეცეპტები და ე.წ. ''ვიზა ''მიეღოთ 1 ლარიან წამლებზე.. დაღლილები უკმაყოფილებასაც კი არ გამოხატავდნენ გრძელ რიგში დგომისათვის.... არ დაგიმალავთ ჩვენი ექიმების კისერზე ტყდებოდა ყველაფერი ეს, თუმცა ჩვენაც კმაყოფილები ვიყავით ხელისუფლების ამ ''კეთილშობილური'' ჟესტით... ამ გაპარტახებულ, გამათხოვრებულ ქვეყანაში, დაავადებულ ადამიანებს თუკი იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ...ვიღაცის მხრიდან ზრუნვის ნაპერწკალი... (((( შვებულებიდან დაბრუნებულს გაბითურებული პაციენტების პრეტენზიები დამხვდა, იმ 2 აფთიაქში, რომელიც ქალაქის გარეუბანშია და სადაც ისედაც შეჭირვებულმა ადამიანებმა კიდევ ტრანსპორტის თანხაც უნდა გადაიხადონ, რიგში დადგნენ და იქ მისულებს პასუხობენ – წამალი არ გვაქვს და არც გვექნებაო... რა არის ეს?! ჰეი თქვენ...ტრიბუნებთან მდგომნო... სკამებზე მსხდომნო!... თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?! მაძღრად ხართ და 1 ლარიანი წამლები არ გჭირდებათ?! დაგჭირდებათ!!!...გპირდებით!!! სულ მალე!!!!!!!!!!!!!!!!
---
26.09.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=90472
„მეცინიერება მოგზაურობის დროს“ - სამეცნიერო კონგრესი გაიმართა
„მეცნიერება მოგზაურობის დროს“ - ამ დასახელების სამეცნიერო კონგრესი სასტუმრო რედისონში გაიმართა. შეხვედრაზე მედიცინის აქტუალური საკითხები განიხილეს. კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიამ ფორუმის ორგანიზატორებსა და წევრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევზებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს მიღწევები გააცნო. კონგრესში მონაწილეობას 130 გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ექიმი იღებს, რომლებსაც მინისტრის მოადგილე, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში, დღეს საღამოსაც შეხვდება. კონგრესი 10 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, ქვეყნები კი მათი ისტორიის მედიცინასთან კავშირით ირჩევა.
ონტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/565552-samecniero-kongresi-mecniereba-mogzaurobis-dros-gaimarta
პია.ჯი- http://pia.ge/post/283599-tbilissi-konferencia-mecniereba-mogzaurobis-dros-gaimarta
---
26.09.2019
გურამ გიორგაძე: „შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“
„შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, გურამ გიორგაძემ. მან შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა,რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. „ორივე კანონპროექტი რადიკალურად არის შეცვლილი და შესაბამისად, ფართოვდება დასაქმებულებისა და შრომის ინსპექციისა და ინსპექტორის უფლებები. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია,რომ კანონპროექტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით გვაქვს არაერთი შენიშვნა.შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება დიდ ტვირთად დააწვება ბიზნესს. მხედველობაში მაქვს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი. განხილვების დროს არაერთხელ იქნა ჩვენ მიერ დაყენებული პოზიცია რია-ს ჩატარების შესახებ. თუ საქართველოში არ არიან რეგულაციის ზეგავლენის შეფასების სპეციალისტები, მაშინ უნდა დავიქირავოთ უცხოეთიდან. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა,რომ ყველა რეგულაცია წარმოვადგინოთ და წარმოვსახოთ ციფრებში“-აცხადებს გიორგაძე. მისი განმარტებით, ამ პროექტით გათვალისწინებულია ისიც,რომ აუცილებელია ჯანმრთელობის შემოწმება, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ეს შემოწმება, დამსაქმებელს აქვს ვალდებულება თუ დასაქმებულმა თავისი ხარჯით უნდა აასრულოს აღნიშნული? მეორე საკითხი,რომელიც დასაზუსტებელია, ეხება შრომის ანაზღაურების ცნებას. ეს არის საბაზისო ანაზღაურება ან შესაბამისად საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმზე თუ ვისაუბრებთ, ვნახავთ,რომ 1999 წელს პრეზიდენტის გამოცემული დადგენილებით 20 ლარია, თუ ჩვენ ისევ 20 ლარზე ვისაუბრებთ, მაშინ არც თუ ისე ჯანსაღად გვექნება საქმე. შესაბამისად, ვფიქრობთ,რომ კანონპროექტს უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი პროექტი მინიმალური ხელფასის განსაზღვარსთან დაკავშირებით. „ჩვენი აპარატი ყველა კანონპროექტს უდგება პრაგმატულად. გვაინტერესებს,რატომ არ ტარდება რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. ძირეულად ცვლის და შეცვლის ეს კანონპროექტი ბევრ საკითხს. ბევრი კონკრეტული ნორმა არსებობს დღევანდელ შრომის კოდექსში დასაქმებულის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი დასაქმებულების ინტერესებისა და უფლებების დაცვის წინააღმდეგია. ჩვენ ვფიქრობთ რომ კანონპროექტი უნდა იყოს შეფასებული. ბოლო ვერსიაში ბევრი საკითხია დასაზუსტებელი, მათ შორის ის,რომ შრომის ინსპექტორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოახდინოს დაკვირვება, გამოკითხვა, დოკუმენტაციის ამოღება და ა.შ. არ არის გაწერილი ის,თუ როდის დააბრუნებს ინსპექტორი, რა ვადით განახორციელებს შემოწმებას, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მაღალი მტკიცების სტანდარტი. ამ დეტალების გაუთვალისწინებლობა კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას გამოიწვევს მომავალში,“ - აღნიშნავს გურამ გიორგაძე.
---
26.09.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/394253/
“სხვა გზა არ გვაქვს” – ვინ და რატომ ითხოვს ტყიბულის შახტების ამუშავებას
დღეს, 26 სქტემბერს, ტყიბულში მეშახტეთა პროტესტის მესამე დღემ ჩაიარა. დღის უმეტესი ნაწილი ტყიბულის მოქალაქეები, მათ შორის, შახტებში დასაქმებულებმა, ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქალაქის მერიასთან პლაკატებით გაატარეს. პროტესტის ბოლო დღეს მეშახტეებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასგან დაპირება მიიღეს, რომ ხელფასებს რამდენიმე დღეში მიიღებენ, შახტი მუშაობას კი ერთ თვეში განაახლებს. თურნავას თქმით, “საქნახშირმა” (რომელიც “ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა) სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიძია ინვესტორი (Steel International trade Company), ხოლო რა ფორმით ითანამშრომლებს ეს კომპანია ახალ ინვესტორთან, როგორც თურნავა ამბობს, ეს თავად მათი საქმეა. მისი თქმით, კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა მას პარტნიორები ჰყავს უკრაინაში. თავად “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს, რომ ტყიბულის შახტის მართვიდან საერთოდ გადის. პროტესტის მონაწილეები ამ დროისთვის აქციას წყვეტენ და სამომავლო მოქმედებებს ელოდებიან. ვინ და რატომ აპროტესტებდა შახტის გაჩერებას – ტყიბულელების ისტორიები ონისე კაპანაძე, მეშახტე: “ამ დროის განმავლობაში, რაც ქვანახშირის მოპოვება შეწყვეტილია, ჩვენ ანაზღაურებას ვიღებდით მთავრობისა და კომპანიის შეთანხმების შედეგად. ამავდროულად, ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ვასრულებდით გამაგრებით სამუშაოებს და არ გავჩერებულვართ. ჩვენ ყოველდღე ვასრულებდით სარემონტო სამუშაოებს, რათა შახტი შეგვენარჩუნებინა და როდესაც გადაწყდებოდა შახტის შემუშავება, მზად ყოფილიყო ყველაფერი. ცხადია, დატვირთვა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ქვანახშრის მოპოვების დროსაა, მაგრამ ის არანაირად არ იყო ტყუილად აღებული ფული, ვინაიდან ეს სამუშაოც შრომატევადია. რაც შეეხება სხვა გზას: ტყიბულში შახტი რომ არ იყოს და მე ვიფიქრო, მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარბაზე… ჩემნაირად შახტში მუშაობს ადგილობრივების 90%, სოფლის მეურნეობის წარმოებას კი ძალიან დიდი დრო უნდა. ჩვენ ახლა გვაქვს ბანკის ვალები და მათ ფულს სისტმატურად ვიხდით. სწორედ ამ დარიცხულ თანხაზე ვართ დამოკიდებული. ბიზნესს კი, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, თანხების გარეშე ვერ დავიწყებთ”. თეონა ლაფერაძე: “სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს. მართალია, ოჯახში არავინ მყავს მეშახტე, მაგრამ ჩემმა შვილმა მინდა, რომ იცხოვრობს ბედნიერ ქალაქში. ისედაც ცოტანი ვართ და შახტმა რომ არ იმუშოს და ხალხს შემოსავლის ეს წყაროც აღარ დარჩეს, აქედან ყველა წავა. აქ ყველაფერი შახტთან არის კავშირში. ამიტომ მირჩევნია, ხალხმრავალ ქალაქში ვიცხოვრო, სანამ ვიქნები.“მეშახტე ქალი: “ეს ამბავი გვეხება ყველა ტყიბულელს, მათ შორის მეხება პირადად მეც იმიტომ, რომ ვარ მეშახტე მინდელის შახტში. 13 წელიწადია ვმუშაობ შახტში და ველოდები, როდის ამუშავდება შახტი. მიწისქვეშა მუშა ვარ. პრობლემა მეხება ამ კუთხით. ოჯახს უჭირს ძალიან, შვილი მყავს სტუდენტი. თუ ვინმეს ოჯახში მსგავსი სიტუაცია აქვს, იცის, რას ნიშნავს, როდესაც შემომტანი მხოლოდ ერთი ადამიანია, მეტი შემოსავალი რომ არ არის… აქ ყველას ერთნაირი გასაჭირი გვაქვს. შვილს ვერ ვუშვებ უნივერსიტეტში იმის გამო, რომ ხელფასი არ მაქვს და მაქვს ბანკის ვალი. ბანკის ვალის გარდა სხვ საჭიროებებიც არსებობს. ამიტომ შახტი უნდა ამუშავდეს. 13 წელია შახტში ვმუშაობ, მიწის ქვეშ. ამწე მანქანის მემანქანე ვარ, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო მაქვს. იქნებ მოვიდეს მთავრობა, მოგვაქციოს ყურადღება და რაიმე შეიცვალოს სასითეკოდ. ჩვენთვის, შახტისთვის, თუ შეიცვლება სასიკეთოდ, ყველაფერი ამოძრავდება ტყიბულში. იყო ტყიბულში ბუმი, როდესაც შახტი კარგად მუშაობდა კარგად და ბევრ ნახშირს იძლეოდა. იმის შემდეგ მოიკლო და დავედით იმ დონეზე, რომ კიბეებზე ვზივარ ახლა“. ფოტო: თამუნა ნერგაძე/ბათუმელები იურზა კაპანაძე, სამთო მაშველი: “მე შახტში სამთო მაშველი ვარ. ჩემი მოვალოება არის ის, რომ როდესაც რაიმე ხდება, ვთქვათ, შახტში ცეცხლია, ჩვენ ჩავდივართ და საჭიროების შემთხვევაში მუშები ამოგვყავს იქიდან. ასეთი საქმეა.. ძირითადად,ავარიულ სამუშაოებზე ვმუშაობთ. აპარატებიც ძველი გვაქვს. 400 ლრი მაქვს ხელფასი, მასაც აღარ მაძლევენ. სულ სამი ათეული სამთო მაშველია შახტში, არ გვაქვს ბოტები და სპეცსამოსი, 40 წლის წინანდელი აპარატურით ვამოწმებდთ შახტში მდგომარეობას.“ იურზა კაპანაძე. ფოტო: თამარ ნერგაძე/ბათუმელები ნონა ნაკაშიძე “აქ, ტყიბულში, ყველას ძალიან გვიჭირს, აქ არსებობა რთულია. ორივე შახტი დაკეტილია, არაფერი მუშაობს. ხალხი იფიცება, რომ შახტები აამუშაონ. რატომ უნდა იყოს უმუშევრობა?! ხალხს სესხები აქვთ გამოტანილი, ხომ უნდა დაფარონ? ამუშაონ და გადაიხდიან სესხებს. ქმარი მყავს შშმ პირი, არ ქვს სოციალური დახმარება. ჩემი ქმარი იქ მუშაობდა, ფეხი შახტში დატოვა, არ აქვს სოციალური დახმარება, არც შახტიდან გვეხმარება ვინმე. მხოლოდ ჩემს ქმარზე არ ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანია ასე. მინდა, რომ მთავრობამ ესეც გაითვალისწინოს, გაითვალისწინოს ტყიბულელები. აამუშაოს შახტი, თორემ ტყიბულში მეტი საარსებო წყარო არ არის. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და მინდა, მისი წინსვლა დავინახო. მე თვითონაც ვმუშაობდი შახტში აბანოების დამლაგებლად, მაგრამ გამათავისუფლეს იმიტომ, რომ პენსიონერი ვარ. სამუშაოს არ ვაცდენდი, ერთგულად ვმუშაობდი, მაგრამ გამათვისუფლეს, ძალიან მეწყინა“. ფოტო: თამუნა ნერგაძე/ბათუმელები საქნახშირის თანამშრომლები “ჩვენ ვართ “საქნახშირის“ წარმომადგენლები და ჩვენი ინტერესია, რომ შახტმა მუშაობა გააგრძელოს. ამაში სახელმწიფოს მხარდჭერას ველოდებით. შახტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქის არებობისთვის. არსებობს დასკვნები, რომლებშიც წერია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს შახტში, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა არსებობენ პროფესიონალები, რომელთა დახმარებითაც შახტის ამუშავება შეიძლება. უსაფრთხოების ნორმები თუ იქნება დაცული, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შახტი იმუშავებს იმიტომ, რომ ეს არ არის 1-2 წლის ამბავი. რამდენი წელია ტყიბულში შახტი მუშაობს. ჩვენ ამის გვწამს: თუ დაცული იქნება ნორმები, მუშაობა განახლდება. თუ არ გვაქვს სწორი ინფორმაცია, მარტო უსაფრთხოების დაცვა არ შველის. ჩვენ გვინდა სწორედ ეს ვიცოდეთ. აქ იყვნენ გერმანებელი ექსპერტები, რომლებმაც იმუშავეს დასკვნებზე, თუმცა ეს დოკუმენტი ჩვენამდე არ მოვიდა. ჩვენ არ ვიცით სპეციალისტების აზრი, ზოგადად, შახტში რა ხდება. არავინ არ იცის, რა თქვეს მათ. თუ ისე მოხდა, რომ ყველა უსაფრთოხების ნორმა დაცულია, მაგრამ აფეთქებები მოხდება და უბედური შემთხვევები მაინც მოხდება, ჩვენ ასე არ გვინდა, მაშინ ჩვენც მოვძებნით ალტერნტიულ გზებს“ ფოტო: თამუნა ნერგაძე/ბათუმელები ტყიბულში მეშახტეთა აქცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი პროტესტი 24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობდნენ. მეშახტეები ამბობდენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ შეხვდნენ მთავრობისა და საქნახშირის წარმომადგენლებს, რათა “ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“. მალე აქციებმა ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც მეშახტეებს სხვადასხვა დარგი წარმომადგენლები, მათ შორის, მსწავლებლები და გარემოვაჭრეები შეუერთდნენ. აქციის მესამე დღეს, გიორგი გახარიას დავალებით, მათთან ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჩავიდა.
---
26.09.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/394250/
ტყიბულში ახალი ინვესტორი შედის, ხელფასები ორშაბათიდან გაიცემა – მინისტრი
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტყიბულში მეშახტეებისთვის ხელფასის მიცემა რამდენიმე დღეში მოხდება. როგორც თურნავა შახტების ამჟამინდელი მმართველი კომპანიის (საქნახშირი) წარმომადგენლებთან და რამდენიმე გაფიცულ მეშახტესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, შახტი მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში განაახლეებს. “გაფიცულებმა აქცია შეწყვიტეს და დღეიდან ინვესტორი კომპანია, რომლის მფლობელობაშიც ეს შახტები გადავა, საქმიანობას დაიწყებს. ისინი მზად არიან ორშაბათიდან დაიწყონ სახელფასო დავალიანების გაცემა. გარდა ამისა, ერთ თვეში დაიწყება ქვანახშირის მოპოვება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელიწადზე მეტია შახტები გაჩერებულია. ამასთან, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება და გადაიარაღება. სახელმწიფო გააკონტოროლებს, რომ დღეს გაჟღერებული დაპირებები შესრულდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და კომპანიამ უსაფრთხოების სტანდარტებზე ვალდებულება აიღო “,-განაცხადა თურნავამ. შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავა ტყიბულის მერიის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა სიახლის გასაცნობად. მისივე თქმით, საქნახშირმა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიძია ინვესტორი (Steel International trade Company), ხოლო რა ფორმით ითანამშრომლებენ ეს კომპანიები ახალ ინვესტორთან, თურნავა ამბობს, რომ ეს თავად კომპანიების საქმეა. თურნავას თქმით, კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა მას პარტნიორები ჰყავს უკრაინაში. “იქნება ეს სრული გადაბარება თუ პარტნიორობა, ამაზე შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. ჩვენთან პასუხისმგებლობა ინვესტორმა აიღო.”
---
26.09.2019
დამსაქმებელთა ასოციაციამ ქუთაისში ბიზნეს სექტორთან შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ ქუთაისში სასტუმრო „ბესთ უესტერნ ქუთაისში“ შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხონების შესახებ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის აღასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის შრომის უსაფრთხოების სფეროში იმ ახალი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლის წინაშეც ბიზნეს ოპერატორები 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღმოჩნდნენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს კომპანიებისთვის ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნები დაზღვევის, პასუხიმგებელი მხარეების, რისკების შეფასების კრიტერიუმების, მონიტორინგის პროცესის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის, სანქციების და აღსრულების მექანიზმების შესახებ. „განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხოვნების შესახებ ცნობიერება. ქუთაისი ეკონომიკურად საკმაოდ აქტიური ქალაქი,ამიტომ მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზება აუცილებელია, რათა გავუწიოთ შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, შეხვედრაზე,ვისაუბრებთ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესახებ, ასევე გაეცნობიან, თუ რაცვლილებები უნდა განახორციელონ სამუშაო ადგილებზე კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები და საქმიანობის აკრძალვის რისკებიც კი, რაც გათვალისწინებულია კანონის მიხედვით,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე. შეხვედრას 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიეღოთ. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ შეხვედრებს უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს.
---
ბეჭდვითი მედია
27.09.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ
ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქცია ახალი მოთხოვნით განახლდა. მეშახტეები ხელისუფლებისგან ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება მოსახლეობას კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათს მისცემს და რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების ნაწილს მოუხსნის. ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტემბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი. როგორც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად ჩავა.
---