მედიამონიტორინგი 26.07.2019
ტელევიზია
26.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: საქმიანი დილა
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6239563
---
26.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ცე ჰეპატიტის სკრინიგის ჩსატარებისკე მოუწოდებს. ცე ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცე ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ცე ჰეპატიტის სახელმწიფო ფპროგრამის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ. მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და ახლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ გაიაროს ტესტირება რომელიც უფასო პროცედურაა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6239877
---
25.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს და წარმომადგენელს შეხვდა. განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე, რომელიც გასული წლიდან გაზრდილიოდენობით მიეწოდებათ ოჯახებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6238021
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6237420
---
25.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რა ცვლილებებს ითვალისწინებს შრომის ახალი კანონდებლობა და რა ვალდებულებები ექნებათ კომპანიებს. ამის შესახებ რუსთავში შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის წევრები სიახლეებს სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელ პირებს აცნობდნენ, სამუშაო შეხვედრას შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს და ბიზნესობუდსმენიც ესწრებოდნენ.
https://www.imedi.ge/ge/video/40658/shromis-usaprtkhoeba
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6238889
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6238603
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6238502
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6238068
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6238030
---
25.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
მარნეულში 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრი შენდება. რომელიც უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარების შესაბამისად მოეწყობა და ადგილობრივები მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6237784
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6237678
---
ინტერნეტი
26.07.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/msoflio-jandacvis-organizaciis-monacemebit-msoflioshi-be-da-ce-hepatitit-325-milionze-meti-adamiania-inficirebuli/
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბე და ცე ჰეპატიტით 325 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ბე ჰეპატიტის ვირუსით 257 მილიონი, ხოლო ცე ჰეპატიტით 71 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ორგანიზაციის ცნობით, სათანადო მკურნალობის გარეშე 2030 წლისთვის შესაძლოა, 4.5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპოს. მკურნალობას დღეისათვის მხოლოდ ორ მილიონამდე პაციენტი გადის. თუმცა, დაავადებულთა რიცხვის შემცირება ინფიცირების ახალი კერების წარმოშობისა და ჯანდაცვის დაბალი დონის ფონზე რთულდება. ჰეპატიტის სამკურნალოდ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით სულ უფრო იზრდება მიმართვიანობა ისეთი ქვეყნისკენ, როგორიცაა ეგვიპტე. ჰეპატიტით ინფიცირებულთა ოდენობით, პირველ ადგილზეა პაკისტანი, სადაც ვირუსი 10 მილიონამდე ადამიანს აქვს. მეორე ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ კი ეგვიპტე. მეოთხე ადგილს აშშ და რუსეთი იყოფენ, სადაც ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი სამ მილიონამდე მერყეობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჰეპატიტის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელის, მარკ ბალტრეისის განცხადებით, დაავადებასთან გასამკლავებლად ყოველწლიურად ექვსი მილიარდი დოლარის ინვესტირებაა საჭირო. მსოფლიო ჰეპატიტის დღე ყოველწლიურად 28 ივლისს აღინიშნება და მიზნად ჰეპატიტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს. წლევანდელი თემა „ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებაა“. საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
---
25.07.2019
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ლუკა ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტ ლუკა ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს განმარტებით, კომისია უკვე იმყოფებოდა ამბროლაურში, ტყიბულსა და ლენტეხში. ინფორმაცია მოძიებულია ასევე ქუთაისის იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ამჟამად იმყოფება პაციენტი. „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას დაიწყებს“, - აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87585
---
25.07.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/okupirebuli-teritoriebidan-devnilta-shromis-janmrtelobisa-da-socialuri-dacvis-saministroshi-reorganizacia-gamockhadda/
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაციას მინისტრის 24 ივლისით დათარიღებული ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში უკვე შევიდა. ბრძანების თანახმად, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა: „სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.“ დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრნენ მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოადგილეები, ხოლო ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობაზე მონიტორინგი დაევალა მინისტრის თანაშემწეს თინათინ ხარძიანს. „პასუხისმგებელმა პირებმა ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეიმუშაონ წინადადებები სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების, შტატების ოპტიმალური რაოდენობისა და მათი გადანაწილების შესახებ; წინადადებების მინისტრთან შეთანხმების შემდეგ კი, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყონ სამინისტროს ახალი სტრუქტურის, დებულების, საშტატო ნუსხისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების წარდგენა; ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი თვისა, უზრუნველყონ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, დაევალოს სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უზრუნველყოს: ამ ბრძანების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის გაცნობა და/ან საჯაროდ გამოცხადება; ასევე სამინისტროს თითოეული მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გაფრთხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო, მათი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
---
25.07.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და მისი მოადგილე დავით ტორუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ ზაურ დარგალთან ერთად გაეცნენ. მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მარნეულის, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის, შაუმიანისა და ქუთლიარის სასწრაფოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნება. „ცენტრი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, სადაც დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87572
პია.ჯი- https://pia.ge/post/274440-saswrafostvis-marneulsi-4-axali-centri-asendeba
---
25.07.2019
ნორმატიული აქტები, რომლითაც 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აცრების ჩატარება სავალდებულო 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის
ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა კანონის თანახმად, 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ნორმატიული აქტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. განათლების უწყებაში და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარს საერთოდ არ აკეთებენ. 2018 წლის ნოემბერში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი - ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები დამტკიცდა. კანონში ცვლილების შემდეგ ორივე უწყებას ვადა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე მიეცათ, რომ განეხორციელებინათ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, თუმცა არც ერთ უწყებას დოკუმენტები ჯერ არ დაუმტკიცებია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განუცხადა, ნორმატიული აქტი შემუშავებულია, თუმცა მისი იმუნიზაციის საბჭოზე გატანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადამიას ინფორმაციით, საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება. „შემუშავებულია ქვემდებარე აქტი, რომლის მიხედვითაც, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ცვლილება უნდა შესულიყო. ეს იყო პირველი რიგის ამოცანა. პროექტი უკვე მომზადებულია და იმუნიზაციის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის სხდომაზე უნდა გავიდეს განსახილველად და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ შევა ძალაში. დოკუმენტი დარიგებული აქვს საბჭოს წევრებს და პირველივე სხდომაზე განიხილავენ და დაამტიცებენ. უნდა გაჩნდეს სავალდებულოობის ჩანაწერი და სხვა ტექნიკური დეტალები. აქვეა იმ დაავადებების სია, რომლისთვისაც პროფილაქტიკური აცრების ჩატარება იქნება სავალდებულო. დოკუმენტი ასევე მოიცავს ასაკობრივ მაჩვენებლებს, ვადებს და წესებს - როგორ უნდა გაიცეს აცრების ბარათი, როგორ უნდა შეავსოს ის ექიმმა და ა.შ.“, - განაცხადა ადამიამ რატომ ვერ მოესწრო დოკუმენტის შემუშავება 1-ელ ივლისამდე, რასაც კანონი უწყებებს ავალდებულებს, ადამია აღნიშნულზე პასუხობს, რომ „ეს შიდა პროცედურების თემაა“. „საბჭოს ცვლილება მოგვიწია და ტექნიკურად ვადაში გადაიწია. ეს პროექტი ივნისიდან მზად არის 1-ელი აგვისტო ბოლო ვადაა, როდესაც დოკუმენტი უნდა დავამტკიცოთ. შეიძლება საბჭოს სხდომა ხვალ ან ორშაბათს ჩაინიშნოს. რამდენიმე დღის მერე რომ დაგერეკათ, გეტყოდით, რომ დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია“, - განაცხადა ეკა ადამიამ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლებს თავიანთი უფლებამოსილების საფუძველზე, შინაგანაწესით შეუძლიათ აცრების დოკუმენტის მოთხოვნა, რაც მშობელმა ექიმისგან უნდა მიიღოს. ნორმატიული აქტის შემუშავებასთან დაკავშირებით კი უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. „განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის დადგენილი აქვს მინისტრის ბრძანებით სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა, რომელშიც არ შედის აცრების ფურცელი. სკოლას თუ შინაგანაწესში უწერია, შეიძლება მშობელს მოსთხოვოს ეს დოკუმენტი, მაგრამ სკოლა თუ ვინმეს ეტყვის, რომ აცრების ფურცლის წარდგენის გარეშე არ ჩაგრიცხავ, ეს არის დანაშაული. ჩვენ ამას სავალდებულოდ იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია - „ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება“. შესაბამისად, ვიღაცას შეიძლება არ ჰქონდეს შესაძლებლობა აცრა გაიკეთოს, ან რელიგიური ფაქტორი იყოს, ამის გამო ჩვენ ამას სავალდებულოს ვერ გავხდით. ეს არის ნებაყოფლობითი. ნამდვილად არ არის მინისტრის ბრძანებაში შესული არანაირი ცვლილება და ნამდვილად სავალდებულო არ არის ამ დოკუმენტის წარდგენა. რა ნორმატიულ აქტზე გვეკითხებით ზუსტად არ ვიცით. ამიტომ მოიწერეთ და გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩამონათვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, აცრები სავალდებულოა შემდეგ დაავადებებზე: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ-ზე; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.
---
25.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557821-sakartvelos-prezidenti-mosaxleobas-c-hepatitis-skriningis-chatarebisaken-moucodebs
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებს
C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, C ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ, მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და ახლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ გაიაროს ტესტირება, რომელიც უფასო პროცედურაა. „პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი მივიდეს ყველა მოქალაქემდე, დავამარცხოთ C ჰეპატიტი და ვიყოთ სამაგალითო. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ, უკვე კახეთის რეგიონშიც ამოქმედდა ე.წ. "ინტეგრირებული სკრინინგის" პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ ერთი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია 3 ყველაზე მძიმე დაავადების დიაგნოსტიკა, როგორიცაა: C ჰეპატიტი, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ფრანგული სამედიცინო ცენტრი,,კახეთი იონი" დაათვალიერა“, - აღნიშნულია საქართვლეოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
25.07.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/487853
დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე – ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ქალაქ რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს – ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე, თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს კანონის ძირითადი მიმართულებები და ახალი რეგულაციები პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააცნო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერითა (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ, ასევე, ისაუბრეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გიორგი ბეგაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა – ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ბექა ფერაძემ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტმა თებერვალში ახალი კანონი მიიღო. კანონმდებლობა ახალ რეგულაციებს აწესებს, რომელთა მიზანია წლების განმავლობაში მოშლილი შრომითი ურთიერთობების ახალ სტანდარტებზე აყვანა. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი უსაფრთხოების ჩამოყალიბება კანონის მიღებით არ მთავრდება და ახლა აუცილებელია კანონის იმპლემენტაციის პროცესის სწორად წარმართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონმა უზრუნველყოს როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე – ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, კანონის აღსრულების პროცესში პერიოდულ შეხვედრებს ვმართავთ, რათა დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო კომუნიკაცია არსებობდეს და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა მოხდეს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
---
25.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/368008/
მარტოხელა დედა, რომელიც ქუჩაში მხოლოდ ნიღბით გამოდის
---