From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
Subject : მედიამონიტორინგი-24.07.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 24.07.2019 08:59
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 24.07.2019

ტელევიზია

24.07.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 10:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. განიხილეს ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათი უწყების სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6235029

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6235236

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6235206

---  

 

24.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამები დევნილებისთვის. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გავაშელი

https://www.imedi.ge/ge/video/40551/sakhelmtsipos-khelshetskobis-programebi-devnilebistvis

---

 

24.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

ხმაური იყო ბაქო-თბილისი-ყარსის მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვთზე. ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ და პროტესტის ნიშნად სარკინიგზო ლიანდაგი გადაკეტეს. 120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანებისდ აფარვას ითხოვს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ აღდგა. აქციის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენელიც შეხვდა და დავალიანების დაფარვას დღეისთვის დაჰპირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6235166

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6235180

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234896

---

 

24.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  დილა მშვიდობისა

4 წლის დემეტრე ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. მწვავე ლეიკემიის დიაგნოზით აუცილებელია დემეტრეს გერმანიის კლინიკაში გადაყვანა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234814

---

 

24.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  დილა მშვიდობისა

 რა გაკეთდა წლის მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეტად დასაცავად?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234815

---

 

23.07.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 21:00

ცე ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე სკრინინგი უკვე 9-დან 7 რეგიონშია ხელმისაწვდომი. სისტემის დეცენტრალიზაციის მიზანი კომფორტი და სერვიზზე მარტივი წვდომაა. ამიერიდან მოქალაქეებს შესამოწმებლად უფრო ნაკლები მანძილის გავლა მოუწევთ, შესაბამისად, უფრო მოკლე დროში იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, ხართ თუ არა ინფიცირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234746

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234703

იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6233432

იმედი -ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234046

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234391

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6234289

---

 

 

 

ინტერნეტი

24.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557512-eka-tikaraze-janmrtelobis-msoplio-organizaciis-sakartvelos-opisis-xelmzgvanels-shexvda

ეკა ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტროს სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის აუცილებელი, როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის. სწორედ ამ რგოლიდან უნდა იწყებოდეს ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომა. ამავდროულად უნდა გავაუმჯობესოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სერვისების ხარისხი“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ასევე გააცნო ინოვაციური ინიციატივა ტელემედიცინის დანერგვის შესახებ, რისი პილოტირება უკვე დაწყებულია იმერეთში. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის მკურნალობის პროცესს და მის უწყვეტობას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხია. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ზუსტად გამოიკვეთოს ის მიზეზები, რის გამოც მედიკამენტებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები არის მაღალი და მოხდეს ამ ფაქტორებზე რეაგირება. ჯანდაცვის მინისტრმა სილვიუ დომენტეს ასევე გააცნო მისი ხედვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შესახებ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რაც სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გაატარა დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლისთვის, თუმცა მინისტრის შეფასებით, საჭიროა დამატებითი რეგულაციების და მექანიზმების შექმნა, რომლებიც მეტად გააკონტროლებს სახელმწიფოს ხარჯებს და მათ მიზნობრიობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მინისტრის ხედვები სრულ თანხვედრაშია როგორც პირადად მის შეხედულებებთან, ასევე იმ საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან, რომლითაც გლობალურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ქვეყენები. სილვიუ დომენტემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87484

პია.ჯი- https://pia.ge/post/274128-medikamentebis-xarisxsa-da-mat-xelmisawvdomobaze-jandacvis-ministrma-who-is-xelmzrvaneltan-imsjela

23.07

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradzis-ganckhadebit-sayoveltao-jandacvis-programis-kharjebis-gasakontroleblad-akhali-regulaciebis-sheqmnaa-sachiro/

---

 

24.07.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/socialuri-momsakhurebis-saagentos-direqtoris-movaleobis-shemsrulebelma-tanamdeboba-datova/

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ მოდებაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მოდებაძე დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. თამაზ მოდებაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობა 2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნული თანამდებობა  გიორგი წოწკოლაურმა დატოვა. ამავდროულად, წოწკოლაურმა შეინარჩუნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციის პარალელურად იკავებდა. ამ ეტაპზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ისევ გიორგი წოწკოლაური ასრულებს, რომელიც ამავდროულად, მინისტრის მოადგილედ რჩება. სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტო მრავალმილიონიანი ხარჯების განმკარგავი სამსახურია. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომელთა ფარგლებშიც სააგენტოში დასაქმებული 2000-ზე მეტი თანამშრომელი დაახლოებით 2,5 მილიონ მოქალაქეს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი) ემსახურება.

---

 

 

24.07.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/15785-baqo%E2%80%93tbilisi%E2%80%93ybarsis-rkinigzaze-dasaqmebulma-mushebma-protesti-shexybvites

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს

ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა, რომლებიც ხელფასის მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, მუშაობა განაახლეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს, Jnews–ის ინფორმაციით, დამსაქმებელი კომპანია მუშებს დაპირდა, რომ მათ სახელფასო დავალიანებას დღეს, 14:00 საათამდე დაფარავს. კომპანია „დემირიოლ სერვისთან“ მოლაპარაკებებს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალის უფროსი, აზამატ ბაგიროვი აწარმოებდა. Jnew-ის ცნობით, კუთვნილ ხელფასს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული 120–მდე ადამიანი ითხოვს. მათ ნაწილს სამი თვეა ხელფასი არ აუღია, ნაწილი კი 4–5 თვის ნამუშევარის ანაზღაურებას ითხოვს. ხელფასების მოთხოვნით ისინი ივლისის დასაწყისში გაიფიცნენ, რის შემდეგაც დამსაქმებელმა დავალიანების ნაწილი – ერთი თვის ხელფასი გადაუხადა. მუშების განცხადებით, არაერთხელ მოატყუეს, რომ ხელფასებს გადაუხდიდნენ. „ახლა ეს კომპანია მუშაობას ასრულებს, მიდის და ხალხს ფულის გარეშე ტოვებს. თვეების, წლების განმავლობაში არ იხდიან ხელფასს. გვპირდებიან, მაგრამ პირობას არ ასრულებენ. ყველას თავისი პრობლემა აქვს, ხალხი ოჯახებში დაბრუნებას ვერ ახერხებს“, – უთხრა ერთ–ერთმა დასაქმებულმა Jnews–ს. გუშინ, 23 ივლისს, თურქეთიდან სადგურ „ახალქალაქში“ ტვირთი შემოვიდა, რომელიც ხუთი ვაგონისგან შედგებოდა. Jnews–ის ცნობით, მუშებმა უარი თქვეს ვაგონების გადმოტვირთვაზე, ისინი რელსებზე დასხდნენ და განაცხადეს, რომ მუშაობას მანამდე არ გააგრძელებდნენ, ვიდრე კომპანია მათ წინაშე არსებულ დავალიანებას არ დაფარავდა.

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/382565/

C ჰეპატიტის, აივისა და ტუბერკულოზის სკრინინგი დამატებით 6 რეგიონში დაიწყო

C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის განხორციელება საქართველოს 7 რეგიონში მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სკრინინგის პროექტში ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ოჯახის ექიმები და ექთნები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ, აჭარაში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სხვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში პირველადი ჯანდაცვის ეტაპზე მოსახლეობას შეამოწმებენ ამ ინფექციებზე: “წელს, იმ პილოტურ პროგრამას, რომელსაც შარშან ვახორციელებდით სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამი დაავადება ერთი ქუდის ქვეშ, პირველადი ჯანდაცვის დონეზე სკრინინგს განვავრცობთ თითქმის მთლიანად საქართველოზე. ეს გულისხმობს, რომ ოჯახის ექიმები და პირველადი ჯანდაცვის, ანუ სოფლის ექიმები დატრენინგდნენ ამ სამ დაავადებაზე. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისცა ამ ადამიანებს ტესტ-სისტემები და კარდაკარ შემოვლის პრინციპით ეს ადამიანები ყველა ამ რეგიონში შემოივლიან ყველა ადამიანს, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში გავაკეთეთ და თითქმის გავასამმაგეთ სკრინინგ გავლილთა რაოდენობა”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, დარჩენილ სამ რეგიონში ექიმების გადამზადება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს რეგიონებიც ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში.

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1563872862-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

პია.ჯი- https://pia.ge/post/274042-c-hepatis-diagnostika-da-mkurnaloba-ukve-regionebsic-sesazlebelia

მედიაცენტრი მთავარი-

http://mcm.ge/c-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%98%e1%83%95-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1/?fbclid=IwAR0edzn5paRRTEIvRHOjwtvQsMIK0ARXLX2uj4GUGq_qgj0uMU9tY7J6KQM

 

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557421-proektis-ojaxshi-zaladobis-shemcireba-daxurvis-goniszieba-gaimarteba/

პროექტის - „ოჯახში ძალადობის შემცირება“ დახურვის ღონისძიება გაიმართება

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პროექტის - „ოჯახში ძალადობის შემცირება“ ხვალ, (USAID) დახურვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მიზანია, პროექტის 4-წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის საზოგადოებისთვის წარდგენა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი 2015 წლის 2 ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული დღისწესრიგის განხორციელებაში. პროექტი ითვალისწინებდა ორ კომპონენტს: ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა. დაცვის კომპონენტის ფარგლებში: შემუშავდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“– დოკუმენტის პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტების დროულ გამოვლენას, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესაბამის უწყებებში (დაწესებულებებში) გადამისამართებას, მათ დაცვას, დახმარებას, რეაბილიტაციას და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოების სწრაფ, კოორდინირებულ და ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას. პრევენციის კომპონენტის ფარგლებში: ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 50 სკოლაში (საქართველოს მასშტაბით), რომელსაც 3000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე დაესწრო; 10 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 500-მდე სტუდენტი დაესწრო. საინფორმაციო შეხვედრებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, მისი სოციალური შედეგების, და მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ; ორგანიზატორთა ინფორმაციით, ჩატარდა თანასწორგანმანათლებელთათვის 14 შეხვედრა, რის შემდეგაც უკვე გადამზადებულმა თანასწორგანმანათლებლებმა 5600 ახალგაზრდას მიაწოდეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, მისი სოციალური შედეგების, და მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. საქართველოში 9 რეგიონში გადამზადდა 180 ოჯახის ექიმი ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპების და რეფერალის საკითხებზე. მოეწყო 16 საინფორმაციო ქუჩის აქცია ფონდის სერვისების ლოკაციების ქალაქებში. მოეწყო პირისპირ შეხვედრებია მოსახლეობასთან 17 რეგიონში, მათ შორის უმცირესობებთან, დევნილებთან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალურ მუშაკს ჩაუტარდა ტრენინგების ციკლი (3-ეტაპიანი) ოჯახში ძალადობის საკითხებზე. დახურვის ღონისძიების ფარგლებში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სინტია როჯერსი მიესალმება აუდიტორიას და მუშაობის შედეგებს შეაჯამებს. ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე თამილა ბარკალაია მიესალმება აუდიტორიას და მუშაობის შედეგებს შეაჯამებს. სახელმწიფო ფონდის დირექტორი ფონდის პროექტის ანგარიშს და ღონისძიებების ამსახველ ვიდეო რგოლს წარადგენს. პანელურ დისკუსიაზე ექსპერტების მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მნიშვნელობა შეფასდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/487139

ცერებრალური დამბლის მქონე 13 წლის ლუკა მჟავანაძის მდგომარეობა მძიმეა – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს

13 წლის წინ ლუკა მჟავანაძის დედა ბედნიერი ქალი იყო. ის პირველ შვილზე იყო ორსულად! წარმოდგენილი ჰქონდა, თუ როგორი საყვარელი შვილი ეყოლებოდა, როგორ დაიწყებდა იგი საუბარს… მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა… “ჩერნოვეცკის ფონდის” ცნობით, ბიჭუნა ცერებრული დამბლით დაიბადა. დროთა განმავლობაში მას ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო, მხედველობის პრობლემები შეექმნა და დღითიდღე მისი მდგომარეობა უარესდებოდა… ლუკას მამა გარდაიცვალა, დედას ბავშვის გადასარჩენად ყველაფრის გაკეთება მარტოს მოუწია… როგორც მან გვითხრა, ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ლუკას სტამბოლში ორი ოპერაცია გაუკეთა, რის შემდეგაც ბავშვი ფეხზე წამოდგა. „მისი მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა, რეაბილიტაციის კურსს თუ არ გავაგრძელებთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ლუკა ძალიან ძლიერი ბიჭია, სიცოცხლით სავსე და მთელი ძალით იბრძვის გადარჩენისთვის“, – ამბობს გვრიტუნა, ლუკას დედა. – გვრიტუნა, ხელისუფლებიდან არავინ დაგხმარებიათ? – მადლობა ღმერთს, კი! ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2 თვეში ერთხელ სარეაბილიტაციო კურსს გვიფინანსებს, რომელიც 10 პროცედურას მოიცავს. ეს ლუკასთვის არაა საკმარისი, ამიტომ ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება. -სად ცხოვრობთ ახლა? სახლი გაქვთ? -საკუთარი საცხოვრებელი ჩვენთვის ფუფუნებაა. ახლა სოფელ ქობულეთში ჩემ ძმასთან ვცხოვრობთ, დროებით. მან შეგვიფარა. არ მაქვს ფული იმისთვის, რომ ბინა ვიქირაო. რომც მქონოდა, ლუკას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოვახმარდი. სახელმწიფო ლუკას მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსიას – 200 ლარს აძლევს. დედა-შვილს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ აქვს. მიზეზი რეაბილიტაციის დროს ლუკას ავტომობილით ტრანსპორტირებაა, რომელსაც დედას ძმა ათხოვებს ხოლმე. ლუკას მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური კვება ესაჭიროება, რეაბილიტაციის სრულყოფილი კურსი კი საშუალებას მისცემს მას ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მეგობრებო, ბევრ ჩვენგანს ჰყავს შვილები და მათთვის ჩვენ მხოლოდ საუკეთესო გვემეტება. მოდით, ვიზრუნოთ თუნდაც ერთხელ სხვის შვილებზე. ერთად გადავარჩინოთ და დავუბრუნოთ მათ სიცოცხლის ხალისი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ და გადარიცხოთ თანხა” ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა მჟავანაძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/484-mjavanadze/. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/16-wlis-pacientis-transportirebisas-momkhdar-shemtkhvevaze-gadaudebeli-medicinis-centri-ganmartebas-aketebs/

16 წლის პაციენტის ტრანსპორტირებისას მომხდარ შემთხვევაზე „გადაუდებელი მედიცინის ცენტრი“ განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამბროლაურის კლინიკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანიის ხელმძღვანელები განმარტებებს აკეთებენ. საქმე ეხება შემთხვევას, რომლის შესახებაც „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. სტატუსის თანახმად, რამდენიმე დღის წინ ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. მალევე, პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წავიდა. სტატუსის ავტორის თქმით, მანქანა ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დასჭირდა ადგილზე მისვლას. ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული, თუმცა მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატი გაითიშა და ბავშვი „ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო, ტვინი გაეთიშა“. პოსტის ავტორის ინფორმაციით, ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტი ქუთაისში წაიყვანეს. საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბროლაურის კლინიკის მენეჯერი ეკატერინე მურუსიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პაციენტი მათთან 21 ივლისს, 06:15 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მისი ინფორმაციით, შეყვანისას ბავშვს სუნთქვის მკვეთრი უკმარისობა აღენიშნებოდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. დირექტორის თქმით, პაციენტი მაშინვე გადაიყვანეს ხელოვნურ სუნთქვაზე. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვის თბილისში ტრანსპორტირების შესახებ. ეკატერინე მურუსიძის თქმით, გადაყვანამდე ბავშვის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებული იყო, თუმცა ბრიგადის მისვლის შემდეგაც დასჭირდათ გარკვეული დრო, რომ პაციენტი კატასტროფის მანქანაში გადაეყვანათ. შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ სამედიცინო დირექტორის, ნინო ლოჩიშვილის ინფორმაციით კი, მათი კატასტროფის ბრიგადა ლენტეხიდან ამბროლაურში გამოძახებიდან 20 წუთში, 07:10 საათზე გავიდა და ადგილზე 08:40 საათზე მივიდა. კლინიკიდან კი 10:40 საათზე გამოვიდა. მისი განმარტებით, ეს დრო ბავშვის ტრანსპორტირებისთვის მომზადებას დასჭირდა. ლოჩიშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა გზაში დამძიმდა, რის გამოც მანქანის გაჩერება და ბავშვისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა საჭირო. მისი მდგომარეობის მეტ-ნაკლებად დასტაბილურების შემდეგ კი გზა გააგრძელეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორი ამბობს, ჟანგბადის ბალონები მანქანაში საკმარისი რაოდენობით იყო, მათ შორის სარეზერვოც. ამიტომ, ლოჩიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მანქანის გაფუჭებისა და აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტს. მისი განმარტებით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული იყო და ამიტომ, ის ჯერ ტყიბულის კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი სხვა ბრიგადამ ის ქუთაისში გადაიყვანა, სადაც მკურნალობას აგრძელებს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხი ოჯახსაც დაუკავშირდა. ბავშვის ახლობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება რეანიმობილის დაზიანებამ გამოიწვია, რისი მოწმეც თავადაა. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაბამის ორგანოებს მიმართავენ აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით.

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557485-azerbaijanis-rkinigzis-sakartvelos-piliali-axalkalakis-rkinigzis-sadguris-msheneblobaze-dasakmebulebis-gapicvis-shesaxeb-gancxadebas-avrcelebs/

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალი ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალი ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალი არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთის მშენებლობაზე პასუხისმგებელი გენერალური კონტრაქტორი კომპანია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ დღეს, 23 ივლისს, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე შედგა შეხვედრა ჩვენს წარმომადგენლებსა და მშენებლობაზე ჩვენ მიერ დასაქმებულ პირებს შორის. შეხვედრის თემა იყო დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შევთანხმდით, რომ დასაქმებული პირები სამუშაოს შეუდგებიან დაუყოვნებლივ, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ხვალიდან (2019 წლის 24 ივლისიდან) დაიწყება დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა“, - აღნიშნულია დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალის დირექტორის, ადალატ ბაგიროვის განცხადებაში.

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557480-sakartvelos-elchi-germaniashi-germaniashi-daaxloebit-6-7-tvis-shemdeg-amokmeddeba-kanoni-romelic-sakartvelos-mokalakeebs-am-kveqanashi-legalurad-dasakmebis-sashualebas-miscems/

საქართველოს ელჩი გერმანიაში - გერმანიაში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს

გერმანიაში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს Newsroom”განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პრობლემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლაა. „გერმანიის ჯერ ბუნდესტაგმა, შემდეგ ზედა პალატამ, მიიღო შესაბამისი კანონი, რომელიც ამოქმედდება დაახლოებით 6-7 თვეში, და რომელიც საშუალებას მისცემს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომ ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში. აქ განიხილება, რომ საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება, წინასწარ, გერმანიაში იპოვოს დამსაქმებელი და შემდეგ სამუშაო ვიზა მიიღოს. ასევე, ეძლევა გამარტივებულად შესაძლებლობა, მოძებნოს პროფესიული გადამზადების ადგილი, წავიდეს გერმანიაში და მიიღოს პროფესიული სწავლება. ეს კანონი აგრეთვე იძლევა საშუალებას, 6 თვის განმავლობაში ადამიანი იყოს გერმანიაში და იქვე მოძებნოს სამუშაო ადგილი. ჩვენ ვმუშაობთ კანონის თარგმანზე, რათა ეს ინფორმაცია ფართოდ მიეწოდოს საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ხოკრიშვილმა. მანვე ისაუბრა სეზონური დასაქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო გერმანიაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. „საელჩო აქტიურად მუშაობს სეზონურ, 3-თვიან დასაქმებაზე ზაფხულში, სოფლის მეურნეობის სექტორში. როდესაც ხდება მოსავლის აღება, გერმანელი კომპანიები ეძებენ მუშახელს, რომ წაიყვანონ 3 თვით. ჩვენ ვამოწმებთ, რა პირობებში მოუწევთ მათ ცხოვრება, როგორი იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა, ვინ გადაიხდის ტრანსპორტის ხარჯს, როგორი იქნება ანაზღაურება, მინიმალური ხელფასი და ა.შ. ეს კომუნიკაცია რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს, რომლებიც მზად არიან, მომავალ წელს, შესაბამისი კრიტერიუმებით შეარჩიონ 3 000-10 000 კაცამდე და ეს სეზონური დასაქმება შედგეს“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა გერმანიაში.

---

 

23.07.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1563873584-%E1%83%A1%E1%83%90

ტაქსი მაიასთვის- დედის გადასარჩენად შვილები თანხას აგროვებენ

თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით #მაიასთვის. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის ცდილობენ სამკურნალო თანხის შეგროვებას. ამის შესახებ მაია ქართველიშვილის შვილი, ნიკა ქართველიშვილი წერს. 54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ. „მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება. მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად(( კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით.“ - წერს ნიკა ქართველიშვილი. თანხის შესაგროვებლად ასევე გახსნილია ანგარიში. საქართველოს ბანკი: GEL EUR USD GE95BG0000000161310779 TBC ბანკი: GEL EUR USD GE28TB7739345064300013 TBC მიმღები რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195 ტელ: 591 819 819

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=210640-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

---

 

ბეჭდვითი მედია

24.07.2019

მედიასაშუალება:    რეზონანსი

„როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა“ - მშენებლობაზე დაღუპული ბიჭის უმძიმესი ისტორია

მშენებლობაზე დაღუპული16 წლის გიორგი ბეშქენაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გვიმრიანში დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ მძიმე სოციალური პირობების გამო გახდა იძულებული, თბილისში ჩამოსულიყო და ემუშავა. ბეშქენაძეების ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა. გიორგის უფროსმა ძმამ, ტარიელმა, 19 წლის ასაკში თავი მოიკლა. მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის წლისთავზე მანაც თავი მოიკლა, ახლა კი ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს. გიორგიმ წელს დაამთავრა 9 კლასი და სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბრობს, რომიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ: „გიორგი მეექვსე კლასში იყო, ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა. მანამდე მისი ოჯახი სოფელ შრომაში ცხოვრობდა. გაუსაძლისი პირობების გამო გიორგი სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ჯერ თელავში მიიყვანეს. ძალიან კარგ ოჯახში იყო, მაგრამ ვერ გაჩერდა და გამოიქცა. მერე სოფელ ვაზისუბანში, საოჯახო ტიპის სახლში მიიყვანეს. ვერც იქ გაჩერდა. მამამისს დალევა უყვარდა... გიორგის ძმა, ტარიელიც ჩვენი მოსწავლე იყო. „ძმის სიკვდილმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა. თავისებური ბავშვი იყო, ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა, ძმის სიკვდილის შემდეგ კი საოცრად შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ცხოვრებაში თავის დამკვიდრება უნდოდა. პატარაობიდან მუშაობდა, როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა. მეცხრე კლასში ხშირად გაკვეთილებსაც აცდენდა, მთხოვდა, გეხვეწები, უნდა წავიდე, დღეს ნახირში მივდივარ, ფული უნდა მომცენო. ცდილობდა დედას ვაჟკაცურად ამოსდგომოდა მხარში. კარგი ბავშვი იყო, ადრე დავაჟკაცებული. უნდოდა მეგობრებთანაც ამაყი ყოფილიყო. მეუბნებოდა, ქეთინო მასწავლებელო, სკოლაში თუ ვერ მოვალ და გაკვეთილებს გავაცდენ, თქვენ არასოდეს იფიქროთ, რომ მე ცუდ რამეს გავაკეთებ, ჩემთვის მთავარია, თავი ვირჩინო და დედას დავეხმაროო. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ვუთხარი, ატესტატს მიიღებ, უკვე დიდი ბიჭი ხარ-მეთქი. მეათე კლასში სწავლის გაგრძელებას არ აპირებდა - ახლა მთავარი სარჩოს შოვნააო. ნიჭიერი, გონიერი ბიჭი იყო. არ ვიცი, უცებ თბილისში წასვლა რატომ გადაწყვიტა. ალბათ, იმიტომ, რომ მეტი ეშოვა და პირობები შეექმნა. აქ ძალიან კარგი სოცაგენტი ჰყავდათ. ტელევიზორი და ავეჯი გვიყიდესო, უხაროდა. სოცაგენტს ყოველთვის აინტერესებდა, სად იყო, რას აკეთებდა. ძმის თვითმკვლელობის შემდეგ ძალიან აღგზნებული და განერვიულებული იყო, მერე შეიცვალა, თითქოს უცებ დაკაცდა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6234949&name=24.07.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​