მედიამონიტორინგი 23.07.2019
ტელევიზია
23.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
დევნილებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსთან მათთან დაკავშირებით სახელმწიფოს დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ, დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ იძულებით გადაადგილებულ პირების პრობლემები მოისმინა და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. მოგვიანებით გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულ გეგმებს განიხილავენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232622
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232865
22.07
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232331
---
23.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
არასრულწლოვნები, რომელთა დედა და დეიდა დააკავეს, სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში გადაანაწილეს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, მათთან ფსიქოლოგი მუშაობს, ასევე ჩაუტარდათ ექსპერტიზა. უწყების ცნობით, დედისა და დეიდის მხრიდან ზეწოლაზე ფსიქოლოგს ბავშვები ჯერ არ გამოუკითხავს. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე დედა და დეიდა, ბათუმში, გუშინ დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით ფსიქიკური ზეწოლითა და ფსიქიკური ძალადობით, მოქალაქეებისაგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, მათ მიერ გამომუშავებულთანხებს კი ითვისებდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232555
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232859
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6233133
---
23.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
კვლავ მძიმეა გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებული 57 წლის მამაკაცი, გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანას ბილბორდი გადაჰქონდა, რა დროსაც მუშა მანქანიდან გადმოვარდა და ბანერი დაეცა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახი საქმის გამოძიებას ითხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6233155
---
22.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
„ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე აცხააადებს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა თქვა, რომ სამინისტრო ეცდება თანამშრომლები სამუშაო ადგილების გარეშე არ დარჩნენ და მოხდება გარკვეული გადაადგილება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232352
---
22.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ეღტობლივი პროექტები და ის საქმიანობა განიხილა, რასაც წლების განამვლობაში სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერიოთ ახორციელებდა. ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა დევნილებისთა საკიტხებზე განსაკუთრბეით კი გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინასებულ პროექტზე, რომელიც დევნიელბისთვის გაბნკუთვნილ მაშტაბურ სამუშაოებს ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232332
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231623
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231155
---
22.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
დევნილები დახმარების მოლოდინში-158-ე სკოლის ერთ-ერთ შენობაში ის ადამიანები შეიჭრნენ, რომლებიც სახელმწიფომ უყურადღებოდ დატოვა. შეჭრილები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ვაშლიჯვარში მდებარე სკოლის ტერიტორიაზე დღეს მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232285
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232329
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232224
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231883
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231567
---
22.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან დევნილებმა სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კორპუს დირსში შეიჭრნენ და ბინები დაიკავეს. დავნილები ამბობენ, რომ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი პრობლემების მოგვარებას დაპირდა. დევნილები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა, მათთან მოლაპარაკებაც აღარ გამართულა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232129
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231648
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231320
---
22.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში-დედა და დეიდა 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 ბავშვს მათხოვრობას აიძულებდნენ, იძულება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატებოდა. ბავშვები კანონმა დაიცვა, არასრულწლოვნების დედა და დეიდა სამართალს ვერ გაექცნენ. შს სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, თუ როგორ აიძულებენ ბრალდებულები ბავშვებს მოწყალების თხოვნას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6232305
---
22.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ქუთაისში, სამკერვალო საწარმოს 120-მდე თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს. მკერევების თქმით, ადმინისტრაცია, დასაქმებულების შრომით უფლებებს უხეშად არღვევს და ბოლო 1 თვის ხელფასსაც არ გასცემს. საპროტესტო აქციას პროფკავშირებიც შეუერთდნენ. ბრალდებბეს ხელძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კატეგორიულად უარყოფს, მისი თქმით, სახელფასო დავალიანება მალე დაიფარება, დასაქმებულთა უფლებები კი საწარმოში არ ირღვევა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231586
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231323
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231193
---
22.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
უსაფრთხო სამუშაო ადგილები და ქართული ბიზნესის პრობლემები. რამდენა არის დაცული სხვადასხვა კომპანიაში უსაფრთხოების ნორმები, როგორ ფასდება შრომითიი პროცესისი რისკები და რა სესვის თავაზობენ შრომით უსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანიები დასაქმებულს და დამსაქმებელს?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6231303
---
22.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლონეთში მშენებლობაზე მუშაობდა, ობიექტიდან გადმოვარდა და სერიოზულად დაშავდა. ხერხემლის მძიმე დაზიანებით ის კლინიკაშია მოთავსებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6230649
---
ინტერნეტი
23.07.2019
სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო განმეორება - 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. პროექტის მიხედვით, რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ “სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა“. ამასთან, ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. “კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და მარიამ ჯაში.
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/qronikuli-daavadebebis-programis-biudjetidan-16-djer-metia-dasaxardji-vidre-pirvel-6-tveshi
ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში 1 მლნ 172 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, საიდანაც 1 მლნ 162 ათასი ლარი აითვისა. მიუხედავად იმისა, რომ 6-თვიანი გეგმის მიხედვით, პროგრამას 99.1%-იანი შესრულება აქვს, თუ წლიურ გეგმას გადავხედავთ, ძირითადი თანხის ათვისება სამინისტროს 2019 წლის მეორე ნახევარში მოუწევს. კერძოდ, პროგრამის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს 18 მლნ 838 ათასი ლარი აქვს დასახარჯი ანუ დაახლოებით 16-ჯერ მეტი, ვიდრე - წლის პირველ ნახევარში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს ამ პროგრამის გაფართოების შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ცვლილების მიზანს მოქალაქეთა მხრიდან მედიკამენტების შესაძენად, ჯიბიდან გადახდილი თანხის შემცირება წარმოადგენს. არსებული დიფერენცირება იცვლება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა 1 ლარად. საუბარი არის 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადების დროს. ეს დაავადებები არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისერბრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეპსსიისა და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისათვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები იყოს მინიმალური, - განაცხადა პრემიერმა. აღსანიშნავია, რომ როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების სავარაუდო მიზეზი ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის დაავადებების დაფინანსების პროგრამის წარუმატებლობაა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა). 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandatsvis-ministri-germaniis-elchs-shekhvda/
ჯანდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი პროექტები და ის საქმიანობა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერით. უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო დევნილთა საკითხებს, განსაკუთრებით კი, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნეს, აუცილებელია გატარდეს რეფორმა, რომელიც დევნილთა სოციალურ კეთილდეღეობას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს. გარდა დევნილთა საკითხებისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე. როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება გერმანიაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხში და ასევე გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საქმეში. „ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენ საერთო შეხედულებები გვაქვს. მინისტრი კარგად იცნობს ჯანდაცვის გერმანულ მოდელს და აქვს კონკრეტული მოსაზრება, თუ რა შეიძლება იყო ინტეგრირებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“, -განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87424
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=104048
პია.ჯი- http://pia.ge/post/273825-ekaterine-tikarazem-germaniis-elctan-devnilta-sakitxebi-ganixila
კვირა.ჯი- http://kvira.ge/486963
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/557248-jandacvis-ministri-germaniis-elchs-shexvda/
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministroshi-struqturuli-cvlilebebi-igegmeba
ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება
„ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში განაცხადა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა თქვა, რომ სამინისტრო ეცდება თანამშრომლები სამუშაო ადგილების გარეშე არ დარჩნენ. „შრომის სამინისტრო ყველანაირად ეცდება, რომ მისი დასაქმებული და მასთან დასაქმებული არ დატოვოს უმუშევარი. ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები აუცილებლად დატოვებენ თავიანთ სამუშაო ადგილებს. უბრალოდ მოხდება გარკვეული გადაადგილება, ვინაიდან იგეგმება სამინისტროს სტრუქტურული ცვლილება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მეტი დეტალის გარკვევის მიზნით bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში არ საუბრობენ კონკრეტულად რა ტიპის საკადრო თუ ფუნქციური ცვლილება იქნება; თქვეს მხოლოდ ის, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ჯერ რესტრუქტურიზაცია უწყებაში დაწყებული არ არის. შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ჩაანაცვლა და უკვე ერთი თვეა ყველაზე მსხვილ სამინისტროს ხელმძღვანელობს.
ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministroshi-struqturuli-cvlilebebi-igegmeba/37277/
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/koleqtiuri-shromithi-davebis-mediatorebs-saerthashoriso-sertiphikatebi-gadaetsath/
კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
პირველად საქართველოში, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. ეროვნული სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ქინან ბაჰნასიმ კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცეს. საქართველოს შრომით ბაზარს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები საერთაშორისო კვალიფიკაციით ეყოლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თორმეტმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა შრომითი დავების საერთაშორისო სასერტიფიკატო სწავლება წარმატებით გაიარა. კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მიზანია შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტა. ეფექტური სისტემის აუცილებელი გარანტი კი კვალიფიციური და დამოუკიდებელი მედიატორია. სწავლება ერთკვირიანი იყო. ტრენინგი შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე დაეხმარება მედიატორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათი უნარ-ჩვევების გაღრმავებას ითვალისწინებს. აღნიშნული ტრენინგის გავლა ამ საქმიანობაში მყოფი ადამიანების ცოდნას გააღრმავებს და მომავალში კი მედიაციის პროცესის წარმატებას განაპირობებს.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87423
კვირა.ჯი- http://kvira.ge/486967
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/koleqtiuri-shromiti-davebis-mediatorebs-saertashoriso-sertifikatebi-gadaecat
პია.ჯი- http://pia.ge/post/273805-koleqtiuri-sromiti-davebis-mediatorebs-saertasoriso-sertifikatebi-gadaecat
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/557231-kolektiuri-shromiti-davebis-mediatorebs-saertashoriso-sertipikatebi-gadaecat/
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=crimes&AID=76710
4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ ბავშვების დედა და დეიდა დააკავა
4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ ბავშვების დედა და დეიდა დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები 6-დან 12 წლამდე ბავშვებს ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ და თანხას ითვისებენ. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
---
22.07.2019
"მაღალი სიცხე დაეწყო ბიჭუნას... ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა" - 4 წლის დემეტრე სიცოცხლისთვის იბრძვის
4 წლის დემეტრე ჭელიძე, ოქროსფერთმიანი, სიცოცხლით სავსე ბიჭუნა გადარჩენისთვის იბრძვის... მაღალი სიცხეები დაეწყო პატარა ბიჭს, 40 და 41 გრადუსი სიცხე... ჩვეულებრივი ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ სისხლის ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა და დემეტრეს დიაგნოზიც დაუსვა - იაშვილის კლინიკაში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინეს. ბიჭის გადარჩენისთვის ძვირადღირებული მკურნალობაა საჭირო, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს. საზოგადოებას დახმარების თხოვნით პატარა ბიჭუნას ოჯახის წევრები მიმართავენ და"ფეისბუქზე" საქველმოქმედო ანგარიშის ნომრებს ავრცელებენ: "4 წლის დემეტრეს, ნინო (ნინია) ჩარექიშვილის და თემო ჭელიძის შვილს, ჩემ დისშვილს, დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. დასაწყებია სასწრაფო მკურნალობა გერმანიის კლინიკაში, რომელიც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დემეტრეს გასამგზავრებლად და მკურნალობის დასაწყებად თანხების მობილიზებაა საჭირო. დემეტრეს, ჩვენ, იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, გაღებული სიკეთის, დახმარების!!!" - წერს 4 წლის ბიჭის დეიდა. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: თიბისი ბანკი მიმღები: მამა - თემური ჭელიძე პირადი ნომერი: 01024022612 ანგარიშის ნომერი: GE83TB7305136515100021 (GEL) GE73TB7305136615100023 (USD) GE46TB7305136615100024 (EURO) ან დარეკეთ, ნებისმიერი ოპერატორიდან ზარის ღირებულება 1 ლარია: 0901700483
---
22.07.2019
მწირია სპეციალისტების რაოდენობა, რომლებიც კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობებს ჯეროვნად შეასრულებენ
შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის საკონსულტაციო კომპანიის „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია, ასევე არსებული სპეციალისტების კვალიფიკაცია გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „ამ ეტაპზე კომპანიაში შრომის ინჟინრის მოვალეობა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და გეგმის შექმნაა, სადაც ასახული იქნება თითოეული სტრუქტურის პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სისტემაზე. მან ასევე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების შეფასების ერთიანი დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს და პრევენციის ღონისძიებები მოიფიქროს. რისკების შესაბამისად უნდა შექმნას სწავლების გეგმა და პერიოდულად დასაქმებულებს სწავლება ჩაუტაროს. ამ შემთხვევაში, ძალიან მწირია იმ სპეციალისტების რაოდენობა, ვინც ამ ყველაფერს ჯეროვნად და ხარისხიანად გააკეთებს“, – განმარტა კახა დათიაშვილმა. „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ იმ მცირე რაოდენობის სპეციალისტების სერტიფიცირებაც გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსი არის ორგვარი: ქართული და საერთაშორისო. საერთაშორისო კურსი სულ რამდენიმე დღიანია და მხოლოდ სასკოლო კურსისგან შედგება, პრაქტიკულ მეცადინეობას არ შეიცავს. ამ კურსის გავლის შემდეგ, სერტიფიცირებულ ადამიანს ნებისმიერ სფეროში მუშაობის უფლება ეძლევა. ჩემი აზრით, რამდენიმე დღიანი სასკოლო კურსი არ არის საკმარისი, რომ პირს პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტი დაერქვას. შეიძლება, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, იმ რამდენიმე ფატალური ინციდენტისა რაც ქვეყნაში ხდება. ქართული სერტიფიკატის შემთხვევაში, კურსი თვენახევრით განისაზღვრება და პრაქტიკული მეცადინეობა ასე თუ ისე, კეთდება. საწარმო ობიექტზე გადიან და უშუალოდ იქ იღებენ მითითებებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მაღალი ხარისხისაა“, – განმარტა გუგა გრიგოლიამ. „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბიზნესს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება პირველი სექტემბრიდან ექნება, მისმა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის. „ხშირად ჩვენ ვახდენთ ბიზნესის ინფორმირებას იმ კანონის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად, პირველი იანვრიდან მოქმედებს და პირველი სექტემბრიდან ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე გავრცელდება. არ იციან არაფერი“, – განაცხადა კახა დათიაშვილმა.
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/382401/
მკერავმა ქალებმა ქუთაისში აქცია გამართეს და სამუშაო პირობები გააპროტესტეს
დღეს, 22 ივლისს, ქუთაისში სამკერვალო საწარმოს “ქუთექსი” თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და არასათანადო სამუშაო პირობები გააპროტესტეს. საწარმოში სულ 120 ადამიანი მუშაობს. სამკერვალოში დასაქმებულები ადმინისტრაციას ხელშეკრულების პირობებს დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ერთი წელია გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ არასათანადო პირობებში ამუშავებენ, არ აქვთ ვენტილაცია და აყენებენ შეურაცხყოფას. მათი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე კონტრაქტით გაწერილ ხელფასს, თვეში 350 ლარსაც კი არ უხდიან და აქეთ ადანაშაულებენ, თითქოს უხარისხოდ კერავენ ტანსაცმელს. ერთ-ერთმა მკერავმა, ნანა ბანძელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ “ქუთექსი” ტანსაცმელს “ლს ვაიკიკისთვის” კერავს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდიანტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, თუ მკერავი ქალების მოთხოვნები არ შესრულდება, დავა სასამართლოში გაგრძელდება: “დაგვიანებულია ხელფასები, არ ეძლევათ შვებულების გამოყენების უფლება, არის ძალიან მძიმე ვითარება განაცდურთან დაკავშირებით; არ ჰქონდათ სამუშაო მასალა და ეს გაცდენილი დღეები არ უნაზღაურდებათ. იყო შემთხვევები, როდესაც წინა თვეში ადამიანებს დაერიცხათ 7 ლარი, რადგან არ ჰქონდათ მუშაობა, თუმცა ეს არის დამსაქმებლის ბრალი. კომპანიის გადმოსახედიდან, მათ შეასრულეს 7 ლარის სამუშაო. მათ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, სადაც წერია, რომ ერიცხებათ მოჭრილი თანხა, დაახლოებით 350 ლარი თვეში”. ბრალდებებს “ქუთექსის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გოგოლაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ დასაქმებულთა უფლებები სამკერვალოში არ ირღვევა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელფასო დავალიანება მალე დაიფარება: წინა ხელფასი, როგორც მახსოვს, ერთი დღით ადრე გაიცა. ახლა 10-ში უნდა გაცემულიყო ხელფასი და დაგვიანდა, უბრალოდ. არ გადავიხდით და ასეთი საუბარი არ ყოფილა. ველოდებით ამ კვირის პარასკევს. რაც შეეხება შეურაცხყოფებს, არ ვეთანხმები ასეთ განცხადებებს. მხოლოდ შესვენებაზე იღება საპირფარეშო, არც მაგას ვეთანხმები”. ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკებში, სადაც კვირაში ექვსი სამუშაო დღე 9 ან 10 საათი გრძელდება, ანაზღაურება თვეში საშუალოდ 250-350 ლარია. ნეტგაზეთი ამის შესახებ 2014 წელს წერდა. ქავერის ფოტო: kutaisipost.ge
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/382490/
გორში მუშა მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და დაშავდა, დაწყებულია გამოძიება
გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა. qartli.ge-ის ინფორმაციით, ის ზილის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა და ხელში ბანერი ეჭირა, ქარის გამო კი ავტომობილიდან ბანერთან ერთად გადმოვარდა. გამოცემის ინფორმაციით, მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. მუშამ გადმოვარდნის შედეგად თავი დაარტყა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. “ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/218686/
ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი
ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის ნაცვლად ცხელი წყლის დალევა სჯობს, ბევრი ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღებისაგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ – რეკომენდაციები ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასეთ დროს უკეთესია თითო ჯერზე წყლის მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმლებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე), სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე დაბლა ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს. დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტ წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცოტა წყალს იღებს, შეშუპება ქრონიკული ხდება. ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილსა და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც, როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია, უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს. რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელისა და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევენ. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას, ასევე, ტკბილი წვენები იწვევს. სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება. ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით. რაც შეეხება ცივ წყალს. ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შევიწროების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ „დამცავ სისტემას“ რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან. ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა. რაც შეეხება კვებას, ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. აღნიშნული პროდუქტები აგრილებენ და ხელს უწყობენ სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან – გამოშრობისგან იცავს. საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი, კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები – გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს. თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების – ბოსტნეულისა და ხილის სალათების, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო), ეს ის კერძებია, რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს – სადილად მიღება უპრიანია. ამგვარი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება, იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად. ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა. ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდიანრე ბიოქიმიური რეაქციები. ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არ არის.
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/382308/
რა ვიცით 10 ბავშვის “ტრეფიკინგის საქმეზე“ და რას აპირებს სუსლიაკი
დღეს, 22 ივლისს, უკრაინელი იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ თბილისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა. სუსლიაკი რამდენიმე თვის წინ ტრეფიკინგის ბრალდებით იმ დროს დააკავეს, როდესაც 10 შვილთან ერთად ზუგდიდიდან აფხაზეთში გადასვლას აპირებდა, თუმცა საავადმყოფოში მოხვდა ბავშვების მოწამვლის მიზეზით. სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში, სუსლიაკმა 2 დღით აზერბაიჯანში გამგზავრება გადაწყვიტა, უკანა გზაზე კი გაიტაცეს და საქართველოში დაბრუნებაზე უსაფუძვლოდ განუცხადეს უარი. ადვოკატის ამბობს, რომ აზერბაიჯანში სუსლიაკს ნათესავი დახვდა, რომელთანაც მან 2 დღე გაატარა. უკანა გზაზე სამართალდამცველებმა გაიტაცეს, შემდეგ კი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის მიზეზად კი დაასახელეს, რომ სუსლიაკი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა. ადვოკატის სიტყვების საპასუხოდ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ სუსლიაკი არ გაუტაცებიათ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კი არასაკმარისი ფინანსური სახსრების და სამოგზაურო დაზღვევის არქონის, ასევე მგზავრობის მიზნის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების გამო უთხრეს. რას აპირებდა სუსლიაკი გათავისუფლების შემდეგ და რატომ გაემგზავრა ის აზერბაიჯანში – ადვოკატის ვერსია მგზავრობა აზერბაიჯანში იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გაათავისუფლეს, სწორედ ამავე დღეს, საღამოს საათებში, ადვოკატის თქმით, სუსლიაკი აზერბაიჯანში გაემგზავრა 2 დღით, სადაც მას უკრაინიდან ჩამოსული ახლობელი დახვდა. ზურაბ თოდუა ყვება, რომ აზერბაინაჯში 21 ივლისამდე უნდა დარჩენილიყო, შემდგომ კი, 22 ივლისს, მასთან ერთად პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. თოდუა ამბობს, რომ აზერბაიჯანში გამგზავრების მიზეზი სუსლიაკის ემოციური ფონი იყო. მისი თქმით, იულია სუსლიაკმა გამოძიების მიმდინარეობისას, განსაკუთრებით კი პატიმრობის დროს, ემოციური ტრავმა მიიღო, რადგან ის სამართალდამცველებისა თუ ციხის ადსმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ადვოკატის მიხედვით, პროკურატურის წარმომადგენლებს მცდელობა ჰქონდათ, რომ სუსლიაკს საპროცესო შეთანხმება დაედო. მისი თქმით, სუსლიაკს უთხრეს, რომ თუ საპროცესოს გააფორმებდა და პრეტენზია არ ექნებოდა გამოძიების მიმართ, მას გაათავისუფლებდნენ. ეს უკანასკნელი კი ადვოკატის გარეშე უნდა გაეკეთებინა, რაზეც სუსლიაკი არ დათანხმდა. გარდა ამისა, თოდუა ყვება, რომ სუსლიაკს ცუდად ეპრყობოდა ციხის ადმინისტრაციაც, სადაც წინასწარი პატიმრობის დროს იმყოფებოდა. მისი თქმით, სუსლიაკთან საკანში მოათავსეს ქალი, რომელიც თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საკანში ყველა საფრთხის შემცველი ნივთი, მათ შორის, ზეწრები გაიტანეს და სუსლიაკს ღამის გათენება ზეწრების გარეშე უწევდა. “სუსლიაკის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება. ამიტომ გავაწყვიტეთ, რომ მას 2-3 დღე დაესვენა და რადგანაც საქართველოში მას შეაწუხებდნენ, ბაქოში ჩაფრინდა, სადაც მისი ახლობელი იმყოფებოდა. ბაქოში სუსლიაკი 2 დღის განმავლობაში ისვენებდა. მას გუშინ, 21 ივლისს უნდა გადმოელახა საქართველოს საზღვარი, გვქონდა ბილეთიც და მე მას დილით უნდა დავხვედროდი სადგურზე, მაგრამ გარდაბნის საკონოტროლო პუნქტთან საქართველოს სამართალმდაცველებმა სუსლიაკს სთხოვეს მატარებლიდან ჩამოსვლა და გამოწერეს დადგენილება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თურმე სუსლიაკს არ აქვს მოწესრიგებული დოკუმენტები, კერძოდ კი, სადაზღვეო პოლისი“, – ამბობს ადვოკატი. ზურაბ თოდუა განმარტავს, რომ საქართველოში შემოსავლელად უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს არავითარი სადაზღვეო პოლისი არ სჭირდებათ და ამგვარი დოკუმენტის ქონა ნებაყოფლობითია. ადვოკატი იხსენებს, რომ სამართალდამცველებმა ამ მიზეზით სუსლიაკი აზერბაიჯანში დააბრუნეს, სადაც სუსლიაკის შესახვედრად ისიც გაემგზავრა. “ჩემი კლიენტი საზღვრიდან 50 კმ-ის დაშორბით იყო გადაყვანილი. დავიწყეთ ხელახალი პროცედურა საზღვრის გადაკვეთის, მესაზღვრემ მითხრა, რომ მე შემეძლო თავისუფლად გავლა, იულია სუსლიაკს კი არა“, – აღნიშნავს ადვოკატი. თოდუა ასევე ამბობს, რომ სამართალდამცველები სუსლიაკს 1 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი უთხრეს, რომ საქართველოში შესვლაზე უარს იმის გამო ეუბნებიან, რომ ამით საფრთხე ექმნება საქართველოს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. “მანამდე სამართალდამცველებმა მოიმიზეზეს არსაკმარისი ფინანსები და საცხოვრებელი, რაზეც ვუთხარი, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა იმიტომ, რომ სუსლიაკი ჩემს სახლში და ჩემი ხელფასის ხარჯზე იცხოვრებდა“ ,- აცხადებს ადვოკატი. რას აპირებდა სუსლიაკი – სუსლიაკის ვერსია ზურაბ თოდუა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სუსლიაკის საქმის მასალები მას 19 ივლისს, 6 საათამდე უნდა გადასცემოდა. პროკურატურის მიერ მოწოდებულ ამ დოკუმენტში, წესით, უნდა ყოფილიყო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სუსლიაკი მართლაც დამნაშავეა ტრეფიკინგის მუხლით წაყენებულ ბრალდებაში. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ ზუსტად ამ დღეს, ვადის გასვლამდე, საქმე უკრაინის პროკურატურას გადასცა, შესაბამისად, მან საქმის დეტალები ვერ მიიღო. იულია სუსლიაკის საქმეს ამჟამად მართლაც უკრაინის პროკურატურა იძიებს. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ეს საქმე მათ იურისდიქციაში აღარ არის. რაც შეეხება სუსლიაკის გეგმებს, რომ არა დაკავება, იულია სუსლიაკი სოხუმში აპირებდა ჩასვლას, სადაც ამჟამად მისი მეუღლე, იური სუსლიაკი იმყოფება. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ იური სუსლიაკი აფხაზეთს ვერ ტოვებს, ვინაიდან მას რუსეთში ჩასვლა ეკრძალება, საქართველოს საზღვარს კი ანტისაოკუპაციო კანონის დარღვევის გამო ვერ კვეთს. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ მან 12 ივნისს მიმართა პროკურატურას განცხადებით, გამოძიებაში ჩართულიყო იური სუსლიაკიც. “ის ნებაყოფლობით გამოცხადდებოდა საგამოძიებო უწყებაში, ხოლო საზღვრის გადაკვეთისთვის გადაიხდიდა ჯარიმას. თუმცა ჩვენმა პროკურორებმა იცოდნენ, რომ იური სუსლიაკი ძირითადი მოწმე იქნებოდა და სპეციალურად არ ჩამოიყვანეს ის“, – ამბობს ზურაბ თოდუა. მისი სიტყვებით, იულია სუსლიაკი იური სუსლიაკთან სოხუმში უნდა ჩასულიყო, შემდგომ კი მათ 10 ბავშვიც შეუერთდებოდა, რომლებიც ამჟამად უკრაინაში ბებიებთან იმყოფებიან. ადვოკატი დასძენს, რომ სუსლიაკები შემდგომ ამერიკაში თავშესაფრის მოძიებასაც აპირებდნენ. კითხვაზე, თუ რატომ არ დაბრუნდა სუსლიაკი უკრაინაში და რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი აფხაზეთში ჩასვლა – ადვოკატი პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში ჩასვლისთანავე აეროპორტში სუსლიაკის დაკავება იგეგმებოდა. “უკრაინაში ქართველ სამართალდამცველებს დალაგებული აქვთ საქმე იმიტომ, რომ ეს სიბინძურე გაამართლონ. ისინი შესანიშნავად შეასრულებენ ქარველი სამართალდამცველების თხოვნას, ჩაატარებენ დაკავების სცენას, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ და შემდგომ იტყვიან, რომ ამ საქმეს ჩვენ ვიძიზებთ. და იქ დანაშაული არაფერი ყოფილა პროკურორის მხრიდან“, – აცხადებს ის. ნეტგაზეთმა ადოვკატის პრესკონფერენციისთვის კითხვით მიმართა პროკურატურასაც, სადაც განაცხადეს, რომ დამატებით კომენტარს სუსლიაკის საქმეზე აღარ გააკეთებდნენ. სუსლიაკის საქმე – მოკლედ სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ათივე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები კი სოციალური მომსახურების სააგენტომსახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. შსს-ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ უპირებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას. არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. თავად ქალი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია მე-11 ბავშვის შესახებ, რომელიც, პროკურატურის თქმით, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა თავად სუსლიაკი, ადვოკატთან ერთად, ამბობდა, რომ ბავშვი რუსეთში დაიღუპა და მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვთ. 5 ივნისს იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა. აქედან 4 ბავშვის დედა თავად იულიაა, ხოლო 6 ბავშვი სუროგაციის გზით არის გაჩენილი. მომდევნო დღეს კი ქართულმა მხარემ ბავშვები უკრაინულ მხარეს გადასცა. იულია სუსლიაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 19 ივლისს მოუხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა დაუდასტურა. როგორც მარიამ გოგორელიანმა “ნეტგაზეთთან” აღნიშნა, საქმე ქართულმა მხარემ უკრაინის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა, გამოძიება უკრაინაში გაგრძელდება და, შესაბამისად, საქართველოში სუსლიაკის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება ვეღარ იქნებოდა გამოყენებული: “ამ საქმეზე მტკიცებულებები რადგან იყო უკრაინასა და რუსეთში, შუამდგომლობა გავაგზავნეთ სამართლებრივ დახმარებაზე, რომ მიგვეღო მტკიცებულებები და გამოეკითხათ მოწმეები. თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. იმის გამო, რომ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი უკრაინაშია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქმე გადაგვეგზავნა უკრაინაში. ქართული მხარე აღარ გააგრძელებს გამოძიებას”, – უთხრა პროკურორმა “ნეტგაზეთს”. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება, საქმეს კი უკრაინის პროკურატურა იძიებს.
---
22.07.2019
თბილისში, ბაგებში მშენებარე კორპუსზე მუშები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ
---
22.07.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/qobulethshi-dasasveneblad-mqhophi-10-adamiani-moitsamla-math-shoris-9-mtsiretslovani/
ქობულეთში დასასვენებლად მყოფი 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანი
---
ბეჭდვითი მედია
23.07.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ჯანდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი პროექტები და ის საქმიანობა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერით. უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო დევნილთა საკითხებს, განსაკუთრებით კი, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნეს, აუცილებელია გატარდეს რეფორმა, რომელიც დევნილთა სოციალურ კეთილდღეობას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს. გარდა დევნილთა საკითხებისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე.
---
23.07.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ბათუმში 4 ბავშვით ვაჭრობისთვის მათი დედა და დეიდა დააკავეს
ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
23.07.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
2010-2018 წლებში მშენებლობებზე 399 ადამიანი დაიღუპა!!!
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა სახელდება. „ლიფტის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობდა დადგენილ სტანდარტთან შეუსაბამოდ, არ იყო კოლექტიური დამცავი საშუალებები, არ იყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, არ იყო საფრთხეები შეფასებული, ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა ზედამხედველის გარეშე“, - ეს იმ დარღვევბის ჩამონათვალია, რომელიც იმ მშენებლობაზე გამოვლინდა, სადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ობიექტი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორმა მას შემდეგ შეამოწმა, რაც 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე "კომერსანტთან" საუბარში ამბობს, რომ სამშენებლო ობიექტს იმ შემთხვევაში ამოწმებენ თუ აქვთ ინფორმაცია, რომ არის დარღვევბის მაღალი ალბათობა, თუ დაფიქსირდა უბედური შემთხვევა, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ობიექტზე რამე კონკრეტული ინციდენტია მომხდარი. „შრომის უსაფრთხოების კანონი რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, ამიტომ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიას გეგმა-გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად ვამოწმებთ. ბუნებრივია 1000- ობით მშენებლობა მიმდინარეობას და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული. როგორც კი ჩვენამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ ინციდენტი მოხდა, ჩვენ დავიწყეთ მოკვლევის პროცედურები, შევაჩერეთ მთლიანად ობიექტზე სამუშაო პროცესი. სანამ არ მოხდება პრობლემის სრულად აღმოფხვრა მათ მუშობის უფლება არ მიეცემათ. ეს არის ყველაზე მძიმე ტვირთი კომპანიისთვის. მოკვლევის დასრულების შემდგომ განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა. საჯარიმო სანქციები ჩვენი მხრიდან 100 ლარიდან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს“,- აცხადებს ბექა ფერაძე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ პირველი სექტემბრიდან ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები მოეხსნებათ, რაც უწყებას 2018 წელს მიღებული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ აღსრულების საშუალებას მისცემს. „კომპანიებს აქვთ ვალდებულება დანიშნონ უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაიცავს უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე და შეაფასებს იქ არსებულ საფრთხეებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, რომ კომპანიები არ ნიშნავენ სპეციალისტებს და, შესაბამისად, გვაქვს ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემებს ვაყალიბებთ. მომდევნო კვირიდან შრომის ინსპექციის, მერიის ზედამხედველობის ინსპექციის და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ერთად დაკომპლექტებული ჯგუფები აქტიურად დაიწყებენ კონკრეტულად მშენებლობის შემოწმებას“, - განაცხადა ბექა ფერაძე. რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორს. კოტე ერისთავი “კომერსანტთან“ სახელმწიფო უწყების ბრალეულობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ არასრულწლოვანი სამშენებლო სექტორში არ უნდა მუშაობდეს ეს სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობაა თუმცა, იმის გამო რომ შემთხვევის პრევენცია ვერ მოხდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აიღონ. „დამატებით, განსაკუთრებული შესწავლა ამ ამბავს არ სჭირდება. ცხადია, რომ არასრუწლოვანი შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით არ უნდა იყოს დასაქმებული ისეთ ადგილას, სადაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნება. ერთის მხრივ დარღვეული იყო შრომის უსაფრთხოების კანონი დამსაქმებლის მიერ და მეორეს მხრივ შრომის ინსპექციამ ვერ მოახერხა თავის ფუნქციის შესრულება, რომელიც მდგომარეობს ამ გვარი საკითხების პრევენციაში. ახლა გვიდასტურებენ, რომ დარღვეული იყო კანონი და მიიღებენ შესაბამის ზომებს მაგრამ, ეს უკვე უმნიშვნელოა. სახელმწოფოს პირველადი ვალდებულება მოახდინოს უბედური შემთხვევის პრევენცია და ჰქონდეს პრევენციისთვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმები“. კოტე ერისთავი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი აქტიურად უნდა ამუშავდეს, რადგან საწარმოები მასიურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების ნორმებს. მისი თქმით, საჭიროა ინსპექციის ძალა და მექანიზმი დაფიქსირდეს, რათა გაჩნდეს შიში და ობიექტებმა უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ერისთავის განმარტებით, აუცილებელია ინსპექტირების მექანიზმის კადრების და რეგიონული წარმომადგენლობის მხრივ გაძლიერება. „შრომის ინსპექციის დეპარტამენტს დაახლეობით 40 ინსპექტორი ჰყავს, რეალურად ბევრად მეტი არის საჭირო, მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განყოფილებაა, აუცილებლად უნდა მოხდეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა“, - განმარტავს კოტე ერისთავი. „მშენებლობის სექტორზე საუბრისას მარტო შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობა არ შემოდის, ასევე შემოდის მერიის ზედამხედველობის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი. პრობლემა არის ის, რომ ამ სამ ინსპექციას შორის არ არის კოორდინაცია. საჭიროა, რომ ეს პრობლემა როგორც კრიზისი ისე აღიქვას სახელმწიფომ, შექმნას საბჭო, სადაც ამ სამივე ინსპექციის მობილიზება მოხდება, სადაც გამოიკვლევენ ხარვეზებს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ ამ ხარვეზებზე“. 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაცვალებას ეხმიანება თბილისი მერია. „ობიექტზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, შეჩერებული იყო მშენებლობა 6 წლის მანძილზე. სამშენებლო სამუშაოები განახლდა 2019 წელს, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტის შემოწმება მოხდა ჯერ კიდევ სამუშაოების განახლებამდე. შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ობიექტს მიეცა მითითება უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებელმა გამოასწორა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.უბედური შემთხვევა უკავშირდება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას“, - განმარტავენ თბილისის მერიაში. შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას აღწერს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციია, რომლის მიხედვითაც დასაქმების ადგილებზე 2010 წლიდან 2018 წლამდე 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა.
---
23.07.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
რა გახდა ენტეროვირუსის ეპიდემიის მიზეზი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა ქვეყანაში ენტეროვირუსის ეპიდემიის არსებობა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანმა მოიხადა. რეციპიენტთა შორის ბევრია ბავში და მოზარდი. ენტეროვირუსი გახლავთ ნაწლავური ინფექცია, რომლის ერთ-ერთი გამომწვევია საკვები პროდუქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების ხარისხისა და ინსპექტირების კუთხით დიდი პრობლემა დგას. საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) კომპეტენციაა. სესი ამოწმებს სურსათის საწარმოების მდგომარეობას და სავაჭრო ქსელში არსებული სურსათის უვნებლობას, ქვეყანაში მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. "ქრონიკა+"-მა ამ საკითხის გაშუქება ზაფხულის დადგომისთანავე დაიწყო და ჩვენი წყარო გახდა, ფაქტობრივად, ერთადერთი ორგანიზაცია - "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", რომელიც ამ თემაზე მუშაობს. 2019 წლის 13 მარტს ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა სურსათის მძიმე მეტალებით დაბინძურების წყაროების გამოვლენას, სეს-ის რეაგირებას მავნე პროდუქტების გამოვლენისა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის შემთხვევებში. აი, რა მიიღო ორგანიზაციამ პასუხად: რომ კვლავ პრობლემად რჩება სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების გამოვლენა. რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სუნელებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შემთხვევებიდან, დაბინძურების წყაროები არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. ისმის კითხვა, მაშინ რატომ დაინახა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლის დროს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და საქმე სამართალდამცველ ორგანოებს გადასცა?! წინა წელს "ქრონიკა+"-მა გამოაქვეყნა "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში. კვლევის ერთ-ერთი დასკვნა ოყო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცველი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული პროცესია. ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველი უწყებები (ესენი არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) ამ პროცესის მონიტორინგს არ ახდენენ. "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ანგარიშით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკმაოდ დაგვიანებით უგზავნის შეტყობინებებს მეწარმეებს პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის უზრუნველსაყოფად. სს "ფუდმარტში" სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიით დაბინძურებული, გასანადგურებლად განკუთვნილი, დალუქული სურსათი ვეღარ აღმოაჩინა, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა. ეს ის გამონაკლისი გახლდათ, როდესაც ამის გამო საკითხი სამართალდამცველებს გადაეცათ. სეს-ის მიერ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ კანონდამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის ნიშნების არსებობისას გამოძიების დაწყება შინაგან საქმეთა სამიბნისტროს (შსს) ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა. პასუხისმგებლობაში მიცემა - პროკურატურის, ხოლო განაჩენის გამოტანა - სასამართლოსი.
---
23.07.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა
მშენებლობაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლმ სამშენებლო კომპანიის "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულისთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. "ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ არსებობდა როგორც მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა", - თქვა პროკურორმა ირაკლი ქარდავამ. სამშენებლო კომპანიის დირექტორის ადვოკატის თქმით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დირექტორმა არ იცოდა 16 წლის მოზარდის მშენებლობაზე მუშაობის შესახებ. 16 ივლისს, თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში არსებულ სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა 16 წლის გიორგი ბეშქენაძე. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ სახელმწიფოს არა აქვს ეფექტური მექანიზმი ბავშვების შრომითი უფლებების მონიტორინგისთვის. ამ საკითხზე საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
---
23.07.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ყოველი 10 ადამიანიდან 9 ექიმზეა დამოკიდებული, ეს უკვე არანორმალურობაა!"
კლინიკების რაოდენობა ქვეყანაში კატასტროფულად მატულობს. ამით ბიზნესი უდიდეს სარგებელს იღებს, მაგრამ არამიზნობრივი ხარჯის გამო ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება. 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოში 258 კლინიკაა, რითაც ქვეყანა საშუალო ევროპულ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კლინიკა რეალურად არავის სჭირდება, ისინი მაინც სოკოებივით მრავლდება. არსებული კლინიკები 95% კერძოა, რაც სისტემის მართვას თითქმის შეუძლებელს ხდის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს 2018 წლის მონაცემით, საქართველოს ტერიტორიაზე კლინიკების რიცხვი 258-ს აღწევს, აქედან 117 თბილისში, 141 კი – რეგიონებშია. მრავალპროფილური საავადმყოფოებიდან 107 რეგიონებშია, ხოლო 78 – თბილისში. რაც შეეხება მონოპროფილურ კლინიკებს, მათი ჯამური რაოდენობა 73-ია. როგორც საერთაშორისო ფონდ `კურაციოს~ მიერ ჩატარებულ კვლევაში (ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი) აღნიშნულია, თბილისში, სადაც მოსახლეობის 30% ცხოვრობს, პაციენტებს 15 000-მდე ექიმი ემსახურება, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, ანუ მოსახლეობის 70%-ს, სულ 8 000 ექიმი. თბილისში ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის მაშინ, როდესაც ევროპაში ორი ექთანი ერთ ექიმს ეხმარება, შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც იქ უკეთესია. 100 000 მოსახლეზე საქართველოში 462 ექიმი მოდის, როდესაც ევროპულ ქვეყნებში ეს რიცხვი 327–ია. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კლინიკების ხარჯის დიდი ნაწილი არამიზნობრივია. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, "ჭარბკლინიკიანობა" საბოლოოდ ხელს უწყობს ხარისხის ვარდნას, რადგან სახელმწიფოს ჯანდაცვის პროექტებისთვის ფული არ ყოფნის და არც აქვს ბერკეტი, რომ ვითარება გააკონტროლოს. "ბოლო 5-6 წლის ჯანდაცვის სქემა, როგორიც ჩამოყალიბდა, ბევრს უბიძგებს, რომ მეტი კლინიკა გახსნან და მეტი ფული ,,გამოსწოვონ" სახელმწიფოს. ამიტომ კლინიკების გახსნა მომგებიან ბიზნესად იქცა. მარტო 2016 წლის განმავლობაში 60-მდე ახალი სამედიცინო ობიექტი ამოქმედდა, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც გაიხსნა. ამას თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც აცხადებდნენ და აღშფოთებული იყვნენ, მაგრამ ლიცენზია სწორედ მთავრობამ გასცა. ფაქტია, რომ ამდენი კლინიკა საქართველოს არ სჭირდება და არც ამდენ საწოლ ადგილს საჭიროებს. საქართველოს კლინიკებში არსებული საწოლი ადგილების 40% სრულად დააკმაყოფილებდა მოთხოვნას, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს. რეალურად რაშია საქმე? ეს ახალი გზაა ბიზნესისთვის, რომ დიდი სარგებელი მიიღოს სახელმწიფოს ხარჯზე. ამას ვერაფერს ვუპირისპირებთ, რადგან ასეთი მოდელი აქვს ჯანდაცვას. ამ დროს თანხები არ ჰყოფნით, ბევრი არამიზანობრივი ხარჯია. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში 300%-ით მოიმატა გადაუდებელმა ოპერაციებმა. ასეთი რამ არ ხდება, თუ ქვეყანა არ იბომბება და დაჭრილები არ ყრია ქუჩაში. შეიძლება 10-15%-იანი ცვლილება იყოს, მაგრამ არა 300%-იანი. საბოლოოდ ეს ხელს უწყობს ხარისხის ვარდნას, ჯანდაცვის პროექტებისთვის ფული არ ყოფნით და არ აქვთ ბერკეტი, რომ ვითარება გააკონტროლონ. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო თვითონ არის მონოპოლისტი ამ დარგში - გადამხდელიც, მაკონტროლებელიც და ა.შ. ასე სწრაფად პრობლემა ვერ გადაწყდება, ამის მცდელობაც კი არ ჩანს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიხლაძე და დასძენს, რომ ისეთი მოდელის შექმნაა აუცილებელი, რომელიც "ჭარბკლინიკიანობით" გამოწვეულ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. ,,იყო შემთხვევები, რომ სამოთახიან ბინაში ხსნიდნენ რეანიმაციებს, ავტოფარეხის ფართებს ითვისებდნენ და სხვა. ბუნებრივია, კლინიკებს ხსნიან იმიტომ, რომ მეტი ფული გააკეთონ ჯანდაცვის პროგრამის ხარჯზე. სისტემა უბიძგებს ადამიანებსაც ხშირად მიმართონ ექიმებს. ჭარბი დიაგნოსტიკა, პოლიგრამაზია და რეკლამა, რომელიც არანაირად არ კონტროდლება და განაწყობს ადამიანს, უფრო მეტად იყოს დამოკიდებული სამედიცინო სფეროზე. ჯანდაცვა ბიზნესი გახდა და დარგი მთლიანი დერეგულირებულია, ეს რაღაცნაირად უნდა დაბალანსდეს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. სამედიცინო დაწესებულებებში მომხმარებელთა ზრდის ერთ-ერთი მიზეზიც ისაა, რომ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ ექიმებსა და წამლებზე დამოკიდებულება უკვე კარგი ნამდვილად არ არის. კლინიკები და აფთიაქები სოკოებივით მატულობს და რაც არის, იქაც ხალხის მომსახურებას ვერ აუდიან. სამედიცინო სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს” დამფუძნებელი მარინა ბერაძე ექიმებზე მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდას ქვეყანაში ჯანდაცვის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. ,,ეკოლოგია, გარემო პირობები, არასრულფასოვანი კვება და სხვა ნამდვილად არის მიზეზი, რის გამოც ხალხი დაავადებულია, მაგრამ არც იმ დონეზე, რომ მუდმივად კლინიკებში ისხდნენ. ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, მერწმუნეთ, ანალოგს ვერსად იპოვით. მოქალაქეების უდიდესი რაოდენობა სისტემატურად დადის საავადმყოფოებში და ფაქტობრივად, მიჯაჭვულია წამლებს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია მოსახლეობის გამოჯანმრთელება და ჯანდაცვის სისტემა ამას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ საპირისპირო შედეგს ვიღებთ: დაავადებულთა რაოდენობა იზრდება და მერე მოგვწონს თავი, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, ოპერაციების დაფინანსებაში~, - ამბობს ბერიძე და დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, იკვეთება კერძო სექტორისა და ბიზნესის ინტერესი, როგორსაც სამედიცინო სფერო წარმოადგენს. ,,ცხადია, სახელმწიფოს ინტერესები ნაკლებად არის გათვალისწინებული. მეტიც, კლინიკების რაოდენობა და მათ მიმართ მოთხოვნა იზრდება სწორედ იმის გამო, რომ მედიკამენტებს არასწორად იღებენ. არც ერთი ორგანიზაცია არ არის საქართველოში, რომელიც პაციენტის მიერ მიღებული წამლების გვერდით მოვლენებს იკვლევს. ბაზარზე სტიქიური ვითარებაა და ამის პარალელურად მოსახლეობა სულ უფრო დამოკიდებული ხდება კლინიკებსა და აფთიაქებზე. ყოველ ნაბიჯზეა სამედიცინო დაწესებულებები, ერთი ან სხვადასხვა ფირმის დასახელები, რაც კატასტროფაა”, - აცხადებს ბერაძე. სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ სოციოლოგებიც, რომლთა შეფასებითაც, ჯანდაცვა დღეს განხილულია როგორც ბიზნესი და არა როგორც სოციალური სერვისი. ,,კლინიკებზე მოთხოვნა ჯანდაცვის პროგრამებმა გაზარდეს. ადრე ხალხი ექიმთან ვერ მიდიოდნენ, რადგან საშუალება არ ჰქონდათ. დღეს სრულიად შეიცვალა ყველაფერი. მოქალაქეები კლინიკებს მუდმივად მიმართავენ. ფაქტობრივად, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ექიმზეა დამოკიდებული. ასეა დიდ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ცოტა სხვა სიტუაციაა და მიმართვიანობა, შესაძლოა, ცოტათი ნაკლებიც იყოს. აშკარად არის ჯანმრთელობის პრობლემა ქვეყანაში. ადრე ერთი ან თუნდაც ნახევარი საუკუნის წინ, ზოგი ადამიანი ექიმთან არც კი იყო ნამყოფი. არც ეს არის ნორმალური მოვლენა, თუმცა, რაც ხდება, ეს საერთოდ არ ჯდება ნორმაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს აქვთ ექიმთან ვიზიტის საბაბი - შეცვლილია გარემო, ცუდად იკვებებიან, არის სტრესი და სხვა სოციალური ფაქტორი, რაც ჯანმრთელობაზე აისახება. საქართველოში გახსნილია კლინიკები, როგორც საწარმოები. ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული”, - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" პროფესორი პაატა აროშიძე.
---