მედიამონიტორინგი 20.09.2019
ტელევიზია
20.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბავშვთა ნაციონალურ სამედიცნი ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ში საუკეთესო კლინიკების ხუთეულში შედის. ცენტრში, წელიწადში, 17 000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება. დასაქმებულია 7 000-ზე მეტი ადამიანი. ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ერთობლივ, სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. ნაციონალური სამედიცინო ცენტრი აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პაციენტების მომსახურებას და შესაძლოა, მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთანაც განხორციელდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346269
---
20.09.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
ის, რაც ყველას აინტერესებს - როგორ ვიშოვოთ სამსახური? სოციალური მომსახურეობის სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მოზმადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მორიგ ეტაპს დღეს ამთავრებს. სააგენტოში ამბობენ რომ საღამოს 6 საათამდე კიდევ არის დრო სამუშაოს მაძიებლებმა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346326
---
20.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346213
---
20.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მაქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ამბობს, რომ მას ავადმყოფი გადაჰყავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6345675
---
19.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
გახსნილად ცხადდება მძიმე დანაშაულებრივი სქემა, რომლის მსხვერპლი 10-მდე მოზარდი გოგონა გახდა. საქართველოს, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს ქართველი არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ სქემაში მსხვერპლი ბავშვების მშობლებიც იყვნენ ჩართულები და სწორედ მათი თანხმობით ხდებოდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების გადაღება. ჩხრეკა უკვე ჩატარდა იმ ბინაში, სადაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბავშვებს ფოტოებს უღებდნენ და უცხოეთში გასაყიდად პორნოგრაფიულ მასალებს ამზადებდნენ, სანაცვლოდ კი მოზარდების მშობლები თანხას იღებდნენ. ირკვევა, რომ მსხვერპლთა ნაწილი იმ სოფლიდანაა, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული უცხოელი მასწავლებლად მუშაობდა. რეზონანსულ საქმეში ფიგურირებს ფოტო და ვიდეო-მასალები, რომლებიც უკვე ამოღებულია. საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულებრივი სქემის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკელი და ავსტრალიელი კოლეგებიც ეხმარებოდნენ.
https://1tv.ge/video/arasrulwlovnebis-trefikingi-da-pornografia/
მედი-ქრონიკა 20:00- https://www.imedi.ge/ge/video/42094/arasrultslovanta-pornograpia--msoplio-problema
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6344587
---
19.09.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ჯანდაცვის სისტემის საძირკველი და სისტემა რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე ჩართული ექიმების ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ მენეჯერების თქმით მათთვის ხარისხიანი სერვისის მოთხოვნა უბრალოდ სირცხვილია. როგორც გავარკვიეთ ექთნების ხელფასები 180 ლარიდან იწყება, ექიმების 300-დან. საუკეთესო შემთხვევაში საუკეთესო ანაზღაურება 600 ლარია. არადა სწორედ პოლიკლინიკები და ამბულატორიებია ის დაწესებულებები, სადაც პაციენტს წესით პირველი კონტაქტი აქვს ექიმთან. დაავადების პირველადი კვალიფიციური შეფასება და მისი პრევენცია კი გამართულ სისტემაში გაცილებით იაფი უჯდება მოქალაქეს, ვიდრე შემდგომში მისი მკურნალობა. საყოველთაო ჯანდაცვა, მედიკოსების ანაზღაურება და ჯაჭვი ხარისხთან - საიდან უნდა დაიწყოს სახელმწიფომ? თეონა თურმანიძე არკვევდა.
http://ajaratv.ge/article/48970?fbclid=IwAR2zbTpME2qNf_5U7Sup1pKaBARoSv8Bmo0wi1JNtny1ST1SG_MZCi9jviw
---
19.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
წამლის დანახარჯი, რომელიც მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია და მედიკამენტები, რომელთა 88% იმპორტირებულია. რა ფორმით გეგმავს სახლემწიფო მედიკამენტების ფასის რეგულირბას და რას გულისხმობს ჯანდაცვის მინისტრი? რეგულაციების შემუშავებისას ორი ფაქტორია გასათვალისწიონებელი, ერთია ფასი, მეორე დანიშნული მედიკამენტების სიჭარბე. სპეციალისტები ფასის რეგულაციას არ ეთანხმებიან. სამი მსხვლილი მოთამაშეა ამ ბაზარზე, ესაა პეესპე ფარმა, ავერსი და გეფა, როემლიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ნაწილია.
https://1tv.ge/video/medikamentebis-fasi-saqartveloshi-da-shesadzlo-regulaciebi/
---
19.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სახელმწიფო 2020 წლის ბიუჯრეტზე მუშაობს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტი ცნობილია, მათ შორის არის სოციალური პასუხისმგებლობა, რმოელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე დიდ ნაწილს აითვისებს. მთვრობა მოქალაქეზე ორიენტირებულ დოკუმენტს აანონსებს, თუმცა ოპოზიციას განსხვავებული მოლოდინი აქვს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკაშირებით უწყებებთან აქტიურ კონსულტაციებზე საუბრობს ფინანსთა მინისტრი. ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ფინანსური პარამეტრები ჯერ-ჯერობით უცნობია.
https://www.imedi.ge/ge/video/42096/2020-tslis-sakhelmtsipo-biujetis-proeqti
---
19.09.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
სავალალო სტატისტიკა - გასულ წელთან შედარებით სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა 2-ჯერ არის გაზრდილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6343776
---
19.09.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები ამოქმედდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6343298
---
ინტერნეტი
20.09.2019
ეკატერინე ტიკარაძე ამერიკაში ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესრუმრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის. კლინიკა ფართო პროფილისაა და ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს. ამერიკის ნაციონალურ ცენტრში წელიწადში 17000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება, დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, ონკოლოგიური, ნეონატალური და სხვა წამყვანი მიმართულებების კუთხით. ნაციონალური სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პაციენტების მომსახურებას, შესაძლოა მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთანაც დაიწყოს. „შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი. შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია ბავშთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამ კლინკიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ის შედის ამერიკის ბავშთა კლინიკების ხუთეულში. ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ბავშთა ონკოლოგიის და ტელემედიცინის კომპონენტების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბავშვთა ნაციონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ მაქგუაიერის თქმით, პედიატრიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პედიატრიის დარგში, განსაკუთრებით იმ რთული დაავადებების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც მსოფლიოს ბავშვები დგანან. ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ შეხვედრას, მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90138&fbclid=IwAR3ZeLrp_V1cLXUGAmTMmAcNVNpiffgFTcX-EzM0UfzOBmdwT3Ujzgmc6ts
---
19.09.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/bag-shromis-kodeqsshi-cvlilebebze-kanonproeqtma-shesadzloa-umushevrobis-zrda-da-xelfasebis-shemcireba-gamoiwvios/40691/
BAG შრომის კოდექსში ცვლილებებზე: კანონპროექტმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს
---
19.09.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/axali-shromis-kodeqsi-atasobit-moqalaqes-ertze-met-samsaxurshi-mushaobas-uzgudavs/40695/
ახალი შრომის კოდექსი ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს
---
19.09.2019
თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური არ არის და როგორც წესი, გამოიყენება სხვა კომპონენტებთან კომპლექსში, მაგალითად თანადაფინანსების სქემები, პოზიტიური/ნეგატიური სიები და ა.შ. ტურძილაძე თვლის, რომ ფასრეგულაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მესიჯები, არა ინფორმატულია, უცნობია რეგულაციის დიზაინრები რაზე მუშაობენ, თუ საერთოდ მუშაობენ ამ საკითხებზე?! „ამიტომ განმარტება მექნება ზოგადი, კერძოდ, დღეს ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებია: უკიდურესად უსამართლო ფასები, არა რაციონალური მოხმარება და შესაბამისად, მაღალი ფარმაცევტული დანახარჯი,გაღარიბებული მოსახლეობა და წამლებზე დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, პირველად ჯანდაცვაში და ჰოსპიტალურ სექტორში ინტეგრირებული ფარმაცევტული ინდუსტრია და რაც მთავარია სახელმწიფო რეგულირების არავალიდური სისტემა, რომელიც ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს დაუდგენელი ეფექტურობის სიმილატს და ხარისხიან ჯენერიკს, ჩვენ გვაქვს სისტემა, სადაც ესენციური წამლების ეროვნული ფორმულარი, კლინიკური ფორმულარები , თერაპიულად ექვივალენტური ჯენერიკების სიების საკითხი არ არის მოგვარებული და ა.შ. ამ მოცემულობაში, როცა სამედიცინო სერვისები ფარმაცევტული ინდუსტრიის ადმინისტრირების ზონაშია, ფასის შეკავების საპასუხო რეაქცია ინდუსტრიის მხრიდან იქნება დანიშნულება/მოხმარების ზრდა, შესაბამისად ფარმაცევტული დანახარჯი კიდევ უფრო გაიზრდება! ცალკე გვაქვს დაუკმაყოფილებები საჭიროებები!!!“-აცხადებს ტურძილაძე. ჯანდაცვის კონსულტანტს საერთაშორისო გამოცდილებიდან ერთი მარტივი მაგალითი მოჰყავს. „1992 წელს ჰოლანდიაში შემოიღეს ფასის რეფერენსული რეგულაციის სისტემა. წლების განმავლობაში ფასების მკვეთრი მატების დინამიკის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ შეიცვალა ანაზღაურების წილი. ინდუსტრიამ მოხმარების გაზრდის მიზნით გააძლიერა ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ბონუსური სისტემა, გააგრესიულა პრომოუშენი, შედეგად ფასის შეკავების მიუხედავად ფარმაცევტული დანახარჯი გაეზარდათ! ჰოლანდიამ აღიარა ფასრეგულაციის სისტემის წარუმატებლობა და გადავიდა სადაზღვევო სისტემაზე სადაც მყიდველი სადაზღვევო ინდუსტრიაა, პარალელურად დაიწყო პოზიტიური სიების გადახედვა, 2003 წელს სიებიდან ამოიღეს ქოლესტერინის დამწევი საშუალებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკ.საშუალებები, სადაზღვევოებს შეუძლიათ მათი შეძენა უშუალოდ ფარმკომპანიებიდან მსხვილ პარტიებით და შედარებით დაბალ ფასად და ა.შ“-აღნიშნავს ტურძილაძე. მისი მტკიცებით, ჩვენი ბაზრის დიზაინი, ბიზნეს-მოდელები განსხვავებულია სხვა ბაზრებისგან და დაუშვებელია რეგულაციის პირდაპირი კოპირება, ყველა ვარიანტში ის უნდა ჩვენი კონტექსტისთვის მოდელირდეს, მით უფრო, როცა ქვეყანაში ხარისხის და ეფექტურობის პრობლემები გვაქვს, არ უნდა დავუშვათ იაფფასიანსა და ხარისხიანს შორის კონკურენცია. ტურძილაძე აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის იაფფასიანი გაიმარჯვებს, მათ ფასდაკლების დიდი რესურსი აქვს ვიდრე ხარჯ-ეფექტურ წამლებს. „ჩვენ არ გვჭირდება იაფი წამალი ჩვენ გვჭირდება ხარჯეფექტური წამალი სამართლიან ფასად!“-აღნიშნავს ტურძილაძე. მისი ინფორმაციით, ყველა ვარიანტში ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარჯეფექტურ წამლებზე და არა იაფ, გაურკვეველი ეფექტურობის მქონე სიმილატებზე. ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის. ტურძილაძის მტკიცებით, ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმა, ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის პარალელურად. „ჩემი აზრით პოლისიმეიკერები და ჯანდაცვის ტოპმენეჯერები, ამ ეტაპზე, უნდა იხილავდნენ 1. არაპატენტირებული წამლების ფასების ტრანსპარენტულობას, მით უფრო, ამაზე საერთაშორისო შეთანხმება უკვე მიღწეულია! 2. და მუშაობდნენ ანტიმონოპოლიურ სტრატეგიაზე. რაც შეეხება გარდამავალ ეტაპზე, სარეანიმაციო ღონისძიებებს, ცხადია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ბევრი სქემის შემუშავება შეიძლება, მთავარია, რომ მხოლოდ ხარჯ-ეფექტური მედიკამენტები დაუფინანსდეს ხალხს.“-აღნიშნავს ტურძილაძე.
---
19.09.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=16&CID=60852
როდემდე უნდა ვუსმინოთ ცრუ დაპირებებს, ჩვენ გვინდა შევხვდეთ მინისტრს
---
19.09.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=16&CID=60848
"ვაგონში ვცხოვრობ, ხალხს ჰგონია საჩხერე აყვავებულია!..შერცხვეს ჩვენს მთავრობას, გაგვამათხოვრეს"- საჩხერელი ქალბატონი ჯანდაცვის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
---
19.09.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=16&CID=60846
"იმის გამო, რომ სახლში ხის იატაკი მაქვს, სოციალური დახმარება მომიხსნეს, არადა ორ ობოლ ბავშვს ვზრდი მე" - უკმაყოფილო მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროში (ვიდეო)
---
19.09.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=16&CID=60845
"ნახეთ რა დღეშია ხალხი, პურის ფული არ აქვთ. ივანიშვილის და ბერას კბილებზე კი არ უნდა იზრუნოს მინისტრმა, ხალხს უნდა მიხედოს" - რა ხდება ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში? (ვიდეო)
---
19.09.2019
მეორე დღეა, დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფებიან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მეორე დღეა, დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფებიან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათ შორის ბავშვებიც არიან. აქციის მონაწიილეებს ამ დრომდე არავინ დაკონტაქტებია. იძულებით გადაადგილებული პირები ბინებით დაკმაყოფილებას და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან და მათი პრობლემების მოსაგვარებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამენ.
---
19.09.2019
ჯანდაცვის სამინისტროში, ნერვიულობის ნიადაგზე, ქალი ცუდად გახდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ერთ-ერთი მომიტინგე, რომელიც გუშინ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა, პროტესტს ისევ 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს. „პრაიმტაიმი“ პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს დაუკავშირდა. როგორც თენგო სანაიამ განაცხადა, ნერვიულობის ნიადაგზე ქალბატონი ცუდად გახდა, თუმცა ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, სანამ მათ ჯანდაცვის მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი არ შეხვდება. „უკვე 27 წელია ეს ადამიანები თავშესაფარს ითხოვენ. აქამდე ქირით ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა, უკიდურესად გაუჭირდათ და სამინისტროს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს. მათი მოთხოვნა თავშესაფრით უზრუნველყოფაა, თავიდან ქირის დაფინანსებას ითხოვდნენ. არ აპირებენ დაშლას, მათ შორის არც ის ქალბატონი, რომელიც შეუძლოდ გახდა, სანამ ჯანდაცვის მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი არ შეხვდება. არ ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს რატომ აქვს ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. გუშინწინ საპირფარეშოს არ აღებდნენ და ფაქტობრივად, პროტესტანტებმა აიძულეს, რომ გაეღოთ. გუშინ ღია ფანჯრები დატოვეს და გაუსაძლისი სიცივე იყო. აქ პატარა ბავშვებიც არიან. თუ ჯანდაცვის ან პრემიერ-მინისტრი დროულად არ შეხვდებათ აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ - პირის ამოკერვას, უვადო შიმშილობას და ა.შ. რასაც პირადად მე არ ვეთანხმები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო. უპრიანი რა თქმა უნდა, შეხვედრა და მოლაპარაკებაა - აცხადებს თენგო სანაია. „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქალბატონი, რომელიც ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარება გაეწია და ახლა, ისევ უწყების მისაღებშია და პროტესტს ისევ აგრძელებს. თუმცა, არ ეთანხმებიან იმას, რომ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევენ. „ახლა ამ წუთებში მე პროტესტანტებთან ვარ და არ ვტოვებ მათ უყურადღებოდ. ქალბატონს დაეწია დახმარება და თავს ნორმალურად გრძნობს. სამინიტროს მიზანია დაეხმაროს მათ და აღმოიფხვრას ყველა სახის პრობლემა. რაც შეეხება პროტესტის გამოხატვის შეზღუდვას, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ ამისათვის ყველა პირობა აქვთ - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიკა მათიაშვილი. შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებში 24 საათიანი საპროტესტო აქციის მე-3 დღეა. პროტესტანტები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ, ამისთვის კი, მინისტრებთან შეხვედრას.
---
19.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/499893
გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში სახურავების შეცვლის პროცესი მიმდინარეობს
ვერხვების დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. როგორც “კვირას” დევნილთა სამინისტროს შიდა ქართლის წარმომადგენელმა, ბერდია ფიცხელაურმა განუცხადა, სახურავების შეცვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიმდინარეობს. “კოტეჯებზე სახურავების შეცვლის პროცესი თითქმის დასრულებულია. გადასახური მასალა ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებმა შეიძინეს. ჩვენი სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დევნილთა დასახლებებში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები”,- განაცხადა ბერდია ფიცხელაურმა. ადგილობრივების განცხადებით, სახურავების შეცვლა დროულია, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად სახლებში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო. “მოგვიტანეს მასალები, თითქმის ყველა ოჯახმა შვცვალეთ სახურავები. შესაცვლელი იყო, რადგან ზამთარი მოდის და შეიძლებოდა წყალი ჩამოგვსლოდა. სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ყურადღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დევნილი ხალხი ვართ და პატარა ყურადღებაც მისასალმებელია”,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ომარ ბასიშვილმა.
---
19.09.2019
„მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს“ - თბილისის სკვერში მიტოვებული ჩვილის კალათში დედის წერილი ნახეს
თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილის კალათში წერილიც იპოვეს. მისი ავტორი, სავარაუდოდ, ბავშვის დედაა. წერილის შინაარსი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა. „ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა... თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს. შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები. არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ - წერს ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის დედა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშის დედის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
---
19.09.2019
არ ვიცი ვის მივმართო, მალე ღია ცის ქვეშ დავრჩებით - დედა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
---
19.09.2019
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125 2 მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო” ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სამი თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება: დევნილები – 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 2 607 063 ლარი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები – 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 662 281.21 ლარი; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები – 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 16 909 193 ლარი; ასაკით პენსიონრები – 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 1 853 933 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 2 083 საქმე, ჯამურად – 1 451 459 ლარი მარტოხელა მშობლები – 132 საქმე, ჯამურად – 54 248 ლარი.
---
19.09.2019
ნინო ლომჯარია - არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობის მიხედვით თბილისი ლიდერობს, ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი იმერეთის რეგიონშია
ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთის რეგიონშია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობამ აკრძალა არასრულწლოვნების ოფიციალური ქორწინება, გაიზარდა ე.წ. ნიშნობის რაოდენობა. „ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა არ ეხება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. რეგიონების მიხედვით ძალიან მაღალია და პირველ ადგილზეა მაჩვენებელი იმერეთში. მაღალი მაჩვენებელია თბილისში, აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. რაც შეეხება ე.წ. ნიშნობების პრაქტიკას, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობამ აკრძალა არასრულწლოვნების ოფიციალური ქორწინება, გაიზარდა ე.წ. ნიშნობის რაოდენობა, ეს უფრო ხშირად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გვხვდება. რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას, ზუსტი არ არსებობს, რადგან არ რეგისტრირდება და ფაქტობრივი თანაცხოვრების დადგენა რთული ხდება ხოლმე იმის გამო, რომ სკოლები ხშირად არ აწვდიან ინფორმაციას სოციალურ სამსახურს და შსს-ს. ჩვენ ამ სტატისტიკას ვითვლით არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობის მიხედვით. ამ თვალსაზრისით ლიდერობს თბილისი, სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ასევე, იმერეთის რეგიონი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი,” - განაცხადა ლომჯარიამ.
პირველირადიო.ჯი- https://pirveliradio.ge/?newsid=131964
---
ბეჭდვითი მედია
20.09.2019
მედიასაშუალება:
---
20.09.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო?" რუსთავში გარდაცვლილი მარიამ სალაყაია
“სანამ პალატაში შევიყვანდით, გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო? გადასარჩენი რა გჭირს შვილოო უთხრეს და ჩვეულებრივად შევიდა”, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულმა განუცხადა. როგორც მამაკაცმა საინფორმაციო სააგენტოს უამბო, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა. როგორც გარდაცვლილის ბებია, ფლორა შენგელია “ინფო რუსთავს” უყვება, მარიამს ცხვირის ძგიდეზე ჰქონდა პრობლემები, სუნთქვა უჭირდა და ოპერაციის გაკეთებას სწორედ ამ მიზეზით აპირებდა. “ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ”, – აცხადებს ფლორა შენგელია. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა შეყვარებულმა შეიტყო, მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში 19 წლის მარიამ სალაყაია ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. ექიმები კი ამბობენ, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი მძიმე ალერგიული ფონი გახდა. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძის თქმით, ნარკოზის შეყვანის დროს პაციენტს ანფილექსიური შოკი განუვითარდა, რის შედეგადაც გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. მარიამ სალაყაიას გადარჩენას ექიმები 10 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
---