მედიამონიტორინგი 20.08.2019
ტელევიზია
20.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამტრედიის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6286455
---
20.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
შვილმკვდარი დედა გულნარა სარიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას მიმართავს და გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვს. 2004 წელს საავადმყოფოში გარდაცვლილის დედამ მკურნალი ექიმების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებაში განცხადება შეიტანა. იგი ამბობს, რომ მომხდარის გამო სათანადოდ არავინ დასჯილა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6286429
---
19.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების ერთთვიანი მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაუფრთხილებლად შეამოწმა 95 კლინიკა, დაფიქსირდა 38 დარღვევა, რომელზეც დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ახლა სასამართლო განსაზღვრავს რა სახის სანქცია დაეკირსებათ კლინიკებს. სამედიცინო დაწესებულებებმა სამინისტროსგან გონივრული ვადა მიიღეს ხარვეზების გამოსასწორებლად. უწყებაში ამბობენ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამოწმდება 3000-მდე კლინიკა, ამის შემდეგ კი სამინისტრო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, შესაძლოა უწყებამ კანონმდებლობის გამკაცრების კუთხითაც დაიწყოს მუშაობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285715
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285681
მაესტრო -ბიზნესი მაესტროზე 21:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285762
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285610
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285569
მაესტრო - ახალი ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285425
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285233
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284982
იმედი- ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284494
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284696
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284750
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284061
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284056
I არხი- მოამბე 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283954
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284811
---
19.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
შრომის ინსპექციამ იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს არღვევენ. 12 ივლისიდან დღემდე სულ 29 ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო დარღვევების გამოსასწორებლად 2 კვირამდე ვადა მიეცათ. 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, 14 ობიექტს კი 300 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. შემოწმებულ ობიექტებს შორის არიან მაქრო ქონსტრაქშენი და ემ კვადრატი, ეს უკანასკნელი საქართველოს ბანკის შედეგად გაყოფილ ემ კვადრატი-უძრავი ქონებას შვილიბილი კომპანიაა. შემოწმებაში მონაწილეობდნენ მერიის, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ინსპექტორები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285756
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6284737
რუსთავი2-კურიერი 15:00- http://rustavi2.ge/ka/news/141841
---
19.08.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის განცხადებით აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა, სკოლებში აცრან. მისივე ინფორმაციით, აცრა იქნება ნებაყოფლობითი, სპეციალური ბრიგადები შესაძლოა, სკოლებში მივიდნენ და მშობლების თანხმობით მოსწავლეები აცრან. რაც შეეხება აცრების ჩატარების ვადებს, როგორც დარახველიძე აცხადებს, ამის წინასწარ დაწესება შეუძლებელია, რადგან სკოლებში ბავშვების ძალიან დიდი მოცულობაა თუმცა მისივე თქმით სახელმწოფის პოზიციაა რომ აცრებვი იყოს სავალდებულო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285689
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6285060
---
ინტერნეტი
20.08.2019
ხელისუფლების წარმომადგენლები ოძისის, მჭადიჯვრისა და შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ტრიპოლსკი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოძისში, მჭადიჯვარსა და შუახევში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებზე, რომელთა მიზანი მოსახლეობის მხარდაჭერაა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს სოფლებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს. ოძისში, რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელში საბავშვო ბაღი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. დასრულდა დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. კეთილმოეწყო სოფელ ოძისის საჯარო სკოლაც. გასულ წელს, მჭადიჯვარში, სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო და საუბნო ონკანები დამონტაჟდა. პროექტის განხორციელებით ადგილობრივებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სოფელში არსებულ ამბულატორიას. ქვემო შუახევში გარე განათებების მონტაჟი დასრულდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემო შუახევში. შეხვედრებზე იმსჯელეს სოფლებში სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მთავარ საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელეს. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან მიზნად ისახავს რეგიონებში არსებული პრიორიტეტების გამოკვეთას და მათ სამოქმედო გეგმაში ასახვას. შეხვედრები მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/492632
---
19.08.2019
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი - მაქსიმალურად ყველა სამედიცინო დაწესებულება შემოწმდება
მაქსიმალურად ყველა სამედიცინო დაწესებულება შემოწმდება, - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პირველადი შედეგების წარდგენისას განაცხადა. კითხვაზე, მონიტორინგის შედეგად, სად უფრო მეტად გამოიკვეთა დარღვევები - დედაქალაქში თუ რეგიონებში, ზაალ კაპანაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე „პრობლემა თანაბარია“. „პრობლემა კონკრეტულად, ცალსახად გამოხატული არ არის, თუმცა ის ორივეგან, როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში გამოიკვეთა.“- განაცხადა ზაალ კაპანაძემ. ამასთან, მისი თქმით, სააგენტო ყველა სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებს მონიტორინგს, რაც გარკვეულ დროზეა დამოკიდებული. ზაალ კაპანაძის ინფორმაციითვე, კლინიკები ორ კატეგორიად იყოფა. პირველია სტაციონალური ტიპის დაწესებულებები, რომელიც სალიცენზიო-სანებართვო პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი დაახლოებით 300-ზე მეტია. მეორე კატეგორიას მიეკუთვნება მაღალი რისკის დაწესებულებები, ე.წ. პოლიკლინიკები, რომელთა რიცხვი 2500-მდეა და ისინი სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებიან. ასევე, ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი სააგენტო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს წერს. „როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იწერება, იქ ჩვენი თანამშრომლების მიერ უბრალოდ ფაქტი ფიქსირდება. შემდგომ ეს ოქმები იგზავნება სასამართლოში და უკვე სანქცირებას თანხის ნაწილში ახდენს თვითონ მოსამართლე. სალიცენზიის პირობების დარღვევისათვის არის 5 000 ლარამდე, სანებართვო პირობების დარღვევისთვის არის 10 000 ლარამდე, ხოლო ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის 200-დან 500 ლარამდე“, - განმარტა ზაალ კაპანაძემ. მისივე ინფორმაციით, კერძო რეანომობილების შემოწმებისას,(საუბარია ძირითადად რეანომობილებში გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმებაზე), რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა, რომ არ იყო დაფიქსირებული სამედიცინო აპარატურის გამოშვების წელი. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რის გამოც დარღვევა უნდა გამოსწორდეს.
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/387471/
ნიუპრეს.ჯი- http://newpress.ge/samedicino-dawesebulebebshi-kompleqsuri-monitoringis-procesi-tardeba
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=23937
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/254265
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5234
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-ukanono-saeqimo-saqmianobis-shemtxvevebi-gamovlinda
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/560615-samedicino-dacesebulebebis-monitoringis-shedegad-dezinpekcia-sterilizaciis-problemebi-gamoikveta
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/klinikebis-monitoringis-shedegad-dezinfeqcia-sterilizaciis-dargvevebi-gamovlinda
რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/30116916.html?nocache=1&fbclid=IwAR0dSbjLlsBZcnHAyWWzQ3bxa-f0o24o_6btyz_dlqMPiJpJBUmpBCcF4xI
რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/16210-38-klinikashi-jandazvis-saministrom-dargveva-gamoavlina
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/560589-samedicino-sakmianobis-regulirebis-saagentom-ukanono-saekimo-sakmianobis-shemtxvevebi-gamoavlina
---
19.08.2019
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი - ამბროლაურში, 16 წლის მოზარდთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, ამბროლაურში მომხდარი ფაქტის თაობაზე რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, რაც 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას უკავშირდება. ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მათ ლიცენზია შეუჩერდეთ, ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების საბჭო კოლეგიალური ორგანოა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. „ჩვენი სააგენტოს მხრიდან შემოწმება განხორციელდა. იქ რამდენიმე ეტაპია გავლილი. პირველ ეტაპზე ბავშვი კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ რეანომობილით გადაიყვანეს და ბოლოს ქუთაისის ინტენსიურში იყო. ჩვენი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე დაწესებულების, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პროფესიული განვითარების საბჭოზე გავა. შესაბამისად, ეს საბჭო იმსჯელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ,“ - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ რაჭაში რეანომობილი აღარ იქნება. 16 წლის მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, ის შეუძლოდ მწვავე ვირუსით, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გადასაყვანად რეანომობილი გამოიძახეს. მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=105605
---
19.08.2019
თბილისში ბოლო ერთ თვეში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაფიქსირდა
23 ივლისიდან დღემდე თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და შრომის პირობების დარღვევის გამო 53 შეჩერდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კი 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ყველა შემოწმებულ ობიექტზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევები, მათ შორის 53 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და ამ ობიექტების მშენებლობა შეჩერდა, სხვა შემთხვევაში კი ობიექტებს 10- დღიანი ვადა მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. „ინსპექტირება 23 ივლისს დავიწყეთ და დღეის მდგომარეობით, ჯამში 120-მდე სამშენებლო ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დარღვევები აღმოჩენილია ყველაზე. მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობის გამო სამუშაოები შეუჩერდა 53 ობიექტს. გამოვლენილია სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები, მათ შორის არ ხდება სამშენებლო ობიექტებზე საფრთხის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების გატარება, შესაბამისი წესით არ ხდება კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება. დღეის მდგომარეობით 1 მილიონ 600 ათასზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. დანარჩენ ობიექტებს, რომლებიც შეჩერებული არ არის დარღვევის აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მიეცათ და მიმდინარეობს გადამოწმებები თუ როგორ ხდება დარღვევების აღმოფხვრა,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტების ნაწილის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ტენდენცია დადებითია და კომპანიების უმეტესობა ითვალისწინებს შენიშვნებს.
---
19.08.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5251
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს კვლავ “ლუგარით” აშინებენ
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს კვლავ ლუგარის ლაბორატორიით აშინებენ. სწორედ თბილისში მოქმედ კვლევით ლაბორატორიას დაუკავშირა ადგილობრივ გამოცემა «Южная Осетия Сегодня»-სთან ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა იური ვაზაგოვმა ბოლო წლების სხვადასხვა ეპიდემიები. «ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნები არაერთგზის შეეჩეხნენ ნოდულარული დერმატიტის, ე.წ. ღორის ჭირის, წითელას მოდიფიცირებული ვირუსის ეპიდემიებს, ასევე გენმოდიფიცირებული ფაროსანას გავცელებას. ამ ყველაფერს შემთხვევითობად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. რეგიონის სხვა ქვეყნებზე, მაგალითად სომხეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე, რომლებიც მსგავს კლიმატურ ზონაში იმყოფებიან, ნაკლებად გვესმის, რომ მათი ტერიტორიებიდან რაღაც ეპიდემიები ვრცელდებოდეს», – განაცხადა ვაზაგოვმა. მისივე თქმით, “მსგავსი ობიექტების შემქმნელების ძირითადი ამოცანა კავკასიის რეგიონისა და რუსეთის სამხრეთისთვის სოფლის მეურნეობის ყველაზე პერსპექტიული დარგების განადგურება და შესაბამისი ქვეყნების იძულებაა, საფრთხესთან საბრძოლველად ეკონომიკური პრობლემების პირობებში უზარმაზარი სახსრები ხარჯონ”. ცნობისთვის: თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით. ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“. რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".
---
19.08.2019
"წითელას ვირუსმა სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს და სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა" - 16 წლის ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
"სიცოცხლის გადასარჩენად არ გთხოვთ, გთხოვთ დამეხარმაროთ, რომ ავადმყოფი შვილის მოვლა შევძლო" - მოგვმართა დათოს დედამ. 16 წლის დავით კიპაროიძეს თქვენი დახმარება სჭირდება. დავითი დაავადებულია ,,მწვავე ენცეფალიტით'', მას მუდმივად ესაჭიროება მკურნალობა. ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო დადიოდა სკოლაში, თამაშობდა მეგობრებთან, აწყობდა მომავლის გეგმებს , თუმცა 6 წლის წინ წითელას ვირუსმა ის სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს. მას შემდეგ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარსდება, მისი გამოჯამრთელობის იმედი ოჯახს თითქმის აღარ აქვს მხოლოდ ერთს თხოვენ საზოგადოებას დათოს მოვლაში დაეხმარონ მცირედით, მას მუდმივად ესაჭიროება პამპერსი, მედკამენეტები მაზები , რომლის შეძენის შესაძლებლობა ოჯახს დამოუკიდებლად არ აქვს. 09 01 200 127 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან, დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ დათო კიპაროიძე, თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია. აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867, დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები, იურიდული პირი ან კომპანიის ანგარიში, იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ, საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი: #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, დოლარში #GE94TB7990736180100002, ევრო #GE94TB7990736180100002
---
19.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/492542
„უბედურმა შემთხვევამ თავდაყირა დააყენა ახალგაზრდა კაცის მომავალი“ – ბადრი კობიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მეგობრებო, ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ ბადრი კობიაშვილს. იგი 45 წლისაა, თუმცა ხნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ცხოვრება მეტად რთულად წარიმართა. ერთმა უბედურმა შემთხვევამ თავდაყირა დააყენა ახალგაზრდა კაცის მომავალი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანი ერთ დღეში საწოლს მიაჯაჭვა. ამჟამად, ბადრი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, ერთი ფეხი მეორეზე 10 სანტიმეტრით ნაკლებია, ვერადავერ გადალახა შინაგანი ბარიერი, რომ დაძლიოს შიში და თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას ყავარჯნის მეშვეობით. სიტუაციას უფრო მეტად ამწვავებს ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც არ იძლევა ავადმყოფის სათანადო მკურნალობის საშუალებას. 2017 წლის 23 თებერვალს ბადრი კობიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. საცოლესთან 2 დღის წინ დანიშნულმა, გადაწყვიტა, თავისი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მოვლენა რესტორანში აღენიშნა. მეგობრებმა ცოტა დალიეს, იმხიარულეს, ადღეგრძელეს სასიძო, უსურვეს მას ბევრი შვილი… გავა სულ მცირე 2 საათი და ბადრი საშინელ ავტოავარიაში მოყვება. „საკმაოდ გვიანი იყო, გავედი ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო, – იხსენებს ბადრი. უცებ გამაოგნებელი დარტყმა ვიგრძენი. დარტყმის ტალღამ თავით ასფალტს დამანარცხა. ამ დროს, ისევ ვიგრძენი უკიდეგანო ტკივილი, ტრასაზე მთელი სიჩქარით მიმავალმა ავტომანქანამ გადამიარა, თითქოს რაღაცა მომწყდა, დავიწყე კვნესა და როდესაც ჩემს თავთან საკუთარი ფეხის ტერფი დავინახე, გონება დავკარგე“. დროს რაღაც პერიოდი ბადრი სისხლის გუბეში ეგდო, მისი სხეული პრაქტიკულად არ სუნთქავდა. შემთხვევით გამავალი ავტომანქანის მძღოლმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებმა დაზარალებულს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ფაქტიურად სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. თქვენ, ალბათ, იკითხავთ – სად არიან დამნაშავეები? დაისაჯნენ ისინი თუ არა? „როდესაც შემატყობინეს ჩემი შვილის ავტოავარიაში მოყოლის ამბავი, გაოგნებულმა დავიწყე ტირილი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ბადრი გადარჩენილიყო. მაშინ არ ვფიქრობდი დამნაშავეებზე, ამის თავი არ მქონდა, მხოლოდ ვლოცულობდი, – იხსენებს ბადრის დედა მარგო კობიაშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციამ მითხრა, რომ ტრასაზე არ იყო დაყენებული კამერები და შეუძლებელია დამნაშავეების ვინაობის დადგენაო. ეს ცოდვა მათ სინდისზე იყოს. მე, ქრისტიანი ქალი ვარ და ვაპატიე მათ ეს დანაშაული, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი გადარჩა და ცოცხალია“. -როგორია ბადრის მდგომარეობა სადღეისოდ? მარგო კობიაშვილი: თითქმის სამი წელი გავიდა ავტოავარიის შემდეგ, მაგრამ ბადრიმ ვერ დასძლია შიში, ეჩვენება, რომ ყოველ წუთს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს. ძილში საუბრობს, ყვირის, ოხრავს. გავაღვიძებ, ჩემს ხელს გულთან ახლოს მიიტანს და მერე მშვიდად ჩაეძინება. დიახ, ბადრი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. აი, მაგალითად, გვაჩუქეს ყავარჯნები, მაგრამ ისტერიული შიში აქვს, ეშინია, რომ ვერ დადგება ფეხზე და იატაკზე დაეცემა. ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ საიდან მოვიტანო ფული? მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ და თავი ძლივს გაგვაქვს… -ვინმე გეხმარებათ, ვთქვათ ხელისუფლება? მარგო კობიაშვილი: მოდით, ნახეთ ჩვენი ბინა და მიხვდებით, გვეხმარებიან თუ არა…ბინაში რემონტი 20 წლის წინ არის გაკეთებული, არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც გაზქურა, არც მაცივარი და არც ნორმალური თეთრეული. რაც გვქონდა ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბადრისთვის მემკურნალა. ძალიან გვიჭირს, ხანდახან პურის ფულიც არ გვყოფნის. -ალბათ ძალიან რთული ბადრის მოვლა, არა? მარგო კობიაშვილი: მე ვარ 62 წლის, ჯერ კიდევ ცოტა ძალა მაქვს, მაგრამ ჩემი 75 წლის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ბოლო დროს საკმაოდ შეირყა. იცით, მე ყოველდღე ვლოცულობ, ვევედრები უფალს, რომ გადმოგვხედოს, ვევედრები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გამოგვიწვდიან. – სად მუშაობდით ავარიამდე? ბადრი: მუშად ვმუშაობდი სასადილოში. დალხენილი ცხოვრება არ მქონდა, მაგრამ არ ვშიმშილობდით, მშობლებსაც ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად. -სად გაიცანით თქვენი საცოლე? ბადრი: მე არ ვიცნობდი მას. ეს იყო გარიგება. მე მისი ფოტო მიჩვენეს, მას კი – ჩემი. მაშინ 43 წლის ვიყავი, ხოლო იგი – 38. ორივეს გვინდოდა დაქორწინება და ოჯახის შექმნა, თან ასაკის გამო დრო არ ითმენდა და ვჩქარობდით… -ახლა სად არის იგი? ბადრი: კახეთში ცხოვრობს, არ გათხოვილა. ვოცნებობ, რომ ფეხზე წამოვდგე და გავიარო, შევხვდე მას და ვიქორწინოთ! მე იმედი მაქვს, რომ კეთილი ადამიანები დამეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, გაითავისებენ ჩემს სულიერ ტკივილს. მერ თქვენი მჯერა! მეგობრებო, ბადრი კობიაშვილი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ის და მისი ხანდაზმული მშობლები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ! კონკრეტულად ისინი საჭიროებენ: საკვებ პროდუქტებს. მედიკამენტებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, თეთრეულს, გაზქურას… დაურეკეთ ბადრის და ის თავად მოგიყვებათ მისი პრობლემების შესახებ, შეგიძლიათ პირადად აღმოუჩინოთ მას დახმარება. კარგი იქნება ამ პოსტის გაზიარებაც, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანის წაიკითხავს მას, მით უფრო იზრდება ბადრის დახმარების შანსი. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ვაზიანი, 3 კორპუსი, სახლი 6, ტელ.: 557 599299. ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბადრი კობიაშვილი). წყარო: „ჩერნოვეცკის ფონდი“
---
19.08.2019
წალენჯიხაში მწერის ნაკბენისგან მამაკაცი დაიღუპა: "ლოგინში იწვა, როდესაც სამჯერ უკბინა გულ-მკერდისა და მხრის არეში"
---
ბეჭდვითი მედია
20.08.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
38 კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტრომ დარღვევები გამოავლინა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 95 შემოწმებული კლინიკიდან 38-ში დარღვევები გამოვლინდა. უწყების ცნობით, დარღვევები უკანონო საექიმო საქმიანობას და დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხებს უკავშირდებოდა. მონიტორინგის შედეგად, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სულ 38 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაწერა. „კლინიკებს მიეცათ გონივრული ვადა ამ დარღვევების გამოსასწორებლად. დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომელიც შედარებით უფრო გამოკვეთილია ამ ეტაპზე. ნებისმიერი ექიმი, რომელიც საქმიანობს კლინიკაში, უნდა იყოს სერტიფიცირებული. ჩვენ როდესაც ჩავატარეთ კომპლექსური შემოწმება, ზოგიერთ ექიმს არ ჰქონდა სერტიფიკატი და ისე მუშაობდა“,- განაცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ კაპანაძემ. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. მონიტორინგის ფარგლებში თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
---
20.08.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა
23 ივლისიდან დღემდე თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და შრომის პირობების დარღვევის გამო 53 შეჩერდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კი 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ყველა შემოწმებულ ობიექტზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევები, მათ შორის 53 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და ამ ობიექტების მშენებლობა შეჩერდა, სხვა შემთხვევაში კი ობიექტებს 10- დღიანი ვადა მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. „ინსპექტირება 23 ივლისს დავიწყეთ და დღეის მდგომარეობით, ჯამში 120-მდე სამშენებლო ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დარღვევები აღმოჩენილია ყველაზე. მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობის გამო სამუშაოები შეუჩერდა 53 ობიექტს. გამოვლენილია სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები, მათ შორის არ ხდება სამშენებლო ობიექტებზე საფრთხის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების გატარება, შესაბამისი წესით არ ხდება კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება. დღეის მდგომარეობით 1 მილიონ 600 ათასზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. დანარჩენ ობიექტებს, რომლებიც შეჩერებული არ არის დარღვევის აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მიეცათ და მიმდინარეობს გადამოწმებები თუ როგორ ხდება დარღვევების აღმოფხვრა,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტების ნაწილის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ტენდენცია დადებითია და კომპანიების უმეტესობა ითვალისწინებს შენიშვნებს. თბილისის მერმა ახლახანს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასი იქნება.
---
20.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
რა კონტინგენტის ბავშვებს აცრიან სკოლასა და ბაღებში - მოსალოდნელია თუ არა წითელას მორიგი „აფეთქება“
„გამოქვეყნდა „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის" ანგარიში, სადაც შარშანდელთან შედარებით "წითელას" შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში 2019 წელს ორჯერ არის მომატებული. ამიტომ წითელას ეპიდაფეთქებები ყველა იმ ქვეყანაშია მოსალოდნელი, სადაც აცრების რაოდენობა დამაყმაყოფილებელი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე "წითელას" შესაძლო მორიგი „აფეთქების" შესახებ საუბრისას. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მასობრივი აცრების საშუალებით, საქართველოში წითელას შემთხვევებმა აშკარად იკლო. „ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში წითელა რადიკალურად შემცირდა, რაც მასობრივი ვაქცინაციით მოხდა. გარდა გეგმიურისა, 150 ათასი დამატებითი აცრა გაკეთდა, თუმცა, კვირაში 2-3 შემთხვევა კიდევ არის. „დილის სხდომაზე რეგიონებს კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ გაამახვილონ ყურადღება აუცრელ კონტიგენტზე, განსაკუთრებით 20-დან 40 წლის ასაკის მოსახლეობაში," - დასძინა მან. ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "წითელას" შემთხვევაში გარკვეული პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, მორიგი ტალღის რისკი დღესაც არსებობს. „წითელას აფეთქებას ყოველთვის უნდა ველოდოთ, რადგან, ევროპაში რამდენიმე წელია უკვე მუდმივად გვაქვს „აფეთქებები."წითელას არ აქვს რაიმე კონკრეტული პროგნოზირებადი ტალღები, როგორიც, მაგალითად, შეგვიძლია გრიპზე გავაკეთოთ, - წითელას შემთხვევაში, ეს შეუძლებელა. „რადგან ისევ რჩება გარკვეული პროცენტი ჩვენი მოსახლეობის აუცრელი, „აფეთქებას" ყოველთვის უნდა ველოდოთ," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა. აუცრელი მოსწავლეების სკოლებში აცრა მოსალოდნელი. სპეციალური ბრიგადები შესაძლოა, სკოლებში მივიდნენ და მშობლების თანხმობით მოსწავლეები აცრან. აცრა ისევ ნებაყოფლობითი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუცხადა. რა ასაკის ბავშვებზეა საუბარი და ზოგადად, ეს საკითხი დღის წესრიგში რატომ დადგა? „ბავშვები იცრებიან ორჯერ გეგმიურად, 1-დან 5 წლის ასაკში. სკოლაში მისული ბავშვი წესით ორჯერ უნდა იყოს აცრილი. თუ ბავშვი ორჯერაა აცრილი, მაშინ მას 99%-იანი ალბათობით წითელა არ დაემართება. „ამიტომ ჩვენ ზაფხულში მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, სკოლებს, რესურსცენტებს და საბავშვო ბაღებს, თუ შესაძლებელია, გადაამოწმონ, თუ ბავშვი ბაღში მიდის ან სკოლაში, მისი აცრის კალენდარი. თუ აცრის კალენდრის მიხედვით სათანადოდ არ არის აცრილი , მშობელს მისცენ რეკომენდაცია, რომ ის აიცრას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება ნორმატიულ აქტს, რომლითაც პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი მტკიცდება, სამინისტროს შემუშავებული აქვს და დამტკიცების ბოლო პროცედურებს გადის. დარახველიძის ინფორმაციით, ნორმატიული აქტი უკვე მოწონებულია იმუნიზაციის საბჭოს მიერ და უახლოეს დღეებში საბოლოოდ დამტკიცდება. ცნობისათვის, ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ.
---
20.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საკვებდანამატების ჩამონათვალი, რომლებიც ნელი სიკვდილით კლავს! ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს
საქართველოს მოსახლეობა მასობრივად საშიში პროდუქტებით იკვებება. სურსათის უმეტესობა საღებავებითა და პესტიციდებით არის გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკვების ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მომხმარებლის დაცვა მკაცრი კონტროლის პირობებშიც შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ უცხოური, საეჭვო წარმოშობის პროდუქტებში საკვებდანამატების წილი დიდია, როგორც ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის არანაკლები ზიანის მომტანია. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ,,კულას", "მარნეულისა" და "სუპრემოს" პროდუქტებში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევების ცენტრმა გაავრცელა. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ ექვს პროდუქტში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. დადასტურებული შედეგები გერმანული ლაბორატორიისგან მიიღეს, სადაც 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გაგზავნეს. არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგი დასახელების პროდუქტში: ტყემალი წითელი, კლასიკური - შპს "გსქ კულა"; ტრადიციული წითელი ტყემალი - შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა"; ტომატის საწებელი "სუპრემო" - შპს "ფუდსერვისი"; აჯიკა - შპს "ეს"; ჩილი სოუსი ცხარე - შპს "სოლედო"; მშრალი აჯიკა - "თეთნულდი". „მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. სურსათის ექსპერტების განმარტებით, საკვებდანამატები ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნივთიერებებია, რომელთაც უმატებენ კვების პროდუქტებში ტექნოლოგიური მიზნისთვის. მათ იყენებენ პროდუქტების შესანახად (კონსერვანტები), საჭირო კონსისტენციის მისაღებად (სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ემულგატორები), სასაქონლო სახის მისაცემად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ. პრობლემა კი ის არი, რომ სიცოცხლისთვის საშიშ კონსერვანტებს შეიცავენ ხორცი და ხორცპროდუქტები, სასმელები, მათ შორის ლიმონათები და წვენები, ,,კოკა-კოლა", "პეპსი", საკონდიტრო ნაწარმი, იოგურტები და ნაყინები და სხვა. ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის შეფასებით, უმრავლესობა დღეს საღებავებითა და სხვადასხვა სახის ხელოვნური დანამატების შემცველი პროდუქტით იკვებება. შედეგად კი ბევრი ადამიანი იღუპება იმ დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. ,,საკვებით უბრალოდ, ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს. მაგალითად, ვაშლს კანადაში სეზონის განმავლობაში 70-ჯერ წამლავენ სხვადასხვა ქიმიკატებით. ამის შედეგი კი ის არის, რომ არც ერთ ჭიას არ შეუძლია მისი ჭამა, ჩვენ კი ვჭამთ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გახოკიძე. რაც შეეხება ,,სუდანს", რომლის შემცველობა საქართველოში წარმოებულ პროდუქტებში დაფიქსირდა, მეცნიერის ინფორმაციით, იგი მიეკუთვნება ე.წ. აზოსაღებავების ჯგუფს, რომელიც არასაკვები საღებავია. მისი სხვადასხვა ვარიაცია იძლევა ყვითელ, წითელ და ფორთოხლისფერ შეფერილობებს. ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავის, ბურთულებიანი პასტების წარმოებაში, ასევე საპოხი მასალების და ქსოვილების შესაღებად. ცხიმში ხსნადი ,,სუდანი" ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ცხიმოვან უჯრედებში გროვდება. კანცეროგენური ნივთიერება მოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რაც იწყებს დეფორმაციას და ხდება მუტაციები, რამაც ადვილად შესაძლებელია საფუძველი დაუდოს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას. რაც შეეხება, სხვა სახის საკვებდანამატებს, რამაზ გახოკიძის თქმით, სიცოცხლისთვის საშიშ კონსერვანტებს შეიცავენ ხორცი და ხორცპროდუქტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, ხშირად უმატებენ ნიტრიტებს (E249 და E250) და ნიტრატებს (E251 და E252), რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), მათ შორის ბოტულიზმის ცხოველმოქმედებას და ხორცს ანიჭებს ვარდისფერს. ,,ეს კონსერვანტები ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას ბავშვებში, ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს (ჰიპოქსია), ორგანიზმში ვიტამინების შემცველობის შემცირებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტალური დასასრულით, ონკოლოგიურ დაავადებებს. ნატრიუმის ნიტრიტს შეიცავს დამარილებული ხორცი, სოსისი, ძეხვი, შაშხი, შებოლილი ხორცი და თევზი. მისი შემცველი პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან კი - არა. სასმელებს ხშირად უმატებენ ისეთ კონსერვანტებს, როგორიცაა სორბინის მჟავა და სორბატები (E200, E202-203), ასევე ბენზოის მჟავას და ბენზოატებს (E201-213). სორბინისა და ბენზოის მჟავებს ბუნებრივი სახით შეიცავს ზოგიერთი კენკროვანი მცენარე. ყველა დიასახლისი სამზარეულოში იყენებს რამდენიმე ბუნებრივ კონსერვანტს - მარილს, შაქარს, ლიმონმჟავას, ძმარს, სპირტს. მათი გავლენით საკვებში მიკრობები და სოკოები არ ვითარდება. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამას უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცვლელებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გახოკიძე. მისი თქმით, ნაკლებად საზიანოა ბუნებრივი წარმოშობის კონსერვანტები: ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი, შაქარი (ყურძნის, ჭარხლის), ორგანული მჟავები (ძმარმჟავა, ჭიანჭველმჟავა, სორბინის, ბენზოის, სილიცილის მჟავები). ჰიგიენური და დიეტური თვალსაზრისით ყველაზე ძვირფასია ყურძნის მიკრობიოლოგიური გზით გადამუშავების პროდუქტები (ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი), რომელთაც ახასიათებს სუსტი მაკონსერვებელი მოქმედება. ღვინის, ანუ ეთილის სპირტი გამომუშავდება შაქრის შემცველი სხვადასხვა ნედლეულის (ყურძენი, ჭარხალი, ხორბალი, კარტოფილი და სხვ.) სპირტული დუღილის შედეგად და იყენებენ ყურძნის ბადაგის დასაკონსერვებლად. 16%-მდე (მოცულობით) დასპირტულ წვენებს იყენებენ უალკოჰოლო სასმელების, სიროფებისა და წვენების წარმოებაში. განსაკუთრებით ფასობს ყურძნის არომატული ჯიშებისგან დამზადებული დასპირტული წვენები. ამდენად, პროფესორის რეკომენდაციაა, მივირთვათ ახალი ხილი და ბოსტნეული და შევიძინოთ მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადა მცირეა. ,,უფრთხილდით მკვეთრად შეღებილ პროდუქტებს! ეცადეთ, დაიცვათ საკუთარი შვილები ცივილიზაციის მსგავსი "მიღწევებისგან"! - გვაფრთხიელბს რამაზ გახოკიძე. კვების სეგმენტში კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია. მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე სხვა ქვეყნებში "დაწუნებული" პროდუქცია იყიდება, მათ შორის ბავშვთა საკვებიც, რაც მკაცრი კონტროლის პირობებში არ უნდა დაუშვან. ,,დიდ საშიშროებას წარმოადგენს სინთეზური კონსერვანტები, რომელთაც, ანტიბაქტერიული თვისებების გამო იყენებენ საკვების შენახვის ვადის გასაზრდელად. ისინი იწვევენ კიბოს, თირკმლების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაავადებებს. ჩვენ იმიტომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, რომ ზუსტად ასეთი საფრთხისგან დაიცვას მოქალაქეები, რაშიც დიდია ჯანდაცვის სამინისტროს როლი. ნებისმიერი დარღვევა, რომელიც კვების სფეროში დაფიქსირდება, დასჯადი უნდა გახდეს. ადამიანებს აზრადაც არ უნდა მოუვიდეთ, რომ ფინანსური კეთილდღეობის ხარჯზე მოქალაქეების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან. ხშირად ხდება, როცა უცხოეთში აიკრძალება გარკვეული პროდუქტის გაყიდვა და ადგილობრივ ბაზარზე მაინც რჩება რეალიზაციაში. ხელახლა მოახდენენ დაწუნებული პროდუქტის ეტიკეტირებას და ყიდიან", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელია.
---