მედიამონიტორინგი 19.08.2019
ტელევიზია
19.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების ერთთვიანი მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა 95 კლინიკა, საიდანაც ნაწილში დარღვევები გამოვლინდა. დაფიქსირდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებიც. გამოვლინდა 38 დარღვევა. ყველა შემთხვევაზე დაწერილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დოკუმენტები გადაგზავნილია სასამართლოში. ამ ობიექტებს, გაფრთხილებასთან ერთად, გონივრული ვადა მიეცათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომ გამოასწორონ აღნიშნული პრობლემები და ისინი, რეგულირების სააგენტოს მიერ, ხელახლა შემოწმდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283954
---
19.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე შემოწმებულია 95 კლინიკა. კოპლექსური მონიტორინგის პირველად შედეგებს, დღეს, სააგენტოს ხელმძღვანელი გააცნობს საზოგადოებას. ქრონიკისთვის ცნობილი გახდა, რომ მონიტორინგის ფარგლებში 38 დაწესებულებაში დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეწყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283564
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283722
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283845
---
18.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
39 წლის გიორგი ქიტესაშვილმა სისხლძარღვების პრობლემით ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას 26 ივნისს მიმართა. რამდენიმედღიანი კვლევა ქირურგიული ჩარევითა და ქვედა კიდურის თითების მოკვეთით დასრულდა. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო, გიორგი ქიტესაშვილი ექიმ სულიკო კოსიაშვილს უყურადღებობასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს, პაცინეტი იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც სულიკო კოსიაშვილმა მისი განკურნება ვერ შეძლო, დასახმარებლად სხვა ექიმთან ვიზიტი ურჩია. ექიმი სულიკო კოსიაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მდგომარეობა ისედაც კარგად ჩანდა და რენტგენის გადაღება საჭირო აღარ იყო. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ, რომ საოპერაციოდ მისული პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283342
---
18.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბრძოლა გადარჩენისთვის - დედოფლისწყაროში მცხოვრები გიგაურების ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის წინ მოუხნეს. ოჯახის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდია და სწორედ მისთვის დანიშნული პენსიაა თავის გადარჩენის ერთადერთი წყარო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283341
---
18.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
რა პირობებში იღებენ სამედიცინო მომსახურებას პაციენტები რეგიონებში. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ახმეტის სოფლებში ჩავიდა, სადაც უმძიმესი ვითარება დახვდა. რეგიონში ფუნქციონირებს ამბულატორიები, სადაც არ არის წყალი, ამორტიზებულია შენობები. სამედიცინო პერსონალის ხელფასის ნაწილი კი გათბობის ხარჯებს ხმარდება. როგორ მუშაობენ ექიმები იქ, სადაც ელემენტარული სანიტარული პირობები არ არსებობს და რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის.
https://1tv.ge/video/ambulatoriebis-problemebi-regionebshi/
---
18.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სამშენებლო ობიექტებზე, რომ უხეშად ირღვევა შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, ბოლო პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით კიდევ ერთხელ დასტურდება. ირკვევა, რომ შემოწმებული 100 კომპანიიდან 45 საწარმოო პროცესი შეუჩერდა. საერთო ჯამში 1 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. პროფკავშირების ინფორმაციით საგანგაშოა სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283318
---
18.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
40 წლამდე მამაკაცი სამშენებლო სამუშაოების დაშავდა. სოსო ჩაჩავას ამწედან ჩამოვარდნილი წყლოის მილი დაეცა, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, დაშავებულს ჩაფხუტი არ ეხურა. საავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ამ დრომდე იგი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283358
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6283039
---
17.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
48 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე ავადმყოფი და სოციალურად დაუცველია, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ზაზა შურღაიას სენაკის მერიამ ამორტიზებული და ავარიული სახლის გადასახურად სამშენებლო მასალები მისცა, თუმცა სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება. ავარიული სახლი სენაკის სამხედრო ბაზიდან 150 მეტრში მდებარეობს. ძლიერმა ქარმა შემოდგომაზე კედელი ჩამოანგრია და ზამთარი მან ფაქტობრივად ქუჩაში გაატარა. გაუსაძლის პირობებში ზაზა შურღაიას უმძიმესი დაავადება, მენინგიტი დაემართა. თავის ტვინის ანთებამ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ახლა უკვე ფიზიკური შრომაც უჭირს, საჭმელს კი მეზობლები რიგრიგობით აწვდიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282691
---
17.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანებოსთვის სხვადასხვა ბრძოლის მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციას უკვე საქართველოში შეძლებენ. თანამედროვე სტანდარტების ცენტრის მშენებლობა, წეროვანში დასასრულს უახლოვდება დღეს ის პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. სიახლეები ვეტერანებს და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება. ქრონიკულო დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით პროგრამით გათვალისწინებით 35 მედიკამენტს, პენსიონერებისა და სოც დაუცველების მსგავსად 1 სექტემბრიდან ვეტერანებიც 1 ლარად შეიძენენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282688
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282629
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282562
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282402
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282238
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282153
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282092
---
17.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და კანონმდებლები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს, ისაუბრეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282650
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282442
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282138
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281980
---
17.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
29 წლის ანა ჯაფაროვას ერთი თვის წინ ლეიკემია დაუდგინდა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებს. ანას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მას ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. მას ასევე ამოეწურა სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ჩარიცხული თანხის რესურსი. მას უკვე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის სამი კურსი და კიდევ სჭირდება ძვირადღირებული წამლები. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6282646
---
17.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ჯანდაცვის მინისტრი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მხარეებს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ კერძო სექტორისგან საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობაზე მათი ხედვები მოისმინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281977
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281828
16.08
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281449
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281161
---
16.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში შეჭრილები მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ. სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ დაიკავა 4 დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა, დანარჩენი 5 მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. შეჭრილების ადვოკატის განცხადებით, ეს ადამიანები 27 წელზე მეტია, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და ამიტომაც გადაწყვიტეს ტერიტორიის დაკავება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6280479
---
16.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ოზურგეთში თხილის ბაღში, ჩვილი იპოვნეს. პოლიციამ დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, გამოძიება დაიწყო. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი ბაღში იპოვნეს, პირველადი დახმარება სამართალდამცავებმა გაუწიეს. სასწრაფო სახმარების ბრიგადამ, ახალშობილიო ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მიიყვანა, თუმცა მოგვიანებით ჩვილი ბათუმში დედათა და ბავშთა კლინიკაში გადაიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281440
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281397
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6281394
---
ინტერნეტი
19.08.2019
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს
სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე შემოწმებულია 95 კლინიკა. 38 დაწესებულებაში დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონიტორინგი ჩატარდება ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/30116916.html?nocache=1&fbclid=IwAR0dSbjLlsBZcnHAyWWzQ3bxa-f0o24o_6btyz_dlqMPiJpJBUmpBCcF4xI
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/560589-samedicino-sakmianobis-regulirebis-saagentom-ukanono-saekimo-sakmianobis-shemtxvevebi-gamoavlina
---
19.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560591-aucreli-moscavleebi-shesazloa-skolebshi-acran
აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა, სკოლებში აცრან
აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა, სკოლებში აცრან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუცხადა. დარახველიძის ინფორმაციით, სპეციალური ბრიგადები შესაძლოა, სკოლებში მივიდნენ და მშობლების თანხმობით მოსწავლეები აცრან. აცრა ისევ ნებაყოფლობითი იქნება. „გამსვლელი ბრიგადები პაციენტისთვის კომფორტის შემქმნელია. ჩვენ აქ არა მხოლოდ სოფლებზე ვსაუბრობთ, არამედ, სახალხო დამცველმაც გვთხოვა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებშიც მისულიყვნენ გამსვლელი ბრიგადები და პაციენტები აცრილიყვნენ. ეს არ არის განსაკუთრებული ქმედება. რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომ გამსვლელმა ბრიგადებმა მოსწავლეები სკოლებში აცრან. ბრიგადებს აქვთ ყოველგვარი აღჭურვილობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩაატარონ აცრა, რასაც ესწრება ექიმი, ექთანი, ფორმდება დოკუმენტაცია და პრაქტიკულად, სერვისი მიტანილია პაციენტამდე. მაგრამ ეს არ არის მანდატორული და სურვილის შემთხვევაში ვიღაცას შეუძლია ისარგებლოს, ვიღაცას თუ სურვილი არ აქვს, არ აიცრება“, - განაცხადა დარახველიძემ. რაც შეეხება აცრების ჩატარების ვადებს, როგორც დარახველიძე აცხადებს, ამის წინასწარ დაწესება შეუძლებელია, რადგან სკოლებში ბავშვების ძალიან დიდი მოცულობაა. „წითელას შემთხვევაში ორჯერ ხდება აცრა ბავშვის დაბადების შემდეგ იმისთვის, რომ მყარი იმუნური სტატუსი ჩამოუყალიბდეს. ბავშვის ორჯერადი აცრა აუცილებელია. პირველი კეთდება 12 თვეზე და მეორე 5 წელზე. ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან ეს ასაკი გამოვლილი აქვთ. თუმცა, თუ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი არ არის აცრილი, ამ შემთხვევაში ყურადღება მიექცევა იმას, რომ მას არ აქვს მყარი იმუნური სტატუსი და უნდა აიცრას. მთავრობის განკარგულებაც არის გამოცემული წლის დასაწყისში, რომ ბავშვები სავალდებულოდ უნდა აიცრას არა მხოლოდ ბავშვთა ასაკში, არამედ მოზარდობის ასაკშიც. წითურას თემა ჯერ არ დამთავრებულა. როცა სკოლა დაიწყება და ბავშვები თავს ერთად მოიყრიან, რისკი იზრდება იმის, რომ არაიმუნური სტატუსის მქონე ბავშვებში სწრაფად გავრცელდეს ინფექცია. სკოლებში ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება აცრები შერჩევით განხორციელდეს, სადაც დაზუსტებულია, რომ არის არაიმუნური პირი, ჩვენ ადვილად გამოვარჩევთ მას. ბავშვები არ არიან დიდი ასაკის. ადვილად ხელმისაწვდომია მათი სამედიცინო დოკუმენტაცია და ინფორმაცია მკურნალ ექიმებთან მათი აცრის თაობაზე. ამისდა მიხედვით დაიგეგმება აცრები“, - განაცხადა დარახველიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფოს პოზიციაა, რომ აცრები სავალდებულოა. „თუმცა, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, არის ასევე ის შანსიც დატოვებული, რომ ადამიანს თუ აქვს გარკვეული მიზეზები და პოზიცია აცრასთან დაკავშირებით, შეუძლია უარის თქმა. ნორმატიული აქტი, რომელიც დასამტკიცებლად არის გამზადებული, მოიცავს ფორმას, რომელსაც „დაუსაბუთებელი უარის ფორმა“ ჰქვია. აცრაზე უარის შემთხვევაში ეს ფორმა ივსება“, - განაცხადა დარახველიძემ. რაც შეეხება ნორმატიულ აქტს, რომლითაც პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი მტკიცდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს და დამტკიცების ბოლო პროცედურებს გადის. დარახველიძის ინფორმაციით, ნორმატიული აქტი უკვე მოწონებულია იმუნიზაციის საბჭოს მიერ და უახლოეს დღეებში საბოლოოდ დამტკიცდება. შეგახსენებთ, რომ ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა კანონის თანახმად, 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ. რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩამონათვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, აცრები სავალდებულოა შემდეგ დაავადებებზე: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ-ზე; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.
---
19.08.2019
თბილისში ბოლო ერთ თვეში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაფიქსირდა
23 ივლისიდან დღემდე თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და შრომის პირობების დარღვევის გამო 53 შეჩერდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კი 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ყველა შემოწმებულ ობიექტზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევები, მათ შორის 53 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და ამ ობიექტების მშენებლობა შეჩერდა, სხვა შემთხვევაში კი ობიექტებს 10- დღიანი ვადა მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. „ინსპექტირება 23 ივლისს დავიწყეთ და დღეის მდგომარეობით, ჯამში 120-მდე სამშენებლო ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დარღვევები აღმოჩენილია ყველაზე. მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობის გამო სამუშაოები შეუჩერდა 53 ობიექტს. გამოვლენილია სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები, მათ შორის არ ხდება სამშენებლო ობიექტებზე საფრთხის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების გატარება, შესაბამისი წესით არ ხდება კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება. დღეის მდგომარეობით 1 მილიონ 600 ათასზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. დანარჩენ ობიექტებს, რომლებიც შეჩერებული არ არის დარღვევის აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მიეცათ და მიმდინარეობს გადამოწმებები თუ როგორ ხდება დარღვევების აღმოფხვრა,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტების ნაწილის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ტენდენცია დადებითია და კომპანიების უმეტესობა ითვალისწინებს შენიშვნებს.
---
19.08.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqstatis-monacemebit-meore-kvartalshi-umushevroba-0-7-procentit-shemcirda/
საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში უმუშევრობა 0.7 პროცენტით შემცირდა
---
18.08.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/premieri-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebs-veteranebi-seqtembridan-erth-larad-sheidzenen/
პრემიერი: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან ერთ ლარად შეიძენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ. შესაბამისი განცხადება მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
17.08
კვირა.ჯი- http://kvira.ge/492349
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88601
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/qronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebs-veteranebi-seqtembridan-ert-larad-sheidzenen
---
18.08.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/khelisuphlebis-tsarmomadgenlebi-mtskhethashi-devnil-mosakhleobas-shekhvdnen/
ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთაში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის საკითხები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველზე მეტად აწუხებს და მათ მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, ისაუბრეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რამდენიმე თვის წინ, დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა. მიმდინარე წელს, ფრეზეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაღის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. წეროვანში სანიაღვრე არხების მოწყობა დაიწყო. მოასფალტდება შიდა გზების ნაწილი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება დასახლებაში არსებულ სპორტულ მოედანს. მიმდინარეობს არჩილ ტატუნაშვილის მემორიალისა და სკვერის მოწყობის საპროექტო სამუშაოები წილკნის დევნილთა დასახლებაში. ასევე, დაგეგმილია მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა წილკანში და ღია სცენის გადახურვა და კეთილმოწყობა წეროვანში. დევნილმა მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება, სანიაღვრე არხებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასახელა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს. „შევხვდით წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრები შედგა და ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დევნილ მოსახლეობას ცხოვრების ადეკვატური პირობები შევუქმნათ და განსახორციელებელი პროექტები მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მოვარგოთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაცია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით უკვე 9 სოფლის საჭიროებებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17.08
კვირა.ჯი- http://kvira.ge/492277
---
18.08.2019
ჯანდაცვის მინისტრი მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულ მხარეებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სექტორისგან მოისმინა ხედვები მათი ბიზნესისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხებზე. საუბარი შეეხო პროფესიული სასწავლებლების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების საქმეში, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სწავლების კურსდამთავრებულები. ეკატერინე ტიკარაძე იმ ბენეფიციარებსაც გაესაუბრა, ვინც, სწორედ ამ პროგრამის ხელშეწყობით დასაქმდა.
16.08
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88554
---
18.08.2019
"გთხოვთ მამის გადარჩენაში დამეხმაროთ " - ახალგაზრდა გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალგზრდა გოგონას მამის ოპერციისთვის 2800 ლარი აკლდება. მას ადამიაების იმედია აქვს და საზოგადოებას სთხოვს , რომ მამის გადარჩენაში დაეხმაროს. "მამაჩემს 59 წლის იური ბაძაღუას დაუდგინდა ღვიძლის ავთვისებიანი კიბო. მას ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა - ღვიძლის სხვა რეზექცია. ღვიძლის 1/3 -ის ამოკვეთა მოხდება. დრო გვაქვს ამ თვის ბოლომდე. ოპერაცია ჯდება 15 000 ლარი, 5561 ლარით დაგვიფინანსა საყოველთაო ჯანდაცვამ. დღეს კი მერიისგან მივიღეთ დაფინანსება რომელიც 3500 ლარს შეადგენს. მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ სულ მცირედი მრჩება იმისთვის რომ მამას ოპერაცია მალე გაუკეთდეს..." - ამბობს ნათია ბაძაღუა. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები, დანიშნულებაში მიუთითეთ იური ბაძაღუა. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი , იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
18.08.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/molaparakeba-shedga-phothshi-barvil-jorjias-gaphitsulma-thanamshromlebma-mushaoba-ganaakhles/
მოლაპარაკება შედგა – ფოთში “ბარვილ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს
ფოთში, შპს ,,ბარვილ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. როგორც, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია აცხადებს, კომპანიის გენერალურ დირექტორთან იოსებ გორგილაძესთან მოლაპარაკება შედგა და ,,ბარვილ ჯორჯიას“ თანმშრომელების მოთხოვნები დაკმაყოფილდა. “შპს ,,ბარვილ ჯორჯია“ გაყიდულია ,ახალი მფლობელი შპს ,,მელდოგია.“ ვიდრე ტერმინალზე განთავსებული კონტეინერების განულება არ მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ახალი მეპატრონე იქ ვერ შევა, შესაბამისად ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მოგვცა პირობა, რომ გაფიცული თანამშრომელების მოთხოვნები დაკმაყოფილდება და სწორედ ამ პირობით მათ მუშაობა განაახლეს. ასევე შევხვდი კომპანია “მელდოგის“ წარმომადგენლებს. მითხრეს , რომ ,,ბარვილ ჯორჯიაში“ ყველა დასაქმებულებს გაესაუბრებიან და აუცილებლად შესთავაზებენ თავიანთ კომპანიაში მუშაობას. თუმცა ამბობენ, რომ მათ განსხვავებული მუშაობის სტილი აქვთ,“- აღნიშნა ლავრენტი ალანიამ. შეგახსენებთ, რომ შპს ,,ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა, რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორებას ითხოვდნენ.
---
17.08.2019
მედიასაშუალება: http://frontnews.eu/news/ge/53946
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება
თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ. "ვიწყებთ ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას ჩვენი დევნილი ვეტერანებისთვის. ეს ბინები აშენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში წლის ბოლომდე 60 დევნილ ვეტერანს გადაეცემა ბინები, ხოლო მომავალ წელს, ჩვენი ვეტერანი სამხედროები 120 ბინით დაკმაყოფილდებიან", - განაცხადა პრემიერმა.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88603
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/560499-premieris-iniciativit-devnili-veteranebistvis-binatmsheneblobis-programa-icqeba
---
16.08.2019
მედიასაშუალება: http://newpress.ge/zestafonshi-avtobanis-msheneblobaze-dasaqmebuli-150-mde-musha-gaifica
ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა გაიფიცა
ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს, ასევე მათ სამუშაო პირობებს „არასათანადოდ“ მიიჩნევენ. მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის. "დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, სოლიდარობის გამო მათი რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობას გასაცნობად გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.
---
16.08.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23913
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’
მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზებზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მუშაობს. შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’ 56 წლის კაცი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინაშარიძეებში ცხოვრობდა. იგი ბაკურიანში კერძო კომპანიის მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან ამის გამო ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო სამსახური: „ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“. ცხედარი ახალციხის პროზექტურაში, 16 აგვისტოს დაახლოებით 11:00 საათზე შეიყვანეს. ადგილზე სიტუაციის შესასწავლად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებიც მუშაობენ. კითხვაზე, იყო თუ არა ობიექტზე, შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ აქამდე ეს შენობა შემოწმებული არ იყო: „გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოწმდება ობიექტები. რადგან უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იქნება. ინსპექტორები ჩავლენ და შეისწავლიან“, - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სალომე გოგინაშვილი. უწყებაში მშენებელი კომპანიის ვინაობას, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ: „ამის თქმის საშუალება ჯერ–ჯერობით არ გვაქვს. ინსპექტორები, რომ ჩავლენ უკვე ადგილზე, ყველა დეტალს, მათ შორის იმასაც, ვინ ახორციელებს ამ საქმიანობას, გეტყვით. შესაძლოა ქვეკონტრაქტორები იყვნენ“. მუშის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
---
16.08.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/387252/
სოციალური დახმარებები გვქონდა და მოგვიხსნეს – გუგუტიანთკარში მცხოვრებლები
სოციალური დახმარებები გვქონდა და მოგვიხსნეს – აცხადებენ გუგუტიანთკარში მცხოვრები ქალები. დღეს სოფელში 11 ქვეყნის დიპლომატი და ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან ჩასულები, სოფლის მცხოვრებლები პრობლემებზე – სოციალურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე ესაუბრნენ დიპლომატებს და ჟურნალისტებს. “სეტყვა იყო, მოგვცეს შესაწამლი ვაუჩერები. რად გვინდოდა ეგ ვაუჩერი, აღარ ასხია არაფერს და რა შევწამლოთ. მაგას სჯობდა საკვები ვაუჩერი მოეცათ. დილით რომ გავიღვიძებთ, ბავშვებს ხომ უნდა ვაჭამოთ”, – განაცხადა მარიამ გუგუტიშვილ-სიმონიშვილმა. გუგუტიანთკარში მცხოვრებმა რამდენიმე ქალმა თქვა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს, ამიტომ დახმარებას ვეღარ იღებენ. სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს ასევე უთხრეს იმის შესახებ, რომ სოფელში მცხოვრებ 12 ოჯახს არ აქვს დევნილის სტატუსი. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოვიდნენ გუგუტიანთკარში. მოქალაქემ მინისტრს ასევე უთხრა, რომ ისინი ამის გამო ხმის მიცემის უფლებითაც ვერ სარგებლობენ. ქეთევან ციხელაშვილმა მათ შესთავაზა, რომ ამ პირების სია მიაწოდონ ჯანდაცვის სამინისტროს. დღეს გუგუტიანთკარში დიპლომატებმა 11 ქვეყნიდან მოინახულეს გივი რაზმაძეის ოჯახიც. სწორედ ამ ოჯახს რუსი მესაზღვრეები საკუთარი ხელით ანგრევინებენ სახლს, რადგან მისი სახლის ტერიტორიაზე საოკუპაციო მავთულხლართებს აშენებენ.
---
ბეჭდვითი მედია
19.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვეტერანები მედიკამენტებს სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ. პრემიერის თქმით, პროგრამაში აქამდე ძირითადად პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები მონაწილეობდნენ. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები", - აღნიშნა პრემიერმა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
---
19.08.2019
მედიასაშუალება: ალია
"სასწრაფოს" ყოფილი უფროსი "ალიას" ჯანდაცვის კულუარებში მიმდინარე სკანდალურ ფაქტებს უმხელს!
შალვა ბრაჭული, თბილისის სასწრაფოს ყოფილი უფროსი, ათეულობით წელი მუშაობდა ჯანდაცვის ორგანიზაციებში, გინდ საქართველოში, გინდ საზღვარგარეთ. რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ გადაუწყდა იმედი, რომ თავისი პოფესიით იმუშავებდა თავისსავე ქვეყანაში და ემიგრანტებს შეუერთდა. ის დღეს აშშ-დან "ალიას" ჯანდაცვის შიდა სამზარეულოს სკანდალურ ამბებს უყვება. შალვა ბრაჭული: "2013 წელს თბილისის თბილისის სასწრაფოს დირექტორად დავინიშნე -თავად შემომთავაზეს, იმ პერიოდში ამერიკაში ვიყავი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ - ხუნდაძემ, მთხოვეს, მოდი პრობლემები გვაქვსო. მაშინ იცი რა პერიოდი იყო? მერია ნაცების იყო, უგულავა იყო მერი, მამუკა ქაცარავა - ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, მე ძველებიდანაც და ახლებიდანაც ყველას კარგად ვიცნობდი და ამ არეულ სიტუაციაში, ჩიხარაძეს კარვები რომ გაუშალეს, თუ გახსოვთ, სერგეენკო ახალდანიშნული იყო და წარმოიდგინეთ, პირველივე პერიოდში დანიშვნიდან, ქალაქი აუფეთქდა - სწორედ მაშინ მიხვდნენ, სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ სასწრაფოში გამოცდილი კადრი სჭირდებოდათ. დამხვდა დაშლილი სამსახური, არანაირი აღჭურვილობა, არა ტრანსპორტი, დემორალიზებული პერსონალი და აუარება გამოძახება. დამხვდა 80 ბრიგადა და გამოძახებაზე გადიოდა 40-50 ბრიგადა, დანარჩენი ტექნიკურად გაუმართავი იყო. პარალელურად ვმუშაობდი საყოველთაო ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფში, თუმცა, ჩვენს წინადადებებს არ ითვალისწინებდნენ. მაგ გზით არ უნდა წავსულიყავით საერთოდ, ეს იყო შეცდომა. შეიძლებოდა პირველი 2 წელი საყოველთაო ყოფილიყო ჯანდაცვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მოსახლეობის ყველა ფენა მოეცვა და შემდეგ უკვე, სწრაფად უნდა შეცვლილყო. შემოსავლების მიხედვით, კერძო დაზღვევა უნდა გაძლიერებულიყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველა დაწესებულებასთან გვქონოდა ურთიერთობა და გვცოდნოდა მათი შესაძლებლობები, რას და როგორ უზრუნველყოფდა, რომ პაციენტი კარგ ხელში დაგვეტოვებინა. მოუმზადებელი შეგვხვდა სისტემა საყოველთაო დაზღვევის გამოწვევებს. არ შემზადდა ნიადაგი - სწრაფად უნდა გაიხსნას, სწრაფად უნდა გაიხსნას - ამბობდნენ და როგორც ვნახეთ, მოუმზადებელი იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი". შალვა ბრაჭული: "პირველადი ჯანდაცვა ჩარჩა იმ პერიოდში, რომელშიც იყო 10 წლის წინ". შალვა ბრაჭული: "რატომ არის ამდენი გამოძახება? პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის ჯაჭვიდან ამოვარდნილი და ეს იწვევს ძირითად დაწოლას სასწრაფოზე და ჰოსპიტალის სექტორზე - ეს ზრდის სახელმწიფოს ხარჯებს, არადა მინიმალური დანახარჯით პირველად ჯანდაცვაში იღებს მეტ მოგებას და შედეგს". შალვა ბრაჭული: "ახალი მერი მოვიდა, ბატონი ნარმანია, მოიყვანა თავისი ხალხი და მითხრეს, რომ დამეწერა განცხადება და წავსულიყავი". შალვა ბრაჭული: "თბილისის სასწრაფომ ძალიან გაასწრო განვითარებით და პირობებით რეგიონალურ სასწრაფოს, ხელფასებითაც და აღწურვილობითაც. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა ჯანდაცვის სამინისტროდან - რას შვებით, ჩვენც მოგვთხოვენ ხელფასების მომატებასო. ამჟამინდელი თბილისის მერიის მაღალჩინოსანმა გვითხრა, რა ხელფასების მომატება სჭირდება მაგ ხალხსო, მიუხედავად ყველაფრისა მაინც გავიტანეთ ეს საკითხი და ხელფასები თითქმის გაორმაგდა. ეს მაღალჩინოსანი გელა ჩივიაშვილი იყო, მანვე მომთხოვა სამსახურის დატოვება". შალვა ბრაჭული:"ბევრი ყოფილა დაინტერესებული ჩემი წამოსვლით, სუს-ის იმდროინდელი ხელმძღვანელობის თამადობით. ალბათ ბევრი ინტერესიასასწრაფოში სხვანაირი, რომ მიუღებელი გავხდი".
---
19.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
„არ ვიცი რა ვიდეო წარადგინა ხაბეიშვილმა... თბილისის სასმელი წყალი ერთერთი ყველაზე უსაფრთხოა“, - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კატეგორიულად უარყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ზღვაში ფეკალიების დიდი მასა ჩაედინება და დედაქალაქი ეპიდემიის რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. „რეზონანსთან“ საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი უწყების მიერ თბილისში წყლის მოწამლვით გამოწვეული ეპიდემია არ დაფიქსირებულა და ამის საშიშროება არ არსებობს. 16 აგვისტოს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე. ლევან ხაბეიშვილმა კომისიის სხდომაზე ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, სადაც ჩანს, რომ მილით ზღვაში ფეკალიები ჩაედინება. „ამდენი ადამიანია, წავიდეთ და ვნახოთ, რომ ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში, პირდაპირ მილი ჩადის… თქვენ თუ არ გააკეთებთ ამას, მივიყვან მანქანას და იმ მილს, საიდანაც მოდის ეს, დავაყრი მიწას“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილი „სისულელეების“ ლაპარაკსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მილის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა იმ ადგილებში, საიდანაც დედაქალაქი წყლით მარაგდება, არაფერი არ ჩაედინება. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მილთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა იცის, რომ სასმელ წყალს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თბილისის მოსახლეობას შეუძლია, რომ იყოს მშვიდად: „მე არ ვიცი, რა ვიდეო წარადგინა ხაბეიშვილმა, საქმის კურსში არ ვარ. მე ვიცი, რომ თბილისის ზღვა ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საკვების უსაფრთხოების სამსახურსა და „თბილწყალკანალს“ ეხება და ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. „ჩვენ არავითარი მონაცემები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ზღვის წყალში, რომელსაც თბილისში სვამენ, იქ რაიმე ეპიდაფეთქება იყოს - ამის მონაცემები ჩვენთან არ შემოსულა. „მე შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ჩატარდა რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთერთი სექტემბერში იქნება წარდგენილი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, მათი მონაცემების თანახმად, თბილისის სასმელი წყალი ერთერთი ყველაზე უსაფრთხოა“, - ამბობს ის. გამყრელიძის თქმით, თბილისის ზღვაში საბანაოდ გამოსადეგი წყლის კონტროლი ეხება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, მაგრამ, როგორც მისთვისაა ცნობილი, თბილისის ზღვაში არანაირი წყლის დაბინძურების მიზეზით ბანაობა არ აუკრძალავთ: „რაც შეეხება თბილისის ზღვაში საბანაოდ გამოსადეგ წყალს, ამას ამოწმებს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მე როგორც ვიცი, თბილისის ზღვაში ბანაობა დაშვებულია - ჩვენ ამას არ ვსწავლობთ. ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იმ რაიონებში, რომელიც თბილისის ზღვის წყალს სასმელად მოიხმარს, იქ ჩვენ წყლის მიერ ეპიდაფეთქებები არ გვქონია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
---
19.08.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
საპენსიო ტერორი, ანუ "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს დასცინის!
---
17.08.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შეიჭრნენ
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრნენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში შეჭრილები მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემად მოითხოვენ. სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ ოთხი დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა დაიკავა, დანარჩენი ხუთი მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. 109-ე ბაღი არის ავარიული. როგორც თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული ბაღის შენობის ავარიულობის შესახებ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბავშვები გამოიყვანეს ამ ბაღიდან და გადაიყვანეს „დირსის“ კომპლექსში, ნაქირავებ ფართში.
---