მედიამონიტორინგი 17.09.2019
ტელევიზია
17.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
ავიამშენის თანამშრომლების პროტესტი. შეკრებილები კომპანიისაგან კუთვნილი ხეფასებისა და დანამატის დროულად გაცემას ითხოვენ. როგროც დასაქმებულები ამბობენ კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამინს 2 თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია. დასაქმებულები გაფიცვას მანამდე გეგმავენ ვიდრე ავიამშენი სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338654
---
17.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველ შედეგი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338462
---
17.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საქართველოში, კერძოდ ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით კაცი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა. მიმდინარე წელს ეს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. გასულ წელს 12 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და ერთი ლეტალურად დასრულდა. ყირიმ-კონგოს ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს. შემთხვევათა 10-40%-ში დაავადება სიკვდილით მთავრდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338450
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338312
---
17.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
გლობალური ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338550
---
17.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსრუველებს სააგენტო გადასცემს ვაუჩერს, რომლის მაქსიმალური ღირებულებაც არის 1000 ლარი, შშმპ-ებისთვის კი ამ ვაუჩერის მოცულობა 1500-ლარიანია, მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338268
---
17.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ინფექციურ საავადმყოფოში, ყირიმ-კონგოს ცხელებით, ასპინძაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცებტრის ინფორმაციით, მამაკაცი ასპინძაში დაავადდა, რის შემდეგაც ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხრდა. ყირიმ-კონგოს ცხელება ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში აქტიურდება. სწორედ ამ სეზონზე, წელს, დაავადდა 6 და გარდაიცვალა სამი ადამიანი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6338201
---
16.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
კიდევ ერთი შეწყვეტილი სიცოცხლე და კიდევ ერთი უბედური შემთხვევა, რომლსი მიზეზი სამშენებლო ობიექტზე დაუცველი უსაფრთხოების ნორმებია. ჭავჭავაძის 32 -ში დატრიალებული ტრაგედიიდან 24 საათზე მეტია გასული თუმცა გია ხარაულის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი რა მოხდა ადგილზე და როგორ აღმოჩნდა დიიდ გამოცდილების მქონე ხარაული მიწის მასის ქვეშ. მშენებლობაზე უბედური შემთხვევების რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება და ხელისუფლება ამ ფონზე არაფერს აკეთებს სასაკლაოდ ქცეულ სამშენებლო ობიექტებზე მდგომარეობის გამოსასწორებლად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337944
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337837
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337642
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337123
---
16.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
საქართველოს მთავრობას 16000 ავტომობილი ეკუთვნის, მათ შენახვაზე კი წელიწადში 128 მილიონი იხარჯება, - ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის ანგარიშში მოტანილი რიცხვები, რომელმაც სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და რომელიც 2017 წელს მოიცავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337965
---
16.09.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ქართველი ემიგრანტების გზა ლეგალური დასაქმებისკენ - „მთავარის“ რეპორტაჟი საბერძნეთიდან
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337851
---
16.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც აქციზის გადასახადის გავრცელებას ითვალისწინებს ხელით გასახვევ თამბაქოზეც, რასაც კარგახანია ითხოვს თამბაქოს ინდუსტრია, რამდენადაც სიგარეტის გაძვირებასთან ერთად მწეველთა ნაწილი სწორედ თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციების შერბილებას ე.წ ელექტრონული თამბაქოს მიმართ, რასაც ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ალიანსი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6337213
---
ინტერნეტი
17.09.2019
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/endiais-kvlevis-mikhedvit-gamokitkhulta-13-procenti-ambobs-rom-saqartveloshi-jandacvis-khariskhit-dzalian-kmayofilia/
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, 58 პროცენტი კი- ნაწილობრივ კმაყოფილი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
---
17.09.2019
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50%-ს ჰქონია შემთხვევა, როცა მას ან მის ოჯახის წევრს წამალი სჭირდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა შეძენის ფინანსური შესაძლებლობა
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 47% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების ფასს ასახელებს. კვლევის ნაწილში, სადაც საუბარი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზეა, კითხვაზე: „თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა“, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 47% წამლების საფასურს ასახელებს, 24% ყველაზე დიდ პრობლემად ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას აღიქვამს, ხოლო 14% - სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასურს. დანარჩენ გამოწვევებად სახელდება წამლების დაბალი ხარისხი (გამოკითხულთა 5%), ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში (3%), საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი (1%), საავადმყოფოების სიმცირე (1%), და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში (1%). გამოკითხული მოსახლეობის 4%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე: „საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ჯანდაცვის ხარისხით საქართველოში“, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია, 58% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 9% უკმაყოფილოა. 3%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ დასმულ კითხვას: „გასული წლის განმავლობაში, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა სამედიცინო მკურნალობა, იმიტომ, რომ არ გქონდათ ამის ფინანსური შესაძლებლობა“, გამოკითხულთა 54% დადებითად პასუხობს, 45% - უარყოფითად, 1%-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. რაც შეეხება კითხვას, „გასული წლის განმავლობაში, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს წამალი გჭირდებოდათ, მაგრამ არ გქონდათ შეძენის ფინანსური შესაძლებლობა“, გამოკითხულთა 50%-მა დადებით პასუხი გასცა, 49%-მა - უარყოფითი, ხოლო 1%-მა პასუხი არ იცის. დაწესებულებების მისაწვდომობასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 90% დადებითად პასუხობს კითხვაზე „თქვენი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის თუ არა რაიმე სამედიცინო დაწესებულება (კლინიკა, საავადმყოფო, ამბულატორია)“, 8%-ის პასუხი ამავე კითხვაზე უარყოფითია, ხოლო 1%-მა არ იცის. კითხვაზე „თუ დიახ, რამდენად ენდობით ან არ ენდობით, რომ ეს დაწესებულება გაგიწევთ საჭირო სამედიცინო მომსახურებას“, გამოკითხულთა (90%-დან, ვისი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის სამედიცინო დაწესებულება) 26% აცხადებს, რომ სრულიად ენდობა, 54% - ნაწილობრივ ენდობა, 9% ნაწილობრივ არ ენდობა, ხოლო 8% - საერთოდ არ ენდობა.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/endiais-kvlevis-tanakhmad-gamokitkhulta-48-procenti-yvelaze-mnishvnelovan-problemad-samushao-adgilebs-asakhelebs/
„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს. გამოკითხულთა 34 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემა სიღარიბეა, 29 პროცენტი ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლო 19 პროცენტი მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/564022-ndi-is-kvlevis-tanaxmad-gamokitxulta-umravlesobistvis-mtavar-erovnul-sakitxad-kvlav-samushao-adgilebi-rcheba
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564024-kvlevis-tanaxmad-gamokitxulta-61-dausakmebelia
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კვლევის თანახმად, კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ndi-mosakhleobis-61-thavs-dasaqmebulad-ar-thvlis/
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ndi-gamokithkhultha-22-atskhadebs-rom-mathi-janmrthelobis-mdgomareoba-khels-ushlith-mushaobashi/
NDI: გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლით მუშაობაში
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლით მუშაობაში. 19% პასუხობს, რომ სხვა მოვალეობები უშლით მათ ხელს მუშაობაში, 17% – პირადი კავშირების გარეშე ვერ პოულობს სამსახურს, 12% – სამუშაოს ვერ პოულობს ასაკის გამო, 9% – ვერ პოულობს სამუშაოს, რომელიც მათ უნარებსა და განათლებას შეესაბამება, 7% – არ უნდა მუშაობა, 5% – არ მაქვს საჭირო უნარები და განათლება, 2% – არ მაქვს მუშაობის ფინანსური საჭიროება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564041-tbilaviamshenis-dasakmebulebis-nacili-xelpasebis-charicxvis-motxovnit-akcias-martavs
„თბილავიამშენის“ დასაქმებულების ნაწილი ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავს
კომპანია „თბილავიამშენის“ დასაქმებულების ნაწილი ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ისინი „თბილავიამშენის“ დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გადადგომასაც მოითხოვენ. „ჩვენი მოთხოვნის შედეგად, როცა მენეჯერს ირაკლი გოგიბერიძეს დავურეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ ის ჩვენთან სასაუბროდ, როგორც იქნა, ჩამოვიდა. ამ ადამიანს არც ერთ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა- თუ როდის იქნებოდა ხელფასი. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გადადგომის მოთხოვნაც დავაყენოთ. უკვე დაახლოებით 10 დღეა, რაც დასაქმებულებს ხელფასები არ ერიცხებათ და მათ რაოდენობა დაახლოებით 100-ზე მეტია“,-განაცხადა პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიგა ბექაურმა. ამასთან, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიბერიძემ. იგი დასაქმებულებს ხელფასების ჩარიცხვას დაჰპირდა, თუმცა როდის მოხდება ეს ყველაფერი, მას არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, როცა კომპანიაში ფინანსები იქნებათ, დასაქმებულებს ხელფასები მაშინ ჩაერიცხებათ.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/nata-menabde-dghes-shesadzloa-jandacvis-msoflio-organizaciis-regionuli-direqtori-gakhdes/
ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი გახდეს
საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს. მენაბდესთან ერთად, რეგიონული დირექტორის არჩევნებში კიდევ ხუთი კანდიდატი მონაწილეობს – ავსტრიის, თურქეთის, სომხეთის, ბულგარეთისა და ბელგიის წარმომადგენლები. მენაბდეს ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ დროისთვის კი, ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესია კოპენჰაგენში მიმდინარეობს, რომლის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqartvelos-biznes-asociacia-shromis-kanonmdeblobashi-dagegmili-cvlilebebi-gamousworebel-uaryofit-gavlenas-iqoniebs/
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს
საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას. „წარმოდგენილი ცვლილებების არსებული ვერსია, რომელთა გაცნობის საშუალებაც ბიზნესს ჰქონდა, ბევრ კომპონენტში თავად ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებსა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი ერიდებიან მსგავსი ფორმით დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში შეჭრას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინტერვენცია ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს წინასწარი ეკონომიკური ანალიზისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ისევე როგორც მსგავსი ანალიზის არარსებობა ხელს უშლის ცვლილებების მოსალოდნელი, მძიმე შედეგების სრულად გააზრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაუშვან გაუაზრებელი და გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა შედეგები მძიმედ აისახება არა მხოლოდ ბიზნესისა და დასაქმებულების ფინანსურ და უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე” – აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
16.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563976-qirim-kongos-hemoragiuli-cxelebit-aspinzashi-mamakaci-gardaicvala
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით, ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ყირიმ-კონგოს ვირუსით გამოწვეული დაავადება ენდემურია და მსგავსი შემთხვევები ყოველ წელს გვხვდება. „ყირიმ-კონგოს ვირუსით გამოწვეული დაავადება საქართველოსთვის ენდემურია და ყოველ წელს გვხვდება. სამწუხაროდ, არის უმძიმესი დაავადება და ზოგ შემთხვევაში, მთავრდება ასეთი ლეტალური შედეგით. მსგავსი შემთხვევები წელსაც გვაქვს და გასულ წლებშიც გვქონდა. 2009 წიდან საქართველოს აქვს საშუალება დასვას ამ დაავადების დიაგნოზი“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 13 სექტემბერს გარდაიცვალა. ამასთან, მედიკოსების ცნობით, ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ 1-9 დღეში, ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/499013
პია.ჯი- https://pia.ge/post/281734-aspinzasi-yirim-kongos-diagnozit-axalgazrda-kaci-gardaicvala
---
16.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-udjdebat-ministrebsa-da-mat-moadgileebs-shvilebis-kerdzo-skolashi-swavla
რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა
მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული. საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო. ამ დეკლარაციაში მან 2018 წლის მონაცემები შეიტანა. პრემიერს შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 220 ევრო გადაუხდია, იგივე თანხა აქვს მას მითითებული წინა წლების მონაცემებშიც. ამავე დეკლარაციაში მითითებული თარიღების მიხედვით პრემიერის შვილი სკოლის მოსწავლეა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ კი, გასულ წელს სკოლის ასაკის სამი შვილის სწავლისთვის 7000 ევრო გადაიხადა. ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა. რომელ სკოლაში სწავლობენ მინისტრის მოადგილის შვილები, კახაბერ საბანაძის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის. 2000 გირვანქა-სტერლინგი შეიტანა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გასულ წელს შვილის, ნატა ხატიაშვილის ანგარიშზე. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს ასახავს. წინა წლის დეკლარაციის მიხედვით კი [2017 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდი] ცქიტიშვილმა შვილის ანგარიშზე თანხა სამჯერ შეიტანა. ამ შენატანმა ჯამში 59 000 დოლარი და 7407 გირვანქა-სტერლინგი შეადგინა. გარდა ამისა, მან დანახარჯებში ცალკე მიუთითა 8 316 ლარი, როგორც ნატა ხატიაშვილის სწავლის ღირებულების თანხა. მაია ცქიტიშვილის შვილი სავარაუდოდ სტუდენტია. 3 524 ევრო მიუთითა ორი შვილის სწავლის წლიურ საფასურად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში. მან დეკლარაციაში ჩაწერა ისიც, რომ შვილებს გერმანულ სკოლაში ასწავლის. განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გასულ წელს შვილის სწავლის საფასურის სახით 6 775 ლარი გადაიხადა. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 13 აგვისტოს შეავსო და ის 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამავე დეკლარაციაში წერია, რომ შვილის სწავლის საფასურის სახით 2200 აშშ დოლარი გადაიხა მისმა მეუღლემ ნინო დოლიძემაც. დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მინისტრის შვილი სასკოლო ასაკის, 16 წლისაა. გასულ წელს სასკოლო ასაკის ორი შვილის სწავლის საფასურის სახით 8000 ევრო გადაიხადა განათლების მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ. მას იგივე თანხა აქვს გადახდილი 2017 წელსაც. განათლების მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ირინე აბულაძემ კი შვილის სწავლის გადასახადის სახით, გასულ წელს, 9900 ლარი გადაიხადა. შვილების სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 400 ევრო გადაიხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კი, ორი შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 600 ლარი გადაუხდია. შვილების განათლებისთვის სოლიდურ თანხას ხარჯავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. მისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის აგვისტოშია შევსებული და 2017 წლის, ნაწილობრივ კი, 2018 წლის მონაცმებს მოიცავს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრმა სკოლის ასაკის უმცროსი შვილის სწავლის საფასურის სახით გადახდილ თანხად 22 000 ლარი, ხოლო მეორე სრულწლოვანი შვილის სწავლის გადახდილ საფასურად 16 150 ლარი მიუთითა. 4500 ლარი გადაუხდია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, აკაკი საღირაშვილს სასკოლო ასაკის შვილის სწავლის გადასახადის სახით, ხოლო ბაღის ასაკის შვილისთვის – 3600 ლარი. 24 483 ლარი აქვს გასულ წელს გადახდილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ალავიძეს. მისი ერთი შვილი სრულწლოვანია, ორი – არასრულწლოვანი. ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლის 10 მაისიდან მუშაობს. 20 520 ლარი გადაიხადა ორი შვილის სწავლის საფასურის დასაფარად ნინო ენუქიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
---
16.09.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/kakhethshi-dedam-akhalshobili-savaraudod-bavshvis-mamasthan-konphliqtis-gamo-miatova/
კახეთში დედამ ახალშობილი სავარაუდოდ, ბავშვის მამასთან კონფლიქტის გამო მიატოვა
კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალმა ახალშობილზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვზე უარის თქმის მიზეზი ახალშობილის მამასთან დაძაბული ურთიერთობა გახდა. “იმ შემთხვევაში, როდესაც ახალშობილზე უარის თქმა ხდება ხოლმე, ბევრ სხვა უწყებასთან ერთად ჩვენც დაუყოვნებლივ გვატყობინებენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შევხვდით დედას, რომელსაც ბავშვი არც კი უნახავს. ჩვენ ყველა სერვისი შევთავაზეთ, დახმარება სხვადასხვა სახის, შევთავაზეთ ასევე დედთა და ბავშვთა თავშესაფარში გადაყვანა თუმცა უშედეგოდ. გოგონამ გადაწყვეტილება არ შეცვალა”, – განუცხადა ,,აიპრესს,, კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფორისის მოადგილემ, დალი მოსიაშვილმა. ამ დროისთვის, ახალშობილი გადაუდებელ მიმღებ ოჯახში იმყოფება, სადაც სამი თვის განმავლობაში დარჩება. მოგვიანებით კი, მას გასაშვილებელის სტატუსი მიენიჭება და გასაშვილებელ ბავშვთა ცენტრალიზებულ რიგში მოხვდება.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/499024
---
16.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564004-salome-zurabishvili-jandacvis-msoplio-organizaciis-direktors-da-direktoris-moadgiles-shexvda
სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში საქართველოს წარმატებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის არჩევნების საკითხზე. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. ,,2013 წლიდან საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ ისტორიულ წარმატებას აღიარებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს სხვადასხვა სააგენტოები. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მაღალი საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრის ყურადღების ცენტრში",- აღნიშნა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მარიამ ჯაშმა. პარლამენტარ მარიამ ჯაშის განცხადებით, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის პოსტი დღეისათვის ვაკანტურია და უახლოეს საათებში გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მისი თქმით, ამ პოსტზე საქართველოდან წარდგენილ კანდიდატს ნატა მენაბდეს უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს გლობალური ჯანდაცვის სისტემებში და ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი პოზიციები გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატი წარმატებული იქნება. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დგას, როგორც საქართველო, ასევე ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებიც.
---
16.09.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=107146
საქართველოს პრეზიდენტი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო
უმაღლესი დონის ფორუმზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი 53 ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები და მინისტრები გლობალური ჯანდაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე მსჯელობენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა სესიის უშუალო მიმდინარეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის გლობალური პროცესის კოფასილიტაციის საკითხზე. შეხვედრისას განიხილეს ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის კანდიდატებს შორის საქართველოს კანდიდატი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ნატა მენაბდეც მონაწილეობს. „საქართველოს ძლიერი კანდიდატი ჰყავს ნატა მენაბდის სახით. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნად ითვლება ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადჰანონ ტედრუსი, ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი და დანიის სამეფოს პრინცესა მერი.
---
16.09.2019
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: სააგენტო მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან. სუროგაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფოს ვალია, ზედმიწევნით ზრუნავდეს გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციაზე. სახელმწიფო, ბავშვთა უფლებების გარდა, ასევე იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული მესამე პირების (სუროგატული დედის, დონორის) ინტერესებსაც. ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (და არა – იუსტიციის სახლი, როგორც ამას ზოგიერთი პირი აცხადებს) მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას. მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 13 სექტემბერის ჩათვლით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებული სუროგაციის გზით დაბადებული, 26 ბავშვის დაბადება დაარეგისტრირა. ეს რეგისტრაციები შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების მიერ თითოეულ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო სუროგაციის განხორციელების ზოგიერთი ელემენტარული, კანონმდებლობით დადგენილი წესები. უკვე დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დადგენილი იქნა გარდამავალი პერიოდი და „განაყოფიერებამდე დადებულ“ სუროგაციის ხელშეკრულებად ჩაითვალა განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ „იმპლანტაციამდე დადებული“ ხელშეკრულება. სამწუხაროა, რომ გამარტივებული წესების პირობებშიც კი, ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ,. ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს აცხადებს, შესაძლებელი გახადოს თავისი ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღება. სანაცვლოდ, კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ღიად ახორციელებენ თავიანთი უცხოელი კლიენტების შეცდომაში შეყვანის მცდელობას საკუთარი ხარვეზების გადასაფარად და დროის რესურსს თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ. ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების ეფექტიანად დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სუროგაციის გზით დაბადებული თითოეული ბავშვის რეგისტრაცია დროულად განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი კლინიკის მიერ სრულყოფილად იქნება მოწოდებული კანონმდებლობით დადგენილი საბუთები, რის შესახებაც ზემოხსენებულ კლინიკასა და მის ხელმძღვანელს არაერთხელ ზეპირად და წერილობით განემარტათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. – ნათქვამია განცხადებაში
---
16.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563954-dasakmebis-xelshecqobis-saxelmcipo-programebis-shesaxeb-sainpormacio-shexvedra-gaimarta
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სემინარის მიზანს, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების ცნობადობის ამაღლება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. სემინარს მედიის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, კოლეჯებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა სტუმრებს სააგენტოს პროგრამების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები დადებითად შეაფასა და ამ მიმართულებით სამუშაოების კიდევ უფრო გაფართოების სურვილი გამოთქვა. სემინარზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო პროცესის დროს არსებულ გამოწვევებზე, მომსახურების სტანდარტებსა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარსალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/256810
---
16.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/498788
პროფესიული მომზადების მსურველთა რეგისტრაცია, 20 სექტემბრამდე გრძელდება, სწავლა კი, 25 სექტემბერს დაიწყება
პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია, 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. “მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება. სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ”, – აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
16.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/498831
რას ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა?
პროგრამა ითვალისწინებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში (პროფესიათა ჩამონათვალი იხილეთ აქ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე, სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოთხოვნად პროფესიაში ერთ მოკლევადიან კურსზე (2-დან 4 თვემდე) სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (დაწესებულებათა ჩამონათვალი იხილეთ აქ). სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს. სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია. სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა, ერთ მოსარგებლეზე, განისაზღვრა თვეში 200 ლარით, ხოლო სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა – 3 თვეა. პროგრამით სარგებლობის უფლება პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge. სხვა თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება აქვთ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით: იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს; სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდან არ არის გასული ერთ წელზე მეტი; პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულ პირებს; პრობაციონერებს; როგორც სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს, ასევე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლის ასაკამდე მყოფ პირებს; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს; ქალებს; ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 2019 წლის 12 სექტემბრიდან 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მისამართები იხილეთ აქ). სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შენიშვნა: სამუშაოს მაძიებელი თავისუფლდება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან თუ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ან არის პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული და ჩართულია სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ან არის ქალი, რომელმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევა ვერ შეძლო ადრეული ქორწინების გამო. ინფორმაცია 2019 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებისა და მათი განმახორციელებელი პროფესიული სასწავლებლების შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
---
16.09.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/155756-saqstati-xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumi-377-laria
საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოსთვის 189.2 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 2 ლარით მეტია. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 268.1 ლარია, სამსულიანის კი 301.6. ივლისთან შედარებით, საქსტატმა ოთხსულიანი და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმიც გაზარდა, შესაბამისად, 3.6 და 4 ლარით. ამგვარად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 335.1 ლარია, ხოლო ხუთსულიანის 377 ლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს: "2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."
ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/oficialuri-saarsebo-minimumi-189-laramde-gaizarda/40439/
---
ბეჭდვითი მედია
17.09.2019
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევას ითხოვს
საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებაზე განხილვების დაწყება იგეგმება. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად, იზრდება მათზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ გაწეული ხარჯებიც. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საკითხი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე დააყენეს. "ძალიან ბევრ ტურისტს, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, დაზღვევა არ აქვს და ამის გამო ჩვენს სისტემას ექმნება პრობლემა. როგორც ჩვენ მივდივართ საზღვარგარეთ და გვჭირდება სამოგზაურო დაზღვევა, ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც მოთხოვნილი უნდა იყოს ლიმიტების ფარგლები, სადაც გინდა შეიძინე ეს დაზღვევა, მთავარია ლიმიტები იყოს ადეკვატური იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომელიც არის ამა თუ იმ ქვეყანაში. ასეთი სიტემა უნდა ჩამოყალიბდეს აქაც, რომ დაცული იყოს ის ადამიანი ვინც შემოდის და მეორეს მხრივ, ჩვენი სისტემა, რომელიც სასწრაფოდან კლინიკამდე საკმაოდ ხშირად "გადაგდებულია". ამ თემაზე იყო ახალ მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი და ვფიქრობ ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად დაიწყება. ამ დროისთვის არსებობს ნორმატიული აქტი, სადაც მსგავსი ჩანაწერი არსებობს, თუმცა ამ საკითხს არავინ აკონტროლებს საზღვარზე, ამიტომ აუცილებელია პრობლემის მოგვარება დაიწყოს", – განაცხადა ხეჩინაშვილმა.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ-კონგომ იმსხვერპლა
13 სექტემბერს ასპინძაში, ყირიმკონ გოს დაავადებით, 30 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ფერმერი იყო და, სავარაუდოდ, დაავადებაც საქონ ლისგან გადაედო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ `სამხრეთის კარიბჭე~ ავრცელებს. როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ყირიმ კონგოს სიმპტომების შემდეგ, კაცმა ჯერ ახალციხის `იმედის~ კლინი კას მიმართა, საიდანაც, სავარაუდო დიაგნოზით, თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. რამ დენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა. _ სინჯები ლაბორატორიაში გასაგზავნად ინფექციურ საავადმყოფოშივე აიღეს. ინფექცია სწრა ფად პროგრესირებადი იყო და მალე გარდაიცვალა. ფერმა ჰქონდა, საქონელი ჰყავდა და, სავარაუდოდ, დაავადება მისგან ყირიმკონგოს ტკიპის მეშვეობით გადაედო, რადგან სწორედ საქონელია ამ დაავადების მატარებელი, _ უთხრა `სამხრეთის კარიბჭეს~ ასპინძის ჯან დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია პაპაშვილმა. არსებობს თუ არა საშიშროება, რომ დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ? პაპაშვილის თქმით, შესაძლებელია. ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ. _ ჩვენ აღრიცხვაზე ავიყვანეთ ყველა ეს პიროვნება და ვაწარმოებთ ორკვირიან ზედამხედველობას. გაფრთხილებული გვყავს, რომ თუკი ყირიმკონგოსთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი ექნე ბათ, დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართონ და დავიწყოთ დროული მკურნალობა~ _ თქვა მზია პაპაშვილმა.
---