მედიამონიტორინგი 16.10.2019
ტელევიზია
16.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ხაშურში მშობიარე ქალის და ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401074
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401235
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401221
---
16.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი თეთრიწყაროში
---
15.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთშია. ეკატერინე ტიკარაძე თავის ჩეხს კოლეგას შეხვდა. ჩეხეთში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მართვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მინისტრს, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების, მკურნალობის მიმართულებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399880
---
15.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დაიღუპა ახალშობილიც. 40 წლის ინგა ტაგიშვილის ოჯახი ტრაგედიაში საავადმყოფოს მედ-პერსონალს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ექიმების მხრიდან უყურადღებობის მიზეზი ოჯახის სოციალური მდგომარეობა გახდა. ფაქტს სწავლოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400836
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400632
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400785
ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400676
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400808
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400535
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400256
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400064
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399543
---
15.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დევნილთა სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტი გრძელდება. აქციის 29-ე დღეს დევნილთა გაერთიანების თავმჯდომარე ლელა გულედანი იმყოფებოდა. პროტესტის მონაწილეებს მან საქმეების გამოთხოვა შესთავაზა, მისი თქმით საქმეების გაცნობის შემდეგ სასამართლო დავას დაიწყებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400748
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400353
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399722
---
15.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საკეისრო კვეთების დასაშვებ ნორმაზე მაღალი მაჩვენებლი თბილისში დაიხურა 5 კლინიკა და დაჯარიმდა 17.ეს 2019 წლის მონაცემია, ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარიადან იწყება და 60 000 ლარს აღწევს. ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციები 2016 წლიდან შეცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400816
---
15.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათია" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სასამართლოშ უჩივის. რეგულირების სააგენტო მარიამ ჯიშკარიანს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობას ედავება და არასამთავრობო ორგანიზაციის 5 000 ლარით დაჯარიმებას მოითხოვა. დღეს სასამართლო პროცეზე მოპასუხე მხარეს მოუსმენენ. მათი თქმით, ბრალდება აბსურდულია. ადვოკატები განმარტავენ, რომ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ბევრ შეუსაბამობას შეიცავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399848
მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399304
---
15.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
თავისუფალი საქართველო იაფი მედიკამენტების პროგრამას, საპილოტე რეჟიმში ანხორციელებს, რაც მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის საცალო მიწოდებას გულისხმობს. ხვალ კი იწურება ვადა, რომლის მიხედვითაც პარტიამ "ჯანდაცვის სამინისტროსგან" უნდა მიიღოს პასუხი ექნებათ თუ არა მათ უფლება ქვეყანაში მედიკამენტები ალტერნატიული გზებით შემოიტანონ და მისი რეალიზება მოახდინონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399846
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399536
---
15.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 18:00
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია, აბორტს სიკვდილით დასჯას ადარებს და ფიქრობს, რომ მსგავსი კანონმდებლობა ცინიზმია, რადგან სახელმწიფო მშობლებს შვლების დახოცვის უფლებას აძლევს. ერქვანიას განცხადებით, საქართველო დემოგრაფიული პრობლენის წინაშე დგას და მსგავსი მიდგიმებით სახელმწიფო ვერ გავნითარდბა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400488
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400275
---
15.10.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
2019 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 38.22%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 217 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 157 შემთხვევა იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399387
---
15.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ნიშნავს თუ არა მშრომელთა უფლებების დაცვა ქართულად უმუშევრობას? შრომის კოდექსში შემუშავებულ ცვლილებებზე ჯერ კიდევ პარლამენტში წარდგენამდე კანონმდებლები და შესაბამისად ხელისუფლებაც ბიზნესმა გააფრთხილა, რომ ძალიან დაცული უფლებები ბიზნესზე ზეწოლად და ხარჯების გაზრდათ აღიქმება. ხარჯების შესამცირებლად კი კერძო სექტორი სავარაუდოდ სამუშაო ადგილებს შეამცირებს. პროექტი ჯერ პარლამენტში არ არის რეგისტრირებული და ბიზნესმა დაცვის სისტემები უკვე აამოქმედა. არგუმენტად სახელდება კიდევ ერთი დეტალი. ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400884
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400714
I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399993
---
15.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
შშმ პირთაგან, განსაკუთრებით უსინათლოების პრობლემები. დღეს ქვეყანაში კვლავ გადაუჭრელ და მწვავე პრობლემად რჩება. ეს საკითხი დღეს განსაკუთრებულად აქტუალური იყო. მსოფლიო თეთრი ხელჯოხის დღეს აღნიშნავს. ბევრ სახელმწიფოში უკვე მუშაობენ თუ როგორ დაეხმარონ მსგავსი პრობლემების მქონე პირებს დამატებით. ჩვენგან კი დღის წესრიგში მინიმუმის გადაჭრაზეც არ ფიქრობენ. თეთრი ხელჯოხების საერთაშორისო დღეს პრობლემაზე სასაუბროდ საჯარო შეხვედრა სახალხო დამცველმა გამართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400915
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6400790
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399852
---
ინტერნეტი
16.10.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/paata-imnadze-saqartveloshi-gripis-virusis-gavrcelebis-gansakutrebuli-nishnebi-ar-aris-da-arc-samomavlod-velodebit/
პაატა იმნაძე - საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული ნიშნები არ არის და არც სამომავლოდ ველოდებით
საქართველოში გრიპის ვირუსის რამე განსაკუთრებული ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს და სამომავლოდაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ საშიშროებებს არ ველოდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში საქართველოში ორი სახის: ადენო და რინო ვირუსები დომინირებს, თუმცა გასული წლის მონაცემებს არ აღემატება, ამ მხრივ, საშემოდგომო პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ვითარებაა და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. იმნაძის თქმით, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ და მის მითითებებს დაექვემდებარონ. ამასთან, ტიპური ვირუსებისთვის დამახასიათებელია გაციება, ასევე ტემპერატურის მომატება, რომელიც კონტროლირებადია.
---
16.10.2019
25 წელი ქოხში - „შვილზე ვიფიქრე, მომიკვდება-მეთქი და ჩემს დას გავატანე“
მარინე აღნიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობს. ორ ათეულ წელზე მეტია, სახლი, რომელიც სამსულიან ოჯახს ეკუთვნოდა, დაინგრა. ღია ცის ქვეშ დარჩენილებმა ერთადერთ ვენახს მიაკითხეს და დიდი გაჭირვებით, ქოხი ჩადგეს. „სახლი რომ დაინგრა, წასასვლელი არსად გვქონდა. ჩემმა მეუღლემ ვენახში ქოხი ჩადგა და შევსახლდით. მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა“ - ამბობს პრაიმტაიმთან მარინე აღნიაშვილი. ქოხში შეხიზნულმა ოჯახმა დახმარება ბევრჯერ ითხოვა, მაგრამ ადამიანური თავშესაფარი, აღნიაშვილებს არავინ გამოუძებნა. მარინე აღნიაშვილი: „გაჭირვებით ვცხოვრობდით. ვის არ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ გულთან არავინ მიიტანა. ქოხში ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ, თუმცა, რამდენადაც არ უნდა გიკვირდეთ, ცხოვრება აქ გავიდა“. გაუსაძლისი ყოფისა და პირობების გამო, მარინე აღნიაშვილს, შვილთან დაშორება მოუწია. ბავშვი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების იყო, სარჩენად და გასაზრდელად, მეზობელ სოფელში, საკუთარ დას გაატანა. მარინე აღნიაშვილი: „ბოლო პერიოდია, რაც დენი მეღირსა. სანთლის შუქზე ვცხოვრობდით, საჭმელს შეშაზე ვაკეთებდით. ჩემი შვილი ჯანმრთელი არ არის და ასეთ პირობებში მისი ყოფნა არ შეიძლება. არც საჭმელი მქონდა გამოსაკვებად. ვიფიქრე, მომიკვდება-მეთქი და ჩემს დას გავატანე. ეს დარდი ცალკე მაწევს გულზე“. რთულ პირობებში ცხოვრებამ და მძიმე შრომამ, მარინეს მეუღლე, გოგი აღნიაშვილი, დააინვალიდა. მან რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რის გამოც ფიზიკური შრომა ვეღარ შეძლო, ამიტომ მისთვის წამლის საყიდელი ფულის შოვნაც, მარინეს უწევდა. მარინე აღნიაშვილი: „ვალებით მომქონდა მისთვის წამლები და ძლივს ვისტუმრებდი. სასწრაფო დახმარების პერსონალი უკვე გვეჩხუბებოდა, ნუღა გვიძახებთო. 10 თვის წინ, ფილტვების ანთება დაემართა. 70 ლარის ანტიბიოტიკი სჭირდებოდა, მაგრამ მერიამ დახმარებაზე უარი გვითხრა. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა“. მარინე აღნიაშვილმა, გარდაცვლილი მეუღლე, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან, ნათესავის დახმარებით გადაასვენა და მეზობლების შემწეობით დაკრძალა, რადგან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მოთხოვნილ სარიტუალო ხარჯზე, კვლავ უარი უთხრა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სიციალური სამსახურის უფროსი, მაია ავაზაშვილი, ადასტურებს, რომ მარინე აღნიაშვილმა, მერიისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო. „ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორ გაგვეპარა ეს შემთხვევა, არ ვიცი. ასეთი ადამიანების დახმარება, ჩვენი პრიორიტეტია. ვერაფრით ვერ ვხსნი,შესაბამისი ხარჯი, რატომ არ გამოეყო. ალბათ გამოგვეპარა, თორემ ამას შეგნებულად არავინ გააკეთებდა“ - განაცხადა ავაზაშვილმა. მარინე აღნიაშვილი ვენახში, ხისა და ცემენტის სარებით აშენებულ ქოხში, ახლა მარტოა, მეზობლებისა და კეთილი ადამიანების იმედად, რომლებიც მას, სარჩოს საშოვნელად, დღიურ სამუშაოს აძლევენ. ქალბატონს არც სოციალური დახმარება აქვს, მხოლოდ ასაკობრივ პენსიას იღებს და ნახევარს, ბანკიდან წინსწრებით გამოტანილ კრედიტს ახმარს. ყოველდღიურად გამომუშავებული თანხით, კი მაღაზიებში დაგროვილ ვალებსაც ისტუმრებს და ცოტა საკვებს ყიდულობს. ხის ქოხში წყალი ჩადის. მარინე ოცნებობს - იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და მის საცხოვრებელს სახურავი მაინც დააფაროს.
---
16.10.2019
დაჭრილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - მოზარდს სასწრაფოდ სისხლის დონორი ესაჭიროება
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წუხელ, გლდანში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილის ახლობლის ინფორმაციით, ის კლასელებთან და ერთ-ერთის მშობელთან ერთად „ხინკლის სახლში“ იმყოფებოდა, სადაც მათთვის უცნობ ადამიანსა და მშობელს შორის შელაპარაკება მოხდა. როცა მოზარდები გარეთ გამოვიდნენ, უცნობი შუა ხნის მამაკაცი თავს ცივი იარაღით სახლში მიმავალ გიორგის დაესხა. დაჭრილი კლინიკა „მედისონშია“ გადაყვანილი. მას სასწრაფოდ სისხლის დონორი სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენი ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა კუჭის არეში, პანკრეასსა და კუჭქვეშა ჯირკვალს შორის აქვს მიყენებული. „პრაიმტაიმი“კლინიკა „მედისონთან“ დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში არასამუშაო საათებში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია. შსს-ში განაცხადეს, რომ 15 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ძიება 19 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაწყებულია.
---
16.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568293-sakartveloshi-psikikuri-da-kceviti-ashlilobis-mkone-80-000-mde-adamiania
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ცენტრის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ბოლოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, რეგისტრირებული იყო ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76 508 შემთხვევა, სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით კი აღრიცხულია 4 859 ადამიანი.
---
15.10.2019
ხაშურში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი აცხადებს, რომ ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეიქმნება კომისია და სასამართლოს ბრძანების შესაბამისად ადგილზე დაიწყება საქმის შესწავლა. ნინო ხუციშვილის განმარტებით, სასამართლოში შუამდგომლობა უკვე გაგზავნილია. კითხვაზე – გამოითხოვა თუ არა სააგენტომ პაციენტის სამედიცინო ისტორია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ინფორმაცია მიღებული აქვთ. ნინო ხუციშვილი განმარატავს, რომ საკითხის შესწავლამდე რაიმე დარღვევაზე საუბარი ნაადრევია. „მოგეხსენებათ, შემთხვევა დღეს მოხდა. შესაბამისად, მყისიერად დავიწყეთ საკითხის შესწავლისთვის საჭირო პროცედურები, კომისია შეიქმნება და სასამართლოს ბრძანების შესაბამისად, შემდეგ უკვე დავიწყებთ ადგილზე შესწავლას. თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის დარღვევა, რასაკვირველია ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამ ეტაპზე ახვა რაიმე ინფორმაციის თქმა შეუძლებელია“,- ამბობს ნინო ხუციშვილი. რაც შეეხება იმას, თუ რა დრო დასჭირდება საქმის შესწავლას, ნინო ხუციშვილის განცხადებით, ეს სამედიცინო დოკუმენტაციის მოცულობაზეა დამოკიდებული. „გააჩნია, რა მოცულობის არის სამედიცინო დოკუმენტაცია, რა დარგის, რომელი სპეციალისტების ჩართულობა დაგვჭირდება. ამაზეა შესწავლის ხანგძლივობა დამოკიდებული“, – განაცხადა ნინო ხუციშვილმა. ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ. ქალი კლინიკაში გუშინ, საღამოს ათ საათზე შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს უკვე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
---
15.10.2019
ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, მშობიარისა და ჩვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა იყო
შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს.მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი დაღუპვის მიზეზი მედპერსონალის მხრიდან „მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა იყო“. კახა ხელაძის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს როგორც კლინიკის შიდა სამსახურის მხრიდან, ისე სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდან, თუმცა საბოლოო დასკვნამდე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც აღნიშულ პროცესში მონაწილეობდა, სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუწყდება. როგორც მან აღნიშნა, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება. „ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. გარდა ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახურისა, ამ ფაქტს სწავლობს სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და დაველოდებით მათ საბოლოო დასკვნებსაც, თუმცა დასკვნებამდე უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდეთ. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა. ცნობისთვის, ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. აღნიშნული ორსულობა ახალგაზრდა ქალისთვის მეხუთე იყო.
---
15.10.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/xashurshi-mshobiare-da-chvili-savaraudod-medpersonalis-gadacdomis-gamo-gardaicvalnen
ხაშურში მშობიარე და ჩვილი, სავარაუდოდ, მედპერსონალის გადაცდომის გამო გარდაიცვალნენ
ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზების განმარტებისას, შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა კახა ხელაძემ განაცხადა, რომ მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა გამოიკვეთა. მისი თქმით, მედპერსონალმა რისკების შეფასების დროს გადაწყვეტილების მიღება იჩქარა: „ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა, ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა“, - განაცხადა შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა კახა ხელაძემ „ინტერპრესნიუსთან“. მისი განმარტებით, ფაქტს შიდა მოკვლევის სამსახურის გარდა სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც სწავლობს. მომხდარზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე პერსონალს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. ხაშურის სამშობიარო სახლში 40 წლის მშობიარე და ახალშობილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილისთვის ეს მეხუთე ორსულობა იყო.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91392
---
15.10.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/507859
“ევექსის” კლინიკაში დაღუპული 40 წლის ინგა კაკიაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ ერთი თვეა რაც შეუჩერდა”
ხაშურში, “ევექსის” კლინიკაში დაღუპული 40 წლის ინგა კაკიაშვილის ოჯახის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს და ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ინფორმაციის გასარკვევად “რეგიონული კვირა” სოციალური მომსახურების ხაშურის რაიონული განყოფილების უფროსს ესაუბრა. მისი თქმით, გარდაცვლილი ინგა კაკიაშვილის ოჯახის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნულ ოჯახს სოციალური დახმარება ერთი თვეა რაც შეუჩერდა. “ამ ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ ერთი თვეა რაც შეუჩერდა. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, ბენეფიციარის შემოწმება 4 წელიწადში ერთხელ ხდება. აღნიშნული ოჯახის შემოწმება სექტემბრის თვეში მოხდა , შესაბამისად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ სოციალური დახმარება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ, არ შეეფერება სიმართლეს. დაახლოებით სამ-ოთხ დღეში ოჯახს მიუვა პასუხი და იმ ერთი თვის სოციალური დახმარების თანხაც აუნაზღაურდებათ”- განაცხადა სოციალური მომსახურების ხაშურის რაიონული განყოფილების უფროსმა, გოჩა ბარბაქაძემ. 40 წლის ინგა კაკიაშვილი დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში გარდაიცვალა. ქალი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ საქმის მოკვლევა 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ.
---
15.10.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/286892-jandacvis-ministri-evropasi-mcxovreb-qartvel-eqimebs-sexvda
ჯანდაცვის მინისტრი ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პრაღაში, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა მიიღეს. შეხვედრაზე ახალი პროექტების შემუშავებაზე და საქართველოში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხებზე ისაუბრეს. ექიმებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტები გაუზიარეს, სტუდენტებმა კი თავიანთი ხედვები და ნამუშევრები წარმოადგინეს. ეკატერინე ტიკარაძემ ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს სიტყვით მიმართა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თავადაც საზღვარგარეთ გაატარა და კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ქართული დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მომავალ წელს ამსტერდამში გაიმართება.
---
15.10.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/286907-jandacvis-ministri-cex-kolegas-sexvda
ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, ჩეხურმა მხარემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სისტემის მართვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტრო წლებია აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. ასევე დაწყებულია ბავშვთა პალიატიური დაწესებულების მშენებლობა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყება.
---
15.10.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tavisufali-saqartvelos-iafi-medikamentebis-darigebas-ganagrdzobs/63163
„თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას აგრძელებს. როგორც „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პროგრამა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს. დაინტერესებული პირები წამლებს, ქართულ აფთიაქებთან შედარებით, 1/3 ფასში მიიღებენ. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პროგრამის ფარგლებში პრეპარატი „პრესტანსი“ გოდერძიშვილების ოჯახს პირადად გადასცა. მოქალაქემ მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში 12.58 ლარად შეიძინა. „თავისუფალი საქართველო” ამჟამად იაფი მედიკამენტების პროგრამას საპილოტე რეჟიმში ახორციელებს, რაც ერთეული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების საცალო, სადემონსტრაციო მიწოდებას გულისხმობს. ამასთან, 16 ოქტომბერს იწურება ვადა განცხადებაზე, რომლითაც პარტიას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის და რეალიზაციის ნებართვა აქვს მოთხოვნილი. შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსურველს მოამარაგებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
---
15.10.2019
სასამართლოში „ემპათიასა“ და „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ შორის დავასთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცენტრ „ემპათიასა“ და სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ შორის დავასთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, „ემპათია“ კატეგორიულად არ ეთანხმება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზირების პირობების დარღვევისთვის მათი დაჯარიმების მოთხოვნას, ვინაიდან სტაციონარული სერვისის ლიცენზია ცენტრ „ემპათიას“ არასოდეს ჰქონია. „ცხადია, სააგენტოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. ცენტრ „ემპათიას“ არ დაურღვევია ლიცენზირების პირობები, შესაბამისად, ჩვენ ადმინისტრაციული წესით საჩივარი შევიტანეთ რეგულირების სააგენტოსა და ჯანდაცვის მინისტრის სახელზე (02/09/2019), თუმცა, დღემდე პასუხი არ მიგვიღია. აღნიშნულ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ცენტრი „ემპათიასადმი“ მოტივირებულ დევნა - შევიწროებას, ვინაიდან, რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დანაყოფად გამოყენების მოტივაცია, ვფიქრობთ, სხვაგან უნდა გადაწყვეტილიყო. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები. ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი). ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათიას“ მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში ცენტრი „ემპათიას“ ინტერესებს დაიცავს ჩვენი იურისტები და არასამათავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI.)“, - აღნიშნულია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:10 საათზე, 36-ე დარბაზში გაიმართება.
---
15.10.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumi-378-lari-da-50-tetria---saqstati/41881/
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 378 ლარი და 50 თეთრია - საქსტატი
დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებლები განაახლა. ახალი კალკულაციის მიხედვით, სექტემბერში ცხოვრების ღირებულება წინა თვესთან შედარებით გაიზარდა. ახალი დათვლით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ახლა 378 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით მეტია. ეს ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 39.4 ლარით მეტია. რაც შეეხება საბაზო საარსებო მინიმუმს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი სექტემბერში 0.7 ლარით 189.9 ლარამდე გაიზარდა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 269.2 ლარი, სამსულიანის 302.8 ლარი, ოთხსულიანის 336.5 ლარი, ხუთსულიანის 378.8 ლარს შეადგენს. ოფიციალური მეთოდოლოგიის თანახმად, ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ოჯახმა 30 დღის განმავლობაში ყველა ძირითადი ხარჯი გაისტუმროს და ამასთანავე, თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მიიღოს ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) ლობიო - თვეში 600 გრამი; ბრინჯი - თვეში 300 გრამი; მაკარონი - თვეში 450 გრამი; ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; ძეხვი - თვეში 300 გრამი; კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; მაწონი - თვეში 750 გრამი სრული რაციონი იხილეთ ბმულზე. საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა. რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”? დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს. 2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან? სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები. საარსებო მინიმუმის დათვლის საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია, 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%. რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან, ასევე, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც.
---
15.10.2019
გიორგი აბაშიშვილი - „შრომის კოდექსში“ ცვლილებები გაზრდის უმუშევრობას, არაფორმალურ დასაქმებას, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს და იქნება თავის მოტყუება
„შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ერთი მხრივ, მივიღებთ უმუშევრობის ახალ ტალღას და მეორე მხრივ, შესაძლოა, მივიღოთ არაფორმალური დასაქმება, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი გაიზარდოს ანუ მოვიტყუოთ თავი, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სამუშაო დროს მკაცრად უსაზღვრავს. როგორც აბაშიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მომზადებული ცვლილებები ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე ადამიანებს დასაქმებას აუკრძალავს, რაც არ შეიძლება მხარდაჭერილი იყოს. „ამ ცვლილებების თანახმად, ფაქტობრივად, ადამიანს ეკრძალება ჰქონდეს მეორე სამსახური, მაშინაც კი, როცა ანაზღაურება არასაკმარისია. ბოლო წლების განმავლობაში ყველა კვლევის თანახმად, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის #1 პრობლემა დღეს არის დასაქმება. პრაქტიკულად, ეს ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანებს ვუკრძალავთ დასაქმებას და ამ ყველაფერს ვაბრალებთ ევრორეგულაციებს, რაც ასევე ძალიან დიდი ტყუილია. ასეთი ტიპის გადაბრალებები ნეგატიურ ფონს აჩენს მოსახლეობაში ამავე ევროინსტიტუტების მიმართ, რაც ასე არაა. მგონია, რომ აუცილებელია ოფიციალური პირების მხრიდან დროულად იქნას განმარტებული, რას ემსახურება ცვლილებები ან სასწრაფოდ იქნას დავიწყებული ამ საკითხზე მუშაობა,“ - განაცხადა აბაშიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში დღეს არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნო სფეროს გარდა, 36 % -ზე მეტია, „ეს ცვლილებები კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადავდგამთ არაფორმალური დასაქმებისკენ და მოუწესრიგებელი სიტუაციისკენ, ჩრდილოვანი ეკონომიკისკენ“. „ასეთი ცვლილებები დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება და თუ ეს მოხდება 1. გაზრდის უმუშევრობას. 2. უფრო მეტად დაამძიმებს სოციალურ ფონს და უფრო მეტად გაურთულებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეებს და 3. ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად გადაიყვანს ჩრდილში. ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩებიან,“ - აღნიშნა აბაშიშვილმა. შეგახსენებთ, რომ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას უკრძალავს, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს „შრომის კოდექსის“ მეხუთე თავში არსებულ დათქმას. თავად „შრომის კოდექსის“ მეხუთე თავში კი წერია, რომ - „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს“, ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. „შრომის კოდექსის“ მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”
---
15.10.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/levan-vefxvadze-shromis-kodeqsshi-dagegmili-cvlilebebi--qveynis-specifikas-ar-itvaliswinebs/41908/
ლევან ვეფხვაძე: შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ქვეყნის სპეციფიკას არ ითვალისწინებს
დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებულია, არ ითვალისწინებს ქვეყნის სპეციფიკას და არ იძლევა ლავირების საშუალებას. „ჩვენთვის ამოსავალია რამდენიმე პრინციპი. პირველი პრინციპი არის ის, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა. შესაბამისად, ბალანსის დარღვევისას შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში, სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ა.შ. მეორე - ბალანსი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ საერთაშორისო გამოცდილებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად ჩვენს ინტეგრაციას და ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამასთანავე, აქ გასათვალისწინებელია ევროკავშირის დირექტივა, რომელთანაც მიერთების ვალდებულება ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებსა და დათქმებს. საქმე ისაა, რომ ქვეყნები თავისი ეკონომიკური დონისა ან სპეციფიკიდან გამომდინარე ითვალისწინებენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს. სწორედ ამის მიხედვით ითხოვენ ისინი ამ გამონაკლისებსა და დათქმებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ის ასევე მიიჩნევს, რომ მთავარია, განისაზღვროს, სად ვართ, როგორ უნდა განვვითარდეთ და ამის მიხედვით მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის დონე, განვითარების დონე, სპეციფიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
---
ბეჭდვითი მედია
16.10.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
"ჩვენ ველოდებით ქართული მხარის ოფიციალურ მოწვევას" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისში არსებულ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რუსული მხარე ისევ არ ცხრება. მორიგი ტალღა ახლა უკვე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წამოვიდა. მათ ოფიციალური განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ მზად არიან ლაბორატორიის შიდა საქმიანობას გაცნონ და ამისთვის ქართული მხარისგან ოფიციალურ მიწვევას ელიან, რაც აქამდე არ მიუღიათ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა პორტალმა „მირმოლმა" გაავრცელა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრობლემის მოგვარება კონსულტაციის მექანიზმით მოხდება, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის კონვენცია ითვალისწინებს. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გამოვიყენებთ სხვა შესაძლებლობებს, პირდაპირ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს," - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ლაბორატორია ყველასთვის ღიაა. „ლუგარის ლაბორატორიაში შარშან ძალიან დიდი მიღება მოეწყო. არა მარტო რუსეთი, არამედ მოწვეული იყო ყველა მსურველი ქვეყანა. ჩამოვიდა 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დიპლომატი. ასე რომ, ჩვენ ღია ვართ, ჩვენთვის სულერთია ვინ იქნება, „ჩვენთან რუსი მეცნიერებიც მუშაობდნენ, ამერიკელებიც, გერმანელებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, თურქებიც, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანაც, ეგვიპტიდან, ერაყიდან იყვნენ. ასე რომ, ჩვენთვის სულერთია ვინ მოვა, ჩვენი ლაბორატორია ყველასთვის ღიაა, ყველასთვის, ვინც კი მოინდომებს დარწმუნდეს, რომ ჩვენ იქ ყველაფერს ყველა საერთაშორისო წესის და კანონის დაცვით ვაკეთებთ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს პაატა იმნაძე არ პასუხობს. ქვეყანაში ხომ გარკვეული წესები არსებობს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე ხომ არ ვუპასუხებ, უნდა უპასუხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ", - აცხადებს იმნაძე. რუსული მხარე ლუგარის ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, საშიში ვირუსების გავრცელებაში, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენებაში ადანაშაულებს.
---
16.10.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
"მკვდარს გაუკეთეს საკეისრო და მკვდარს ამოუღეს ნაყოფი მუცლიდან" - ტრაგედიის ახალი დეტალები
ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა. „სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა. გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი ფაქტები ამ ჰოსპიტალში ხშირად ხდება. ერთ-ერთი ნათესავი ჰყვება, რომ კლინიკის დაცვა მშობიარემდე მისვლაში ახლობლებს ხელს უშლიდა. „დაცვის წევრს რომ ვეუბნებოდი, შემიშვით-მეთქი, შიგნით არ მიშვებდა. ამ სიტყვებით მისტუმრებდა „ჯერ გათბობის სეზონი არ მოსულა, კარები გაგიღო, შიგნით რომ შემოგიშვა და გათბეთო?!“ ძაღლებივით ქუჩაში ვეყარეთ მთელი დღის განმავლობაში და მთელი ღამის განმავლობაში, მანამ პოლიცია არ მოვიყვანე, მანამ მომაკვდავი არ გახდა. მკვდარს გაუკეთეს საკეისრო და მკვდარს ამოუღეს ნაყოფი მუცლიდან“.
---
16.10.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
საკეისრო კვეთის გადაჭარბებული რაოდენობის გამო წელს 5 კლინიკა დაიხურა და 17 დაჯარიმდა
ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, რომ საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის მიზეზით, წელს მხოლოდ თბილისში ხუთი კლინიკა დაიხურა და 17 დაჯარიმდა. მისი თქმით, ჯარიმა 40 ათასი ლარიდან იწყება და 360 ათას ლარამდე აღწევს. ლოლუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები 2016 წლიდან აამოქმედა, საკეისრო კვეთების რიცხვი არ შემცირებულა. ასევე, მოიმატა გართულებული საკეისროების რიცხვმა. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საკეისრო კვეთების წილი არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის 10,15 პროცენტიან ზღვარს. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი საქართველოს მასშტაბით იყო 44.4 პროცენტი. ჯანმო-ს რეკომენდაციებს ვერ მივუახლოვდით, სამაგიეროდ გვაქვს დაჯარიმებული და დახურული კლინიკები", - განაცხადა სალომე ლოლუამ.
---
16.10.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპნენ
ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ. როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, სამეანო განყოფილების მორიგე მედპერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი, რის გამოც დედა-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰოსპიტლის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო სამედიცინო შემთხვევის შესწავლა და პირველ ეტაპზე გამოვლენილია ორსულის მართვაში მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ხაშურის ჰოსპიტალს სახელმწიფო ლიცენზიის თანახმად მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის პირველი დონის შესაბამისი სამეანო საქმიანობის წარმართვის უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ასეთი რთული მშობიარობის მართვას. ქალბატონი კლინიკაში მოთავსებისთანავე, ყველა საერთაშორისო პროტოკოლისა და რეფერალის ეროვნული კრიტერიუმების თანახმად ექვემდებარებოდა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამშობიარო სახლში (პერინატალური მოვლის II ან III დონის კლინიკაში) გადაყვანას. მიგვაჩნია, რომ ჰოსპიტლის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი. სამწუხაროდ მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა-შვილის გადარჩენა. ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. ჰოსპიტალი ასევე ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან და დაელოდება შემთხვევის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებას" - ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
16.10.2019
მედისაშუალება: ახალი თაობა
ხაშურში მშობიარე ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა
ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. გუშინ, 15 ოქტომბერს, გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინიკაში 14 ოქტომბერს დილით შეიყვანეს. გარდაცვლილი დედაშვილის ოჯახი `ევექსის~ კლინიკის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმებმა მშობიარეს საკეისრო კვეთა არ გაუკეთეს, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ფაქტს ადგილზე შეისწავლის. _ დაწყებულია საკითხის შესწავლისთვის დგომლობა უკვე გაგზავნილია სასამართლოში, შეიქმნება შესაბამისი რეგულირების კომისია და ადგილზე განხორციელდება საკითხის შესწავლა, _ განაცხადა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა. ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, პერსონალს, რომელიც მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში, დროებით, საბოლოო დასკვნის მიღებამდე, სამედიცინო საქმიანობის უფლება შეუჩერდა. _ მშობიარობის მართვისას გამოიხატა გართულებები. გართულებების დროს გაწეული ქმედითი ღონისძიებებისა და ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა დედაშვილის გადარჩენა. წესით, ასეთი სირთულის შემთხვევა არ უნდა იმართებოდეს, ანუ აქ უნდა იდგეს საკითხი ოპერატიული რეფერირების, იმ დაწესებულებაში, რომელიც უფლებამოსილია ასეთი სირთულის შემთხვევების მართვის, _ განუცხადა კური ერს ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა კახა ხელაძემ. მისი თქმით, დედაშვილის დაღუპვის მიზეზი მედპერსონალის მხრიდან `მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა იყო~. _ ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებო და უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდება. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, _ განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
---
16.10.2019
მედისაშუალება: ვერსია
როგორ მივხვდეთ, რომ მოზარდი თითმკვლელობას აპირებს
ბოლო დროს, საქართველოში სუიციდის შემთხვევები გახშირდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ თავს არასრულწლოვნები და მოზარდები იკლავენ. „2018 წელს, სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში, 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა“,_ აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანდაცვა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა, ჩვენს ქვეყანას სუიციდის პრევენციის პროგრამა არ აქვს. ამ საგანგაშო სტატისტიკას, სამწუხაროდ, ახსნას ვერავინ უძებნის _ რატომ იკლავენ ადამიანები, მოზარდები თავს? _ „ვერსია“ გეშტალტ ფსიქოთერაპევტს, ზვიად ეკიზაშვილს იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მოზარდი სუიციდზე ფიქრობს, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მოზარდის მშობელი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულონ: მოზარდობის ხანა ხიდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. ეს პერიოდი 10-დან 16-წალმდე ასაკს მოიცავს და უმცროს და უფროს მოზარდობის პერიოდად იყოფა. უმცროსი მოზარდობის პერიოდი 10-დან 14 წლამდე გრძელდება, უფროსი კი _ 14-16 წლამდე, თუმცა ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს პერიოდი 19 წლამდე გრძელდება. გარდამავალ ასაკში მკვეთრ ცვლილებებს განიცდის მოზარდის განვითარების ყველა მხარე, როგორც ანატომიურ- ფიზიოლოგიური, ასევე _ გონებრივი, სოციალური და პიროვნულიც. გარდამავალ ასაკში, მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები ხდება, იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი და დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. შემეცნებითი სფეროს ძირითადი ნიშნები _ აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება, პიროვნული და სოციალური განვითარებაა. გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მივიჩნევთ მოზარდების კონფლიქტს მშობლებსა და იმ უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობასა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს არაა განვითარების აუცილებელი ატრიბუტი. ავტონომიის ცნების განსაზღვრის ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების გავლენისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, გარდამავალ ასაკში ადამიანი მათზე არ იყოს დამოკიდებული და ეს არცაა უსაფრთხო, სრული თავისუფლება არც მოზარდისთვისაა ხელსაყრელი. ამასთან, მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი და უფრო მართებული იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. მოზარდი უსაფრთხო ოჯახურ გარემოცვაში ცდის, თუ რა სახის დამოუკიდებლობის მოპოვება შეუძლია ანუ რამდენად შეძლებს, საკუთარი მოსაზრებები და საზღვრები, სწორედ ამ უსაფრთხო გარემოში დაიცვას. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდისთვის ოჯახური გარემო უსაფრთხო იყოს. _ ბატონო ზვიად, რამ შეიძლება ადამიანი სუიციდამდე მიიყვანოს? _ თვითმკვლელობა ანუ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ავტოაგრესიის უკიდურესი ფორმაა, რაც ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის, ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა.შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად, თავს ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი ნაწილი მოზარდებსა და 35-წლამდე ახალგაზრდებზე მოდის. 10-20 მილიონი შემთხვევა კი არასასიკვდილო შედეგით მთავრდება. ფრანგი სოციოლოგი, ემილ დიურკემი ფიქრობს, რომ არსებობს სუიციდის ტიპები: ეგოისტური თვითმკვლელობა, რომელიც მიეკუთვნება დეპრესიას, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილ სუიციდს; ანომიური თვითმკვლელობა, რომელსაც ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული სუიციდური ფაქტები; ალტრუისტური თვითმკვლელობა _ ამ შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო, ხშირად თვითმკვლელობა გამოწვეულია სიყვარულითა და იმედგაცრუებით; ფატალისტური თვითმკვლელობა, როცა ადამიანი სოცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად და არსებობს ე.წ. ფარული სუიციდი, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო. თვითმკვლელობა შეიძლება იყოს დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთანაც. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს მენტალური ჯანმრთელობაც, როცა ადამიანი კლინიკურად არაა ჯანმრთელი. მიზეზი ასევე, შეიძლება გახდეს სტრესი და ადამიანმა აფექტის მდგომარეობაში მიიღოს ეს გადაწყვეტილება. _ მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისი შვილი სუიციდზე ფიქრობს ანუ რა ნიშნები ახლავს სუიციდისკენ მიდრეკილებას? _ საყურადღებო ნიშანი, როცა შეიძლება, მოზარდი თვითმკვლელობაზე ფიქრობდეს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვაა; ასევე, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა და იმ საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, რაც ადრე სიამოვნებას ჰგვრიდა; ხასიათის მნიშვნელოვანი შეცვლა; რა თქმა უნდა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; აგრეთვე, საყვარელი ნივთების გაჩუქება; გაუთავებელი ლაპარაკი სიკვდილსა და სიკვდილთან დაკავშირებულ თემებზე... დოქტორის, ქეთლინ მაკკოენის განმარტებით, მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ამ საყურადღებო ნიშნებს უგულებელყოფენ: „არც ერთ მშობელს სურს იმის დაჯერება, რომ მის შვილს რაღაც სჭირს, ამიტომ ამას ყურადღებას არ აქცევენ და ამბობენ, ასაკის ბრალია, გაუვლის, ყოველთვის, ყველაფერს აზვიადებსო, _ ასე ინუგეშებენ ხოლმე თავს და ეს ნამდვილად საშიშია. საშიშროების მომასწავებელ ნებისმიერ ნიშანს, მშობელი ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს“. _ ბატონო ზვიად, როგორ მოიქცეს მშობელი, თუ მოზარდი ფსიქოთერაპევტთან არ მიჰყვება? გვინდა, თუ არა, საქართველოში ფსიქოლოგთან მისვლის კულტურა სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ჯერ კიდევ არ არსებობს... _ მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სტერეოტიპი არსებობს და ეს გამომდინარეობს საბჭოთადროინდელი ფსიქოთერაპიიდან. მაშინ, პრაქტიკულად, ფსიქოთერაპია არც არსებობდა, მხოლოდ ფსიქიატრია იყო. სხვათა შორის, საქართველოში ფსიქიატრიის ყოველთვის ძალიან ძლიერი სკოლა არსებობდა. ახლაც, უზნაძის სახელობის ინსტიტუტში, ამისთვის შესაბამისი ბაზაა. ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია არაა. ფსიქოთერაპია მეცნიერებაა, რომელიც აწყობილია დიალოგზე, შესაბამისად, ფსიქოთერაპევტთან რომ მიდიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მენტალური პრობლემა გაქვს. ფსიქოთერაპევტს მიმართავენ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ან საკუთარ თავთან ურთიერთობის პრობლემების შემთხვევაში. საერთოდ, ურთიერთობა ჩვენი სიცოცხლის წყაროა, რის გარეშეც ჩვენი იდენტობა დაკარგული იქნება ანუ მე, ჩემს თავს, სხვასთან ურთიერთობაში აღვიქვამ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, საჭიროა მოსახლეობის მეტი ინფორმირება იმ კუთხით, რომ ფსიქოთერაპია არ არის სტიგმა. ამ მხრივ, ვხედავ ცვლილებას _ უფრო მეტი პაციენტი მოდის, მეტი ადამიანი ინტერესდება. 2012 წლიდან, 4 საერთაშორისო ინსტიტუტი გაიხსნა თბილისში, რომელიც ევროპული ცენზის მქონე ფსიქოთერაპევტებს უშვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ ფსიქოთერაპევტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. _ ბევრ მშობელს, დედას, შეიძლება არ მოსწონს შვილთან საკუთარი დამოკიდებულება, თუმცა ბევრი მიზეზის გამო, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს ვერ ახერხებს... _ ზოგადად, საქართველოში კულტურალური მომენტია ანუ ქართველი დედა _ ესაა როლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და ყოველთვის ასოცირდება პოზიტიურთან, მზრუნველთან, თავგადადებულთან _ ადამიანთან, რომელიც საკუთარ თავზე კი არა, მხოლოდ შვილებზე ფიქრობს. არადა, დედები სხვადასხვანაირები არიან და მომენტი, რაზეც შეიძლება ფსიქოთერაპევტთან წამუშავება, ეს არის _ „საიდან მოდის ჩემი სირცხვილის გრძნობა?“ _ ამის გარკვევა. _ ანუ დედები, საკუთარი თავისგან იდეალურობას ვითხოვთ? _ ამას ჩვენი სოციალური გარემო ითხოვს. ჩვენ ხომ კულტურის, ჩვენი მშობლების შვილები, მათი აღზრდილები ვართ. შესაბამისად, ის მოდელები, რომლებიც ვნახეთ, განაპირობებს ან იგივე მოდელს, ან ანტიმოდელს, რომელსაც ქმნი, როგორც მშობელი. ვმუშაობ გეშტალტ ფსიქოთერაპიაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოთერაპიული მოდულია მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. გეშტალტ- თერაპევტთან არ მიდიხარ რაღაც რჩევების მისაღებად, ეს თერაპია არის აწყობილი ცნობიერების გაზრდაზე ანუ უნდა გავაცნობიერო, თუ რას ვგრძნობ, როცა შვილთან ვურთიერთობ. _ მოზარდისთვის სექსუალური, ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ინფორმაციის გადაცემის პროცესში რა როლი აქვს ოჯახს, სკოლას, სახელმწიფოს და, საერთოდ, სკოლებსა და ბაღებში ფსიქოლოგები რამდენად აუცილებელნი და საჭირონი არიან? _ ვხედავ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამაში გვეხმარება ევროპის განათლების მაგალითი, რომლისკენაც მივისწრაფვით. ეს კურსი გვაქვს აღებული და ვფიქრობ, დიდი ხნის მანძილზე, აღარ გადავუხვევთ. ისე, როგორც ვიცი, სკოლებსა და ბაღებში არიან ფსიქოლოგები... _ შესაძლებელია, ზოგ სკოლასა და ბაღში არიან, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალურაია და ერთი ფსიქოლოგი, ასობით ბავშვის პრობლემას ვერ გასწვდება. _ რა თქმა უნდა, ბევრ ბავშვს ერთი ფსიქოლოგი ვერც აუვა და ამას ვერც მოვთხოვთ. ამასთან, საინტერესო იქნება, მუშაობა მასწავლებლებთან. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია სახელმწიფოსთვის მასწავლებელია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია სოციუმისა და სახელმწიფოსთვის. ტრენინგების ჩატარება, ფსიქოთერაპიული ჯგუფები მასწავლებლებისთვის აუცილებელია, რადგან არის გადაწვის პრობლემა იმის გამო, რომ ბავშვებთან მუშაობა იოლი არაა და მასწავლებლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა.
---
16.10.2019
მედისაშუალება: ვერსია
საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა
სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის _ `საქსტატის~ მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 70 თეთრით გაიზარდა. `საქსტატის~ ინფორმაციითვე, სექტემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარს შეადგენდა, აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 189.2 ლარი იყო. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.7 ლარით გაიზარდა. აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც 168.2 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, 1.3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და 318.6 ლარი გახდა. ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასე განისაზღვრა: ერთსულიანი _ 168.2 ლარი; ორსულიანი _ 269.2 ლარი; სამსულიანი _ 302.8 ლარი; ოთხსულიანი _ 336.5 ლარი; ხუთსულიანი _ 378.5 ლარი; ექვსსულიანი და მეტი _ 447.5 ლარი „ჰოთნიუსმა“ მოქალაქეებს „საქსტატის“ მონაცემები გააცნო და ჰკითხა, რამდენად შეესაბამება მათი ოჯახების ყოველთვიურ მინიმალურ ხარჯს, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწერილი ციფრები. თეა: „თვითონ შეინახავენ ოჯახებს მაგ თანხით?! საჭმლის, ტანსაცმლისა და წამლის ყიდვას ერთდროულად ვერ ვახერხებთ. ხან ვჭამთ, ხან ვიცვამთ და ხან წამალს ვსვამთ!“ ნინო: „ჩემი სამსულიანი ოჯახის (ერთი მცირეწლოვანი, 2 ზრდასრული) მინიმალური ხარჯი, თვეში, 800 ლარია. ეს აუცილებელი, მინიმალური ხარჯია არსებული ფასების გათვალისწინებით. მითხარით, ერთ სულზე 168 ლარი რომ წერია საარსებო მინიმუმი, ამ მონაცემს რამდენით ვცდები?! 800 ლარის შემთხვევაშიც ბევრად მეტი მაკლია, არა ფუფუნების საგანი, არამედ, მინიმალურად აუცილებელი რამ. არ ვენდობი „საქსტატს“. მგონია, რომ რეალურ შედეგებს არ წერენ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ბევრად გონივრულად შეიძლება ბიუჯეტის ხარჯვა ისე, რომ საკუთარი ქვეყნის მარაგები გამოვიყენოთ და თვითმწარმოებელ ქვეყნად ვიქცეთ. არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ ასე უკეთ მდიდრდებიან~. თინათინი: „3 შვილი მყავს და 318 ლარი არანაირად არაა საკმარისი ჩვენი ოჯახისთვის. ეს თანხა სრულფასოვანი კვებისთვის ერთი კვირა თუ ეყოფა ოჯახს. თუმცა კვების გარდა, დანარჩენი ხარჯი კიდევ რამდენია?! გაზრდილია ფასები სასკოლო ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე. ეს ყველაფერი კი ოჯახის ხარჯზე მკვეთრად აისახება~. გიორგი: „საქსტატი“ და მთავრობა მთლიანად აცდენილნი არიან რეალობას. „საქსტატი“ საერთოდ გასაუქმებელია, რადგან არანაირი ფუნქცია არ აქვს გარდა იმისა, რომ ხალხს უშლიან ნერვებს~.
---