მედიამონიტორინგი 13.09.2019
ტელევიზია
12.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
მედიკამენტები, რომლებიც ქვეყანაში C ჰეპატიტის წინაღმდეგ გამოიყენება და კითხვები რომლებიც საზოგადოებას აქვს. მოსახლეობის ნაწილი ამ მედიკამენტების ვარგისიანობის ვადას ეჭვქვეშ აყენებს . უფრო კონკრეტულად საზოგადოების ნაწილი მატკიცებს რომ მედიკამენტები ვადაგასულია. ამ ბრალდებებს აფსურდულად მიიჩნევენ სპეციალისტები. ჯანდაცვის სამინისტროში კი პასუხობენ რომ პრეპარატების ბოლო მარაგი 2018 წელს მიირეს და მათ ვადა 2021 წლამდე აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6330431
---
12.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სამშობიაროს გარეშე დარჩენილ ონის მუნიციპალიტეტში თითქმის ერთი წელია მცხოვრებლებს ერთი გინეკოლოგი ემსახურება, თუმცა საავადმყოფოს შესაბამისი აღჭურვილობა არ გააჩნია. ადგილობრივები უმეტესად სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ, რაც ზოგჯერ მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიაროს გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში შობადობის უკიდურესად დაბალ მაჩვენებელს ასახელებს. კლინიკის მენეჯერი ამბობს, რომ ვერც კვალიფიციური კადრების მოძიება ხერხდება, ამიტომ მშობიარეების ამბროლაურში გადაყვანა უფრო უსაფრთხოა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6330573
---
12.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
რა პრობლემები აქვთ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისების მიღებისას? ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საკითხზე მოკვლევას იწყებს. მოკვლევები რეგიონებიდან დაიწყება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6330124
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6329360
I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6330621
---
12.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში კერძო სექტორს სადაზღვევო კომპანია ალდაგი დაეხმარება. შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასებასა და თანამშრომლების გადამზადებაში მცირე და საშუალო კომპანიებს კონსულტაციებს უსაფრთხო გარემოს სპეცილაისტები გაუწევენ. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგა უჭირთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6329748
---
12.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმა და ბიზნესომბუდსმენის გაფართოვებული მანდატი, რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ომბუცმენის მადატი და რა წინადადებები აქვს მთავრობასთან ბიზნესომბუდსმენს, ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ''ნაცნობი თემებია რაც ჩამოთვალეთ, სადაც მომატებული რისკებია იქ გარკვეული ყურადღებაა საჭირო და ბოლო პერიოდში იგივე შრომის ინსპექციის მხრიდან იყო ამაზე ძალიან აქტიური კომუნიკაციები და კონსულტაციები ბიზნეს სუბიექტებთან. მართლა ძალიან აქტიური ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროსთან , ჩვენ შევძელით რომ ძალიან ვბევრ საკითხზე ბიზნესისთვის მისაღებ გარეოებებზე შევტანხმებულიყავით. ორგანიზაციაბი ამ ქვეყნებში წაროდგენილია არიან ძირითადად იბიარდის, აიეფის და ა.შ. ''- განაცხდა ირაკლი ლექვინაძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6329750
---
ინტერნეტი
12.09.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=15777
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, შეიძლება, წითელა ბატონებით ინფიცირების რიცხვი გაიზარდოს, ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მშობლებს შვილების დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა სტატისტიკა იკლებს, თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ის შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. თავის დაცვის ერთადერთი საშუალება კი ვაქცინაციაა. სასწავლო წელი მომავალი კვირიდან იწყება და შევახსენოთ მშობლებს აცრების კალენდარი. ჩვენი კალენდრით ბავშვი ორჯერ უნდა აიცრას. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი ქვეყნის მასშტაბით 15 ოქტომბრიდან დაიწყება.
---
12.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/498020?fbclid=IwAR1gFfIQbHi-0UdEeUF61PLDWgdawaQUtsKrfG2G0ynycbCV5R9NLEHwRX4
რა მოხდა კახეთში და სცემეს თუ არა პოლიციელებმა არასრულწლოვანი – რას ამბობენ სოციალური მუშაკები
გურჯაანის რაიონული სამმართველოსთან დაკავშირებული ხმაურიანი ისტორია, სამართალდამცველების მიერ დაკითხვის დროს არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის შესახებ არ დასტურდება. საქმე ეხება გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 34 წლის ვანო მახარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მის შესაძლო მკვლელობაზე დაკითხული არასრულწლოვანი ბექა მინდორაშვილის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებულ ზეწოლას. “რეგიონული კვირა” იმ სოციალურ მუშაკებს დაუკავშირდა, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დაკითხვის პროცესებს. ზინა ჯიშკარიანი და ნუნუ ქოროღლიშვილი კატეგორიულად უარყოფენ სხვადასხვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არასრულწლოვან ბექა მინდორაშვილზე დაკითხვის დროს რაიმე სახის, ფიზიკური თუ მორალური ძალადობა ხორციელდებოდა. ზინა ჯიშკარიანი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას იმასაც იხსენებს, რომ მინდორაშვილს სხეულის დაზიანება უშუალოდ დაკითხვის პერიოდში არ აღენიშნებოდა. „სხეულის დაზიანება, ჩემი დაკითხვაზე დასწრების დროს, ბექას არ აღენიშნებოდა. პოლიციაში ჯდომა სასიამოვნო არ არის, როცა დაკითხვაზე ხარ. შეიძლება, ოდნავ არასასიამოვნო განწყობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ასეთი, რომ ნაცემი ყოფილიყო, ეგ რომ შემემჩნია, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენდი“, – ამბობს ზინა ჯიშკარიანი. ნუნუ ქოროღლიშვილი, რომელიც არასრულწლოვანის ბოლო დაკითხვას 22 აგვისტოს ესწრებოდა, ამბობს, რომ პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. „ბექამ სამართალდამცველებს უთხრა, არაფერ ინფორმაციას არ მოგცემთო, ყველაფერი უარყო. ჩემს თვალწინ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაკითხვის დროს იყო სიმშვიდე და ძალიან კარგი ურთიერთობა“, – ამბობს სოციალური მუშაკი. ცემის ფაქტს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, ბექა მინდორაშვილი ორჯერ დაიკითხა და ორივეჯერ მისი საპროცესო წარმომადგენლის – სოციალური მუშაკის თანდასწრებით. 2019 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ვ.მ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2019 წლის 20 აგვისტოს გამოიკითხა არასრულწლოვანი ბ.მ., რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელი – სოციალური მუშაკი. ასევე, ბ.მ. დამატებით გამოიკითხა 2019 წლის 22 აგვისტოს, რასაც ესწრებოდნენ მისი ადვოკატი და საპროცესო წარმომადგენლი – სოციალური მუშაკი. ბ.მ.-ს. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ბ.მ.-ს მიმართ ჩადენილ შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია პროკურატურაში”, – აცხადებენ უწყებაში. მათგან ამბის განსხვავებულ ვერსიას ყვება თავად ბექა მინდორაშვილის დედა – ესმა ჯანაშვილი. მისი თქმით, ბექას მიმართ დაკავებისა და დაკითხვის დროს ზეწოლა ხორციელდებოდა. ის “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ მის შვილს აღიარებითი ჩვენება ძალის გამოყენებით დააწერინეს. “მანქანაში ცემეს, თავი ახეთქებინეს. მაგრად ცემეს, დაამჟავეს ბავშვი. მე პოლიციაში ვიყავი და 80 პოლიციელი იყო, მერე მოვედი და აქაც 80 პოლიციელი იყო. 5 თუ 6 პიკაპი მოვიდა. მაღლა ასულან და შეამოწმეს, რისი სისხლი იყო. 1 ტილო მქონდა ის წაიღეს, მაცივარი გამორთული მქონდა და იმის ქვეშ მედო და სისხლიაო და დამწვარი ტილო წაიღეს იმ ნაბიჭვრებმა. წაიღეს და თავში ქვაც უმტვრევიათ-მეთქი. მკვლელობაო, მერე ცოცხალი გამოჩნდა ის ბიჭი. ბავშვს აი, რას ედავებიან. არ ვაპატიებ რასაც ჩემს შვილს უშვრებიან”, – ამბობს ესმა ჯანაშვილი. არასრულწლოვანის დედამ საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნასა წარმოადგინა, სადაც წერია, რომ ბექა მინდორაშვილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა დაზიანებების მიღების კონკრეტული დრო არ არის მითითებული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ .2019 წლის 19 აგვისტოს, 14:00 საათზე გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ბექა მინდორაშვილი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის მტკიცებით, გურჯაანის რაიონული სამმართველოში სამართალდამცველებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა იმ დროს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. შემოწმება 22 აგვისტოს დაიწყო, რა დროსაც არასრულწლოვანს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, ძირითადად თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ბექა მინდორაშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდა და 22 აგვისტოს დაკითხვის დროსაც მას ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა. მინდორაშვილების ოჯახის ახლობელი, ივანე ვარდოსანიძე, რომელიც ამავე საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბექას აშკარად აღენიშნებოდა დაზიანებები, მის თვალწინ პოლიციელებს ის არ უცემიათ. „მეზობელთან ვიყავი, იქიდან წამიყვანეს მე. ვერ გავიგე რა მოხდა. ბექა ნაცემი იყო, თავ-პირი ჰქონდა დასიებული, თუმცა ჩემს თვალწინ არ უცემიათ, შეიძლება სხვაგან რამე მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს ივანე ვარდოსანიძე. მინდორაშვილების თანასოფლელები კი “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ ამ ოჯახში ყოველდღიურად ხდება ჩხუბი. მათივე თქმით, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებიც ოჯახის ხშირი „სტუმრები“ არიან. „მე რომ მკითხოთ, მაგ ოჯახში ბავშვებიც არ უნდა იზრდებოდნენ, არა თუ დიდები. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ყოველთვის მაგ სახლში,ვერ გაიგებ, ვინ ვისზე ძალადობს“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. „იმდენი ტყუილი იციან მაგ ოჯახში, გაოცდები ადამიანი. ოჯახის პატარა წევრს შევეკითხეთ, რა მოხდა თქვენთანო და ასე გვიპასუხა – მე მოვკალიო – რაღაცნაირი ოჯახია. სულ ხდება ცუდი საქმეები და მოხდება კიდეც. სასწრაფო ვერ მიდის მაგ ოჯახში პატრულის გარეშე“, – გვიყვება მეორე მეზობელი. სოფლის მკვიდრი მამაკაცი იმასაც ამბობს, რომ შემთხვევის დღეს მინდორაშვილების ოჯახში დაკარგულსა და ოჯახის წევრებს შორის შეკამათება მოხდა. “მთელმა რაიონმა კი არა, ნახევარმა კახეთმა იცის, ეგენი ვინ არიან. არც ერთი პოლიციელი მაგათ ხელს არ დაადებდა. გამოვიდა ხმა, რომ მაგათ სინამდვილეში ჩხუბი ჰქონიათ იმ ბიჭთან, თუ არ ვცდები, იქ სისხლის წვეთებიც ნახეს იმ ბიჭის, ვისაც ეძებდნენ და შეიძლება, იმ ჩხუბის დროს რაღაცა დაუზიანდა ბექას. მთლად გიჟი უნდა იყოს პოლიციელი მაგათ ხელი დააკაროს”, – ამბობს „კვირასთან“ თანასოფლელი მამაკაცი და ვინაობის გამხელა, სხვა თანასოფლელების მსგავსად არ სურს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ ახალგაზრდა,34 წლის ვანო მახარაშვილს ოჯახის წევრები 3 აგვისტოდან ეძებდნენ და პოლიციას გაუჩინარების შესახებ 16 აგვისტოს აცნობეს. ვანო მახარაშვილი, რომლის გაუჩინარების დროსაც, არაერთი პიროვნება დაიკითხა და რომლის სხეულის ნაწილებს ალაზნის სარწყავ არხშიც კი ეძებდნენ, სამართალდამცველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში, ცოცხალი იპოვეს. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ბექა მინდორაშვილის მიმართ ჩადენილ შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება.
---
12.09.2019
ალდაგი მცირე და საშუალო ბიზნესში შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვაში ეხმარება
თბილისი (BPI) – „მცირე და საშუალო ბიზნესი შრომის უსაფრთხოების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმშია,“ – აცხადებს კომპაია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი. გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვაში ორგანიზაციებს „ალდაგი“ დაეხმარება. კომპანიის კლიენტებს შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასებასა და თანამშრომლების გადამზადებაში შესაბამის კონსულტაციებს „უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები გაუწევენ. „მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს წვდომა ინფორმაციასთან, ჩვენი პირველადი ამოცანა მათთვის ისეთი პროვაიდერების პოვნაა, რომელიც უფასო კონსულტაციებს გაუწევს და საწარმოში შრომის უსაფრთხოების შესაბამისობაში მოყვანაში დაეხმარება,“ – აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები პარლამენტთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად მუშაობენ, უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ლიმიტების გაზრდაა. „ბოლო პერიოდში რისკები მომატებულია. გაზრდილია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევების რიცხვი. დამსაქმებლის მზღვეველმა უნდა იკისროს ვალდებულება, რომ მას მიყენებული ზიანი ადეკვატური ლიმიტით დაუკომპენსირდეს,“ – განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტრმა. გიორგი ბარათაშვილის ინფორმაციით, საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტში. მისივე განმარტებით, ცვლილების შემდეგ, ლიმიტების დიფერენცირება სფეროებისა და რისკების მიხედვით მოხდება.
---
12.09.2019
„რიკო კრედიტი“ თანამშრომელს, რომელიც ნაგავს არ გადაყრის 1000 ლარით აჯარიმებს?!
„პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა საფინანსო კომპანია „რიკო კრედიტის“ რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ანონიმურად დარჩენა ისურვეს, თუმცა მოგვაწოდეს კომპანიის დიორექტორის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს. მაგალითად, დირექტორის მიერ გამოცემულ N109-ე ბრძანებით ირკვევა, რომ მოლარე-ოპერატორების ქცევებს და საუბარს სამეთვალყურეო კამერებით აკონტროლებენ, დარღვევის აღმომჩენ მეთვალყურეზე კი გაიცემა პრემია 100 ლარის ოდენობით. „დაევალოს გ.მ-ს კამერებით აკონტროლოს ამ წესის შესრულება და თითოეული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში გადაეცეს პრემია 100 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ დირექტორის ბრძანებაში. დარღვევად კი ითვლება მაგალითად ის, რომ მოლარემ კლიენტს უნდა შეატყობინოს გზავნილის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში. მოლარე-ოპერატორი მხოლოდ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია განმარტოს გზავნილის ოდენობა გამომგზავნი ქვეყნის ვალუტაში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი მოლარე-ოპერატრორი ჯარიმდება 200 ლარით, საიდანაც 100 ლარი დარღვევის აღმომჩენი მეთვალყურის პრემიად გაიცემა. დირექტორის ერთ-ერთ ბრძანებაში ასევე ვითხულობთ: „იმ შემთხვევაში თუ ფილიალში მოლარე ოპერატორს არ ექნება ფულისთვის განკუთვნილი პარკები და კონვერტები, ფილიალის მენეჯერი დაჯარიმდება 1000 ლარით“. ჩვენმა რესპონდენტებმა ასევე წარმოგვიდგინეს ფოტო მასალა. მისი მტკიცებით, „რიკო ექსპრესის“ რამდენიმე ფილიალში გამოკრულია ბრძანება, რომელიც მოლარე ოპერატორის 1000 ლარით დაჯარიმებს იმ შემთხვევაშიც ითვალისწინებს, თუ ის სამსახურიდან გასვლისას ნაგავს არ გადაყრის. რამდენად რეალურია ეს განცხადება, ამის გარკვვევას უშუალოდ კომპანიაში შევეცადეთ. „რიკო ექსპრესის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კომპანიას მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი არ ჰყავს, ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ კი, განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერც კომპანიის დირექტორი თამარ გოგიძე გააკეთებს. „რიკოში“ დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც მოიპოვება. აი, რას წერენ ყოფილი თანამშრომლები: „მოგესალმებით, ”რიკო კრედიტში” ვმუშაობდი და 26 საათიანი განრიგი მქონდა, ანაზღაურებით 500-600 ლარამდე, რომელსაც ან აიღებდი ან არაა ”რიკო კრედიტის” მბრძანებლის მიერ დადგენილი რომელიმე ბრძანება რომ დაგერღვია! ღამის 5 საათზე გაგაღვიძებდა კლიენტი და რამე რომ შეგშლოდა შეიძლება მთელი თვის ხელფასი არ მოეცათ. იყო 500 ლარიანი ჯარიმებიც, მაგალითად თუ კამერებში ნახავდნენ რომ ტელეფონში ჩაიხედე (ამ 26 საათის მანძილზე ტელეფონის გამოყენების უფლება არ გაქვს), თუ პროგრამულად რაიმე მექანიკური შეცდომა დაუშვი, რაც გამოსწორებადია და არაფერი შავდება 200 ლარით ჯარიმდები. ჩეკის მიწოდება თუ დაგავიწყდა კლიენტისთვის და ქოლ ცენტრში დარეკა 500 ლარია ჯარიმა. (გამოკრულია სალაროსთან რომ კლიენტი დასაჩუქრდება 500 ლარით თუ ჩეკს არ მიიღებს). ასევე კომპანიაში გვეკრძალებოდა თანამშორმლებს შორის სამსახურს გარეთ ნებისმიერი სახის ურთიერთობა. მეგობრობა, ნაცნობობა, ახლობლობა! ეს კონტროლდება ფეისბუქით. 1 წელი ვიმუშავე და ერთი ფოტოც არ მიდევს სოციალურ ქსელში რომელიმე მათთაგანთან გადაღებული. მეტიც, სამსახურიდან ვინც წამოვედით მოქმედ თანამშრომლებს უკრძალავენ ჩვენთან კონტაქტს. ერთ-ერთი ბოლო დაჯარიმება, რომელიც ჩემს წამოსვლამდე მოხდა იმის გამო რომ დაცვის ბიჭმა თანამშრომელ გოგონას ანიშნა უფროსი მოვიდაო (დაჯარიმდა 100 ლარით). არ არსებობს ოფიციალური შესვენებაც, არის მხოლოდ ჭამის დრო, მაგრამ ამ დროს თუ უფროსი მოვა და კამერებში დაგინახავს რომ ადგილზე არ იმყოფები, ჯარიმა 200 ლარია. დაჯარიმებულან თანამშრომლები იმის გამოც რომ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაუზიარებიათ იმ შინაარსების პოსტები, სადაც ლიდერი და ბოსსის (ზოგადი) შედარება იყო. ჯარიმების გარდა ერთ-ერთი დამსჯელობითი ფორმა აქვთ ”მივლინება” მაგათ ენაზე, რაც არასასურველი კადრის გაძევებას, გადაკარგვას ნიშნავს. მაგალითად ქუთაისის კადრს წინა დღით გამოუცხადებდნენ, რომ ხვალიდან მუშაობს დიღმის ფილიალში, ან გურჯაანში“.
---
12.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/498037
რატი იონათამიშვილის და სოფო კილაძის ინიციატივით შშმ ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა
საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში რატი იონათამიშვილის და სოფო კილაძის ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდება ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები. მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე თავად შშმ პირები. ჯგუფი საბოლოო რეკომენდაციებსა და ანალიზს 2 თვის ვადაში მოამზადებს. საკომიტეტო მოკვლევის პროცესი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=106918
---
12.09.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/jandacvis-msoflio-organizaciam-dzekhveuli-tambaqos-mowevas-gautanabra/
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძეხვეული თამბაქოს მოწევას გაუთანაბრა
---
ბეჭდვითი მედია
13.09.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
წითელას შემთხვევებმა იმატა
2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა. გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 20-დან 40 წლამდე ქალბატონებსაც მოუწოდებს, აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისსა და ქუთაისში. თუმცა 2019 წლის მეორე ნახევრიდან წითელას გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღმავალ ფაზაში გადავიდა.
---
13.09.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რა პრობლემებს აწყდებიან შშმ ქალები ჯანდაცვის სერვისების მიღებისას?
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კვლევას იწყებს იმის შესახებ, რა პრობლემებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალები ჯანდაცვის სერვისების მიღებისას. საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდება ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები. მოკვლევის შედეგად ანგარიში მომზადდება, რომელშიც პრობლემების ანალიზი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები შევა. საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებში გაცილებით დაბალია ვიდრე შშმ მამაკაცებში. დეპუტატის განმარტებით, ამის მიზეზი სწორედ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა განაპირობებს. დეპუტატები დაახლოებით სამ თვიანი კვლევის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციებითა და წინადადებებით, რა უნდა გაკეთდეს და შეიცვალოს პრობლემის აღმოსაფხვრელად, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ.
---