From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-09.09.2019
Received On : 09.09.2019 09:21
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 09.09.2019

ტელევიზია

09.09.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

სახელმწიფო კერძო კლინიკების მართვაშიც აპირებს შესვლას - მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტა. უწყებაში განმარტავენ, რომ მართვაში შესვლაში არ იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები. თუმცა, რას გულისხმომბს კლინიკების მართვაში შესვლა და რა მექანიზმით მოხდება ეს, სამინისტროში არ აზუსტებენ და აცხადებენ, რომ ეს უახლოეს მომავალში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6320415

---

 

09.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   ახალი დღე

სახელმწიფო მედიკამენტების ფასებს ნაწილობრივ დაარეგულირებს - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა ქვეყანაში წარმოების ფასების საკითხი სხვადასხვანაირად რეგულირდება, საქართველოში კი ეს პრაქტიკა არ არსებობდა და დღეისთვის, არ მოქმედებს. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა გეგმავს სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმას, რომლებშიც აფთიაქებისა და საცალო გაყიდვების რეგისტრაციები მოიაზრება, ასევე ჯიემპი და ჯიბიპი სტანდარტების დანერგვასთან ადგილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6319820

ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6320355

---

 

09.09.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სულ მალე აბასთუმანი იქნება დაბა, სადაც გადაადგილებას მხოლოდ ელექტრომობილებით შეძლებთ. 1 თვეში გაიხსნება ფილტვის ცენტრი, რომელიც "ფონდმა ქართუმ" დააფინანსა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6320579

---

 

08.09.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

საქართველოს მთავრობას, ახალი შემადგენლობა ჰყავს. 44 წლის გიორგი გახარიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წელი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის მმართველობა გადაეცა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, 5 ქალია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე, უწყებას გასული წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. მან დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან იყო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი; სწავლობდა გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში. 2006-2008 წლებში გერმანიაში, ნიურნბერგში „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშეს“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო. სამუშაო პრაქტიკა გავლილი აქვს ავსტრიაშიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6319711

მაესტრო - ახალი ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6319661

---

 

07.09.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

ქობულეთში მშენებლობაზე დაღუპული მუშის ფაქტზე შრომის ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6319078

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6318471

---

 

07.09.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

დასაქმების ფორუმის ქუთაისში. ღონისძიების მონაწილეებს 500-ზე მეტი ვაკანსია 30-ზე მეტმა კომპანიამ შესთავაზა. კომუნიკაცია დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის საკმაოდ სწრაფად შედგა. შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტირს ორგანიზებით გაიმართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6318942

---

 

06.09.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - ეს სამშენებლო ობიექტზე მომხდარი მორიგი შემთხვევაა, ამჯერად ქობულეთში, სანაპირო ზოლში მიმდინარე მშენებლობაზე. კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მითითებული ნომერი გათიშულია. მშენებლობა კი გრძელდება. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ არ ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას. შესაბამისად არც მოკვლევაა დაწყებული. ცნობისთვის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში ნორმა, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა კომპანიას ობიექტზე ჰყავდეს უსაფრთხოების ინსპექტორი. არ ვიცით ჰყავდა თუ არა ამ კომპანიას, ან რა ტიპის ნორმა იყო დარღვეული, თუმცა ფაქტია რომ შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შს სამინისტრომ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317718

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317512

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6316989

---

 

06.09.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

სახელმწიფო პროგრამებს მიღმა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის იმედად დარჩენილი ბავშვები აჭარაში - არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანში“ გვიყვებიან, რომ ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე მოზარდების ოჯახები დასახმარებლად სწორედ მათ მიმართავენ. ათობით კომპანიიდან კი მხოლოდ რამდენიმე თუ თანხმდება დახმარებას. ბიზნეს-სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სასურველია სახელმწიფომ კერძო სექტორს ასეთ შემთხვევაში შეღავათები დაუწესოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317720

---

 

06.09.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 21:00

ბავშვის მკვლელობა თუ ორსულობის კანონისა და ყველა ნორმის დარღვევით შეწყვეტა? გამოძიება იმის დადგენას ცდილობს თუ რა მოხდა იოსელიანის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახში, საიდანაც 35 წლის ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით და ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ექიმი ადასტურებს, რომ საქმე ორსულობის შეწყვეტასთან არის კავშირში, თუმცა არც ის გამოირიცხება, რომ ორსულმა ნაადრევი მშობიარობის შემდეგ ნაყოფი მოიცილა. რადგან ქალს თან ახალშობილი არ ჰყავდა, სამედიცინო პერსონალმა სამართალდამცავ უწყებას მიმართა. გამომძიებლებმა ბავშვის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. გაჩნდა ვერსია, რომ ქალმა ბავშვი სახლში გააჩნია, შემდეგ კი ნაგავში გადააგდო. ახლა ის მკურნალობას მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამედიცინო დაწესებულებაში ქალი ერთი წლის შვილთან ერთად შეიყვანეს. ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317702

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317688

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317694

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6317334

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6316810

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6316521

---

 

 

ინტერნეტი

09.09.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/devnilta-sakitkhebis-shemswavlelma-komisiam-tbilisshi-ojakhebistvis-binebis-gadacemis-sakitkhze-mushaoba-daiwyo/

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 10 414-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. ამ ეტაპზე, 259 ერთოთახიანი, 143 ოროთახიანი, 534 სამოთახიანი და 23 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება. „ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარებოდა მონიტორინგს. 1375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი, განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისია ასევე განიხილავს ავარიულ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე შენობებში მცხოვრები 263 ოჯახის საკითხიც, რომლებსაც ბინები უპირობოდ გადაეცემათ. ამ ეტაპზე, თბილისში 24 ასეთი ობიექტი დაიხურება“, – აცხადებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. სამინისტროში აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

პია.ჯი- http://pia.ge/post/280620-komisiam-tbilissi-devnili-ojaxebistvis-binebis-gadacemis-sakitxze-musaoba-daiwyo

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/kaxa-oqriashvili-tanagundels-daupirispirda-sofo-kiladzem-ra-icis-djandacvis

კახა ოქრიაშვილი თანაგუნდელს დაუპირისპირდა: „სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?..“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, აფთიაქებში მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, საჭიროა ფასებზე რეგულაცია და ამ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩართულობა. „სიმართლე გითხრათ, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან მაღალი, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს? - ამბობს კილაძე. დეპუტატი, ბიზნესმენი, კომპანია „პეესპე ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ჯანდაცვის ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვინც საკითხთან მიმართებაში კომპეტენტურია. „სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?.. ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვისაც ეს საკითხი ესმის. მესმის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან ჯანდაცვის კომიტეტი გამოვიდეს, მაშინ მეცოდნებოდა რა ინიციატივით გამოდიან. „სოფოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იურისტი რომ გამოდის, მან მიხედოს თავის საქმეს, რაშიც კომპეტენტურია. მაგ ამბავში კომპეტენტური არ მგონია იყოს. „რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის ძვირია. იმიტომაა ძვირი, რომ ჩვენს მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს და ღარიბი ქვეყანა ვართ. ევროპაში მედიკამენტები სამჯერ ძვირი ღირს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომია, - აცხადებს ოქრიაშვილი.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1567973528-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90

მარტოხელა, სამი შვილის დედის ტრაგედია - მასზე უარი საკუთარმა ოჯახმა თქვა

დღეს ის სამი შვილის მარტოხელა დედის სტატუსს ატარებს. ებრძვის სიდუხჭირეს, დაუდგენელ ავადმყოფობას და მაინც არ ნებდება. ნინო ბეკურიშვილი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. დღეს ის ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე ავტოფარეხში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ორ ოთახად ქცეულ ფარეხს, არც იატაკი აქვს და ფანჯრებში შუშებიც კი არ ზის. დაზიანებული კედლებიდან ოთახში მრღნელები და ქვეწარმავლები შედიან. კედელსა და სახურავს შორის დარჩენილი ნაპრალებიდან კი შიგნით ისე წვიმს როგორც გარეთ. „ამ ნაპრალებიდან მწერები შემოდიან, ზამთარში საშინელი სიცივეა. რამდენიმე რომ წვიმა, ჩამოვიდა და მიწა ჯერ კიდევ არ გამშრალა. ეს ავეჯი და ტექნიკა მეზობლებს უნდა გადაეყარათ, მაგრამ ჩვენ გვაჩუქეს. ჩვენ რომ შემოვედით ეს ერთი დიდი ფართი იყო, მერე ნაჩუქარი ხის მასალით გადავტიხრე და ორ ოთახად ვაქციე. “ - ამბობს ნინო. ბავშების საწოლებისთვის დიასახლისმა რთულად, მაგრამ გამოსავალი მაინც მოძებნა. ეს ფარეხის ერთადერთი ადგილია სადაც სიმშრალეა. იქ სხვა ყველაფერი სველი და ნესტიანია. კედელსა და სახურავს შორის დიდ სიცარიელეს, ნაჭრებით გამოტენილი ტომრებით ავსებს. „ძალიან მეშინია, ღამით დიდი ვირთხები დარბიან. საერთოდ ვერ ვიძინებ, მძინარე ბავშვებს ვყარაულობ. ეს ერთი პატარა ნათურა გვაქვს ოთახში, ბავშვებს კი არა, სიბნელის მეც მეშინია. კარებს საკეტი არ აქვს, ძაღლის ყეფაზე დაყეფებაზე შიშით პატარებს ვიხუტებ.“ - გვიმხელს მარტოხელა დედა. გასულ წელს უფროსი შვილი სკოლაში უსახსრობის გამო ვერ შეიყვანა. წელს მეორე ბიჭსაც უწევს პირველ კლასში მისვლა. ნინოს სურვილია, ორივე შვილი ერთად შეიყვანოს სკოლაში, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი სასკოლო ჩანთა აქვთ. დედას ჯერ ვერ გადაუწყვეტია როგორ უნდა მიიყვანოს ერთი ჩანთით ორი შვილი სკოლაში. სოციალური დახმარებით ნაყიდი ზეთი, ხახვი და ბურღულეული თვიდან თვემდე უნდა იმყოფინონ. „ბიჭები უკვე იმ ასაკში არიან, რომ ყველაფერს ჭამენ, პატარას ფაფას ვუმზადებ ხოლმე. ხშირად ყოფილა დღეები, როცა ბავშვებისთვის ლუკმა გამომიზოგია. როცა საჭმლის დამატებას მთხოვენ უარს ვეუბნები, ძილის წინაც რომ ვაჭამო. როცა სახლში მცირე ულუფა გვაქვს, მაგ დროს მე თვითნ არ ვჭამ. ბევრჯერ ჩაიზეც გადაგვიტარებია დღეები. პატარასთვის პამპერს ცალობით და ისიც, იშვიათად ვყიდულობ. ძირითადად ნაჭერს ვუფენ ხოლმე...“ ნინო თბილისში იზრდებოდა. ბედნიერი ბავშვობა მქონდაო, ამბობს. მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ცხოვრობდა. 17 წლის ასაკში მოიტაცეს. იძულებით შექმნილი ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. ორი ბიჭი გაუჩნდა. მერე პრობლემებმა იჩინა თავი, უფროსი სამი წლის იყო, მეორე კი ერთი წლით უმცროსი როცა მეუღლის ოჯახიდან წამოვიდა. ნინო ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო და მომავალი მეუღლე სამსახურში გაიცნო. მეორედ დაოჯახების შემდეგ, ნინო მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ქმრის ნათესავის ოჯახში დასახლდა. ორსულობისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ხშირად გონებას კარგავდა, თუმცა უსახსრობის გამო ექიმთანაც ვერ მიდიოდა. მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებოდა. მის მეუღლეს კი მწირი შემოსავალი ჰქონდა. ერთ დღეს ნინოს მეუღლემ საჭირო წამლები მიუტანა. გაირკვა, რომ ცოლ-შვილის გადასარჩენად იქურდა. ნინო რვა თვის ორსული იყო, როცა მისი მეუღლე დაიჭირეს. უკვე წელიწადზე მეტია რაც სასჯელს იხდის. ამის შემდეგ სახლის მეპატრონემ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა ქალი სამ მცირეწლოვანთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და მიტოვებულ ავტოფარეხში დასახლდა. მეუღლის ოჯახი ახლა რაიონში, სხვის ბინაში ცხოვრობს. მათაც უჭირთ და როგორც ნინო ამბობს, შეძლებისდაგვარად მაინც ეხმარებიან. როცა მეორედ შექმნა ოჯახი, ნინოს მშობლებმა და ძმებმა მასთან კონტაქტი გაწყვიტეს. მას შემდეგ, ნინომ ოჯახზე არაფერი იცის. გული სწყდება, რომ უარყვეს, თუმცა ბედნიერია შვილებით და ყველა გაჭირვებას იტანს. ახლა დღეებს ითვლის და მეუღლის გათავისუფლებას სულმოუთქმელად ელის. ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, მამა არასდროს უნახავს. დედის მსგავსად მასაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც ნინო ამბობს, პატარას გულის პარკუჭი ღია აქვს და ის ექვს თვეში ერთხელ ექოსკოპიას საჭიროებს. უსახსრობის გამო ბოლო პროცედურა ვერ ჩაუტარა. გარკვეული პერიოდი სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. ახლა ისევ აღუდგინეს. მათი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური შემწეობა 200 ლარი და პატარასთვის 90 ლარიანი კვების ვაუჩერია. „წინა თვეში ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო შუქი ჩამიჭრეს, მერე სამადლოდ ერთმა მეზობელმა გადამიხადა. ახლა ისევ ვერ გადავიხადე და როდის ჩამიჭრიან არ ვიცი. ვერც უფასო სასადილოს სერვისით ვსარგებლობ, რადგან სამ შვილთან ერთად ფიზიკურად ვერ მივდივარ კერძის მოსატანად. დამტოვებელიც არ მყავს.“ -ამბობს დედა. ნინოს ჯანმრთელობის პრობლემა ახლაც აქვს. პერიოდულად გული მისდის, თუმცა მიზეზი ამ დრომდე არ იცის. უსახსრობის გამო, ექიმთან ახლაც ვერ მიდის. სანამ ცუდად გახდება, მანამდე გრძნობს ხოლმე და ბავშვებს მეზობლებთან აგზავნის. დამამშვიდებლის მიღებისთანავე უკეთ ხდება. ეს ერთი ახალგაზრდა დედის უმძიმესი ისტორიაა. დედის, რომელიც შვილების გადარჩენისთვის იბრძვის. მისი საფიქრალი მცირეწლოვანი შვილები და პატიმარი ქმარია. მისთვის ყოველი დღე ბრძოლაა. ბრძოლა ხვალინდელი დღისთვის... ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, ნინო სამ შვილთან ერთად ისევ უმძიმეს ყოფას ებრძვის. ოჯახისგან უარყოფილს მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=213817-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90,%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%90

"დედის გადასარჩენად, მზად არის მსურველს ერთადერთი მიწის ნაკვეთიც დაუთმოს" - ნინა დედისთვის იბრძვის და დახარება ესაჭიროება

ნინა არის გოგონა, რომელიც დედის გადასარჩენად მედგრად იბრძვის. ახლახანს მიიღეს ბიოფსიის პასუხები. ნინას დედას დაუდგინეს მეოთხე სტადიის ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა.ჰორმონდადებითი. საჭიროა 8 ქიმიო და 12 თარგეტული თერაპია. ეს არ არის განაჩენი, მაგრამ განკურნება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული,მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ნაწილს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. ამ ეტაპზე ნინა დედიკოსთვის 15000 ლარს აგროვებს. მზად არის მსურველს დაუთმოს ერთადერთი მიწის ნაკვეთიც მკურნალობის თანხის სანაცვლოდ. დიაგნოზი განაჩენი არ არის! გააზიარეთ სტატია და ერთად ვიბრძოლოდ ნინას დედიკოს გადარჩენისთვის ! GE56BG0000000101043053 - საქართველოს ბანკი GE16TB7181145064300009 - თიბისი ბანკი მიმღები ლელა გოჩიტაშვილი

---

 

08.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1567935258-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას ვიწყებთ - ეკატერინე ტიკარაძე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო იწყებს მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას“, - ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. მისი განმარტებით, სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას ფასთწარმოქმნის პრინციპით. ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულირების პრაქტიკა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დავიწყოთ ნაწილობრივ რეგულირებადი ფასთწარმოქმნის პრინციპით და პარალელურად ვგეგმავთ: ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების - რეგისტრაციის, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების და მეთოდოლოგიის დანერგვას, ფარმაცევტული წარმოებისათვის „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ (GMP) სავალდებულო მოთხოვნად ქცევას, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისათვის და საბითუმო რეალიზატორებისათვის სანებართვო პირობების დაწესებას „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ (GDP) შემოღებით, ყველა ტიპის აფთიაქის (საცალო რეალიზატორის) ლიცენზირებას, ფარმაკოზედამხედველობის სისტემის დანერგვას და ამოქმედებას, ფარმაცევტული ბაზრის ინსპექტირებას - ადმინისტრირების გაძლიერებას, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას და განვითარებას. - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/496739

კომერსანტი.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562838-ekaterine-tikaraze-medikamentebis-pasebis-nacilobriv-regulirebaze-mushaoba-icqeba

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/saxelmwifo-medikamentebis-fasebis-nawilobriv-regulirebas-apirebs/39507

---

 

08.09.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/parlamentma-gaxarias-mtavroba-daamtkica-/39529

პარლამენტმა გახარიას მთავრობა დაამტკიცა

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. 98 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები, რომლითაც საქართველოს უკვე ახალი მთავრობა ჰყავს გიორგი გახარიას მეთაურობით. ახალი მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება: პრემიერმინისტრი - გიორგი გახარია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი - ლევან დავითაშვილი განათლების, სპორტის, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი- მიხეილ ბატიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89573

---

 

08.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562825-giorgi-gaxaria-socialuri-daxmarebis-epekturoba-gadasaxedia

გიორგი გახარია - სოციალური დახმარების ეფექტურობა გადასახედია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, სოციალური დახმარების ეფექტურობა გადასახედია. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. როგორც გახარიამ აღნიშნა, „სოციალური დახმარების შემდგომი განვითარების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ არ შექმნას უსამართლობის აღქმა, არ გახდეს უმუშევრობის მოტივატორი და ბენეფიციარებს უნდა მისცეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საშუალება. „ბოლო წლების განმავლობაში სოციალური დახმარების ნაწილში სისტემური ცვლილებები მოხდა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გამოწვევები შეიცვალა. დღეს სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ და სოციალური დახმარების ეფექტურობა არის გადასახედი. ამისთვის სამინისტრო ამზადებს დეტალურ აუდიტს რა მდგომარეობაში ვართ დღეს. სად გვაქვს აცდენები, სად უფრო უკეთესად უნდა დავუმიზნოთ, რომ მიზნობრიობის ხარისხი გავზარდოთ“,- განაცხადა გახარიამ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების პოლიტიკის კუთხით ბევრი ცვლილება განხორციელდა და „ვინც მეტად საჭიროებს ამ დახმარებას, ის მეტ დახმარებას იღებს“. „გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვა ბენეფიტებით, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ კეთილდღეობაზე. ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება დასაქმება, პროფესიული გადამზადებები. ამ დროისთვის გადამზადებული გვყავს 1400 ბენეფიციარი; შემდეგ თვეში გაგრძელდება ეს პროგრამა და 1000 ბენეფიციარის გადამზადება მოხდება. რაც მნიშვნელოვანია, 900 ადამიანი არის დასაქმებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების შემთხევევაში 12 თვის მანძილზე ჩვენ ბენეფიციარებს არ უწყდებათ სოცილური დახმარება, გარდა ამისა, 24 თვის მანძილზე შეუნარჩუნდებათ ის ბენეფიტები, რომლითაც სარგებლობენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

---

 

08.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562803-sopo-kilaze-medikamentebis-pasebi-zalian-magalia-rac-titoeuli-mokalakis-jibeze-aisaxeba-pasebis-regulirebashi-aucilebelia-saxelmcipos-chareva

სოფო კილაძე - მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება - ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა

მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება - ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა. კილაძემ მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რა იგეგმება წამლის ფასების შემცირების მიზნით. „ვფიქრობ, ჯანდაცვის რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა სისტემას, რომელიც ახლა მუშაობს, შემდგომი დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს, არის მედიკამენტები. სიმართლე გითხრათ, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასების ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. ფასების რეგულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა“, - განაცხადა კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/60178-medikamentebis-pasebi-zalian-magalia-rac-titoeuli-mokalakis-jibeze-aisaxeba-pasebis-regulirebashi-aucilebelia-saxelmcipos-chareva/

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/deputati-medikamentebis-fasebis-regulirebistvis-aucilebelia-saxelmwifos-chareva/39499

---

 

08.09.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/politics/item/16574-arzert-qveybanashi-ar-minaxavs,-rom-eqimi-pazients-amden-xamals-uxerdes-%E2%80%93-sopo-kilawe

არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს – სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას შეკითხვა მედიკამენტების მაღალი ფასების შესახებ დაუსვა. მისი აზრით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. „სიმართლე გითხრათ, მე არსად, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასი არის ძალიან მაღალი, რაც, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩემი კითხვა არის - ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?“ – განაცხადა კილაძემ. საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. გახარიამ მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მას კითხვებს დეპუტატები უსვამენ.

---

 

08.09.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=213827-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%90

"ეკლესიიდან მომავალს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი მივარდა და ცივი იარაღით დაჭრა" - კაცი რომელიც რამდენიმე საათის წინ დაჭრეს დალი ჩიტალაძის შვილია

თბილისში, თარხნიშვილის N9-ში საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დაჭრილი მამაკაცი მოდის კრიტიკოსის, დალი ჩიტალაძის შვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიტალაძის ეკლესიიდან მომავალ შვილს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა ბარძაყის არეში. "მე-9 საავადმყოფო უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ფსიქიურად არამდგრადი ადამიანები მოქალაქეებს თავს ესხმიან. ეკლესიიდან მომავალ დალი ჩიტალაძის შვილს ვახტანგ სუთიძეს თავს დაესხა ( ჩვენი ინფორმაციით) ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი, და ცივი იარაღით დაჭრა ბარძაყის არეში. ვახო გადაყვანილია მე-9 საავადმყოფოში სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფსიქიურად დაავადებულებზე, რომლებიც ესხმიან თავს ადამიანებს, ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 3 წლის ბავშვზე თავდასხმის"-წერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი.

---

 

07.09.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/213523-qmeore-shvilic-hyavs-romelic-nathliis-ojakhshi-gadaiyvanesq-akhali-detalebi-35-tslis-qalze-romelmac-savaraudod-akhalshobili-miatova.html?lang=ka-GE

"მეორე შვილიც ჰყავს, რომელიც ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს" - ახალი დეტალები 35 წლის ქალზე, რომელმაც სავარაუდოდ ახალშობილი მიატოვა

ახალნამშობიარები ქალის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვილი მიატოვა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 35 წლის შ.ს.-ს კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც სოციალურმა მუშაკებმა ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი დედას დაუბრუნდება, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული. "ეს ბავშვი გადაყვანილია საიმედო ოჯახში ჩვენი სააგენტოს დახმარებით. სოციალური მუშაკი მუშაობს ამ თემაზე. დანარჩენი, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თემაა. გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გეტყვით. დედა საავადმყოფოშია. მას როგორც კი ექნება იმის უნარი, რომ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, უპრობლემოდ დაუბრუნდება, თუ შსს-ში საქმე სხვაგვარად არ წავიდა", - განაცხადეს სოციალური მომსახურების საგენტოში. ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანა. მას ახალშობილი თან არ ახლდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და ის გუშინ საღამოს შეიყვანეს კლინიკაში. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გართულებები მოსალოდნელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტს ოჯახის წევრი ან ახლობელი არც კლინიკაში მიყვანისას ახლდა და არც ამ დრომდე მისულა მასთან ვინმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

---

 

07.09.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=213763-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"საჭმელი არ გვაქვს, როცა გვშია მამიკოს არ ვეუბნებით, გვეშინია ცუდად არ გახდეს" - დედისგან მიტოვებულ პატარებს საზოგადოების დახმარება სჭირდება

დედისგან მიტოვებულ ბავშვებს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარების მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. "დედამ რომ მიგვატოვა მე სამი წლის ვიყავი. ჩვენ საჭმელი არ გვაქვს. სულ მეშინია მამა ცუდად არ გახდეს. გული ტკივა და წამლებს სვამს. როცა გვშია არ ვეუბნებით რომ გვშია" - ამბობს პატარა ლიზი. ლიზის ძმა ამბობს, რომ მათ ყველაფერი აკლიათ და არ აციან რა არის ბედნიერება. 11 წლის ლუკას თქმით ზღვაზეც კი არ მიდიან, რადგან იქ მხოლოდ ბედნიერი ხალხის ადგილია და მათ არაფერი ესაქმებათ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "სიკეთის ქალაქი" ავრცელებს. თიბისი ბანკი #GE09TB7069345061100069 საქართველოს ბანკი #GE80BG0000000101366407 მიმღები: მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ბოკუჩავების საკვები.. ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა პ/ნ 01001022567 მეგი კანდელაკი.დახმარებას რომ მივაწვდით ვიდეოს დავდებთ სიკეთის ქალაქის ფეისბუქ გვერდზე.....დაგვირეკეთ 577566599 whatsapp,viberi ბოკუჩავები ცხოვრობენ ანაკლიაში,რუსთაველის ქუჩა 92. ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში.

---

 

07.09.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=213751-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%9D%E1%83%90

უბედური შემთხვევა ქობულეთში - მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

უბედური შემთხვევა ქობულეთში - მშენებლობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ლიფტის შახტაში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, დასაქმებულებმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, სავარაუდოდ, ლიფტის შახტაში ჩავარდნისას მიიღეს. ქობულეთის საკრებულოს წევრი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა თავის დროზე მთელი რიგი დარღვევების ფონზე მოხდა. მერაბ ცინცაბაძე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსი საკითხების მიმართ, სათანადო ყურადღებას არ იჩენს. მშენებლობაზე დაშავებული მუშა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი, შოკურ მდგომარეობაში, ხერხემლის მალის მოტეხილობით შეიყვანეს და გამოკვლევები კვლავ უტარდება. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კრისტალ ბილდინგი" ახორციელებს.

---

06.09.2019

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=15632

უბედური შემთხვევა ქობულეთში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა უბედური შემთხვევა ქობულეთში. გარდაცვლილია უცხო ქვეყნის მოქალაქე. იგი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ლიფტის შახტაში ჩავარდა. თემის დეტალებს ხატია გოგრაჭაძე არკვევდა. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისას ერთი ადამიანი, დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, დასაქმებულებმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, სავარაუდოდ, ლიფტის შახტაში ჩავარდნისას მიიღეს. ქობულეთის საკრებულოს წევრი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა თავის დროზე მთელი რიგი დარღვევების ფონზე მოხდა. მერაბ ცინცაბაძე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსი საკითხების მიმართ, სათანადო ყურადღებას არ იჩენს. მშენებლობაზე დაშავებული მუშა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი, შოკურ მდგომარეობაში, ხერხემლის მალის მოტეხილობით შეიყვანეს და გამოკვლევები კვლავ უტარდება. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კრისტალ ბილდინგი" ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები, "TV25"-ის გამოჩენამ გააღიზიანა, ტერიტორიის გადაღების უფლება არ მოგვცეს და მომხდარი ფაქტი უარყვეს. ამბობენ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში არავინ დაზიანებულა. არგუმენტზე, რომ მაუწყებელს მომხდარზე დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდა, ტექნიკის დაზიანებით დაგვემუქრნენ. ჩვენ კომპანიის წარმომადგენელებთან დაკავშირება ვერ შევძელით. მუშები, რომლებიც მშენებლობაზე დაზიანდნენ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

---

 

06.09.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/quthaisshi-dasaqmebis-phorumi-gaimartha/

ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გახსნეს. „დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია 30-მდე კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს. მსგავსი ღონისძიებების მიზანს დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს",- ნათქვამია ინფორმაციაში. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

           

პია.ჯი- https://pia.ge/post/280315-qutaissi-dasaqmebis-forumi-gaimarta

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1567768377-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89473

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562613-kutaisshi-dasakmebis-porumi-gaimarta

---

 

06.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562631-axalnamshobiarebi-kalis-romlis-chvilis-adgilsamqopelic-ucnobia-kidev-erti-shvili-natliis-ojaxshi-gadaiqvanes

ახალნამშობიარები ქალის, რომლის ჩვილის ადგილსამყოფელიც უცნობია, კიდევ ერთი შვილი ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს

თემქის კლინიკაში მყოფი ახალნამშობიარები ქალის კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვი დედას დაუბრუნდება, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული. „ეს ბავშვი გადაყვანილია საიმედო ოჯახში ჩვენი სააგენტოს დახმარებით. სოციალური მუშაკი მუშაობს ამ თემაზე. დანარჩენი, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თემაა. გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გეტყვით. დედა საავადმყოფოშია. მას როგორც კი ექნება იმის უნარი, რომ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, უპრობლემოდ დაუბრუნდება, თუ შსს-ში საქმე სხვაგვარად არ წავიდა“, - განაცხადეს სოციალური მომსახურების საგენტოში. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ცნობილია, რომ გუშინ გვიან ღამით, ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანა, თუმცა მას ახალშობილი თან არ ახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

09.09.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ეკატერინეს წამოცდომა

წინა კვირას საქართველოს ახლადდანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ძალიან გაგვახარა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს თვალები დაუჭყიტადა ყველანი " პაციენტებად " მოიხსენია. მართალია, ქალბატონ ეკას არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი პაციენტები არიან ქართველი პარალმენტარები - აწ განსვნებული ავლიკ ზურაბშვილის , პროქტოლოგ გელა მუხაშვარიას , პლასტიკური ქირურგის ივა კუზანოვის თუ სექსოლოგ გია ბეროშვილის, მაგრამ ფაქტის ჯანდაცვის მინისტრმა გაბედა და თქვა ის, რის შესახებაც მთელი საქართველო ლაპარაკობს ! ქალბატონა ეკატერინე ტიკარაძემ უნდა იცოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემაშიარსებობენ ე. წ. პრივილეგირებული კლინიკები, რომელთა მეპატრონეებიც პირდაპირ არიან შეკრულნი ბიუჯეტის ვირთხებთან და სახელმწიფო ხაზინის ქურდ - მპარავებთან ! ქალბატონმა მინისტრმა ისიც უნდა იცოდეს, რომ " ევექსის " კლინიკაშ უღვთოდ ნაწამები და მოკლული ბაჩანა მოლოდინაშვილის " ექიმები" - მედიკო აბჟანდაძე, ნიკა ნიქაბაძე, თამარ გოდუაძე და იზა სორდია დღესაც დაუსჯელნი არიან და, ღმერთმა იცის, კიდევ ვის გამოუყვანენ წირვას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6319909&name=09.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

ვინ აგებს პასუხს 16 წლის მოზარდის სიკვდილზე

16 წლის ლუკა ფოფხაძე 8 სექტემბერს დაკრძალეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის 45 დღე უგონოდ იწვა კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ მოზარდი ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. ექიმებმა თბილისის კლინიკაში მისი გადაყვანა გადაწყვიტეს და გამოიძახეს რეანიმობილი, რომელიც რაჭაში არ არის, ამიტომ რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა. გზაში რეანიმობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდა, სწორედ ამიტომ გაუჩერდა ბიჭს გული. სულისშემძვრელია ლუკა ფოფხაძის დედის სტატუსი: "ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე... ვიგუდები, შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოდ, ახლა რა ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს, რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს, სადაც ერთად გვივლია, სად გადავსახლდე, დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო? წამიყვანეე, გემუდარები, ლუკა!.. ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს, ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდიი. ვიხრჩობი დე, გასკდა გული, შვილო!!!". ვინ აგებს პასუხს მომხდარზე, მალე გამოჩნდება. ოჯახი დამნაშავე ექიმების დასჯას ითხოვს. ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე წლებია ამბროლაურის საავადმყოფოში მუშაობს და კარგად იცის, რა პრობლემებია ამ სფეროში. - ლუკა სამედიცინო სამსახურის მსხვერპლია, ამას დაამტკიცებს გამოძიებაც და ექსპერტიზაც. ჯერ ერთი, ბრიგადა დაგვიანებით მოვიდა, არაკვალიფიციური ექიმით, უბრალო პედიატრი და არა რეანიმატოლოგი. ამბროლაურში ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ბავშვს გამოკვლევა სჭირდებოდა და აუცილებელი იყო მისი თბილისში გადაყვანა. "ნიუ ჰოსპიტალში" გველოდებოდნენ, მაგრამ იქამდე ვერ ჩავაღწიეთ რეანიმობილის ექიმების დაუდევრობის გამო. - ლუკას რა აწუხებდა? - ზღვიდან ჩამოვიდა რაჭაში. 17 ივლისს შიშველ ტანზე რაღაც ჰქონდა მოსხმული, მითხრა, ფიტნესკლუბში ვვარჯიშობ, ბეჭი გამიცივდა და ექიმმა მითხრა, რამე მოიხურეო. შინ მამა და ბებო იყვნენ. იმ ღამით ბავშვმა ივახშმა და მაშინ უთქვამს, რაღაც ბეჭი მტკივაო. მამამ "ნიმესილი" დაალევინა და დაიძინეს. ღამის 5-ის ნახევარზე მამა გააღვიძა, ვერ ვარ კარგად, ყველაფერი მტკივაო. მაშინვე დამირეკეს და ვუთხარი, ახლავე გამოვუშვებ ბრიგადას-მეთქი, 12 წუთში მართლაც მივიდა სასწრაფო და ყველაფერი გაუკეთეს. ექიმმა მითხრა, რაღაც არ მომწონს, დაბუჟებული აქვს ფეხები, ფილტვებიც არ მომწონს და გადმომყავსო. ლუკას გზაში ღებინება და ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო, ფაქტობრივად, აგონიით შემოვიდა საავადმყოფოში. 12 კილომეტრია სოფლიდან ამბროლაურამდე. მადლობა იმ ჯგუფს, რომელიც საავადმყოფოში დაგვხვდა. კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ. მორიგე ექიმმა უთხრა, ნეიროგენური შოკია, აუცილებლად მესაჭიროება ბრიგადაო. უარი გვითხრეს, ყველა დაკავებულიაო და 20 წუთი გვალოდინეს. სამ საათში მოვიდა ბრიგადა, არაკვალიფიციური ექიმებით. ის კატასტროფის მანქანა უნდა ნახოთ, როგორი გაუმართავია. არადა, შეტყობინებაში ეწერა, რომ 16 წლის ბავშვი უგონოდ იყო. ეს ლენტეხის ბრიგადა იყო. როცა მძიმე პაციენტი უფრო დამძიმდება გამართულ რეანიმაციის მანქანაში, ეს არ არის ექიმის ბრალი. არც ერთ ექიმს, არც ერთ ექთანს არ უნდა პაციენტის სიკვდილი, მაგრამ გაუმართავი მანქანით რომ მიდიხარ და დაუდევრობით და არაპროფესიონალიზმით დამძიმდება ბავშვი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. რაკი ლუკა თბილისში უნდა გადაგვეყვანა, შევატყობინე გუბერნატორსა და გამგებელს. შევთანხმდით, რომ ბავშვს თერჯოლაში, სოფელ ბორითამდე გადავიყვანდით, იქ სხვა ბრიგადა დაგვხვდებოდა და თბილისში ის წაგვიყვანდა. ერთხელ რომ ეთქვათ, ავტომობილი გაუმართავიაო, არ მოვუხსნიდით ბავშვს მართვით სუნთქვას და დაველოდებოდით სხვა რეანიმობილის მოსვლას. - მანქანას თქვენც მიჰყვებოდით? - დიახ, "დელიკა" იყო, ისეთი ვიწრო, რომ ჩაკეცილი ვიყავი. გზაში ლუკას 160-ზე აუვიდა წნევა და უცებ მონიტორი გაითიშა. ბავშვს თითები რომ გაულურჯდა, ექიმს დავუყვირე, ის კი გაუკეთებდა ჟანგბადის მილს, მოსძვრებოდა. ამბუ (სარეანიმაციო ნაკრები) მომეცითო, თქვა და ამოიღეს გაუბედურებული, დამტვერილი აპარატი, რომელიც იქვე გამოვიდა მწყობრიდან. არც ჟანგბადის ბალონები იყო ბოლომდე დატუმბული... ტყიბულში კარგი ბრიგადა დაგვხვდა, 7 წუთში გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. როგორც კი ჩავიდა ჟანგბადი, ბავშვმა თვალი გაახილა, სწორად პასუხობდა კითხვებს. ფერიც დაუბრუნდა და ადეკვატურიც იყო. მისი სიკვდილის მიზეზი უჟანგბადობა გახდა. 15 წელია სასწრაფოში ვმუშაობ, კატასტროფის ბრიგადაშიც მიმუშავია და ვიცი ყველაფერი. ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია, ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა რაჭაში, დაუდევრობასა და რეანიმობილის არარსებობას ეწირებიან ადამიანები. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცხენმა დაამტვრია, სანამ მოშორებული სოფლიდან ქუთაისში მიიყვანდნენ, დაიღუპა. ნაავარიევი ბიჭიც ვერ გადაარჩინეს დაგვიანების გამო, ერთხელ კი 3 წლის ბავშვი გაიტანა მანქანამ. საბრალომ 9 საათი იცოცხლა პედიატრების ხელში, ბრიგადა კი არ მოვიდა. ან მოდის დაგვიანებით, ან გაუმართავი მანქანით მოდის და ეს არის ტრაგედიების მიზეზი. არის შემთხვევები, როცა იტყუებიან, გეუბნებიან, ჯგუფი უკვე გამოსულია, აგერ ვართ, შაორზეო და ამ დროს არ არიან გამოსული. ლუკას ამბის შემდეგ მინისტრის მოადგილე გამოვიდა და თქვა, ახლა ყველა კლინიკის წინ ვერ დავაყენებთ რეანიმობილებსო. ეს არის პასუხი? ლუკას ტრაგედიის შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა, ახლა რაჭაში ქუთაისის ბრიგადები მორიგეობენ, არ ვიცი, რამდენად კვალიფიციური ექიმები არიან, თუმცა რეანიმაცია ამწუთას იქ დგას. ლუკა ფოფხაძის ფაქტიდან რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ" განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ხარვეზები ჰქონდა: "სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არა მხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს". სავარაუდოდ, ექიმების პროფესიონალიზმის საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება და გადაწყდება, ვის რა სახის სასჯელი დაეკისრება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6320154&name=09.09.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

35 წლის შ.ს.-მ მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო

`პრაიმტაიმმა~ დედის მიერ ახალშობილის სავარაუდოდ განზრახ მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები გაარ კვია. ჩვენი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა შ.სმ რამდენიმე დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იმშო ბიარა. 35 წლის ქალმა მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო. 6 სექტემბერს გამთენიისას კი ქალი #5 სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟა მად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში `პრაიმტაიმს~ გა ნუმარტეს, მისი მდგომარეობა სტაბი ლურად მძიმეა. _ ჩვენთან პაციენტი შემოვიდა სას წრაფო დახმარების ბრიგადით. მას ჩაუ ტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყ ვანილი. შესაბამისად, მისი მდგომარეო ბა არის სტაბილურად მძიმე. სხვა მხრივ ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, _ გვითხრეს #5 სამშობიაროში. `პრაიმტაიმის~ ინფორმაციით, 35 წლის შ.სმ ოპერაციამდე სამედიცინო პერსონალთან საუბრისას დაადასტურა, რომ ბავშვი გადააგდო, თუმცა ამ დროისთვის ჩვილი ნაპოვნი არ არის. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. როგორც შსსში `პრაიმტაიმს~ განუც ხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სა მართლის კოდექსის 112ე მუხლით და იწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შ.სს ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, რომე ლიც გუშინ დილით სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6320005&name=09.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ახალი დეტალები 35 წლის ქალზე, რომელმაც ახალშობილი მიატოვა

ახალნამშობიარები ქალის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვილი მიატოვა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის შ.ს.-ს კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც სოციალურმა მუშაკებმა ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი დედას დაუბრუნდება, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული. "ეს ბავშვი გადაყვანილია საიმედო ოჯახში ჩვენი სააგენტოს დახმარებით. სოციალური მუშაკი მუშაობს ამ თემაზე. დანარჩენი, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თემაა. გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გეტყვით. დედა საავადმყოფოშია. მას როგორც კი ექნება იმის უნარი, რომ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, უპრობლემოდ დაუბრუნდება, თუ შსს-ში საქმე სხვაგვარად არ წავიდა", - განაცხადეს სოციალური მომსახურების საგენტოში. ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანა. მას ახალშობილი თან არ ახლდა. ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და ის გუშინ საღამოს შეიყვანეს კლინიკაში. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6319942&name=09.09.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

07.09.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი         

„ოცნების“ დეპუტატი თანაგუნდელს დაუპირისპირდა: „სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?..“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, აფთიაქებში მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, საჭიროა ფასებზე რეგულაცია და ამ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩართულობა. „სიმართლე გითხრათ, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან მაღალი, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?" - ამბობს კილაძე. დეპუტატი, ბიზნესმენი, კომპანია „პეესპე ჯგუფის" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი ჯანდაცვის ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვინც საკითხთან მიმართებაში კომპეტენტურია. „სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?.. ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვისაც ეს საკითხი ესმის. მესმის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან ჯანდაცვის კომიტეტი გამოვიდეს, მაშინ მეცოდნებოდა რა ინიციატივით გამოდიან. „სოფოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იურისტი რომ გამოდის, მან მიხედოს თავის საქმეს, რაშიც კომპეტენტურია. მაგ ამბავში კომპეტენტური არ მგონია იყოს. „რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის ძვირია. იმიტომაა ძვირი, რომ ჩვენს მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს და ღარიბი ქვეყანა ვართ. ევროპაში მედიკამენტები სამჯერ ძვირი ღირს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომია", - აცხადებს ოქრიაშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6319873&name=09.09.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

07.09.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ბათუმში დედამ 15 წლის ბიჭი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იპოვა

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე დედამ შვილი სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში იპოვა. როგორც "TV 25" ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, არასრულწლოვანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. მოზარდი დედამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც კლინიკა `მედცენტრის~ პრესცენტრი აცხადებენ, 15 წლის ბიჭი დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და იგი მართვის სუნთქვაზეა. მედიკოსების ცნობით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6317979&name=07.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 ​