From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com
Subject : მედიამონიტორინგი-06.08.2019
Received On : 06.08.2019 09:18
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 06.08.2019

ტელევიზია

06.08.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

რაჭაში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სახელმწიფო პროგრამებთან ერთად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე რომლებიც სასწრაფო- გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტიების საკითხებს ეხება. მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლოდროინდელმა, სავალალო გამოცდილებას, რეგიონში და კონკრეტულად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, რეანომობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. ამის გამო დაიწყო რიგგარეშე შემოწმება. თუ რეანობონილი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ის ვერ იმუშავებს, დეფიციტს კი გადაუდებელი დახმარების სამსახური შეავსებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261158

მაესტრო -ახალი ამბები 10:00  -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260926

ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260988

---

 

 06.08.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

პროტესტის გამოხატვის გამო უსამსახუროდ დარჩენილი 20-მდე თანამშრომელი. ონლაინ კაზინოების პროვაიდერი კომპანიის "ევოლუშენ გეიმინგის” წარმომადგენლები, რომლებმაც ცოტახნის წინ ხელფასების მატებას და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა მოითხოვეს სამსახურის გარეშე თავად დარჩნენ. მათ სამუშაო ადგილები ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე დაატოვებინეს და შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. უსამსახუროდ დარჩენილები მომხდარს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261041

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6261345

---

 

05.08.2019

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00 

ამბროლაურში მომხდარ შემთხვევას, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. პირველადი დასკვნა ცნობილია. წინასწარი მოკვლევით, ჟანგბადის მიწოდების სისტემა სათანადოდ არ მუშაობდა რეანიმობილში, რომელსაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი 16 წლის პაციენტი რაჭიდან თბილისში უნდა გადაეყვანა. თუმცა დასკვნაში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გახდა თუ არა მითითებული ხარვეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი. ზედამხედველი უწყება ასევე იკვლევს, ხომ არ იკვეთება გახმაურებულ საქმეზე თავად ამბროლაურის კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ, სასწრაფო-სამედიცინო და კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირების სფეროში რეგულაციების გამკაცრება დაიწყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260597

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260306

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6259738

---

 

05.08.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30 

გაიზრდება თუ არა მედიკამენტების ფასები და როგორ აისახა ლარის ბოლო თვეების გაუფასურება ბაზარზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260728

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260109

---

 

05.08.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

სარკინიგზო გვირაბის გაფიცულ თანამშრომლებსა და დამსაქმებელს შორის რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მუშები რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისგან“ დღიური ხელფასის 10 ლარით გაზრდას ითხოვენ. მუშები უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემასა და მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260478

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6259976

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6259842

---

 

05.08.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 17:45

სადაზღვევო სექტორი შრომის უსაფრთხოების კანონში დაზუსტებებს ითხოვს. როგორც ბიემ.ჯი-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, არსებული სისტემა ვერ მუშობს, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მსჯელობს პირობებზე რა პროცესიც სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება. ხეჩინაშვილის თქმით მხოლოდ ერთი წინადადების ჩაწერა მოხდება, რომელშიც მიუთებდნენ რომ დაზღვევა ყველას უნდა ქონოდა, თუმცა მისი შეფასებით ყველამ კაპიკიანი დაზღვევა იყიდა, რომელიც შემთხვევის დროს არაფერს ფარავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6260194

ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6259701

---

 

 

ინტერნეტი

06.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559107-premieri-im-programas-caradgens-romlitac-kronikuli-daavadebebis-samkurnalo-35-dasaxelebis-medikamentis-1-larad-shezena-ikneba-shesazlebeli

პრემიერი იმ პროგრამას წარადგენს, რომლითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თბილისის საკრებულოში იმ პროგრამას წარადგენს,რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/212579-premieri-im-programas-tsaradgens-romlithac-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-35-dasakhelebis-medikamentis-1-larad-shedzena-iqneba-shesadzlebeli.html?lang=ka-GE

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/premieri-im-programas-waradgens-romlitac-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-35-dasaxelebis-medikamentis-1-larad-shedzena-iqneba-shesadzlebeli

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/230697-mamuka-bakhtadze-1-larad-medikamentebis-gatsemis-datsqebis-programas-daanonsebs

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/08/06/premieri-im-programas-waradgens/

---

 

06.08.2019

მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=4720

გაძვირდება თუ არა მედიკამენტები – ფარმაცეფტების მოლოდინი

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტის ირინა ჭელიძის განცხადებით, "თუ კურსი დოლართან მიმართებით 3 ლარიან ნიშნულს ასცდა, მედიკამენტები გაძვირდება".  მისი თქმით, ამ ეტაპზე მედიკამენტების ფასები მასობრივად გაზრდილი არ არის, თუმცა შეიძლება, იყოს წამლების ჯგუფის მცირე ნაწილი – 3-4%, რომლებიც გაძვირებულია.  "მედიკამენტების გაძვირება ძალიან მძიმე პროცესია, ეს თავად ბიზნესზეც აისახება, რამდენადაც მაშინვე იკლებს გაყიდვები. ყველა ბიზნესმენი ძალიან კარგად ათვიცნობიერებს ამას, რომ გაძვირება გამოსავალი არ არის, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ბიზნესს", - აცხადებს ირინა ჭელიძე.  კითხვაზე, თუ დღეს ფასები გაზრდილი არ არის, რის ხარჯზე ნარჩუნდება ფასი, ირინა ჭელიძე ამბობს, რომ ბიზნესი "მომავლის იმედზეა".  "შარშან ნახევარი წელი იყო ლარის კურსის მატება და პირველი ნახევარი იყო სტაბილური. ახლაც სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ შეინარჩუნოს რაღაც ნიშნულზე ლარი. ყველა ელოდება, რომ სექტემბრიდან წლის ბოლომდე თუ მოხდა დაწევა, ეს დააბალანსებს ამ მდგომარეობას.  ძალიან დიდი პანიკა გამოიწვია, როცა დოლარის კურსი გახდა 3 და ევროს კურსი გახდა 3.35 ლარი. ეს ისეთი ნიშნული იყო, რომელიც ძალიან სერიოზულ გადახედვას მოითხოვდა ჩვენი მხრიდან, რადგან ძალიან ბევრი მედიკამენტის ფასი თვითღირებულების მაჩვენებლით წავიდა მინუსში", - აცხადებს ირინა ჭელიძე. ცნობისთვის: ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8946  ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2312 ლარად შეიძენთ. 5 აგვისტოს ერთი დოლარის ღირებულება 2.887 ლარი იყო, ერთი ევროსი კი 3.2037 ლარი. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა.     

ბიემ.ჯი: https://www.bm.ge/ka/article/quottu-kursi-dolartan-mimartebit-3-larian-nishnuls-ascda-medikamentebi-gadzvirdebaquot/37969/

---

 

06.08.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/489946

ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა გვირაბის შესასვლელი გადაკეტეს

ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელმა გვირაბის შესასვლელი ჩაკეტა. ისინი მშენებარე გვირაბში შესვლის და გამოსვლის საშუალებას არავის აძლევენ. ათივე გაფიცული ჩინეთის მოქალაქეა. გაფიცულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს გუშინ პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების ინფორმაციით, ხელფასების დღიური 20 ლარიდან 30 ლარამდე მატებაზე ჩინურმა კომპანიამ უარი განაცხადა. როგორც მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თავის მხრივ, კი შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აცხადებს, რომ დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია, როგორც ძირითადი ხელფასი, ასევე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება, რაც კომპანიის განცხადებით, ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენს.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/qvishxetshi-mushebis-gaficva-grdzeldeba?fbclid=IwAR24wHcW7jhULaUyuHQ5OLqQLa2YBTHbFGjDxWbTZ7cJts0Kpqg4eOXcSzA

---

 

06.08.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekranian-mowyobilobebtan-mushaobisas-jandacvis-standartebis-dacvis-sakitkhebze-jandacvis-saministroshi-%e2%80%8bbiznesombudsmentan-shekhvedra-gaimarta/

ეკრანიან მოწყობილობებთან მუშაობისას ჯანდაცვის სტანდარტების დაცვის საკითხებზე ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ირაკლი ლექვინაძესთან და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებზე მინიმალური სტანდარტების დადგენის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით შედგა, სადაც რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით ბიზნესის შენიშვნები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება და ტექნიკური რეგლამენტის დასახვეწად ბიზნესომბუდსმენი სამინისტროს ოფიციალური რეკომენდაციით მიმართავს. აღნიშნული დაფუძნებულია ევროდირექტივაზე (90/270/EEC ), რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან. ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ეხება ყველა სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559074-jandacvis-saministro-sakartvelos-rkinigzis-administracias-da-rkinigzelta-axal-propesiul-kavshirs-molaparakebisken-moucodebs

ჯანდაცვის სამინისტრო „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

რკინიგზელთა შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მოუწოდებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა გადავიდნენ მოლაპარაკებების რეჟიმში, განიხილონ არსებული პრობლემები და ორივე მხარის ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინებით, მიაღწიონ შეთანხმებას მათი გადაწყვეტის გზებისა და საშუალებების შესახებ. „2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს. კოლექტიური დავის ფარგლებში მედიატორმა გამართა ინდივიდუალური შეხვედრა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან. მედიატორი ასევე დაუკავშირდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შემათანხმებელ პროცედურებში უფლებამოსილი პირის ჩართვის მიზნით. მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა. მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ. ამ დროისთვის საგაფიცვო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე, ხელს 4 800 ადამიანი აწერს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების განცხადებით, საპროტესტო აქციების დაწყება, ავტომატურად, შიდა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერებას გამოიწვევს. რკინიგზის მენეჯმენტის წინადადების მიხედვით კი, 11 ათასი დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1500 ლარზე ნაკლებია, მომავალი წლის მარტიდან 10%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებენ და მასშტაბური გაფიცვებისათვის ემზადებიან. 10 აგვისტოს გაირკვევა, როგორია პროტესტის მონაწილეთა სამოქმედო გეგმა.

პია.ჯი- http://pia.ge/post/276044-saministro-musebis-gaficvastan-dakavsirebit-gancxadebas-avrcelebs

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-rkinigzashi-sheqmnil-vitarebaze-ganckhadebas-avrcelebs/?fbclid=IwAR0bXkT-FhVv0Man3BAGFpthN7aSD0l_TwSRlFl6FN0ctjyMhPsRFmkYscc

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-rkinigzashi-sheqmnil-vitarebaze-gancxadebas-avrcelebs?fbclid=IwAR3D77AdHmWfzWRGm5AmxLV2PnI7hpayUwNQGGop6oibie7I5ymaQzeLJtE

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1565015917-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

კვირა.ჯი- http://kvira.ge/489909

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88052

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება:  https://www.bm.ge/ka/article/quotrig-medikamentebze-fasebi-ert-welshi-18-it-aris-gazrdiliquot/37962/

"რიგ მედიკამენტებზე ფასები ერთ წელში 18%-ით არის გაზრდილი"

"კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგ მედიკამენტებზე ფასები 15%-18%-მდე გაიზარდა, ასევე არის გარკვეული ფარმაცევტული ნაწარმი, რომელიც 400%-ითაც კი გაძვირდა. "საქართველოში, სადღაც 80%-ზე მეტი იმპორტირებული მედიკამენტია. იმ მედიკამენტებში, რომლებიც საქართველოში გამოდის, ძირითადი ნედლეული იმპორტირებულია. ჩვენ არ ვაწარმოებთ ქიმურ ნივთიერებას. აქ ხდება ძირითადად შეფუთვა და ეწერება, რომ დამზადებულია საქართველოში. ეს ყველაფერი იყიდება კონვერტირებულ ვალუტაზე, ან დოლარზე, ან ევროზე, ან გირვანქა სტერლინგზე, ამიტომ კურსის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს მედიკამენტებზე ფასების ზრდას. ეს არც კარგია, არც ცუდია, ეს ნორმალური მოვლენაა. კომპანიები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, წაგებაზე არ წავლენ. მით უმეტეს, რომ ბაზრის 80% ეკუთვნის 3-4 კომპანიას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ფასებია მაღალი, პრობლემა ის არის, რომ შემოსავალი აქვს ხალხს დაბალი. არის მედიკამენტები, რომლებზეც საერთოდ არ იზრდება ფასი, იოდი, ბინტი და ა.შ. და არის მედიკამენტები, რომლებზეც ფასი სერიოზულად იზრდება. მაგალითად არის მედიკამენტები, რომლებზეც ფასები 2017 წლიდან გაზრდილია 400%-ით. ეს არის ძირითადად ე.წ. ბრენდული მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მედიკამენტები თუ ფსიქიატრიაში გამოყენებადი მედიკამენტები", - აცხადებს ვატო სურგულაძე.

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559095-shps-chinetis-rkinigzis-23-e-biuros-jgupi-mushebis-gapicvastan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების გადიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“-ს მუდმივმოქმედი ფილიალის დასაქმებულები 2019 წლის 3 აგვისტოდან უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და არ გამოდიან სამუშაოზე. დასაქმებულები განმარტავენ, რომ არიან გაფიცულები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათ კომპანიისთვის წერილობით არ მოუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვებულებებთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე ითხოვენ ხელფასის მომატებას. კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხოლო ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისათვის. მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება. რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების - 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პია.ჯი- https://pia.ge/post/276089-sps-cinetis-rkinigzis-23-e-biuros-jgufi-gancxadebas-avrcelebs

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88055

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/45936/aghmosavletdasavlet-saqartvelos-damakavshirebeli-gvirabis-msheneblobaze-mushebi-gaifitsnen

აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს’’ გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 60 მუშა გაიფიცა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას, განცხადებით, მუშები ისეთ საკითხებს აპროტესტებენ, რომელიც შრომის კოდექსით გარანტირებულად უნდა ეძლეოდეთ ადამიანებს. „ამ ეტაპზე 60 ადამიანია გაფიცული. ისინი აპროტესტებენ მიმდინარე პრობლემებს და უარს აცხადებენ სამუშაოს შესრულებაზე. საუბარია უსაფრთხოების ნორმებისა და საკმარისი ხელფასების არარსებობაზე, ასევე არის ხარვეზები და პრობლემები ინდივიდუალური ხელშეკრულებებში. ხშირად დასაქმებულებს პრობლემები ექმნებათ ანაზღაურების დროულად მიცემისა და შვებულების გამოყენებაზე", - განაცხადა ილია ლეჟავამ. როგორც დასაქმებულები ამბობენ, უკვე მეორე დღეა რაც გაფიცულები არიან. მოთხოვნების დაკმაყოფილბამდე კი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ილია ლეჟავას განცხადებით, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს’’ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ჯერ-ჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში კი მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა.

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-gadawyvetilebit-ambrolaurshi-reanimobili-gantavsda

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამბროლაურში რეანიმობილი გაჩნდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო, პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმას ადგენს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო, პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება. „ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს. მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით, უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ამოქმედდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით. „სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის. ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგისა და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი დღეს დილიდან განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ამბროლაურიდან რეანიმობილით 16 წლის მოზარდი ქუთაისში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისას მოზარდის მდგომარეობა დამძიმდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნით, რეანიმობილში, რომლითაც პაციენტის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაუმართავი იყო, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება შეფერხდა. გახდა თუ არა ეს ფაქტორი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, ამის დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა. 16 წლის მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევის შემდეგ, ამბროლაურის მცხოვრებთა ნაწილი, რაჭაში რეანიმობილის დანიშვნას ითხოვდა.

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/252656

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/jandatsvis-saministrom-saavadmqopoebis-kompleksuri-monitoringi-daitsqo

ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს. ამ დროისთვის 30 კლინიკა შემოწმდა და 20 ამდე ოქმი დაიწერა. ამის შესახებ რეგულირების სააგენტოს უფროსმა, ზაალ კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძე ამბობს მონიტორინგის მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევაა. „გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. რეგისტრირებულია 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება. ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში შემოწმდება, კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია,’’- განაცხადა კაპანაძემ. რეგულირების სააგენტოს უფროსის თქმით, დარღვევები დაფიქსირდა, როგორც რეგიონში ასევე დედაქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში. სამ შემთხვევაში დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც. თუმცა, ზაალ კაპანაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ კლინიკებში დაფიქსირდა დარღვევები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ეტაპობრივად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება. უწყება აქტიურ ჩართვას გეგმავს ხარისხის მართვის პროცესშიც.

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/c-hepatitis-eliminatsiis-programashi-chasartavad-sachiro-diagnostikuri-kvlevebi-upaso-gakhda

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. პრემიერის თქმით პროგრამაში შედის ცვლილება და ამ ხარჯის გაწევა საჭირო აღარ იქნება. „ საქართველო არის ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო“, _ განაცხადა ბახტაძემ. საქართველო ში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კომპანია „გილეადისა’’ და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2016 წლის მაისში მიიღო „ჯანმრთელობის სექტორის გლობალური სტრატეგია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ", რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016-2021 წლამდე.

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11112

რუსთაველ ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროება

რუსთაველ ახალგაზრდას, მარიამ ლაბაძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მარიამს მეორე ბავშვზე ორსულობის დროს, გაეთიშა თირკმელები, ამან გამოიწვია სეფსისი და სხვა ორგანოების დაზიანებაც. ღუდუშაურის კლინიკაში ორთვიანი მკურნალობის შემდეგ აუცილებელია მისი მკურნალობა თურქეთის კლინიკაში გაგრძელდეს, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მკურნალობისთვის საჭიროა 50 000 ევრო, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ოჯახის მეგობრები თხოვნით მიმართავენ რუსთაველებს რომ გაიღონ შემოწირულობა და დაეხმარონ მარიამ ლაბაძეს. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ანგარიშზე GE47 BG00 0000 0101 0971 47 და თიბისი ბანკის ანგარიშზე GE35 TB75 9864 5061 1001 02 მიმღები ალიკო შუბითიძე.

---

 

05.08.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=211573-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,

"დაეხმარეთ ახალგაზრდა ბიჭს რომ ტკივილსგან აღარ იტანჯებოდეს" - 26 წლის გოგიტა მალაყმაძეს დახმარება სჭირდება

საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ინფორმაციით, 26 წლის გოგიტა მალაყმაძე სასტიკი ტკივილებით იტანჯება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ის პირველი ჯგუფის ინვალიდია, ოჯახის გადმოცემით გოგიტა 2 კლასში იყო როცა რევმატიული ართრიტი დაემართა და უკვე 13 წელია ეტლს მიაჯაჭვა. "ორი თვეა გაუსაძლისი ტკვილებით იტანჯება. ყველას შველას სთხოვს ,თუმცა უშედეგოთ. 1 თვის წინ მეზობლების მიერ შეგროვებული თანხით ოჯახმა გოგიტა წაიყვანა თურქეთში სადაც გაუკეთდა სპეციალური გადასახმა რომლის ღირებულებაც 10 ათას ლირას შეადგენს. აუცილებელი იყო გაკეთებულიყო კიდევ ერთი გადასხმა რომ გოგოიტა ტკივილებს აღარ შეეწუხებინა, ოჯახმა დახმარებისთის მიმართა ბათუმის მერიას და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საიდნაც მიიღეს უარი დახმარებაზე. მხოლოდ ამ თვეში ორჯერ იყო რეანიმაციაში. ახლა მხოლდ თქვენი იმედი გვაქვს კეთილო ადამინებო. დაეხმარეთ ახალგაზრდა ბიჭს რომ ტკივილსგან აღარ იტანჯებოდეს. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ გოგიტა მალაყმაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

 

ბეჭდვითი მედია

06.08.2019

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან

საქართველოს რკინიგზის“ 4800 თანამშრომელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. ისინი ხელფასების 50%-ით მატებას მოითხოვენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა, შესაბამისად ერთადერთი გზა დარჩათ-აქციის, როგორც პროტესტის ფორმას მიმართონ. „დავიწყეთ პროფკავშირმა კოლექტიური დავა რკინიგზის ადმინისტრაციასთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიზარდოს რკინიგზელების ხელფასები. პროფკავშირს გვაქვს შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. ვიყავით მზად, რკინიგზის ადმინისტრაციისთვის შეგვეთავაზებინა ეს გეგმა. დავიწყეთ მედიაციის პროცესი. დაინიშნა მინისტრის წარმომადგენელი პროცესში თუმცა რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე 4800 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში ხელი აქვს მოწერილი კონკრეტულად საგაფიცო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე. პროფკავშირებს ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ეს პროცედურები ჩავსვათ კანონის ფარგლებში, რომ გაფიცვა იყოს კანონიერი. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაცია ჩვენთან კომუნიკაციას არ აწარმოებს. მეტიც, სახელმწიფო უწყებაა, დანიშნულია მენეჯმენტი მთავრობის მხრიდან და სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელსაც კი არ შეხვდნენ. ეს ინსტიტუციურ უპატივცემულობად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე საბოტაჟში ნიშნებია იმიტომ, რომ ზუსტად იცის რკინიგზის ადმინისტრაციამ თუ მოლაპარაკებები არ შედგება გაფიცვა იქნება,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა ილია ლეჟავამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6261091&name=06.08.2019+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

მესინჯერი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6261013&name=06.08.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.08.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

მენტალური დაავადებების მკურნალობისთვის ბიუჯეტი იზრდება, თუმცა გამოწვევები რჩება

მენტალური დაავადებების მკურნალობისთვის ბიუჯეტი იზრდება. შესაბამისად, ბევრი მოქალაქისთვის მომსახურება უფასო იქნება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბავშვებში მენტალური აშლილობის მკურნალობა, ადაპტაციის, სტრესის, დეპრესიის პრობლემები, ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეკა ადამია აცხადებს, რომ ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს ამ პროგრამით დაზღვევის სტატუსის მიუხედავად. დაფინანსდებიან კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მენტალური აშლილობა ერთერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს ზოგად მედიცინაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6260987&name=06.08.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.08.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს მოვუმატებთ

"საქართველოს რკინიგზა" თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა. ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ. ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ - ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას" ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6260868&name=06.08.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

06.08.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ვატო სურგულაძე: ''ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი 400%-ით არის გაზრდილი"

"კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგ მედიკამენტებზე ფასები 15%-18%-მდე გაიზარდა, ასევე არის გარკვეული ფარმაცევტული ნაწარმი, რომელიც 400%-ითაც კი გაძვირდა. "კომპანიები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, წაგებაზე არ წავლენ. მით უმეტეს, რომ ბაზრის 80% ეკუთვნის 3-4 კომპანიას. პრობლემა ის კი აღარ არის, ფასია მაღალი, პრობლემა ის არის, რომ შემოსავალი აქვს ხალხს დაბალი... არის მედიკამენტები, რომლებზეც საერთოდ არ იზრდება ფასი: იოდი, ბინტი და ა.შ. არის მედიკამენტები, რომლებზეც ფასი საოცრად იზრდება. ე.წ ბრენდული მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მედიკამენტები თუ ფსიქიატრიაში გამოყენებადი მედიკამენტები" - აცხადებს ბიემთან სურგულაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6260866&name=06.08.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​