From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-04.06.2019
Received On : 04.09.2019 08:03
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 04.09.2019

ტელევიზია

04.09.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ. ამის შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე უპასუხებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6310967

I არხი - მოამბე 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6311174

I არხი -მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6311003

---

 

03.09.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: რეაქცია

პრემიერის მინისტრების ცვლილებები, ვისთვის იცვლებიან და რატომ თუ ხალხისთვის არაფერი იცვლება. თუ ადამიანები რომლთაც ყველა მთავრობის, ყველა მეთაური უკეთეს ცხოვრებას პირდება, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და კიდევ უფრო გაძვირებულია მათი ცხოვრება. კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ისტორიები. (მესამე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6310720

---

 

03.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: ახალი დღე

პირველი სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია, მოიწვიოს ან იყვანოს შრომის უსაფრთხოების სერთისიცირებული სპეციალისტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6308798

---

 

 

ინტერნეტი

04.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562209-studentebs-romlebic-rezidenturashi-psikiatriulze-scavlas-gaagrzeleben-saxelmcipo-daapinansebs

სტუდენტებს, რომლებიც რეზიდენტურაში ფსიქიატრიულზე სწავლას გააგრძელებენ, სახელმწიფო დააფინანსებს

ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში სპეციალისტების სიმცირის გამო, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წაახალისოს სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები. ვინც მოინდომებს და რეზიდენტურაში ფსიქიატრიის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს სწავლის გადასახადს. ეს ხდება იმიტომ, რომ დარგში სპეციალისტების დეფიციტია, სისტემა განიცდის კადრების სიმცირეს, - ამის შესახებ „ინტერპერსნიუსთან“ საუბარში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 2020 წელს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება სამი მილიონით გაიზრდება და 27 მილიონი ლარი გახდება. „როგორც იცით, ბოლო პერიოდში იზრდება ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ექვსჯერ და მეტად გაიზარდა თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების დაფინანასება. თუ ეს იყო 2017 წელს 232 000 ლარი, 2019 წელს გახდა მილიონ შვიდასი ათასი ლარი. 2020 წლეს კიდევ სამი მილიონით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც ძირითადად მიმართული იქნება სათემო ამბულატორიულ სერვისზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსება ძირითადად საოჯახო ტიპის დაწესებულებების აშენებას მოხმარდება. როგორც გაბუნიამ განაცხადა, წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს რუსთავში საოჯახო ტიპის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 25 საწოლზე იქნება გათვლილი და გაზაფხულამდე დასრულდება. შერჩეულია ლოკაციები კახეთშიც. რეგიონში ორი, 30 საწოლზე გათვლილი, ფსიქიატრიული ცენტრის აშენებაა დაგეგმილი. პროექტები ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება.

---

 

04.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1567571011-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C

პარლამენტში მინისტრობის 3 კანდიდატს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას დღეიდან დაიწყებს. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ, რის შემდეგაც ასევე სამი კომიტეტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენს. კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. უმრავლესობამ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა. გადაწყვეტილების შესახებ ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიამ ორი ძალოვანი სამინისტროს ხელმძღვანელების კანდიდატები დაასახელა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შს მინისტრი კი ვახტანგ გომელაური იქნება, რომელიც ამ დრომდე სუს-ის ხელმძღვანელია.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/parlamenti-ministrobis-kandidatebis-mosmenas-dgeidan-daiwyebs

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562198-parlamenti-ministrobis-kandidatebis-mosmenas-dgeidan-daicqebs

---

 

04.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/562197-potshi-socialuri-momsaxurebis-saagento-dasakmebis-porums-gamartavs

ფოთში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენოტან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით ტარდება და მის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. ამასთან, დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას რეგიონში მოქმედი 21 კომპანია შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. „სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს. ფოთში დასაქმების ფორუმი 4 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება გაიმართება რესტორანში „ვერსალი“, მისამართი: ფოთი, მარჯანიშვილის ქუჩა N1. ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=24077

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა

აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისას მუშა დაშავდა. შუახნის კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა აღობილის ტერიტორიაზე შემთხვევა დღეს, სამ სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების ნაწილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა. დაშავებული შუახნის მამაკაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. „ცოტახნის წინ შემოიყვანეს, კვლევები უტარდება, მდგომარეობა მძიმე არ არის და კონტაქტურია. კონკრეტულად რა ტრამვები აქვს მიღებული ამას ვადგენთ“, – გვითხრა ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა. ბოლო პერიოდში სამცხე–ჯავახეთში სამშენებლო ობიექტზე მუშის დაშავების მეორე შემთხვევაა. 16 აგვისტოს ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შსს–ში განმარტავენ, რომ გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს :უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/237288-ekimebi-gagizhdnen-dedis-mosvlis-mere-xelaxla-daicqo-sicocxleo-ver-vushvelet-ras-hqveba-gardacvlili-16-clis-bichis-mamida/

"ექიმები გაგიჟდნენ: დედის მოსვლის მერე, ხელახლა დაიწყო სიცოცხლეო... ვერ ვუშველეთ" - რას ჰყვება გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის მამიდა

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გუშინ დილით გარდაიცვალა. მას მედიცინის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო. 16 წლის ლუკა ფოფხაძის მამიდა, ფატი გოგოლაშვილი AMBEBI.GE-ს მოზარდის გარდაცვალების დეტალებს უყვება: "ბავშვი ზღავზე იყო, შემდეგ რაჭაში ჩამოვიდა, ფიზიკურად არაფერი არ ემჩნეოდა... მითხრა მამიდაო, ფიტნეს-კლუბში დავდივარ, ბეჭი გამიცივდა და ექიმმა მითხრა მოიხურე-ხოლმეო, ახლაც ზღავზე რომ ვიყავი, წყალში იშვიათად ჩავდიოდიო. არფერი ეტყობოდა - არც ტემპერატურა, არც ოფლიანობა, არც უენერგიობა... არაფერი. 19-ში ღამით მამაჩემმა დამირეკა და ბავშის ყვირილი გავიგონე - მამა ვკვდები, დედა ვკვდებიო. რა ჭირს ბავშვს-მეთქი და სახსხრები სტკივა ძალიანო. დავურეკე სასწრაფოს და ზუსტად 12 წუთში მივიდა. მესაუბრენენ ჩემი კოლეგა ექიმები, მითხრეს, რომ არაფერი ისეთი არ ეტყობოდა, მაგრამ ჰქონდა ძლიან ძლიერი სახსრების ტკივილი, ფეხებს ვერ გრძნობდა. გაუკეთეს გამაყუჩებლები და გადაიყვანეს სტაციონარში. იქ საერთოდ ვერ გრძნობდა ფეხებს. უცებ დაეწყო ძლიერი ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა. მაშინვე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. როგორც კი ჟანგბადი მიეწოდა ბავშვი მობრუნდა, და თვალებით გვანიშნებდა ყველაფერს, ფერიც დაუბრუნდა და ადეკვატურიც იყო. კატასტროფის ბრიგადა გამოვიძაზე, ქუთაისიდან წამოვიდნენ... მორიგე ექიმმმა უთხრა ნეოროგენური შოკია, აუცილებლად მესაჭიროება ბრიგადაო. უარი გვითხრეს - ყველა დაკავებულიაო. 20 წუთი გვალოდინეს. დაახლოებით სამ საათში მოვიდა ბრიგადა, რომელიც იყო არაკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული, კატასტროფის მანქანის ფოტოები უნდა ნახოთ - გადავიღეთ. მე თვითონ 15 წელია სასწრაფოში ვმუშაობ და გადამყვან ბრიგადებზეც მიმუშვია. მოვკიდე ექიმს ხელი და ვუთხარი, როგორ გაბედე, რომ კაბაზე შემოიცვი ხალათი და ასეთ მძიმე მდგომარეობაზე გამოხვედი-თქო. ის რეანიმატოლოგი არ იყო, რიგითი ექიმი იყო. აკანკალდა შიშისგან. არცერთს ფორმები არ ეცვათ, ჟილეტები ეცვათ უბრალოდ. არ უნდოდათ პაციენტის წაყვანა. ძალიან ბევრი შემთხვევაა რაჭაში, მოდის გაუმართავი სასწრაფოს მანქანები, მოდიან არკვალიფიცირებული ექიმები და თან - დაგვიანებით. ამას ყველა დააადასტურებს, ადგილობრივი მოსახლეობა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ბავშვი "ნიუ- ჰოსპიტალში" გადაჰყავდათ. საქმის კურსში ჩავაყენე გუბერნატორი და გამგებელი. შევთანხმდით, რომ ბავშვს თერჯოლაში, სოფელ ბორითამდე გადავიყვანდით, იქ სხვა ბრიგადა დაგვხვდებოდა და კლინიკაში ის გადაგვიყვანდა. ის უკან უნდა დაბრუნებულიყო, რადგან საჭირო იყო ადგილზე. ერთხელ, რომ ეთქვათ ავტომობილი არ არის ფორმაშიო, არ მოვხსნიდით მართვით სუნთქვიდან ბავშვს და სხვანაირად მოვიქცეოდით. გზაში დაიწყეს ჟანგბადის პრობლემებზე საუბარი... უნდა ნახოთ ფოტოები, როგორი რეანომობილით გადაიყვანეს 16 წლის ბიჭი. გზაში 160-ზე ავიდა წნევა და უცებ მონიტორი გაითიშა. ისეთი ვიწრო მანქანა იყო, ჩაკეცილი ვიყავი და ვერ ვმოძრაობდი. დავინახე, ბავშვს თითები გაულურჯდა. ექიმს დავუყვირე, გაუკეთებდა ჟანგბადის მილს - ძვრებოდა. ასეთი ვითარეობა იყო. ამბუ (სარეანიმაციო ნაკრები) მომეცითო, ჩემი თვალით დავინახე, რაღაც გაუბედურებული ამოიღეს, დამტვერილი აპარატი, რომელიც იქვე გამოვიდა მწყობრიდან. ექიმმა იყვირა, ეს ბავშვი ალბათ განწირულიაო. პირში ჰაერის ბერვით ჩავიყვანეთ ტყიბულში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო - თავის ტვინის შეშუპება იყო დაწყებული. ტყიბულში ძლიან ძლიერი ექიმი დაგვხვდა. ელექტროშოკით ბავშვს დაეწყო გულის მუშაობა. ვცდილობდით, რომ ქუთაისში გადავსულიყავით და სასწრაფო სამი საათი იქაც არ მოვიდა. 12 საათზე გამოძახებული სასწრაფო ოთხის ნახევარზე მოვიდა. ქუთაისში ძალიან მაგარი გუნდი დაგვხვდა, ყველა რეანიმატოლოგი უკვე ხვდებოდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. ძალიან იბრძოლა ლუკამ, იმ დონემდე იბრძოლა, რომ ექიმებიც კი დაეჭვდნენ - ხომ არ ვცდებით რამეში უიმედოდ რომ ვართო... მერე წავედი მამამისთან, კვდებოდა ისეთ დღეში იყო. მამამისმა უთხრა, როგორ ხარ ლუკა მამიო. თვალებით ანიშნა, თითქოს კარგადო. ასეთ მდგომარეობას მტერსაც არ ვუსურვებ, რაც ჩვენ გვაქვს. ჩემი ლუკა, ჩემი თვალხატულა ბიჭი. მთელი რეანიმაცია თავს დასტრიალებდა, ცრემლები მოსდიოდა ბავშს, ტიროდა. ექიმები გაგიჟებულები იყვნენ. დედის მოსვლის მერე ხელახლა დაიწყო ბავშვმა სიცოცხლეო - ექიმები ამბობდნენ სასწაულის მომსწრეები გავხდითო. იმდენი ღამე გვაქვს ნათენები უშედეგოდ, უიმედოდ. ხან ლოყები ჰქონდა გაწითლებული, ხან ტუჩები, ხან სიცხე ჰქონდა - ამით ვიიმედებდით თავს, მაგრამ ვერ ვუშველეთ. ვერ დავეხმარეთ..." - ჰყვება გარდაცვლილის მამიდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ აღნიშნული საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხიმგებლობის საკითხი განიხილება და მათი პროფესიული საქმიანობა გადაიხედება. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ადმინისტრაციული წესით კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, კერძოდ: დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე რეანომობილს, მას ფუნქციონირების უფლება უკვე შეუჩერდა.

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/213397-16-tslis-pacientis-gardacvalebis-gamo-ramdenime-klinikisa-da-eqimis-mimarth-mkacri-ghonisdziebebi-gatardeba.html?lang=ka-GE

16 წლის პაციენტის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკისა და ექიმის მიმართ მკაცრი ღონისძიებები გატარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტისთვისგაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალში“, სს „ევექსის კლინიკების ტყიბულის ფილიალში“, შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა“ და სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების პაციენტის „სამედიცინო ბარათსა“ და ექიმების ჩანაწერებში არასრულყოფილი და განსხვავებული მონაცემები იყო მითითებული. ასევე გამოიკვეთა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტები. ასევე, გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურულიუზრუნველყოფა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი ღონისძიებები გატარდება. კერძოდ, პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხიმგებლობის საკითხი განიხილება და გადაიხედება მათი პროფესიული საქმიანობა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ადმინისტრაციული წესით კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე რეანომობილს, მას ფუნქციონირების უფლება უკვე შეუჩერდა. შეგახსენებთ, 16 წლის პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 21 ივლისს, ამბროლაურის კლინიკიდან ტრანსპორტირებისას, რეანიმობილში დამძიმდა, გუშინ დილით გარდაიცვალა. პაციენტის მდგომარეობა შაორთან იმ დროს დამძიმდა, როდესაც პაციენტი რეანიმობილით გადაჰყავდათ. მანამდე ის სუნთქვის მწვავე უკმარისობით ამბროლაურის კლინიკაში იყო მოთავსებული.

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/237272-vart-chixshi-da-meti-tragikuli-shemtxveva-gvekneba-samcuxarod-sadamde-miiqvans-sazogadoebas-psikikuri-janmrtelobis-sistemis-problemebi/

"ვართ ჩიხში და მეტი ტრაგიკული შემთხვევა გვექნება, სამწუხაროდ" - სადამდე მიიყვანს საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის პრობლემები?

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემაში. თუმცა, მასზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდება და ფაქტი მთელს საზოგადოებას აღაშფოთებს. რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამვლელმა ქალმა ბავშვი დანით დაჭრა. ექსპერტიზას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ 51 წლის ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონეა და სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, მედიკამენტებსაც იღებდა. საზოგადოება შეძრა თებერვალში, რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ - 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი დანით მოკლა. ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ახლობლების თქმით, მას რამდენიმე დღით ადრე სტაციონარში მოთავსებაზე უარი უთხრეს, პალატების გადატვირთულობა გამო... სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება, სადაც ორივე მხარე მსხვერპლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძალადობრივი ფაქტების გაიგივება ფსიქიკურ პრობლემებთან დაუშვებელია. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მოძალადეების ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები, ხოლო ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები, ყველაზე ხშირად თავად არიან დაუცველები და ძალადობის მსხვერპლნი... 36 წლის ოლღა კალინა ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ქსელის თავმჯდომარეა, ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს ეხმარება უფლებების დაცვაში. რამდენიმე წელია მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთ მონიტორად და ყოველდღიურ რეჟიმში უწევს სისტემის პრობლემებზე მუშაობა. თავად ორჯერ მოუწია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა, აქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ოლღამ საკუთარ თავზე გამოსცადა და შიგნიდან დაინახა ყველა ის ხარვეზი, რაც ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაშია. კალინა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყვველაზე მძიმე პერიოდი მის ცხოვრებაში, თუმცა გამოცდილება, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გატარებულმა წლებმა შემატა, უნიკალური და მრავლისმომცემია. ოლღა კალინა. ფოტო: ნინო ბაიდაური "ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას პირველად 2005 წელს შევეხე, ბიოლოგიის მაგისტრატურის პირველ კურსზე. უცებ დამეწყო პრობლემები, უძილობა, გარკვეული უცნაური გამოვლინებები, შევწყვიტე კონტაქტი ირგვლივმყოფებთან... ჩემმა ოჯახმა ძალიან ინერვიულა, მიმიყვანეს თბილისის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში, სადაც ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამკეტეს განყოფილებაში, შემბოჭეს და გამიკეთეს ფსიქოტროპული წამლის ინექცია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2-3 კვირა ვიყავი ჩაკეტილი, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ შოკი მიმეღო. უცებ აღმოვაჩინე, რომ 21-ე საუკუნეში თურმე არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანის პიროვნებას, ნებას, უფლებებს სრულად აიგნორებენ და სადაც შენი მდგომარეობის გაპროტესტება ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს და ინექციებს, იმ ლოგიკით, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ყოველთვის აპროტესტებს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფია და ექიმმა ყოველთვის უკეთ იცის, რა გჭირდება შენ. იმ პერიოდში განადგურებულად ვგრძნობდი თავს, არა მარტო იმიტომ, რომ ფსიქიკური კრიზისი დამემართა, არამედ იმიტომაც, რომ უცებ დავკარგე ჩემი ადგილი სამყაროში. გავხდი ქრონიკული ავადმყოფი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უწევდა ფსიქოტროპული წამლების დალევა და წიგნებზე, გეგმებზე უარის თქმა. ამასთან ვფიქრობდი, რომ რადგან ჩემი ტვინი ავად არის, არ ღირს ჩემი იდეების განხორციელება, სხვა ადამიანებს უნდა მოვუსმინო. ეს საშინელი პერიოდი დღემდე რჩება ჩემს ცხოვრებაში ნულოვან წერტილად, სადაც პიროვნება იმ დონემდე ეცემა, რომ პასიურ რეჟიმში გადადის და ყველაფერში დამოკიდებულია სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზე. ფსიქიატრიული დაწესებულების ბენეფიციართა ნამუშევრები იქ ყოფნისას ვიგრძენი, რომ სისტემისთვის მე, როგორც პიროვნება არ ვარსებობ. ჩვენ ყველანი დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილები, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა კიდეც, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაადგილება უჭირდათ. მედპერსონალი ჩვენთან ძირითადად არ საუბრობდა, მაშინ კი როცა საუბრობდა, იგრძნობოდა დაცინვის ტონი... ადამიანებს აქ ორ ჯგუფად ჰყოფდნენ - „ავადმყოფებად“და „ნორმალურებად“. მე ავადმყოფის სტატუსი მქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე ბარიკადების ერთ მხარეს, დანარჩენი სამყარო სხვა მხარეს იდგა დანარჩენი სამყაროს იმედი არ გვქონდა, მათ ხომ ასეთი დამანგრეველი სისტემის არსებობა დაუშვეს? ისინი ხომ ფიქრობენ, რომ თუ ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩარევა ნებადართულია და ფსიქიატრმა უკეთ იცის რა გჭირდება. 14 წელი გავიდა ჩემი პირველი სტაციონირებიდან, ახლა როგორც სპეციალისტმა, რომელსაც მონიტორინგის მიზნით მოვლილი აქვს თითქმის ყველა ფსიქიატრიული დაწესებულება, შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩემი მონათხრობიდან ბევრი რამ კვლავაც უცვლელი დარჩა" - გვიყვება ოლღა კალინა. როდესაც მსჯელობა იწყება ფსიქიკური ჯანდაცვის პრობლემებზე, დარგის ექსპერტები პირველი რიგის გამოწვევად სტიგმას ასახელებენ. დისკრიმინაციული დამოკიდებულებებიდან ყველაზე გავრცელებულია მითები იმის შესახებ, რომ ყოველი მათგანი არის მოძალადე, საზოგადოებისთვის საშიში და გონებაჩამორჩენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კიდევ უფრო გავრცელებული გახდება. ორგანიზაცია აძლევს რეკომენდაციას ქვეყნებს დარგი პრიორიტეტში აყვანონ. ჯანმო საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ ქვეყანა დარგში ადამიანური რესურსისა და დაფინანსების ნაკლებობას განიცდის. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯი, ერთ ადამიანზე 4.38 ლარს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული თანხის ოდენობა საფრანგეთსა და გერმანიაში 300 ევროს აღემატება, აშშ-ში - 300 დოლარს. ამ და სხვა არაერთ პრობლემაზე მიუთითებს სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშებში და გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ომბუდსმენი მრავალი წელია საჭიროდ მიიჩნევს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას, უკვე მოქმედ კანონებსა და დადგენილებებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისთვის აუცილებელია, თუმცა როგორც ამავე ანგარიშებში ვკითხულობთ, მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაუთვალისწინებელი რჩება. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 20,550 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი 24 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია ის რომ, მიმდინარე წელს პროგრამის თითოეული კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდა თავშესაფრის ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯზე არ ასახულა. იგი კვლავ 17 ლარს შეადგენს დღე-ღამეში. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში მედიკამენტების, მოვლა-პატრონობის ხარჯებთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც არის გათვალისწინებული. ასევე, უცვლელი დარჩა გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტის საწოლის ფასიც და ძველებურად 23 ლარს შეადგენს. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ეს იმდენად მწირი დაფინანსებაა, სერვისის სრულყოფილებაზე საუბარიც კი ზედმეტია. AMBEBI.GE-ს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე ესაუბრება: "პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. არსებული მდგომარეობით, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ (სურამის ფსიქიატრიული კლინიკა), ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასა და ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, კვლავ პრობლემად რჩება: სურამის ფსიქიატრიული კლინიკა რეაბილიტაციის შემდეგ პალატების გადატვირთულობა, პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა, პაციენტების არაადაპტირებული გარემო, შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, პაციენტთა ნების უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არა ნებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. დღეისათვის მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი "ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარის, ფსიქიატრ ეკა ჭყონიას თქმით კი, უპირველესი პრობლემა სისტემის, როგორც ერთი მთლიანობის არარსებობაა: "ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა. ვხედავთ, რომ თანმიმდევრულობა ამ პროცესებს აკლია. ამის შედეგია ტრაგიუკული შემთხვევები, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. გვაქვს დაქსაქსული სერვისები და მთლიანობაში შეკრული სისტემა არ გვაქვს. ინსტიტუციური სერვისები არ ფუნქციონირებს. დროულად ვერ აწვდი შესაბამისი ხარისხის მომსახურებას. იმისთვის, რომ ტრაგედია არ მოხდეს, იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტები დაცულები იყვნენ ასეთი შედეგებისგან, საჭიროა სტანდარტები და მონიტორინგი. შევდივართ ჩიხში და უფრო მეტი ასეთი შემთხვევა გვექნება, სამწუხაროდ ფსიქიატრი განმარტავს, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო არა შენობების რემონტის დონეზე, არამედ შინაარსობრივად არის შესაცვლელი. მისი თქმით, ამ სფეროსთვის სტანდარტიზაციია და მონიტორინგის სისტემის სრულყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: "100 პაციენტზე 3-4 მედპერსონალი როცა გყავს, სრულიად გასაგებია, რომ ასეთი შემთხვევები გარდაუვალია. დღიურად 17 ლარია გამოყოფილი და ამაში შედის ყველაფერი, პერსონალის ხელფასის ჩათვლით. შეუძლებელია იმედი გქონდეს, რომ რაიმე ხარისხს მიაღწევ" - გვეუბნება ჭყონია. როგორც "ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარე ამბობს, ის და მისი კოლეგები ყოველდღე აწყდებიან პაციენტის სტაციონარში განთავსების პრობლემას. როგორც წესი, არ არის ადგილები, რაც სფეროს არასწორი დაგეგმვისა და არასათანადო დაფინანსების შედეგია. ფსიქიატრის თქმით, ორი წელია კოლეგებთან ერთად მუშაობს სტანდარტებზე: "სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. თავიდან თითქოს რაღაცაზე ვთანხმდებით და სრულიად სხვა პროცესები მიდის მერე. სამწუხაროა, რომ ძირითადად უდგებიან ფინანსური კუთხით და არა პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე" - ამბობს ჭყონია. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია AMBEBI.GE-სთან საუბარში არ უარყოფს, რომ დარგში პრობლემები მართლაც არსებობს, თუმცა სახელმწიფო ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულად მიიჩნევს, რასაც მისი თქმით, დაფინანსების გაზრდაც მოწმობს. "ბოლო პერიოდში იზრდება ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ექვსჯერ და მეტად გაიზარდა თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების დაფინანასება. თუ ეს იყო 2017 წელს 232 000 ლარი 2019 წელს გახდა მილიონ შვიდასი ათასი ლარი. 2020 წლეს კიდევ სამი მილიონით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც ასევე მიმართული იქნება სათემო ამბულატორიულ სერვისზე. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თემზე მობილური რეაგირების ჯგუფების სისტემის შექმნა. რას ნიშნავს ეს სისტემა? როდესაც, მაგალითად, პაციენტი გამოეწერება საავადმყოფოდან და მას სჭირდება სახლში მიიღოს მომსახურება, მედიკამენტები, ფსიქიატრთან კონსულტაცია და ასე შემდეგ, ან როდესაც პაციენტი უარს აცხადებს საავადმყოფოში ვიზიტზე, მობილური ჯგუფები, რომლებიც შედგება ექიმი ფსიქიატრისგან, ექთნისგან და სოციალური მუშაკისგან, აკითხავენ პაციენტს ოჯახში და ადგილზე უწევენ სამედიცინო დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია იქნება აქცენტირებული საოჯახო ტიპის დაწესებულებების დანერგვაზე. რადგან არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც არ საჭირობენ დაწესებულებაში ყოფნას, მაგრამ მაინც რჩებიან იქ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ. ეს კი იწვევს ადგილების გადატვირთვას. წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს რუსთავში საოჯახო ტიპის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 25 საწოლზე და გაზაფხულამდე დასრულდება. ასევე შეირჩევა ლოკაციები სხვა ადგილებშიც, სადაც ამის მეტი საჭიროებაა. კახეთშია ორი ცენტრის აშენება დაგეგმილი, ჩინეთის მთავრობა გვეხმარება და 30 საწოლზე იქნება გათვლილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა რამდენიმე საავადმყოფოში, სურამსა და ბედიანში. ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების შექმნა, გარდა ამისა, წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა - რეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს ფსიქიატრიაზე სწავლას, სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო სწავლის საფასურს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. თანამედროვე მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის სტარატეგიის მთავარ ამოცანად დეინსტიტუონალიზაციას მიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, არ უნდა იყოს იზოლაციაში, ინსტიტუციაში ჩაკეტილი, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი უნარები გამოიყენოს, იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში, ჰქონდეს დასაქმების საშუალება და ა.შ. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს რთულად განსახორციელებელი და ამ ეტაპზე არარეალისტური მიზნებია...

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/389776/

დევნილები დაიღალნენ ბინების ლოდინით – ელიკო ბენდელიანი

რატომ ესაუბრება ხელისუფლება დევნილებს ულტიმატუმის ენით და რა პრობლემის წინაშე დგანან დევნილები დღეს ყველაზე მეტად, ამის შესახებ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი გვესაუბრება. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან მოვისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ის დევნილები, რომლებიც სხვის საკუთრებაში “იჭრებიან”, ყოველთვიურ შემწეობას 45 ლარის ოდენობით ვეღარ მიიღებენ. ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით, დევნილთა ჯგუფებში, გაბრაზება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რატომ ესაუბრება ხელისუფლება დევნილებს ულტიმატუმის ენით? განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაცის წახალისებით იჭრებინ დევნილები სხვის საკუთრებაში, არასწორია და ზრდის დევნილთა მიმართ აგრესიას საზოგადოებაში, დევნილის იმიჯი კიდევ უფრო უარესდება და მათ გარიყულობასაც უფრო უწყობს ხელს. ფინანსური შემწეობის შეწყვეტით სპეკულირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია. ელიკო ბენდელიანი დევნილები ისედაც დაიღალენენ ამდენი წელი ბინების ლოდინით. დღემდე ბევრი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ჩვენი პროექტების ფარგლებში ბევრს დავდივარ რეგიონებში, დევნილების ჩასახლებებში. წარმოდგენაც კი რთულია, 25 წელი როგორ ცხოვრობს ეს ხალხი მსგავს პირობებში. ამ ყველაფერს კი უსამართლობის განცდა ემატება, რომ საცხოვრებელს ვერ იღებენ. მე არ ვამბობ და, მით უმეტეს, ვამტკიცებ, რომ ვინმეს უსამართლოდ გადასცეს ბინა, თუმცა, როდესაც ერთი ხედავს, რომ მის მეზობელს ან ახლობელს მისცეს, უსამართლობის განცდა უჩნდება, რადგან ოდესღაც ყველამ დაკარგა სახლი და ყველას ერთნაირად ეკუთვნის ის. სწორედ ამიტომ ფიქრობენ დევნილები, რომ რაღაც უნდა გააკეთონ, თუნდაც რადიკალური ნაბიჯი გადადგან. ამან განაპირობა ის, რომ “შეჭრა” დაიწყეს, რასაც არ ვამართლებ, თუმცა ულტიმატუმის რეჟიმში საუბარი შეურაცხმყოფელია მათთვის. რა არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როგორ უნდა დააკმაყოფილოს ყველა დევნილი, როდესაც ეს ყველაფერი დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული? კი, მნიშვნელოვნად დაჩქარდა პროცესი, ქულების სისტემაც შემოვიდა, მაგრამ არ არის საკმარისი ტემპები. სახელმწიფომ სწრაფ განსახლებაზე უნდა იმუშაოს. ეს არის ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. დიახ, ჩვენს სახელმწიფოს აქვს კეთილი ნება გამოვლენილი, რომ დააკმაყოფილებს ყველა დევნილს, მაგრამ ეს არ არის რამით გამყარებული ინფორმაცია. განსახლების პროცესი კი მიმდინარეობს, თუმცა, ნელი ტემპით და, ამავე დროს, უმრავმა ოჯახმა არ იცის, მომავალ წელს გამოიყოფა თუ არა ბიუჯეტიდან ბინების თანხა, რამდენი გამოიყოფა, რამდენი დევნილი და ვინ დაკმაყოფილდება. გამოსავალი ერთია, ყველა ადამიანს, ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს დაახლოებითი ინფორმაცია მაინც, როდის მიიღებს ბინას. აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს – დევნილთა ოჯახები მრავლდებიან, შესაბამისად, სახელმწიფო გადასცემს ბინებს და კიდევ ბევრი ახალი ოჯახი ჩნდება მომლოდინეთა სიაში. ასე პროცესი არასოდეს დასრულდება. “დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები გამაგრდნენ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი უნდა მოხდეს დევნილთა ერთიანი განსახლება. მესმის, რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული სახელმწიფოსთვის, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი – ეს შეიძლება იყოს წილობრივი შესყიდვები, თანადაფინანსება. თუ ეს პროცესი სწრაფად განხორციელდება და დევნილთა დღეს არსებული რაოდენობა მიიღებს ბინებს, უკვე ოჯახების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, ეს აღარ აისახება გასაცემი ბინების რაოდენობაზე. არსებული ტემპებით კი იმავე წრეზე მივდივართ და პროცესს ბოლო არ უჩანს. ერთი და იგივე ადამიანები წლებია დაუსრულებლად ელოდებიან ბინებს. ამიტომ ერთიანად უნდა შეფასდნენ და იცოდნენ ამ ადამიანებმა რიგითობა, რამდენ წელში მოუწევთ საცხოვრებლის მიღება. ამ მდგომარეობაში კიდევ ულტიმატუმებით საუბარი, კიდევ უფრო ამძაფრებს და ურთულებს მათ მდგომარეობას, სტიგმატიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს. სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება ეს სტიგმატიზაციაც, აგრესიაც დანარჩენი საზოგადოების მხრიდან. თუნდაც მედიაში თემების გაშუქება ავიღოთ მაგალითად, დევნილები დღემდე წარმოჩინდებიან ადამიანებად, რომლებიც იჭრებიან სხვის საკუთრებაში, უწევთ ბრძოლა რაღაცის მოპოვებისთვის. როდის საუბრობენ პოლიტიკოსები, მედია, საზოგადოება დევნილებზე? მაშინ როდესაც ინციდენტებია, – სადმე იჭრებიან. ამ პირობებში დევნილთა ინტეგრაციაზე საუბარი რამდენად შეგვიძლია? ძალიან რთულია, როდესაც არ გქვს ადგილობრივებთან თანასწორი სასტარტო პირობები, მოხდეს თუნდაც ინტეგრაცია დანარჩენ საზოგადოებასთან. დევნილს სულ აქვს განცდა, რომ ჩემოდანზე ზის, რომ აქედანაც გაასახლებენ, არ იცის, სად გაასახლებენ, როდის გაასახლებენ. მუდმივი ჰაერში ყოფნის განცდა ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს. ეს პრობლემა კი იქამდე არ მოგვარდება, სანამ სახელმწიფოს მიდგომა არ შეიცვლება და დევნილთა განსახლების პროცესი არ დაჩქარდება. მხოლოდ ულტიმატუმით და შეშინებით ამ პრობლემის მოგვარება არ მოხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ეს საკითხი. იმის მიუხედავად, რომ დევნილთა ბინების მშენებლობისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტი და, შესაბამისად, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ყოველწლიურად საცხოვრებელს იღებს, გაიზარდა, მაინც არსებობს განცდა, რომ დევნილთა პრობლემები საზოგადოებაში მივიწყებულია. მათ შორის, დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც ვგრძნობთ ამ დამოკიდებულებას. ეს გასაგებიცაა, 25 წელზე მეტია გასული და გარკვეული დაღლილობა არსებობს, თუნდაც დევნილთა ინტეგრაციაზე, ფსიქო-სოციალური მიმართულებებით მუშაობის კუთხით. აქტიურად ვმუშაობდით დევნილთა საჭიროებების ადვოკატირებაზე, ასევე გვქონდა ინტეგრაციის პროექტები. რეგიონებში კომპაქტურ დასახლებებს ვსტუმრობთ. როდესაც მივდივართ და ვეკითხებით, როგორ ხართ, ესეც კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვერ წარმოიდგენთ, რა სიტუაციაში უწევთ იქ ცხოვრება, ეს შეეხება ჰიგიენურ მდგომარეობას, სასმელ წყალს და ა.შ. მე არ მომწონს ჩასახლებები, ეს არ უწყობს ხელს ინტეგრაციას. ხშირ შემთხვევაში- პირიქით. რა თქმა უნდა, კერძო სექტორში გაფანტული დევნილი ოჯახებიდან ბევრი წარმატებულია დღეს, მაგრამ აპელირება იმაზე, რომ აი, ნახეთ, რა კარგად არიან დევნილები და არაფერი უჭირთ, ეს არის არასერიოზული იმიტომ, რომ ამ წარმატებული დევნილების გვერდით არიან ისინი, ვისაც ძალიან სჭირდება დახმარება. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია დევნილთა შეფასების კრიტერიუმები? ის კრიტერიუმები, რომლებიც არსებობს განსახლებაზე, დევნილებში უსამართლობის განცდას იწვევს იმიტომ, რომ არასოდეს დგება იმ ადამიანების რიგი, ვინც დღე და ღამე მუშაობს, ცდილობს სოციალურად დაუცველი არ იყოს, შვილები არჩინოს და ა.შ. იმიტომ, რომ ისინი დასაქმებული არიან. თუმცა ამ ხალხს იმდენი შემოსავალიც არ აქვთ, რომ საკუთარი ძალებით იყიდონ უძრავი ქონება, მაგრამ აქვთ იმდენი, რომ არ იყვნენ ყველაზე გაჭირვებული. ამიტომ ხშირად იღებენ ბინებს ისინი, ვინც სრულიად სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული, არ მუშაობენ. ისინი კი, ვინც მუშაობს და ცდილობს არ იყოს შემწეობაზე დამოკიდებული, მისი რიგი არასოდეს დგება. რა თქმა უნდა, რიგითობის დაცვა აუცილებელია, მაგრამ იმის თქმა, რომ ყველაზე გაჭირვებულებს მივცეთ და სხვებს არა, ეს არის არასწორი. ამიტომ, სრულად განსახლების პროექტების გარდა, თანადაფინანსების პროგრამებიც რომ დაიწყონ, კარგი იქნება. სოფლად სახლის პროგრამაც კარგია და ამის მასშტაბის გაზრდა შეილება. ბევრნაირი გზა არსებობს. მაგალითად, შეღავათიანი კრედიტები. დღეს არსებობს მსგავსი პროგრამა, თუმცა, ჩემი აზრით, ხარვეზებით, რადგან იპოთეკით ყიდვის დროს მხოლოდ იმათ ეხმარებიან, ვისაც წინა წლის დეკემბრამდე აქვს ბინა ნაყიდი სესხით. ეს არის უსამართლო დევნილების გადმოსახედიდანაც. თუ არ ეცოდინება ადამიანს, რომ სახელმწიფო ეხმარება, ვერ გარისკავს იყიდოს. საბოლოო ჯამში, ამ კონკრეტული პროგრამით გამოდის, ვისაც არ ქვს სახელწიფოს იმედი და იცის, რომ გადაიხდის, ისევ იმას ეხმარებიან და ვინც სახელმწიფოს გარეშე ვერ იღებს სესხს – იმას არა. ამიტომ წინასწარ უნდა იცოდნენ თანადაფინანსების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად არის მისაღები. დევნილთა სამინისტროს გაუქმებაზეც მინდა გკითხოთ, საერთო შედეგების კუთხით, რამდენად მიზანშეწონილი იყო ეს გადაწყვეტილება თავის დროზე? ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ისედაც დიდი სამინისტროა, თავისი სოციალური და შრომის საკითხებით, დევნილთა პოლიტიკური ხმა ვეღარ ხდება – თუნდაც მთავრობის სხდომებზე, სადაც დევნილთა მინისტრის სახით საკუთარი ხმა ჰყავდათ მთავრობაში და მეტ-ნაკლებად,მათ საჭიროებებზე საუბრობდა და ასაბუთებდა. დღეს რაიონებში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამმართველოები არ არის და ინფორმაციის მუდმივი დეფიციტი აქვთ დევნილებს – არ იციან, ვის და სად უნდა მიმართონ. მოწყვეტილი არიან საინფორმაციო ველს. ინფორმაციის მიღების მსურველთა რაოდენობა არაპროპორციულია ინფორმაციის გამცემთა რაოდენობასთან.

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1567511939-2-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90

2 შვილის დედას, რომელსაც ლეიკემია აქვს, სადაზღვევო ლიმიტი ამოეწურა

2 შვილის დედას, 29 წლის ანა რომელსაც 2 თვის წინ ლეიკემია დაუდგინეს სადაზღვევო ლიმიტი ამოეწურა. ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება. „29 წლის, სიცოცხლით სავსე ანას 2 თვის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ერთი თვის მანძილზე ანას მდგომარეობა მძიმე იყო, მას ჩაუტარდა ერთი ქიმიოთერაპია და უკეთდებოდა ძლიერი მედიკამენტები, სადაზღვევო ლიმიტი ორი შვილის დედას ამოეწურა, მის ოჯახს არ აქვს სახსრები შემდგომი მკურნალობის გასაგრძლებელად, ანას კი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება..ვისაც გაქვთ საშუალება, დაუდექით ოჯახს მხარში და გადაურჩინეთ 12 წლის ნინის და 7 წლის ნოდარის... შეგეწიოთ უფალი“ საქართველოს ბანკი: #GE84BG0000000518305800 01027054217 მიმღები: დალოევი მამუკა

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=89260

სურსათი, ჯანდაცვა და ტრანსპორტი გაძვირდა - აგვისტოში ინფლაციამ 4.9% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 4.9% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ფასები განსაკუთრებით მომატებულია: ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (13.8%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (8%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (6.2%), ტრანსპორტსა (4.4%) და ჯანდაცვაზე (3.9%). გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით. ივლისთან შედარებით, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი 0.8% იყო. წინა თვესთან შედარებით, გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%), ჯანდაცვა (0.7%) და ტრანსპორტი (0.6%).

---

 

03.09.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/495435

ქმარმა ისე მცემა 4 დღე კომაში ვიყავი – 49 წლის ნაზიბროლას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 წლის განმავლობაში სცემდნენ და ძალადობდნენ; ძმამ იგი უარყო და მოტყუებით მშობლებისეულ ბინაზე უარი ათქმევინა; უფროსმა გოგომ საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი დედა მიატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მისი ერთგული დარჩა, მისი უმცროსი ქალიშვილი, 16 წლის ნიაა. სწორედ ის უვლის ავადმყოფ დედას. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, თავის ამბავს ნაზიბროლა თვალზე ცრემლითა და ტკივილით ყვება. მას ბევრი რამ უნახავს და ბევრი გადაუტანია ცხოვრებაში, მაგრამ ნახევარი საუკუნე გამოვლილი ქალი სრულიად მარტო დარჩა თავის შვილთან და უამრავ ავადმყოფობასთან ერთად. მას აწუხებს: გულის უკმარისობა, ქრონიკული პანკრეატიტი, C ჰეპატიტი, ციროზი, ანემია, უჭირს გადაადგილდება. დროდადრო დგება, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, იატაკზე ეცემა და შველას ითხოვს… ახლოს კი არავინაა… – ნაზიბროლა, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? ნაზიბროლა: ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო. ჩემმა ყოფილმა ქმარმა 4-ჯერ მომიტაცა. სამჯერ დავბრუნდი, მეოთხედ კი ცოლად გავყევი. 3 წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, ის მცემდა და მისი მიტოვების შემთხვევაში მოკვლით მემუქრებოდა, ასეთ სტრესულ მდგომარეობაში დავორსულდი და ჩვენ პირველი შვილი გვეყოლა. ამანაც არ უშველა ჩვენს ოჯახს, ის აგრძელებდა ჩემზე ძალადობას. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. – არავინ იყო თქვენი დამცველი? სად იყვნენ თქვენი მშობლები? ნაზიბროლა: მშობლები იმ დროს უკვე აღამ მყავდა, ძმა კი ამბობდა, რომ თუ ოჯახი შევქმენი, მასთან არ უნდა მეწუწუნა, იმიტომ რომ მასაც ოჯახი ჰყავდა სარჩენი, ზედმეტი ტვირთი გავხდებოდი მისთვის! რა დაცვაზეა საუბარი, მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მოტყუებით გადაიფორმა სახლი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ის სახლი, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს გაყიდა. – სადაა თქვენი მეუღლე ახლა? ნაზიბროლა: იცით, ჩვენ მეორე გოგოც გვეყოლა – ნია. ახლა ის 16 წლის არის უკვე და მეხმარება….აი, ქმარმა 5 წლის წინ ისე მცემა, საავადმყოფოში აღმოვჩნდი და 4 დღე კომაში ვიყავი… ქმარს გავშორდი. უმცროსი გოგო მასთან დავტოვე, რამდენადაც ჩემი ფინანსური შესაძლებლობები იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ თან წამომეყვანა ჩემი გოგონა. ნია, ყოველთვის მოდის ჩემთან, როცა მას ამის საშუალება ეძლევა, მივლის და საჭმელს მიმზადებს… მერე კი სრულ სიმარტოვეში ვარ ხოლმე. – სადაა თქვენი უფროსი გოგონა? ნაზიბროლა: მას შემდეგ რაც ლოგინად ჩავწექი, მეჩხუბა, დაქალთან გადავიდა და აღარც მკითხულობს, მოვკვდი თუ გადავრჩი… მათთვის ყველაფერს ვაკეთებდი, სტილისტად ვმუშაობდი, რომ საჭმლის ფული შემომეტანა ოჯახში… – რამდენია თქვენი შემოსავალი? გყოფნით საჭმლის ფულად? ნაზიბროლა: სოციალური დახმარება და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია – ეს არის ჩემი შემოსავალი. განსაკუთრებული კვება მჭირდება, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. რაც შეეხება მკურნალობას, ფიქრიც კი არ მინდა ამაზე… ხანდახან გამგეობა წამლების შეძენას აფინანსებს, მაგრამ სამკურნალოდ ეს წამლები არ მყოფნის. ჩემი ჯანმრთელობა კი სულ უფრო უარესდება… – რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად? ნაზიბროლა: მედიკამენტები და საკვები პროდუქტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსს ჩატარება. მეგობრებო, მოდით მცირედით მაინც დავეხმაროთ ნაზიბროლას, ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი! თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნაზიბროლა ჩოლოევა) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/503-nch/ „კომაში ყოფნა ჩემთვის რეალურ ცხოვრებაში ყოფნაზე უკეთესია!“ – პროექტები – ჩერნოვეცკის ფონდი ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 ….. chernovetskyifund.ge

---

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

04.09.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

 ჯანდაცვის სამინისტრო - 16 წლის პაციენტის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკისა და ექიმის მიმართ მკაცრი ღონისძიებები გატარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეისწავლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალში“, სს „ევექსის კლინიკების ტყიბულის ფილიალში“, შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა“ და სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების პაციენტის „სამედიცინო ბარათსა“ და ექიმების ჩანაწერებში არასრულყოფილი და განსხვავებული მონაცემები იყო მითითებული. ასევე გამოიკვეთა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტები. ასევე, გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი ღონისძიებები გატარდება. კერძოდ, პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხიმგებლობის საკითხი განიხილება და გადაიხედება მათი პროფესიული საქმიანობა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ადმინისტრაციული წესით კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე რეანომობილს, მას ფუნქციონირების უფლება უკვე შეუჩერდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6310874&name=04.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 ​