მედიამონიტორინგი 01.08.2019
ტელევიზია
01.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. თამარ გაბუნიას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252059
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252227
---
01.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სასწრაფო დახმარების ექიმებს ექრთნებს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252338
რუსთავი 2 -კურიერი 10:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251998
რუსთავი 2 -კურიერი 09:00-http://www.rustavi2.ge/ka/news/140484
---
01.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შესაძლოა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს დაექვემდებაროს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6252291
---
01.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საქსტატის განახლებული მონაცემების თანახმად საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია. საქართველოში 2018 წელს ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო 16 000 საწოლით, საავამდოყოფებში დაყოვნების მაჩვენებლმა კი შეადგინა 4.9 დღე, დატვირთვამ 187.2 დღე. საქსტატის მონაცემებს დეტალურად რომ ჩავხედოთ, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2283-ია, დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260-ს უტოლდება, რაც 6.7%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის შესაბამისი მაჩვენებელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251604
---
31.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მცხეთაში, ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარი ინციდენტი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 35 წლის ქალმა, სახისა და თავის არეში მრავლობითი მოტეხილობები, ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიღო. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ახალგაზრდა ქალი, 18 დღის განმავლობაში კომაში იყო და მე-19-ე დღეს გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251493
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251398
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6250939
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249984
---
31.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რაჭიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გადაყვანილი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლუკა ფოფხაძე მწვავე ვირუსული ინტერვენციული მედიცინის ვირუსით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაშია. მდგომარეობა იმანაც გაართულა რომ ამბროლაურიდან თბილისში გადმოყვანის დროს რეანომობილის აპარატურა დაზიანდა. ამის გამო პაციენტი ტყიბულის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს, იქ კი მეორე სპეც მანქანას 3 საათით დააგვიანდა. ფაქტზე მოკვლევაა დაწყებული. რეანომობილის სამედიცინო აპარატის მწყობრიდან გამოსვლას ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251438
I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251399
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249980
---
31.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტები დაახლოებით, 15%-ით გაძვირდა -"კურიერის" ექსპერიმენტი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251546
---
31.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
აზიური ფაროსანას დამარცხების ფონზე, მიმდინარე სეზონზე ფუტკრისებრთა ოჯახიდან კრაზანების სიმრავლე შეინიშნება - ამის შესახებ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში საუბრობენ. კრაზანებით დაკბენის ფაქტებზე გაზრდილია სასწრაფო - სამედიცინო ჯგუფების გამოძახების შემთხვევებიც, თუმცა ამბობენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251493
---
31.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ყვარელში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და მუშა მოიყოლა. მამაკაცი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ის მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251318
---
31.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
საშუამავლო კომპანია ”ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან. დღეს კომპანიის ტერიტორიაზე მათ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 50 % -ით ზრდას და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ, პროტესტს კი მანამდე არ შეწყვეტენ ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან სწორედ ხელფასის გაზრდის თხოვნის შემდეგ გაუშვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6251297
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6250964
---
31.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა მშენებლობაზე არასრულწლოვნის დასაქმების გამო მშენებლობა შეაჩერა, ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო. ცნობისთვის, მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე არასრულწლოვანის დასაქმება კანონით არის აკრძალული. თემაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249681
---
31.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის კაბინეტი გაიხსნა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში უკვე წლებია, მოქმედებს ჩანაცვლებით თერაპიიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავებული მეთდით და გულისხმობს ე.წ. აგნოსტებით მხარდამჭერ თერაპიას - შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტებისთვის ჩამნაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249679
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249610
---
ინტერნეტი
01.08.2019
მინისტრის მოადგილე: რეორგანიზაციისას სასწრაფო დახმარების თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია ოპერატიულობისა და ფუნქციური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. "სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ამის შესახებ ინფორმირებულია სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ასევე მის სტრუქტურაში შემავალი სსიპების ყველა თანამშრომელი, რაც ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურაა და ადამიანი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც რეორგანიზაცია გამოცხადდა, ეს არის სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება და შიდა სტრუქტურებში მეტი მოქნილობა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია 25 ივლისს გამოცხადდა. როგორც 1tv.ge ბრძანების ტექსტზე დაყრდნობით წერდა, „სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.“
---
01.08.2019
სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების განცხადებაზე ხელს აწერინებენ
სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ხელს აწერინებენ. როგორც ირკვევა, განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ რეგიონებში არსებულ საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტებს ეხებათ. ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერს ხელს. ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ცენტრებშია გამოკრული. ბრძანების თანახმად, რეორგანიზაცია ოპერატიულობისა და ფუნქციონალური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. თანამშრომლების უმრავლესობამ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
ალია.ჯი- http://alia.ge/news/33643?fbclid=IwAR3jXiDuuIGybTQFV4cXSfk3Z2luwaSyPnGRgqOEBrrDzUysB16NDlWJl0k
---
31.07.2019
მცხეთაში 35 წლის ქალი დაიღუპა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი 35 წლის მადონა სუთიძეა. ოჯახის წევრების თქმით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო შეიყვანეს და მისთვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა. ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია არ ქონდათ, მოგვიანებით კი სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა მიყენებული. ამის შემდეგ, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ისინი რეანიმაციის განყოფილებაში შევიდნენ და ექიმებისგან პაციენტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. მათივე თქმით, ექთნების ნაწილის მტკიცებით, მადონა სუთიძემ დაზიანება ტუმბოზე დაცემის შედეგად მიიღო, მედპერსონალის ნაწილმა კი განაცხადა, რომ პაციენტის დაზიანებები მის აგრესიულ ქცევას უკავშირდება. ახლობლებმა დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათებიც წარადგინეს, სადაც ახალგაზრდა ქალს თავი სახვევებით აქვს დაფარული. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რეალურად რა მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში და რა პირობებში მიიღო პაციენტმა დაზიანებები. ისინი ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ ფაქტის გაგების დღესვე, 17 ივლისს აცნობეს. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზიები აქვთ ღუდუშაურის კლინიკის ქირურგის მიმართაც, რომელმაც 9 მაისს პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთა. მადონა სუთიძის მულის დინარი ბლიაძის თქმით, ოპერაცია არასათანადოდ ჩატარდა. პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა, ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უტარდება.
---
31.07.2019
საქსტატი - მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 პროცენტი) დაავადებები, - ამის შესახებ საქსტატის 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშშია აღნიშნული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 1.9 პროცენტით გაიზარდა. „2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით, სიმსივნეების - 10.3 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 30.7 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით,“-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=4499
პია.ჯი- https://pia.ge/post/275245-saqartvelosi-daavadebata-ricxivianoba-gaizarda
---
31.07.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/230439-2018-tsels-saavadmqofoshi-daqovnebis-machvenebelma-sheadgina-49-dghe-sheadgina
2018 წელს საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე შეადგინა
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16.0 ათასი საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი). “საქსტატის” ინფორმაციით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2017 წელს - 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 187.2 დღე (2017 წელს - 180.5 დღე). ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 18 075 კაცი შეადგინა.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/58889-sakartveloshi-ekimebis-raodenoba-146-it-xolo-ektnebis-04-it-gaizarda/
საქართველოში ექიმების რაოდენობა 14.6%-ით, ხოლო ექთნების 0.4%-ით გაიზარდა
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16.0 ათასი საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 4.9 დღე (2017 წელს - 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 187.2 დღე (2017 წელს - 180.5 დღე) შეადგინა. ამასთან, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება: დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა კი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა და 18 075 კაცი შეადგინა.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=87803
საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან ლაშა კილაძესთან ერთად საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გახსნა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, რაც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავეული მეთოდით, და გულისხმობს ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერ თერაპიას, შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამის ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის, პროგრამაში ჩართული პირებისათვის. „მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რადგან ამით უმჯობესდება ბენეფიციართათვის სერვისზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დონეზე. ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ 50-მდე ბენეფიციარს მოემსახურება ცენტრი. სერვისის მისაღებად ყოველდღიურად ქუთაისისა და ზესტაფონის კაბინეტებში უწევდათ ვიზიტი და შესაბამისად, ეს ხელს უშლიდა მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. დღესდღეობით, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ამ პროგრამების ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება. ეს არის მხარდაჭერა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ გაიუმჯობესონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვან კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლონ, იმუშაონ, გახდნენ საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება (მათ შორის 2 პენიტენციალურ დაწესებულებაში) და 2 კაბინეტი აქვს, სადაც ბენეფიციარები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ მედიკამენტს, სამედიცინო პერსონალის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ გადინებას. საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/488914
პია.ჯი- https://pia.ge/post/275271-sacxeresi-metadonit-canacvlebiti-terapiis-kabineti-gaixsna
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/558510-sachxereshi-metadonit-chanacvlebiti-terapiis-kabineti-gaixsna
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sachkhereshi-metadonith-chanatsvlebithi-therapiis-kabineti-gaikhsna/
---
31.07.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/153419-fsiqiatrtan-ufaso-viziti-da-ufaso-mkurnaloba-fsiqikuri-janmrtelobis-biujeti-gaizarda
ფსიქიატრთან უფასო ვიზიტი და უფასო მკურნალობა - ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი გაიზარდა
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა. შედეგად, ბევრი სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო გახდა. თბილისსა და რეგიონებში დაფუძნდა სათემო ცენტრები, სადაც პირველად ფსიქიატრიული მომსახურება უფასოა. სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობასა და ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. დაფინანსება შეეხება ორგანული ბუნების აშლილობებს, სიმპტომატურ აშლილობების ჩათვლით, შიზოფრენიას, შიზოტიპურ აშლილობებს, აფექტურ აშლილობებს, რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, ფსიქოზურ აშლილობებს, დეპრესიულ აშლილობას, შფოთვით აშლილობებს, ბიპოლარულ აშლილობებს და ა.შ. პროგრამა დააფინანსებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც, მათ შორის - ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკურ აშლილობებს, ნევროზულ, სტრესთან დაკავშირებულ და სომატოფორმულ აშლილობებს, ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგიას, ფსიქიკური განვითარების დარღვევებს, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებულ ქცევით და ემოციურ აშლილობებს. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაზრდილია სათემო მობილური გუნდების რაოდენობა. ეს არის სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტთან თავად მიდის და ადგილზე უწევს მომსახურებას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ტაბულასთან ამბობს, რომ 2017 წელს სულ სამი ასეთი ჯგუფი იყო, 2018 წელს - 11 და წელს, წლის ბოლომდე 31-მდე გაზრდა იგეგმება. ეკა ადამიას თქმითვე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს და ეს არის მიბმული დაზღვევაზე - სახელმწიფო დააფინანსებს ყველას, მათ შორის კერძო დაზღვევით მოსარგებლეებსაც. "ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ დავუახლოვდეთ სტრატეგიულ მიზანს. მთავარია სათემო სერვისების გაძლიერება, სათემო და ამბულატორიული დაფინანსების გათანაბრება. გვაქვს სხვა გეგმებიც ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის ქრონიკულ, გახანგრძლივებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების საცხოვრისებში გამოყვანის გეგმაც არის სამინისტროში და ამაზეც ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გარკვეული თანხა გვაქვს მოთხოვნილი იმისთვის, რომ საცხოვრისების ნაწილი განვავითაროთ და ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს შევუქმნათ შესაბამისი პირობები", - ამბობს ადამია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაზე ბიუჯეტის ზრდა 2018 წლიდან დაიწყო, როცა 5 მილიონი ლარი დაემატა, 2019 წელს კი კიდევ 3.5 მილიონი. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. შესაბამისი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1505) არის შესაძლებელი. ბინაზე მობილური ჯგუფის გამოძახებაც შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შედეგად ხდება.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/384540/
ყვარელში მაშველებმა მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს
ყვარელში მაშველებმა გადაარჩინეს მუშა, რომელიც ნანგრევებში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყების თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რომელმაც ქვეშ მუშა მოიყოლა. “ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,“ – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/275282-samusao-adgilze-ubeduri-semtxvevebis-dazrvevis-standartebi-semusavdeba
სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების დაზღვევის სტანდარტები შემუშავდება
შრომის პირობების ინსპეტირების დეპარტამენტის მიერ ჯანდაცვის სამინისტროშ სადაზღვევო კომპანიებთან სამუშო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო სივრცეში არსებული სიტუაციის შესწავლა და სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობისა და ზოგადად უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტის შემუშავება,რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა სოციალურ დაცულობას. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მოქმედი სადაზღვეო კოპანიების გამოცდილება, არსებული პრაქტიკა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების წინადადებები. "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის, მე-9 პუნქტის შესაბამისად, უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტის შემუშავებისა და ეფექტური აღსრულების მიზნით განახლდება შეხვედრები სამუშაო ფორმატში.
---
31.07.2019
"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
სოციალურ ქსელებში საქართველოში კრაზანების მომრავლების შესახებ წერენ. ერთ-ერთი მომხმარებელი, ავთო ძაგანია აღნიშნავს, რომ ვანის რაიონში მოსახლეობას მუდმივად აქვს მომარაგებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რადგან სხვანაირად კრაზანასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ. "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს! ვეპატიჟები სოფლებში პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიგონ, რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც მიხვდეთ, რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში! ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები (გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია, იქნებ ამიხსნათ ბატონებო), მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდამ, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არცერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა. ბოლო პრობლემა რაც სოფელს ასე შეეხო იყო ფაროსანები და პირადად ჩემს სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა), ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო ყოჩაღ!დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვიზიარებ მათი ოჯახების მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი! ბოდიშს ვუხდი იმისთვის,რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის, სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით რომაა დაკომპლექტებული, წვლილი მეც მიმიძღვის! სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არ აქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს-უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს, იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე, იქნებ დექსამეტაზონის გაძვირება მაინც არ იჩქაროთ, ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ). წლებია, საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი უბრანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!!" - წერს ავთო ძაგანია.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/384615/
ზესტაფონში კრაზანის ნაკბენის შემდეგ გარდაცვლილი ორივე კაცი ალერგიული იყო – მერის მოადგილე
ზესტაფონის რაიონის სოფლებში ბოლო დღეების განმავლობაში ორი კაცი კრაზანის კბენის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა, როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამბობენ, ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ალერგიული რეაქცია იყო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზესტაფონის მერიის მოადგილეს, დავით მაღრაძეს, რომელმაც განმარტა, რომ ორივე გარდაცვალება დამოუკიდებელი შემთხვევაა და ერთმანეთთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, რეგიონში არ შეინიშნება კრაზანების ოდენობის მატება. “ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევაა და ეს სოფლები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. ერთი შემთხვევა მოხდა სოფელ ბოსლევში. ეს პიროვნება იყო წასული სოკოს საკრეფად და ტყეში შემთხვევით გადააწყდა კრაზანების ბუდეს, ხელით შეეხო და 3-4-მა კრაზანამ უკბინა. ეს პირი იყო ალერგიული, სანამ სახლში მოვიდა, ის ძალიან შეუძლოდ გახდა, სახლში თავისი ფეხით მოვიდა, თუმცა მოსვლიდან მალევე გარდაიცვალა. მეორე შემთხვევა კი მოხდა სოფელ ცხრაწყაროში. აქაც კაცს კრაზანამ უკბინა. თუმცა, როგორც მე ვიცი, ეს კაცი იყო ძალიან ალერგიული და სახლში მზად ჰქონდათ კიდეც წამლები, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ორი დამოუკიდებელი შემთხვევაა, უბრალოდ, დაემთხვა ერთმანეთს,“ – ამბობს დავით მაღრაძე. მისი თქმით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც მას ეს თანამდებობა უკავია, ზესტაფონში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მაღრაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც რაიონში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლები დაიწყო, კოღოებისა და კრაზანების ოდენობამ პირიქით, იკლო. ნეტგაზეთმა ასევე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ ორივე შემთხვევა ალერგიული რეაქციის შედეგია. მათივე თქმით, თუ ადამიანი ალერგიული არაა, იმისთვის, რომ კრაზანის შხამმა ის მოკლას, დაახლოებით 1 000 ნაკბენია საჭირო. რაც შეეხება რჩევებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას დაკბენის შემდეგ მოსახლეობას ურჩევს, ექიმთან მიმართვამდე შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინოს: იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება. დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ექიმის დანიშნულების მიხედვით მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომის) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/384479/
ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის”თანამშრომლები გაიფიცნენ
ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ზრდას და მათი თქმით, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. მათი წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცულთა მინიმალური ხელფასი 384 ლარია და ზრდას 50%-ით ითხოვენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი. როგორც დიასამიძე გვეუბნება, რაც თანამშრომლებში საპროტესტო მუხტი გამოვლინდა და მათ მიერ დღის წესრიგში დადგა შესაბამისი მოთხოვნა ხელფასის გაზრდის შესახებ, კომპანიიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 10-მდე ადამიანი. “თითოეული თანამშრომელი ახლა ფიქრობს, რომ შეიძლება ხვალ რომელიმე მათგანი გაათავისუფლონ. ამიტომ ისინი ცდილობენ დაცვის მექანიზმების მოპოვებას, რაც კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნით კიდეც”, – უთხრა ნეტგაზეთს დიასამიძემ. კომპანია “ევოლუშენ გეიმინგში” აცხადებენ, რომ მზად არიან გაფიცულებთან დიალოგისთვის, რათა კონსტრუქციულად გადაიჭრას პრობლემა. “ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია კონსტრუქციული განხილვისათვის და გვჯერა, რომ ის აზრთა სხვადასხვაობა, რაც შეიძლება არსებობდეს კომპანიასა და თანამშრომლების გარკვეულ რაოდენობას შორის, შესაძლებელია, გადაიჭრას დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ჩვენი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას, მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა აუცილებელია, რომ ყველა მსგავსი აქტივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდეს”, – ასეთია კომპანიის ოფიციალური პოზიცია. საპროტესტო აქცია გაფიცულებმა “ევოლუშენ გეიმინგის” წინ გუშინ საღამოს გამართეს და მათი თქმით, მიტინგი დღესაც განახლდება.
---
31.07.2019
"5 წლის გოგონას, რომელიც მოსახლეობის დახმარებით ლეიკემიისგან განიკურნა, შემდეგი მკურნალობისთვის ფული არ აქვს"- ოჯახი ისევ მოსახლეობის კეთილ ნებაზეა დარჩენილი
ეს არის 5 წლის ნინი აბუსერიძე, პატარა გოგონა აჭარიდან, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა. როგორც "ნიუპოსტს" საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანიდან" აცნობეს, ნინი მალე სახლში დაბრუნდება სრულიად ჯამრთელი. "ყველა ჩვენაგნის გვერდში დგომა იყო უმნიშვნელოვანისი, თითოეული ლარი რომელიც მოსახლეობამ მის დასახმარებალდ გაიღო ნინი აბუსერიძის გამოჯამრთელებას მოხმარდა. ახლა კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ნინის ესაჭიროება საკონტროლო სხივები რომელიც თოდუას კლინიკაში 9 ათას ლარი ჯდება. აქედან ნაწილს დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა. დანარჩენი კი ისევ კეთილი ხალხის იმედით უნდა შევაგროვოთ საბოლოო შედეგისთვის ისევ ერთად ვიბრძოლოთ ნინისთვის. შედგსთვის რომეცლიც ბედნიერების და სიხარულის მომტანი იქნება ყველასთვის."- აცხადებს თიკო აბაძიძე. მისი თქმით, ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. აბუსერიძეები შეიძლება ითქვას 2 წლის განმავლობაში საავადმყოფოში ცხოვრობდნენ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახა. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ნინი აბუსერიძე აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.
---
31.07.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/489074
“როდესაც სასაფლაოდან სულის შემზარავი გმინვა და ტირილი ისმის, მთელმა სოფელმა იცის, რომ თემური მშობლების საფლავზე მიიყვანეს”
“როდესაც სასაფლაოდან სულის შემზარავი გმინვა და ტირილი ისმის, მთელმა სოფელმა იცის, რომ თემური მშობლების საფლავზე მიიყვანეს! თემური 40 წლის არის, მაგრამ დღემდე არ შეუძლია დედ-მამის გარეშე ცხოვრება. მას ხომ მათ გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. თემური დაიბადა ბავშვთა ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმით. დედ-მამას ძალღონე არ დაუშურებიათ მისთვის და სანამ ცოცხლები იყვნენ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რამენაირად მაინც გაეუმჯობესებინათ თემურის მდგომარეობა. ისევე უვლიდნენ, როგორც ბავშვობაში: ბანდნენ, ასადილებდნენ, ეფერებოდნენ… თემურის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე დადგა! ჯერ დედა გარდაიცვალა, შემდეგ კი მამა… მადლობა ღმერთს, მას ჰყავს და, რომელიც ძმის გამო მეუღლესთან და პატარა ბავშვებთან ერთად თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდა. წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული და თავგანწირვაა საჭირო, ქალაქი რომ მიატოვო და სოფელში ავადმყოფ ძმასთან გადახვიდე?!”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში. ფონდის წარმომადგენელი მზევინარს ოჯახისა პრობლემებსა და საჭიროებებზე ესაუბრა: – მზევინარ, ძალიან რთული იყო მშობლების გარდაცვალების შემდეგ? მზევინარი: ეს დარტყმა იყო ჩემთვის… მაგრამ ოჯახი მყავს, უბედურება შვილებმა გადამატანინეს, თემური კი… ის ხომ ბავშვივითაა… ერთი დღეც არ უცხოვრია მშობლების გარეშე, ძალიან ენატრება ისინი. იმდენად მიჯაჭვული იყო მათზე, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ, ყველას ეგონა, ვერ გადარჩებოდა. როცა ჩემთან თბილისში ერთოთახიან ბინაში გადავიყვანე, ყოველდღე ტიროდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სოფელში გადმოსვლა, რაზეც ჩემ ქმარს ვემადლიერები, ის თემურთან დაკავშირებით ყველაფერში მხარს მიჭერს და მეხმარება, ბავშვებსაც ძალიან უყვართ ბიძა… – სოფელში უკეთ გახდა თემური? მზევინარი: დიახ! არ გეგონოთ რომ ბავშვთა ცერებრულ დამბლასთან ერთად ის გონებრივადაც ჩამორჩენილია, მას ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, ის მიჩვეულია ამ სახლს, ეზოს. ეს მისი სამყაროა, და ამ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა! ყოველ დღე გვთხოვს მე და ჩემს მეუღლეს „დედასთან და მამასთან“ ავიყვანოთ. მხოლოდ ამ ორ სიტყვას წარმოთქვამს. მშობლების საფლავზე ტირის, ეძახის მათ. მთელმა სოფელმა იცის თემური როდესაც იქაა. თემურის ჯანმრთელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ასე იტანჯება, ბოლო დროს ძალიან გაუარესდა. წინა წელს ექიმებმა მას ახალი დიაგნოზი დაუსვეს – „ეპილეფსია“. ეს ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. თემურის პენსიითა და ქმრის მიერ შემოტანილი ორი კაპიკით ცდილობენ თავის გატანას. მზევინარი: ორი შვილი მყავს, და რა თქმა უნდა, მათი გამოკვება ჩვენი მთავარი საზრუნავია, მაგრამ თემური, ჩვენთვის უპირველესია. მას მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. წარმოგიდგენიათ რა რთულია მისთვის ეს ყველაფერი, ბზიკის მოცილებაც კი არ შეუძლია თავიდან, თუ უკბინა. თავსაც კი ვერ ასწორებს დახმარების გარეშე… ჩვენი ოჯახი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძალიან გაგვიჭირდა დახმარების თხოვნით თქვენთან მოსვლა. ვიმედოვნებთ, ჩვენ თხოვნაზე კეთილი ადამიანები გამოგვეხმაურებიან და ჩემ ძმას თავის წილ სითბოს აჩუქებენ. ჩვენი მშობლები სულ იმ იმედით ცხოვრობდნენ, რომ გამოვაკეთებდით თემურს. მაგრამ ღმერთმა ის ჩვენ ასეთი გვაჩუქა, სუფთა სულის მქონე ანგელოზი და ჩვენ უფალთან პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მასზე ვიზრუნოთ! “მეგობრებო, ნებისმიერი სახის დახმარება თემურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება! ახლა მას ყველაზე მეტად მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური კვება. ვიცით, მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია!თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ თემური. ის ჩხოროწყუს რაიონში სოფელ ზუმში ცხოვრობს. ტელ: 579 18 03 40.”ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თემურ ჯოლოხავა). თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის საიტიდანაც: “,- აცხადებენ ფონდში. R
---
31.07.2019
"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ
---
ბეჭდვითი მედია
01.08.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან ლაშა კილაძესთან ერთად საჩხერეში „მეტადონით“ ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გახსნა.
---
01.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
მცხეთაში 35 წლის ქალი დაიღუპა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი 35 წლის მადონა სუთიძეა. ოჯახის წევრების თქმით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო შეიყვანეს და მისთვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა. ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია არ ქონდათ, მოგვიანებით კი სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა მიყენებული. ამის შემდეგ, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ისინი რეანიმაციის განყოფილებაში შევიდნენ და ექიმებისგან პაციენტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. მათივე თქმით, ექთნების ნაწილის მტკიცებით, მადონა სუთიძემ დაზიანება ტუმბოზე დაცემის შედეგად მიიღო, მედპერსონალის ნაწილმა კი განაცხადა, რომ პაციენტის დაზიანებები მის აგრესიულ ქცევას უკავშირდება. ახლობლებმა დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათებიც წარადგინეს, სადაც ახალგაზრდა ქალს თავი სახვევებით აქვს დაფარული. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რეალურად რა მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში და რა პირობებში მიიღო პაციენტმა დაზიანებები. ისინი ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ ფაქტის გაგების დღესვე, 17 ივლისს აცნობეს. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზიები აქვთ ღუდუშაურის კლინიკის ქირურგის მიმართაც, რომელმაც 9 მაისს პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთა. მადონა სუთიძის მულის დინარი ბლიაძის თქმით, ოპერაცია არასათანადოდ ჩატარდა. პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა, ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უტარდება.
---