From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 08.10.19
Received On : 08.10.2019 08:03
Attachments :

მედიამონიტორინგი

08.10.19

 

08.10.19

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მართვის გაძლიერებნის შესაძლებლობებზე. თამარ გაბუნია: "ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებაზე".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384320

---

08.10.19

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას სთხოვენ. "სოკარ ჯორჯია გაზის" წყალტუბოს სერვისცენტრის მენეჯერი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება სემეკის დადგენილების საფუძველზე მიიღეს. ბაკურ ბალანჩივაძე: "აღნიშნულზე საქმის ყურში ჩაყენებული იქნა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384157

იმედი ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384055

---  

08.10.19

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანადცვის სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384108

---

08.10.19

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 41 წლის მამაკაცი დაიღუპა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 41 წლის მამაკაცი დაიღუპა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მუშას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6384035

რუსთავი 2 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383925

---

08.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან - უკვე სამ კვირაზე მეტია დევნილები მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ

პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში - უკვე სამ კვირაზე მეტია დევნილები მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ, მათი ნაწილი კი უკვე 8 დღეა ბინებით უზრუნველყოფის მოთხოვნით შიმშილობს. ერთ-ერთი მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, რის გამოც მას ექიმების დახმარებაც დასჭირდა. დევნილები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. აქციის მონაწილე: "მოვითხოვეთ ქალბატონ მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ ქალბატონმა მინისტრმა უარი განგვიცხადა ჩვენთან შეხვედრაზე. ალბათ სათქმელი არაფერი არ აქვს და ამიტომ არ გვხვდება ჩვენ. მოვითხოვთ იმას, რომ თუ შეუძლია, თუ იცის თავისი მოვალეობები რაშიც ჩვენ ყველას უკვე ეჭვი გვეპარება, შეასრულოს თავისი მოვალეობა. ჩვენ არ დავტოვებთ ამ შენობას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული". ბესო შენგელია: "უკვე 8 დღეა მოშიმშილე აქციადაც იქცა. კიდევ უფრო რადიკალური გახდება და კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგება ხელისუფლებისთვის. ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში არის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ერთი მოშიმშილე გადაიყვანა იმიტომ, რომ ამ ადამიანის ჯამნრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383985

---  

08.10.19

არხი:რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ჯანდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის გამო 51 თანამშრომელი გაათავისუფლეს

რეორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა, რომ სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს. მიზეზად კი ე.წ. მცირე მთავრობის პრინციპი მოიყვანეს. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ის ხალხია, რომელზედაც სამინისტრო წლების განმავლობაში მყარად იდგა. ოპოზიცია ჯანდაცვის ხელმძღვანელობისგან აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვს. ზურაბ ჭიაბერაშვილი: "მინისტრმა და ზოგადად მთავრობამ უნდა დაასაბუთოს რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და ამავდროულად უნდა გვითხრან, რომ ამის გამო არ შეიქმნება უამრავი პრობლემა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში". ხატია დეკანოიძე: "სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია ბოლო ფაზაა ოლიგარქისთვის და ამ ბოლო ფაზით ცალკეული ჩინოვნიკები გარკვეული ინტერესების გადაჯგუფებას ლამობენ".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383984

1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383745  (07.10)

ფორმულა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383643

ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383275

---

08.10.19

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვის სისტემა

ვიწყებთ ჯანდაცვის სამინისტროთი და სიახლეებით, რომელიც დაანონსდა, ბევრი კითხვა გააჩინა და ჯერჯერობით ამაზე კონკრეტული მოპასუხე არ გამოჩენილა. სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კომპანიების დაფინანსების მექანიზმს ცვლის. ეს ამბავი ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში გვამცნო, (00:25) როცა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ. მაშინ ეკატერინე ტიკარაძემ ბრძანა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით განხორციელდება, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. აკაკი ზოიძე: "ეს ის რეფორმაა, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს, სამწუხაროა, რომ მთავრობამ ეს აქამდე ვერ შეძლო. ეს ნიშნავს, რომ იქნება სამართლიანი ფასწარმოქმნის პრინციპზე დამყარებული სისტემა, რომელიც ერთიანი იქნება". (02:00) პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის საჯარო დაპირებებს თუ გავიხსენებთ, რომელიც ორივე რაიმე ფორმით ცვლილებების მიღებამდე ბიზნესთან კონსულტაციებისას პირობას დებდა, რომ წინასწარ გაივლიდნენ ყველა თემას, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ჯანდაცვის სფეროსაც შეეხება. (03:20) გამოქვეყნდა უძრავი ქონების საბროკერო კომპანიის კოლიერსის კვლევა, რომლის თანახმადაც თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი სავარაუდოდ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კოლიერსი თვლის, რომ წელიწადში 4 %-ით გაიზრდება, შედეგად კი ბაზარს 2019 წლის ბოლოს დაახლოებით 28 000 კვადრატული მეტრის ფართი მიეწოდება. მაგალითად მოჰყავს ონკოლიგიური კლინიკის მშენებლობა, ის 22 000 კვადრატული მეტრის ფართობზე იქნება განლაგებული. შევახსენოთ მაყურებელს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 968 000 მილიარდიდან 4 347 მლრდ-მდე იზრდება. პირველადი პროექტის მიხედვით, სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები 3 126 მლრდ ლარამდე გაიზრდება, აქედან საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2 230 მლრდ ლარია გათვალისწინებული. გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიასა და სოციალურ დახმარებას 880 000 ადამიანზე მეტი, ხოლო პირველი ივლისიდან 450 000 პირი მიიღებს. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს უკან გადაეგზავნა. ამასობაში გუშინვე გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინიტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ცნობილია, რომ გათავისუფლებულთა შორის ძირითადად, ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კადრები მოხვდნენ. ცვლილებები თითქმის ყველა დეპარტამენტსა და მათ ხელმძღვანელ პირებს შეეხო. თამარ გაბუნია: "მოხდა ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის გაერთიანება, შერწყმა, ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანი პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც ერთი მენეჯმენტის ქვეშ იმუშავებს ოთხივე მიმართულებით".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383946

---

07.10.19

არხი:რუსთავი2

არხი: კურიერი 21:00

წყალტუბოში დევნილები კორპუსებში ბუნებრივი აირის ჩაჭრას აპროტესტებენ

წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კორპუსებში ბუნებრივი აირის ჩაჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, შენობის არასწორად დაპროექტების მიზეზით კომპანია "სოკარმა" 48 ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. ადგილობრივებისთვის კომპანიის არგუმენტები გაუგებარია. დასახლებაში, სადაც აქცია გაიმართა, სამასზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. "დასახლებაში 50 ოჯახს ადგნენ და გაზი ჩაუჭრეს. "სოკარი" ალბათ თავის თავში მართალია, გახშირებული სიკვდილიანობაა გაზის გამონაბოლქვით და საერთოდ გაზიდან და ეუბნება, რომ ამ პირობებში არ შეიძლება. ხელისუფლებამ როცა ააშენა და გასცა მაშინ შეაყვანინა. დღეს დადგა სიტუაცია, რომ გაზი ჩაუჭრეს 50 ოჯახს," - განაცხადა გოგი წულაიამ. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა იმრავლა, "სოკარის" წარმომადგენლებმა 48 ოჯახს გაზის მიწოდება შეუჩერეს. "თბილისში რომ მოხდა დიდი აფეთქებები, იმის შემდეგ ჩამოიარეს და გვითხრეს, რომ ევრო სტანდარტის სარკმელები გააკეთეთ. ხალხმა უკანასკნელი ფული გაიღო, გააკეთეს ერთოთახიანებმაც და ოროთახიანებმაც. ახლა კიდევ აფეთქება რომ მოხდა, ზესტაფონში თუ თერჯოლაში, მოვიდნენ და ერთოთახიანებს გაუთიშეს გაზი, არის 48 ოჯახი," - აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. კომპანიის თანამშრომლების განმარტებით, მოსახლეობას გაზის მიწოდება, გეგმიური სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო შეუწყვიტეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს კი მითითებები მისცეს, თუ როგორ უნდა აღმოეფხვრათ აღნიშნული დარღვევები. "გადაწყვეტილების მიღება მოხდა ჩვენი საექსპლუატაციო საავარიო სამსახურის მიერ მორიგი შემოვლის დროს გეგმიურ გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე. ეს გაკეთდა ისევ იმათ სასარგებლოდ. აღნიშნულის საქმის კურსში ჩაყენებულ იქნა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა, ჩაყენებულ იქნა საქმის კურსში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, მიეცათ მათ მითითებები, როგორ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრა. აღმოფხვრის შემთხვევაში კიდევ შევა ჩვენი საავარიო სამსახური და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ბაკურ ბალანჩივაძე: "გადაწყვეტილების მიღება მოხდა (არ ისმის) სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩენილი დაღვევების საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისევ იმათ სასარგებლოდ. საქმის ყურში ჩახედულია დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა. აგრეთვე საქმის ყურშია ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ორგანოები. მიეცათ მათ მითითებები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრა."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383588

---

07.10.19

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი

როგორ აპირებს სახელმწიფო მედიკამენტების ფასების რეგულირებას

როგორ აპირებს სახელმწიფო მედიკამენტების ფასების რეგულირებას? ამ კითხვით ბიემჯიმ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ დაანონსების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს მედიასთან კომეტარები ამ თემაზე არ გაუკეთებია. როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს აქვს აღებული და თემაზე სამსჯელოდ უკვე ორი შეხვედრა გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383273

საქმის კურსი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6382287

---

 

07.10.19

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე

რამდენად საგანგაშოა დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში?

რამდენად საგანგაშოა დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში? წელს შობადობა სიკვდილიანობას 4%-ით აღემატება, თუმცა დემოგრაფებს ეს სულაც არ აიმედებთ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს. ზურაბ სანიკიძე "ბოლო სამი თვის განმავლობაში ახალშობილთა ოდენობა გარდაცვლილთა ოდენობაზე 23%-ით მეტია, რაც არის იმის მანიშნებელი რომ ტრენდი ამ მიმართულებით არის უკეთესობისკენ. ჩვენი სააგენტო აწარმოებს დაბადებულთა და გარდაცვლილთა რეგისტრაციას და შესაბამისად ჩვენ უტყუარად , სანდრო იურიდიული დოკუმენტებით და ფაქტის დადგენით ვხელმძღვანელობთ. " დემოგრაფების ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით მსჯელობა რეალურ სურათზე წარმოდგენას არ იძლევა. ჯანდაცვის სამინისტროში დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს შორის ასახელებენ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას., შობადობის წახალისებას, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის პოლიტიკასა და გენდერული ბალანსის ხელშეწყობას. უწყებაში განმარტავენ რომ კრებითად ყველა ეს ფაქტორი დადებითად აისახება დემოგრაფიის გაუმჯობესებაზე. ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ასახელებენ დეკრეტული შვებულების საკითხს, რაზე მუშაობაც დაწყებულია. თამარ გაბუნია "იმისთვის რომ ჩვენ ვთქვათ რომ ჭეშმარიტ მატებასთან გვაქვს საქმე, აქ დაგვჭირდება მთელი წლის ანალიზის შეფასება. ჩვენ ვმუშაობთ შრომის კანონმდებლობის დახვეწაზე იმისთვის რომ გათანაბრდეს დეკრეტული შვებულების უფლება ქალს და მამაკაცს შორის." აკაკი ზოიძე "ის გეგმები რაც ჩადებულია მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითად აქცენტს სწორედ ბავშვებზე აკეთებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6383180

---

 

ინტერნეტი

 

08.10.19.

მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი

საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით,საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კონფერენცია განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში. კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება გააკეთებს მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაციას. კონფერენციას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ფელიქს ჰეტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. „მოგეხსენებათ, რომ ყოველთვიური მინიმალური ხელფასი საქართველოში ძალზედ დაბალია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. 1999 წელს, მინიმალური ხელფასის შემოღების შემდეგ, მისი ზრდა აღარ მომხდარა სამომხმარებლო ფასების ცვლილების, ინფლაციის, ხელფასის ან საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად. 2006 წელს მხოლოდ საჯარო სექტორში განისაზღვრა უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი 135 ლარის ოდენობით. საარსებო მინიმუმი, ხანდაზმულობის პენსია და ყველა სხვა სოციალური დახმარება საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი. ასევე, დღემდე არ დამდგარა პოლიტიკურ დღის წესრიგში მინიმალური ხელფასის ზრდის პოტენციალისა თუ შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფართო მსჯელობა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებასა და დასახული ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობების მოძიებას.კონფერენციაზე მოწვეულნი არიან პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებიგერმანიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური მისიებიდან,”-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

https://www.interpressnews.ge/ka/article/567120-sakartveloshi-minimaluri-xelpasis-temaze-saertashoriso-konperencia-gaimarteba

ბიპიეინი- https://www.bpn.ge/article/61315-sakartveloshi-minimaluri-xelpasis-temaze-saertashoriso-konperencia-gaimarteba/

---

07.10.19- ინფო 9

ჯანდაცვის სამინისტრო უწყებაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ უწყებაში შექმნილმა რეორგანიზაციის კომისიამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ასეთი 51 თანამშრომელია, რომელთაც ალტერნატიული პოზიცია შესთავაზეს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს მეტად საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორიც არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმების და დევნილთა საკითხები. იმ გამოწვევების დაძლევა, რაც დღეს სამინისტროს წინაშე დგას, მხოლოდ მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსით არის შესაძლებელი. რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა კომისია, რომელიც ორიენტიებული იყო კანდიდატების ობიექტურ შეფასებაზე. შეფასების კრიტერიუმები შერჩული იყო ზოგადი და პროფესიული კომპეტენციების გამოსავლენად, რომელიც განსაზღვრულია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით როგორც მენეჯერული, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის პოზიციებისთვის. კომისიის მუშაობამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს. ჯამში ასეთი თანამშრომლების რაოდენობა არის 51. მათთვის შესაბამისი სამსახურის მხრიდან განხორციელდა ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, ვისთვისაც ალტერნატიული პოზიცია მისაღები არ აღმოჩნდა, გათვალისწინებული იქნება მობილობის საკითხი. სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ზოგიერთი ქვედანაყოფის შერწყმა. ასეთი სტრუქტურა გააუმჯობესებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციას, მეტად ეფექტურს გახდის მუშაობას და თავიდან აგვაცილებს ფრაგმენტაციას და რესურსების გაორებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

http://www.info9.ge/chven-shesakheb/214548-jandacvis-saministro-utsyebashi-sakadro-cvlilebebthan-dakavshirebith-ganmartebas-akethebs.html?lang=ka-GE

---

 

07.10.19 - კომერსანტი - 

ჯანდაცვის სამინისტრო 80-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

TV „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულთაგან ზოგმა თანამდებობა უკვე დატოვა, ნაწილი სამსახურს 22 ოქტომბრამდე ინარჩუნებს. წმენდაში, რომელიც ახალმა მინისტრმა მოულოდნელად დაიწყო, ძირითადად დავით სერგეენკოს კადრები მოხვდნენ, გაათავისუფლეს რამდენიმე დეპარტამენტის უფროსი. ცვლილებები შეეხება უწყებაში არსებულ თითქმის ყველა დეპარტამენტსა და მათ ხელმძღვანელებს. გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეეხებათ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს დატოვება მოუწევს თანამშრომელთა კიდევ ერთ კატეგორიას - მათ, ვისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც „ქართული ოცნების ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბათ. „ფორმულანიუსის ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა შორის არის მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, გია ჟორჟოლიანის ძმა. ჯანდაცვის სამინისტროში მასშტაბურ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განმარტებებს არ აკეთებენ. პრესსამსახურის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია ივლისში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება.

https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-80-ze-met-tanamshromels-atavisuflebs

---

 

ბეჭდური მედია

მედიასაშუალება: ქრონიკა +

რეალური მიზეზები, თუ რატომ გაიფიცნენ ონკოლოგიურის ექიმები

2010 წლის 19 ნოემბერს ჩინურ-კანადურ კომპანია "პეგასუს ფარმაცეპტიკალ გრუპთან" პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი" ეკონომიკის სამინისტრომ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, გარკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, უცხოურ კომპანიას გადასცა სამართავად. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ნოემბრის განკარგულება, "სახეკმწიფო საკუთრებაში არსებული 61 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების კანადაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიისთვის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით". აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის" სრულ და თავიდან ბოლომდე აღჭურვას და მის განახლებული რესურსით ამოქმედებას. სწორედ ეს გახდა განხეთქილების ქვაკუთხედი ექიმებსა და ხელმძღვანელობას შორის. კერძოდ, 2012 წლის 15 დეკემბერს, მედპერსნალის გარკვეული ნაწილი დაუპირისპირდა ცენტრის იმდროინდელ ხელმძღვანელს - რეზო გაგუას. ის, რომ "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი" სახელმწიფო კუთვნილებაში შედიოდა და მისი ხელმძღვანელი დანიშნული გახლდათ - ეს ყველაზე ნაკლებად გაითვალისწინეს. "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის" ექიმების ნაწილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც მოთხოვნილი იყო ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება. 2015 წელს კი მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამი სახელმწიფო კლინიკა გადასცა: "აკ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" ("რესპუბლიკური საავადმყოფო"); "ბავშვთა ინფექციური კლინიკა" და "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ყოფილი "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი"). პრობლემებიც გაგრძელდა. "ქრონიკა+"-ს ესაუბრება "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი, პროფ. ალექსანდრე მინდაძე: -ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის დაგვიანებული ხელფასები გახლავთ. უკვე მეოთხე წელი დაიწყო და ყოველ წელს გვეუბნებიან, რომ დავალიანებას დაგვიფარავენ. ჯერ ერთი მოიცადეთო, მერე ორი და ა.შ. შეცვლით დღემდე არაფერი შეცვლილა. "ქრონიკა+" ამ საკითხთან დაკავშირებით "საპარტნიორო ფონდის" პოზიციას გთავაზობთ: "ჩვენს ღირსეულ მედპერსონალს უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა აღნიშნული კლინიკის პრობლემები უკვე დიდი ხანია, არსებობს. პირველად "უნივერსალური სმედიცინო ცენტრის" პრივატიზება 2011 წელს მოხდა და კლინიკა კანადურ კომპანიას გადაეცა. სამწუხაროდ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამედიცინო დაწესებულების განვითარების ნაცვლად კლინიკაში ვითარება გაუარესდა, მათ შორის, მოიშალა არსებული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო საქმიანობის გაწევისთვის კლინიკას გამოეყო მხოლოდ ერთი ფლიგელი, შენობის დარჩენილი ფართი კი კარკასად იქცა. გაპარტახებული კლინიკა კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებში სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა, სხვადასხვა გარემოებათა გამო აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს "საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, საპარტნიორო ფონდმა 2017 წელს "კლინიკების განვითარების კომპანია" შექმნა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6384004&name=08.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

მედიასაშუალება: ქრონიკა +

რეალური მიზეზები, თუ რატომ გაიფიცნენ ონკოლოგიურის ექიმები

2010 წლის 19 ნოემბერს ჩინურ-კანადურ კომპანია "პეგასუს ფარმაცეპტიკალ გრუპთან" პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი" ეკონომიკის სამინისტრომ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, გარკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, უცხოურ კომპანიას გადასცა სამართავად. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ნოემბრის განკარგულება, "სახეკმწიფო საკუთრებაში არსებული 61 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების კანადაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიისთვის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით". აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის" სრულ და თავიდან ბოლომდე აღჭურვას და მის განახლებული რესურსით ამოქმედებას. სწორედ ეს გახდა განხეთქილების ქვაკუთხედი ექიმებსა და ხელმძღვანელობას შორის. კერძოდ, 2012 წლის 15 დეკემბერს, მედპერსნალის გარკვეული ნაწილი დაუპირისპირდა ცენტრის იმდროინდელ ხელმძღვანელს - რეზო გაგუას. ის, რომ "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი" სახელმწიფო კუთვნილებაში შედიოდა და მისი ხელმძღვანელი დანიშნული გახლდათ - ეს ყველაზე ნაკლებად გაითვალისწინეს. "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის" ექიმების ნაწილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც მოთხოვნილი იყო ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება. 2015 წელს კი მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამი სახელმწიფო კლინიკა გადასცა: "აკ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" ("რესპუბლიკური საავადმყოფო"); "ბავშვთა ინფექციური კლინიკა" და "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ყოფილი "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი"). პრობლემებიც გაგრძელდა. "ქრონიკა+"-ს ესაუბრება "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი, პროფ. ალექსანდრე მინდაძე: -ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის დაგვიანებული ხელფასები გახლავთ. უკვე მეოთხე წელი დაიწყო და ყოველ წელს გვეუბნებიან, რომ დავალიანებას დაგვიფარავენ. ჯერ ერთი მოიცადეთო, მერე ორი და ა.შ. შეცვლით დღემდე არაფერი შეცვლილა. "ქრონიკა+" ამ საკითხთან დაკავშირებით "საპარტნიორო ფონდის" პოზიციას გთავაზობთ: "ჩვენს ღირსეულ მედპერსონალს უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა აღნიშნული კლინიკის პრობლემები უკვე დიდი ხანია, არსებობს. პირველად "უნივერსალური სმედიცინო ცენტრის" პრივატიზება 2011 წელს მოხდა და კლინიკა კანადურ კომპანიას გადაეცა. სამწუხაროდ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამედიცინო დაწესებულების განვითარების ნაცვლად კლინიკაში ვითარება გაუარესდა, მათ შორის, მოიშალა არსებული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო საქმიანობის გაწევისთვის კლინიკას გამოეყო მხოლოდ ერთი ფლიგელი, შენობის დარჩენილი ფართი კი კარკასად იქცა. გაპარტახებული კლინიკა კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებში სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა, სხვადასხვა გარემოებათა გამო აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს "საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, საპარტნიორო ფონდმა 2017 წელს "კლინიკების განვითარების კომპანია" შექმნა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6384004&name=08.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ჯანდაცვის სამინისტროდან ის ხალხი გაუშვეს, რომლებზეც სამინისტრო იდგა"

ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს, ხალხი, რომელზედაც იდგა სამინისტრო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. „იმის გამო, რომ ყველაზე მეტი შეხება აქვს მოქალაქესთან, ბუნებრივია, უკმაყოფილებაც ყველაზე მეტი ამ სამინისტროზე მოდის. ვიდრე მივიდოდი, უფრო ძვირი მესმოდა სამინისტროზე, ვიდრე კარგი. მახსოვს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ჯანდაცვის სამინისტროს საშუალო რგოლის პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. როგორ გამოიყენებ ამ ადამიანებს, ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარიანობის საკითხია. მე მგონი, უზარმაზარი “ინსტიტუციური მეხსიერების” ასე ხელაღებით წაშლა ძალიან სარისკო ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები თავის გზას იპოვნიან, მაგრამ კვალიფიციური კადრი ერთ დღეში არ იბადება. მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა თავის საქმეს და ახლა, სავარაუდოდ, მადლობის უთქმელად გაუშვეს სახლში. P.S. “ევროპული საქართველო” ბიუროკრატიის შეკვეცის მომხრეა, მაგრამ სახელმწოფო აპარატში “შეყრილი” “ქართული ოცნების” აქტივის შეკვეცისა და არა იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვების, ვისზედაც დგას სახელმწიფო პროგრამების მართვა“, – წერს ჭიაბერაშვილი. “რამდენიმე დღის წინ მივიღეთ მთავრობის დადგენილება სამინისტროს ახალი სტრუქტურის თაობაზე. რეორგანიზაციის ფარგლებში ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის გაერთიანება მოხდა. ამავე დროს ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურის მქონე დეპარტამენტი, რომელიც ოთხივე მიმართულებით- ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, დევნილთა და შრომის საკითხები- იმუშავებს. სწორედ ამის მიხედვით ჩამოყალიბდა საბოლოო სტრუქტურა და საშტატო განაკვეთი. რეორგანიზაციის შემდეგ მეტად მოქნილი უნდა გახდეს ცენტრალური აპარატი, ეს არის მთავარი მიზანი. ანუ იმ საჭიროებებს მეტად უნდა მოერგოს, რაც ჩვენს წინაშე დგას”,-აცხადებს გაბუნია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6383902&name=08.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

მედიასაშუალება: მესინჯერი

საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8 ოქტომბერს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით, საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კონფერენცია განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში. კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება გააკეთებს მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაციას. კონფერენციას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ფელიქს ჰეტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. „მოგეხსენებათ, რომ ყოველთვიური მინიმალური ხელფასი საქართველოში ძალზედ დაბალია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. 1999 წელს, მინიმალური ხელფასის შემოღების შემდეგ, მისი ზრდა აღარ მომხდარა სამომხმარებლო ფასების ცვლილების, ინფლაციის, ხელფასის ან საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად. 2006 წელს მხოლოდ საჯარო სექტორში განისაზღვრა უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი 135 ლარის ოდენობით. საარსებო მინიმუმი, ხანდაზმულობის პენსია და ყველა სხვა სოციალური დახმარება საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი. ასევე, დღემდე არ დამდგარა პოლიტიკურ დღის წესრიგში მინიმალური ხელფასის ზრდის პოტენციალისა თუ შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფართო მსჯელობა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებასა და დასახული ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობების მოძიებას.კონფერენციაზე მოწვეულნი არიან პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებიგერმანიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური მისიებიდან,”-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6383991&name=08.10.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

​