From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 01.10.2019-02.10.2019
Received On : 02.10.2019 08:28
Attachments :

                            მედიამონიტორინგი

01.10.2019

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 12:00

დაუთავებული ქალის საქმე

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთის მიყოლებით აპატიმრებს. სასტიკ წამებაში ბრალდებულების დაკევება კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს. ბაქოს ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ისტორიის მიზეზების ახსნა უთოთი ნაწამები ქალის მეზობლებს უჭირთ. ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც ნატა ფუტკარაიას ახლობლები საუბრობენ, ძარცვაა. თავდასხმა დევნილტა საერთო საცხოვრებელში მოხდა. თავდამსხმელებმა ბინიდან თანხა და ძვირფასი ნივთები გაიტანეს. დაშავებული ქალბატონი ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369729

-----

 

01.10.2019

არხი: 1არხი

გადაცემა:  ახალი დღე

ვაქცინაცია

როგორ ავიცილოთ გრიპი და წითელა. სტუმარი: პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი,თსუ-ს პროფესორი. პაატა იმნაძე: "90-იან წლებში ჩავარდა ვაქცინებით მომარაგება, სანამ გადაეწყობოდა საერთაშორისო დახმარებაზე იყო დიდი ჩავარდნა. მაშნ იუნისეფის , იუსეიდის და ევროკავშირის დიდი დახმარება იყო და აღდგა იმუნიზაციის პროგრამა ქვეყნაში."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369736

---

01.10.2019

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 12:00

მარტვილის ბარში მოწამლული ბავშვები

მარტვილის #2-ე საბავშვო ბაღში ექსპერტები მთელი გამის განმავლობაში მუშაობდნენ, სადაც ერთდროულად 22 აღსაზრდელი მოიწამლა. ბავშვები სადილის მიღებიდან 2 საათში ცუდად გახდნენ. ყველა მათგანი გუშინვე კლინიკაში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ საკვები, ან წყალი გახდა. დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი.

 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6369876

----

01.10.2019

არხი: აჭარის ტელევიზია

გადაცემა:  მთავარი  12:00

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნიდან 7 წელი გავიდა

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნიდან 7 წელი გავიდა. რა შეიცვალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, საინტერესოა ვინ რას ფიქრობს წარმატებულ თუ უშედეგო პოლიტიკაზე? ,,მთავარის" მიერ გამოკითხულთა მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მათი ყოფითი ცხოვრება, გარემო სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვნაწილად არ შეცვლილა, ხოლო მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ ამ პერიოდში ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის მოქალაქეებისთვის შექმნილი თავისუფალი გარემო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თავისუფალი გადაადგილება საზღვრებს იქეთ, რაშიც ისინი უვიზო მიმოსვლას გულისხმობენ. ასევე მოქალაქეების ნაწილი მთავარ გამოწვევად ეკონომიკისა და დასაქმებას მიიჩნევენ, რადგან მათ უმრავლესობას სამუშაოდ ,მეზობელ ქვეყანაში, წასვლა უწევთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6370505

-----

01.10.2019

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 15:00

დევნილები პროეტესტის უკიდურეს ფორმაზე გადადიან

დევნილები პროეტესტის უკიდურეს ფორმაზე გადადიან. ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში გაშლილია კარვები, სადაც აქციის სამი მონაწილე შიმშილობს. 40-მდე ოჯახი, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და მინისტრთან შეხვედრას უკვე 15 დღეა პერმნენტული აქციებით ითხოვს, თუმცა მატ სამინისტროდან არავინ გამოხმაურებია. უტიტროდ:"გუშინ ღამე სამინისტროში ბრძანდებოდა მინისტრი, მაგრამ გაიპარა, არავინ არ შეხვდა ამ ადამიანებს, არავინ ყურადღებას არ აქცევს."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371192

--

01.10.2019

არხი: პალიტრა ტვ.

გადაცემა:  პალიტრანიუსი 16:00

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეურლე აცხადებს, რომ მომხდარი მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება.

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეურლე აცხადებს, რომ მომხდარი მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. "გამოძიებას მივაწოდე ინფორმაია, ნაწილი მახოვს, ნაწილი არა." -განაცხადა მარიკა წწერეთელმა. მან დამნაშავეებსაც მიმართა და თქვა, რომ ამას არ აპატიებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371297

----

~01.10.2019

არხი: პალიტრა ტვ.

გადაცემა:  პალიტრანიუსი 16:00

რუსთავის #5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

რუსთავის #5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე მოსწავლის მშობელი იმყოფება. მათი განმარტებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი პრევენციის მიზნით იმყოფებიან, იმისათვის, რომ რაიმე ექსცესი კვლავ არ მოხდეს. გაკვეთილების პროცესს ესწრება მეექვსეკლასელი მოსწავლეც, რომლის გამოც გუშინ სკოლაში ხმაური იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371283

----

01.10.2019

არხი: პალიტრა ტვ.

გადაცემა:  პალიტრანიუსი 16:00

ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 14 დღეა, დევნილების პროტესტი გრძელდებ

ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 14 დღეა, დევნილების პროტესტი გრძელდება. მათ შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი ჯანდაცვის სამინისტროს შენობას არ ტოვებენ. ჯანდაცვის სამინსტროში მყოფი დევნილების განცხადებით, თუ არცერთი უწყების წარმომადგენელი მათთან შესახვედრად არ გამოჩნდება ისინი შიმშილობას დაიწყებენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ამ დროისთვის უცვლელი რჩება, ისინი თავშესაფრით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371274

---

 

01.10.2019

არხი: რუსთავი2

გადაცემა:  კურიერი 18:00

დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროში - დევნილებმა შესასვლელი კარის პარალიზება სცადეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროში. დევნილებმა შესასვლელი კარის პარალიზება სცადეს, რასაც მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა საპატრულო პოლიციამ ინციდენტი მალევე განმუხტა და მთავარი უწყების შესასვლელი გაათავისუფლა. ჯანდაცვის სამინისტროში ამ დროისთვის 4 მოქალაქე განაგრძობს შიმშილობას. ერთ-ერთ მათგანს სამინისტროში კარავი აქვს გაშლილი. დევნილები მუდმივი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371213

----

01.10.2019

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

დევნილები პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადადიან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371540

---

 

 

01.10.2019

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

უმძიმესი კრიმინალური შემთხვევების ფონზე ხელისუფლების მტავარი სამიზნე ახლა მომავალი არჩევნებია

უმძიმესი კრიმინალური შემთხვევების ფონზე ხელისუფლების მტავარი სამიზნე ახლა მომავალი არჩევნებია. საარჩევნო წლის საარჩევნო ბიუჯეტი. რატომ გაახსენდა ხელისუფლებას პენსიები და საჯარო მოხელეების ხელფასები მმართველობიდან 7 წლის შემდეგ და რატომ დაანონსდა ახალი საბიუჯეტო პარამეტრები უპრეცედენტოდ ადრე, 1 ოქტომბერს როცა ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვების 7 წლის თავს ზეიმობს. ოპოზიცია დარწმუნებულაი რომ ხელსიუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის ახალ რაუნდს იწყებს და ვალების გასტუმრების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას უკვე ხელფასის და პენსიის მომატებით ცდილობს. პრემიერი კი ამტკიცებს რომ არჩევნები არაფერ შუაშია და მმართველი გუნდი მოსახლეობის სოციალურმა პრობლემებმა და უმუშევრობამ სწორედ ახლა შეაწუხა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371493

---

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

ამომრჩევლის მოსყიდვა  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371710

 

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

მოსწავლის მშობელი საჯარო სკოლის წინააღმდეგ

მოსწავლის მშობელი საჯარო სკოლის წინააღმდეგ. რუსთავის N5 სკოლაში დაწყებული სკანდალი იმით გრძელდება რომ ბავშვის დედა სამართლებრივ დავას აანონსებს და ისევ აცხადებს რომ მისი შვილი მუსიკის მასწავლებელს ფიზიკურად არ გასწორებია. მაია დემეტრაშვილი საზოგადოების ნაწილს ბულინგშიც ადანაშაულებს. სკოლა გამოძების დასრულებას ელის. პროცესს აკვირდება განათლების სამინისტროც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371704

--

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

აქცია დევნილთა სამინისტროში

 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371807

 

არხი:  ერთსულოვნება

გადაცემა:  სიახლენი 22:00

სიცოცხლის ფესტივალი 2019 დასრულდა

სიცოცხლის ფესტივალი 2019 დასრულდა. ღონისძიება სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ინიციატივა ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მთელი სექტმებრის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რადგან სექტემბერი ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371817

---

02.10.2019

არხი: კურიერი

გადაცემა: კურიერი  08:00

დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გრძელდება

დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გრძელდება. ეკატერინე ტიკარაძის უწყებასთან აქციის ოთხი მონაწილ ისევ შიმშილობს. დევნილები უკვე ორ კვირაზე მეტია მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ. გუშინ დევნილებმა სამინისტროს შესასვლელის პარალიზებაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათ ამის საშალება არ მისცა. ჯანდაცვის უწყების განმარტებით, საკითხის მოგვარება კანონის შესაბამისად ოქტომბრიდან დაიწყება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6372239

----

02.10.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ 968 მლნ-დან 4 მლრდ 347 მლნ ლარამდე იზრდება. სტუმარი: გიორგი წოწკოლაური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

 

02.10.2019

არხი: 1არხი

გადაცემა:  თავისუფალი ხედვა

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებები

ჩვენი გადაცემის მთავარი სტუმარი არის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ჩვენ ვისაუბრებთ ამ სფეროში დაგეგმილი რეფორმებოის, ცვლილებებისა და გამოწვევების შესახებ. გაეროს გენერალური ანსამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივით გაიმართა საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა სერგეი ლავროვსა და დავით ზალკალიანს შორის - ( ვიდეო1, 01:12 ) . როგორც ვიცით მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში რომელიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, ანუ გადავდივართ პროპორციულ საარცევნო სისტემაზე. პარლამენტში შესულია ორი სახის ინიციატივა პირველი რომელიც ეკუთვნის უმრავლესობას ეს არის პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას თუმცა ეს ინიციატივა კრძალავს ბლოკების შექმნას და მეორე ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტი რომელიც იგივეა თუმცა გულისხმობს ბლოკების დაშვებას. მომავალი წლისთვის ბიუჯეტი 279 მილიონ ლარამდე გვეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „აღნიშნული ბიუჯეტის ზრდა მიმართული იქნება კონკრეტულად სოციალური პროექტებისკენ. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი უკვე გახმოვანდა – პენსიების ზრდა. პირველი იანვრიდან პენსიების ზრდა იქნება ასაკით პენსიონერებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის, ხოლო პირველი ივლისისთვის იქნება მეორე ტალღა, როცა პენსია 30 ლარით მოიმატებს 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის. აქვე გეტყვით, რომ 70 წელს ზემოთ პენსიონერი და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შშმ პირი ერთობლივად 850 000-ზე მეტი მოქალაქეა“, – განაცხადა წოწკოლაურმა. მისი თქმით, ეს არ არის დასასრული და ამ ზრდაზე პირდაპირპროპორციულადაა მიბმული მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული პენსიონერებისთვის პენსიების ზრდა. „მათ 20% დანამატი ექნებათ და ასევე, იქ განთავსებული ამბულატორიების ექიმებსა და ექთნებს ხელფასზე ექნებათ დანამატი. ექიმებს ორი პენსიის ოდენობით, ხოლო ექთნებს ერთი პენსიის ოდენობით“, – განაცხადა წოწკოლაურმა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ადეკვატურია პენსიები იმ საჭიროებებთან, რაც მოსახლეობას აქვს, რა სოციალური ეფექტის მომტანი იქნება პენსიების ზრდა და რამდენად შეიძლება, ამან სიღარიბე შეამციროს, გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ გათვლები ოპტიმალურად არის გაკეთებული. „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის და ზოგადად, 70 წელზე ზემოთ ადამიანისთვის პენსიის 50-ლარიანი ზრდა. ვფიქრობ, ეს თითოეული ოჯახისთვის და თითოეული პენსიონერისთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება, რაც მათ ყოფას გააუმჯობესებს“, – განაცხადა წოწკოლაურმა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობაში არსებობს განცდა სოციალური მუშაკების მიერ ქულების შეფასების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რის გამოც სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. „ვყიდულობთ შესაბამის პლანშეტებს, რითაც სოციალური აგენტები ივლიან და ვიზიტის დროს კონკრეტულ ლოკაციას დააფიქსირებენ; გადაიღებენ სურათებს, ვიდეოს, რომელსაც თავისი შეწონვითი კრიტერიუმი ექნება და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება იმისთვის, რომ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა ვმუშაობდეთ“, – განაცხადა წოწკოლაურმა. მისივე თქმით, 2020 წელს დევნილ ოჯახებს დაახლოებით, 2 500-მდე ბინა გადაეცემა. ასევე, პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში სოფლად შეძენილ იქნება 600-ზე მეტი სახლი, 190-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა მუდმივი საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ქონების დაკანონების კუთხით, რითაც 3 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი შეძლებს იმ ფართების დაკანონებას, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. „ვაპირებთ, მომავალი წლისთვის მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაახლოებით, 7 000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილოთ. მერწმუნეთ, ეს ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი გრანდიოზული წელი იქნება“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6371767

 

02.10.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

 

2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ 968 მლნ-დან 4 მლრდ 347 მლნ ლარამდე იზრდება. სტუმარი: გიორგი წოწკოლაური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6372145

 

ბეჭდური მედია

01.10.2019

პრესა: რეზონანსი

გაისად ხელფასები და პენსიები ეზრდება ყველას - რამდენად გასწვდება ბიუჯეტი ხარჯებს?

მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა და ისეთი მოულოდნელი ხარჯები დაგეგმა, რომ ჯერჯერობით ყველა გაკვირვებულია. მომავალი წლის ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება და უამრავი ვალდებულება იქნება შესასრულებელი. რაც ყველაზე მთავარია ყველა მიმართულებით მატულობს ანაზღაურება და სოციალური გასაცემელი, რაც პირდაპირ საარჩევნო წელს უკავშირდება. პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით 2020-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. ყველა მათგანი ბიუჯეტის ხარჯზე გაზრდილ შემოსავასლ უნდა ელოდოს. „ბიუჯეტი მთელი ჩვენი გუნდის შრომის შედეგია, მასში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს. წარმოდგენილი დოკუმენტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. იგი მოქალაქეთა საჭიროებებზე დაყრდნობილი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ პასუხისმგებლობებს. უპირველესად, ეს არიან ბავშვები, ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებზე“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ. 2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ. პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული. „ჩვენი სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს“, –აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. გარდა ამისა, 2020 სასწავლო წლისთვის სკოლის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება. იზრდება საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ჯამაგირიც. „სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება, საშუალოდ, 100 ლარით“, – განაცხადა პრემიერმა. მომავალი წლიდან სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და ექიმების ხელფასების მატებაცაა გათვალისწინებული სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. `რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, უპირველესად იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, სამართალდამცავები და ექიმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6369146&name=01.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

01.10.2019

პრესა: საქართველოს რესპუბლიკა

 

2020 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება, ივლისიდან - 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის შშმ პირებს პენსია კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება. „პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის 20 ლარით ზრდა. გარდა ამისა, ასევე პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების გარდა, 2020 წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ პენსია პირველი ჯგუფის შშმ-პირებსაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6369163&name=01.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

1.10.2019

პრესა: ოქეი

კომპანია APTOS-ის სოციალური პროგრამა სახის მიმიკური კუნთების პარეზის მქონე პაციენტებისთვის

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6369636&name=01.10.2019+-+%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

 02.10.2019

პრესა: რეზონანსი

კაცი, რომელმაც თელავში მეუღლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6371893&name=02.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

02.10.2019

პრესა: რეზონანსი

ბავშვების მოწამვლის გამო, საბავშვო ბაღში სწავლა შეწყდა

(რეზონანსი)„ევექსის" მარტვილის კლინიკიდან მოწამლული ბავშვები გაწერეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, როზა ჯანაშიამ უთხრა. „მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველანი გაეწერნენ. კარგად არიან, თუმცა დაკვირვება და მეთვალყურეობა გაგრძელდება, - განმარტა მან. კლინიკაში 20-მდე ბავშვი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ, 30 სექტემბერს მოათავსეს. ამას გარდა, კერძო კლინიკას ამბულატორიულად კიდევ ოთხმა მიმართა. მომხდარზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. მათი თქმით, ისინი იკვლევენ მოწამვლის მიზეზებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის მარტვილის მეორე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, სანამ არ გახდება ცნობილი ლაბორატორიული დასკვნა. ამის შესახებ ბაღის დირექტორმა მაყვალა ბაღიშვილმა განაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6371868&name=02.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

02.10.2019

პრესა: ვერსია

რატომ იკლავენ თავს მოზარდები

ბოლო დროს, სუიციდის შემთხვევები გახშირდა და ასეთ დროს, შსს გამოძიებას, როგორც წესი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებს, თუმცა საინტერესოა, თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო, ვინმე დაისაჯა თუ არა? „ვერსიამ“ გაარკვია, როგორია სისხლის სამართლის 115- ე მუხლით აღძრული და გახსნილი საქმეების სტატისტიკა. ამასთან, ფსიქოლოგსაც ვესაუბრეთ, რომელმაც აგვიხსნა, რა უყალიბებს ადამიანებს და, განსაკუთრებით, მოზარდებს ისეთ სისასტიკეს, რასაც ბულინგი ჰქვია და რის გამოც, მათი თანატოლები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ფსიქოლოგმა ისიც გვითხრა, თუ რა უნდა გააკეთოს ოჯახმა, საზოგადოებამ და სკოლამ ბავშვის სწორად აღსაზრდელად... ამავე სტატიაში გაგაცნობთ შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ ქეისებსაც... რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში, 16 წლის ბიჭი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და სიცოცოცხლე სუიციდით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, თანატოლებმა მას დამამცირებელ გარემოებაში, მობილური ტელეფონი წაართვეს და დაალომბარდეს. 16 წლის მოზარდის სუიციდის მიზეზი ბულინგი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში, მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6371995&name=02.10.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

 

 

 

01.10.2019

ინტერნეტი

პია.ჯი

დიდ დიღომში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

დიდი დიღმის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთს ტვინის შერყევა აქვს, ხოლო მეორეს თავზე აქვს ჭრილობა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, 6 თვემდე ვადით შინაპატიმრობას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

https://pia.ge/post/284343-did-diromsi-avaria-moxda-arian-dasavebulebi

 

01.10.2019

ინტერპრესნიუს.ჯი

მეექვსეკლასელი გოგონა, რომლის გამოც გუშინ, რუსთავის #5 სკოლაში ხმაური იყო, გაკვეთილებს ესწრება

https://www.interpressnews.ge/ka/article/566150-meekvseklaseli-gogona-romlis-gamoc-gushin-rustavis-5-skolashi-xmauri-iqo-gakvetilebs-escreba

 

01.10.2019

ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მყოფი დევნილების განცხადებით, თუ მათ არც ერთი უწყების წარმომადგენელი არ შეხვდება, შიმშილობას დაიწყებენ

ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მყოფი დევნილების განცხადებით, თუ არც ერთი უწყების წარმომადგენელი მათთან შესახვედრად არ გამოჩნდება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ. დევნილების განცხადებით, ისინი უკვე მე-14 დღეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს არ ტოვებენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ამ დროისთვის უცვლელია - ისინი თავშესაფრით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. „უყურადღებოდ მიტოვებული დევნილები ამჟამად ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში. 27 წლის განმავლობაში ჩვენ არც საცხოვრებელი ფართი, არც არანაირი კომპენსაცია არ გვაქვს მიღებული და ვიმყოფებით იმ მიზერულ თანხაზე, რაც არის დევნილთა შემწეობა - 45 ლარი. ამაღამ, როდესაც დევნილები შეგროვდებიან და თუ არც ერთი უწყების წარმომადგენელი ჩვენთან არ ჩამობრძანდება, ვაპირებთ შიმშილობას. რა მასშტაბის იქნება ეს შიმშილობა, ამას საღამოს გავაჟღერებთ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. დღემდე ვცხოვრობდით ქირით, რომლის გადახდასაც ვეღარ ვახერხებთ. ვართ უკიდურეს მდგომარეობაში და ამან გამოიწვია ჩვენი აქ მოსვლა და პროტესტი“, - განაცხადა დევნილმა თენგიზ ცინდელიანმა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/566179-jandacvis-saministros-shenobashi-mqopi-devnilebis-gancxadebit-tu-mat-arc-erti-ucqebis-carmomadgeneli-ar-shexvdeba-shimshilobas-daicqeben

 

01.10.2019

კომერსანტ.ჯი

მთავრობა პარლამენტს პენსიის ინდექსაციის პროექტს ოქტომბრის ბოლომდე წარუდგენს

მომდევნო წლებში საქართველოში ასაკობრივი პენსიის ზრდა შესაძლოა სპეციალური ფორმულის საფუძველზე მოხდეს. ინიციატივის მიხედვით პენსიების ყოველწლიური გადახედვა მინიმუმ ქვეყანაში ფასების საერთო დონის (ინფლაციის) შესაბამისად უნდა ხდებოდეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ მთავრობას ინდექსაციის პროექტის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებია. კაკაურიძის თქმით, ინდექსაციის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე მოხდება. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინდექსაცია სწორედ მორგებული იქნება ამ სისტემაზე. ინდექსაციის მოდელს ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სოციალური კუთხით გავლენებს შევაფასებთ მათთან ერთად. ვფიქრობთ, რომ წელს უკვე წარდგენილი იქნება პარლამენტში ინდექსაციის პროექტი. ნაწილს პენსიონერებისა გაეზრდება ნომინალურად ინფლაციის ოდენობით. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება წარდგენილი პარლამენტში ეს კანონმდებლობა. კარგი იქნება მომავალ წელს ყველანაირი პენსიის ზრდის შესაძლებლობა გვქონდეს, თუმცა ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია ეკონომიკის მთლიან ზომასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ ინდექსაცია და ვისაც უფრო სჭირდება, მათ უფრო გაეზარდოთ, რასაც ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას”- ამბობს გიორგი კაკაურიძე. პენსების ინდექსაციის ინიციატივა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ქვეყანაში პენსიების ინდექსაციის მოდელი უნდა დანერგილიყო. დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა პენსიების ინდექსაციის ზუსტი მოდელი მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია. შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლიდან პენსიების ზრდა დაანონსა. კონკრეტულად კი ყველა პენსიონერისთვის საბაზო პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელზე ზემოთ ხანდაზმული პირები კი დამატებით 30 ლარიან დანამატს მიიღებენ, ანუ მათთვის ჯამში პენსია 50 ლარით - 250 ლარამდე გაიზრდება. დაგეგმილი ზრდის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფა 2020 წელს 2.23 მლრდ ლარი დაჯდება, რაც 2019 წელთან შედარებით 305 მლნ ლარით მეტია.

https://commersant.ge/ge/post/mtavroba-parlaments-pensiis-indeqsaciis-proeqts-oqtombris-bolomde-warudgens

 

01.10.2019

პრაიმთაიმ.ჯი

ავარია დიღომში - დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი

https://primetime.ge/news/1569911144-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98

 

01.10.2019

კვირა. ჯი

 

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ და უმცირდებათ დაფინანსებარა წერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბიუჯეტის ასიგნებები 14 211 880 700 ლარამდე იზრდება. გასულ წელთან შედარებით ზრდამ 1,121 მლრდ ლარი შეადგინა. სამინისტროების ასიგნებების მოცულობები შემდეგნაირად გამოიყურება: თავდაცვის სამინისტრო: 880 000 000 ლარი (ზრდა – 5 მლნ ლარი) შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 000 000 ლარი (ზრდა – 28,4 მლნ ლარი) იუსტიციის სამინისტრო: 203 000 000 ლარი (ზრდა- 21,870 მლნ ლარი) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071 600 0000 (ზრდა- 71,6 მლნ ლარი) საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 000 000 ლარი (ზრდა- 22,5 მლნ ლარი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 1 636 000 000 ლარი (ზრდა -132,3 მლნ ლარი) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4 347 000 000 ლარი (ზრდა -378,6 მილიონი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 000 000 ლარი (ზრდა – 14,1 მლნ ლარი) ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი ( ზრდა – 2 მლნ ლარი) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 მილიონი (კლებაა- 5,5 მლნ ლარი)

01.10.2019

კვირა. ჯი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაშავებულია 4 ახალგაზრდა

გორში, კაფე “მერცხალის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულწოვანია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო ცენტრ “გორმედში” გადაიყვანა. როგორც კლინიკაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია 20, 23, 27 წლის ახალგაზრდები და 14 წლის არასრულწლოვანი ბიჭი. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე მათგანს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის ტრავმები. რაც შეეხება 14 წლის მოზარდს, მას ორივე ხელის მოტეხილობა აქვს. შემოყვანილ პაციენტებს დროულად ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება”,-განაცხადეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

http://kvira.ge/503497

 

 

01.10.2019

კვირა. ჯი

 

ხულოში საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “პოზიტიური და ეფექტური მშობლობა”, გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ქალთა ოთახის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “პოზიტიური და ეფექტური მშობლობა”. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოწვეულმა მშობლებმა და პოტენციურმა მშობლებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა; როგორ ყალიბდება მშობლებსა და ბავშვს შორის პოზიტიური ურთიერთობა და რა მნიშვნელობა აქვს მას; მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და მისი მნიშვნელობა; რას ნიშნავს ეფექტური მშობლობა; როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ახალი ქცევები/უნარები; ü როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პრობლემების გადაჭრა; დისციპლინის შემოტანა და მისი მნიშვნელობა; როგორ ვმართოთ რთული ქცევა; არის თუ არა დასჯა მიზანშეწონილი. შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე გაუძღვა. აქტივობის მიზანია: პოზიტიური და ეფექტური მშობლობის უნარების განვითარება, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით.

http://kvira.ge/503486

 

01.10.2019

პრაიმთაიმ.ჯი

საიდან დაასკვენით, რომ ტიკარაძეს შეუძლია მილიარდიანი პროექტების მართვა? - ჟურნალისტის კითხვა ანრი ოხანაშვილს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ სტუმარი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იყო. წამყვანმა ირაკლი აბსანძემ რესპოდენტთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კომპეტენციასა და მის განათლებაზე და ამ კუთხით სწორედ ოხანაშვილისგან ითხოვდა პასუხებს. „2020 წლის ბიუჯეტი დღეს შემოიტანეს და ვერ გავეცანი, ამიტომ მე ვერ შემოგყვებით ამ თემაზე სასაუბროდ... ბიუჯეტზე უკვე ვისაუბრეთ დღეს მოამბეში. ბოდიშს გიხდით ეს ჩემი ინტერვიუა და მე ვსვამ აქ შეკითხვებს... მე გკითხეთ ეკა ტიკარაძეზე, მე ბიუჯეტზე არ გელაპარაკებით... საიდან დაასკვენით თქვენ, რომ მას შეეძლო მილიარდიანი პროექტების მართვა?“ - მიმართა კითხვით გადაცემის წამყვანმა ანრი ოხანაშვილს. „როდესაც გაქვთ ასეთი მაღალი ინტერესი კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით, არის ძალიან ბევრი ფორმა, რომ დაინტერესდეთ. მას აქვს საკმაოდ წარმატებული ბიოგრაფია კონკრეტულ სფეროებში, შესაბამისად, მას აქვს ძალიან კარგი განათლება და აქედან გამომდინარე მისი საქმიანობა დაეფუძნა და ეფუძნება მის გამოცდილებას და განათლებას. თუ კი რამე იქნება შემდგომში, რაც შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. ამ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. „კვირის ინტერვიუს“ წამყვანმა გადაცემის მიმდინარეობისას ეკატერინე ტიკარაძე და მისი წინამორბედი, დავით სერგეენკო ერთ ჭრილში ახსენა, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი დირექტორები. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პროფესიით ექიმია. მას სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული

https://www.primetime.ge/news/1569949994-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1

 

 

 

02.10.2019

კვირა.ჯი

 

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა საკანში სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

http://kvira.ge/503570?fbclid=IwAR0bHwu1dkcJN6_YJfDsI1R77Xrxv-cOD4VqIr085aQ2VTJAbUYi25RHA9Q

 

 

02.10.2019

კვირა.ჯი

დიმიტრი ხუნდაძე: „2012 წლის პირველ ოქტომბერიეს იყო ბრძოლის ველი, ეს იყო ურთულესი და მაღალი რისკის შემცველი არჩევნები

“2012 წლის პირველ ოქტომბერი – ეს იყო ბრძოლის ველი, ეს იყო ურთულესი და მაღალი რისკის შემცველი არჩევნები”, – აღნიშნული განცხადება ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „პირისპირ” გააკეთა. მან „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მიღწეული იქნა ის, რომ ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება. უკვე გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20-მდე მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით. მშობიარობის დაფინანსების პროგრამა. ეს იმ ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები. „ „2003 წლიდან 3500-დან თითქმის 25 ათას მიაღწია პატიმართა რაოდენობამ. აქ რეპროდუქციული ასაკი იყო თითქმის 60- 70%. ეს იყო პირდაპირი გენოციდი საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ამ პროგრამებს დავუპირისპირეთ ერთი ის რომ საპატიმრო პროგრამები შევცვალეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასევე, შობადობის წამახალისებელი პროგრამა შემოვიტანეთ. დემოგრაფია ეს არ არის მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის თვლა. ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ შემოვიტანეთ პროგრამა რომელიც მუშაობს 2014 წლიდან – ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსება იმ კრიზისულ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილობა სჭარბობს შობადობას. ბარში 150 და მთაში 200 ლარის ოდენობით სანამ ბავშვი არ გახდება 2 წლის””, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მთის კანონი ეს არის მთის გადარჩენის და პრაქტიკულად ქვეყნის ყველაზე კრიზისული მიმართულების ხსნის პროგრამა. „მთაში სოციალური პროგრამასთან ერთად, წავახალისეთ მეწარმეებიც, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები თუ მეწარმე მთის სტატუსის მქონე რეგიონში შექმნის საწარმოს ის თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან 10 წლის ვადით”-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ომში დაღუპულთა ოჯახებს დახმარების სახით 1000 ლარიანი ყოველთვიური დახმარება მივეცით. „რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის კომპენსაცია იმ ზიანისა, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს მაგრამ ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ რაც არის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის და პრაქტიკულად ქვეყნის ღირსების საკითხი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

http://kvira.ge/503616

 

 

​