| From : | nino gogokhia <geolab.nino@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციია |
| Received On : | 16.10.2019 15:09 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქ–ნო თამარ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ ლაბორატორიულ მედიცინაში
First International Conference organized by MDLM
“Innovations and New Approaches in Laboratory Medicine”
12 ოქტომბრის
კონფერენციამ დიდი ინტერესით ჩაიარა , დაესწრო 400-ზე მეტი ადამიანი, იყვნენ
ლაბორატორიის
ექიმები, დაწესებულების ხელმძღვანელები
,
,ესწრებოდნენ რეგიონებიდანაც სადაც გაკეთდა ფილიალები: იმერეთი, სამეგრელო რაც გააჟღერეს ლოკალურმა ხელმძღვანელებმა, მოხსენებით გამოვიდნენ ჩამოსული სტუმრები: ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინეთის , უკრაინის ლაბ. მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტები და სხვა მეცნიერები, აღინიშნა რომ მოხსენებები იყო
საინტერესო და ლაბორატორიული მედიცინის ბევრ სხვადახვა სფეროს ეხებოდა.
ეს დღე კონფერენციის ორგანიზატორი - ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და
განვითარების ასოციაციაციის შექმნის მანიფესტირებაც გახლდათ, ამიტომ
ასოციაციის ხანმოკლე პრეზენტაციამაც
ჩაიარა; :ასოციაციის შექმნას მიესალმნენ სხვადასხვა ორგანიზაციის
ხელმძღვანელები და საქართველოს სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობის ასოციაციის
პრეზიდენტები,დაიდო მემორანდუმი უმრავლესობასთან ერთობლივი პროექტებისა და
ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
საგანმანათლებლო მუშაობა
ასოციაციის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა და მნიშვნელოვანია ამ მხრივ
თსსუ-ს მხარდაჭერა, რისი დასტურიც იყო თსსუ-ს ხელმძღვანელობიდან საპატიო
სტუმრების მობრძანება, მათი გვერდში დგომის გაჟღერება და დემონსტრირება,
იგეგმება და მიდის მუშაობა ასოციაციის კავკასიის რეგიონალურ ასოციაციაციად გადაკეთების შესახებ, მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ასოციაციას , მსგავსი ასოციაცია არ არსებობს ამ რეგიონში , ამიტომ საკმაოდ აქტუალურია ამ საკითხებზე მუშაობა მათთან.
იანვარში ვგეგმავთ პრეანალიტიკის საკითხზე კონფერენციას ევროპის პრეანალიტიკის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად , ეს საკითხი პირველ რიგში საჭიროებს მოწესრიგებას რისთვისაც საჭირო იქნება ჯანმრთელობის სამინისტროს მხარდაჭერა, ჩვენ ამ საკითხებს გავიტანთ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაზეც,
გამომდინარე ბევრი პრობლემითა და მოუწესრიგებლობით რაც ჩვენი– ლაბორატორიული მედიცინის დარგში ხდება მინდა შემოვიდე ინიციატივით შეიქმნას სამინისტროში ყოველგვარი საზღაურის გარეშე მომუშავე ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ პრობლემების აღმოფხვრაზე რაც ხელს უშლის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სწორ და თანამედროვე სტანდარტებით მუშაობას , შეაჩერებს უკონტროლო ზრდას დაბალი ხარისხის ლაბორატორიებისას,შემოიტანს თანამედროვე სტანდარტებს პრეანალიტიკის, ანალიტიკის, პოსტანალიტიკის რგოლში, განიხილავს კანონმდებლობის დონეზე ლაბორატორიის აკრედიტაციის საკითხებს , ლაბორატორიის ექიმთა და ლაბორანტთა კვალიფიკაციის საკითხს და ა.შ.
ჩვენს სფეროში ფუნქციონირებს მეორე ასოციაციაც, ჩვენ არ ვართ იდენტური , გამოვირჩევით საკითხთა განსხვავებული მიდგომით, თუმცა პრიორიტეტები საერთო გვაქვს და შეთანხმებაც არ გვიჭირს დარგის საკეთილდღეოდ
უმორჩილესად გთხოვთ გულისყურით მოეკიდოთ ჩვენს ინიციატივას და მოგვცეთ საშუალება მოვაწესრიგოთ ამდენი ხნის მიუხედავი ლაბორატორიული მედიცინის დარგი , რაც თქვენი ჩარევის გარეშე ვფიქრობ ვერ მოხდება
პატივისცემით
თსსუ
ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ნინო გოგოხია
Tbilisi State Medical University
0177 Tbilisi, Georgia
Head of Laboratory Medicine Department
Professor
4 Gudamakari St.
Tbilisi, Georgia
Head of Laboratory
e-mail: n.gogokhia@tsmu.ge geolab.nino@gmail.com
mob: (+995) 599946362
P.S. კონფერენციის პროცესი გააშუქა ტვ პირველმა (12 ოქტომბერი 13:00 საათზე), თსსუ–ს ჩანაწერი ხვალ დაიდება თსსუ–ს გვერდზე, ასევე სურათები და ჩანაწერი შგიძლიათ იხილოთ ვებ.გვერდზე http://labasociacia.ge/
fb labassociation