From : Nika Kvaratskhelia <nkvaratskhelia@ombudsman.ge>
To : tgabunia@moh.gov.ge
Subject : კვლევაში მონაწილეობის თხოვნა
Cc : Akaki Kukhaleishvili <akukhaleishvili@ombudsman.ge>
Received On : 02.08.2019 14:57
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 16-17 ოქტომბერს იგეგმება საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 10 წლისთავის აღსანიშნავი, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გამართვა. ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების შეჯამება. ამ მიზნით, დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების, პროფესორების რიჩარდ კარვერისა და ლიზა ჰენდლის მიერ კვლევის ჩატარება. პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის გავლენის შეფასების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტებს სურთ, მოისმინონ დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამოყოთ პირი, რომელიც გაესაუბრება ექსპერტებს და გაუზიარებს შეხედულებებს ფსიქიატრიულ და სხვა რეზიდენტულ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის/ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის როლზე.

 

წინასწარ გიხდით მადლობას ამ ელ. ფოსტის განხილვისთვის.

 

პატივისცემით,

 

ნიკა კვარაცხელია

 

ნიკა კვარაცხელია


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი,

პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის

უფროსი

 

აღმაშენებლის გამზ.  N150, 0112, თბილისი

მობ.: (+995) 595033321

E-mail: nkvaratskhelia@ombudsman.ge:

ombudsman horizontal GEO

cid:image009.png@01D04240.8EE029E0cid:image010.png@01D04240.8EE029E0cid:image011.png@01D04240.8EE029E0