| From : | Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფორმაცია |
| Received On : | 24.07.2019 10:23 |
თამუნა მოდესალმებით საუკეთესო სურვილებით,
ჩვენი შეხვედრის შემდეგ ერთი კვირაა ფილტვების ანთების გამო ბიულეტინზე ვარ, მაგრამ გუშინ ვერ გავაცდინე იუნისეფის შევედრა ძუძუთი კვების საკითხებზე, როგორც თაკომ გვითხრა მინისტრი ხვალ აპირებს მათთან შეხვედრას. მინდოდა სქამის ყურში ყოფილიყავით. ალბათ ხვალ თქვენც დაესწრებით შეხვედრას.
აქტივობების პატარა მონახაზი გავიარეთ, ძირითადი თემა იყო სად შეი.ქმნას საკოორდინაციო ჯგუფი. გიგზავნით დღეის რეგულაციებით სადაა ეს შესაძლებელი.
ძუძუთი კვების საკითხებზე მომუშავე საკოორცინაციო ჯგუფის ფუნქციონირება დღევანდელი რეგულაციის პირობებში:
1. შესაძლებელია „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოსთან“ შეიქმნას ძუძუთი კვების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი (სახელი დასაზუსტებელია - მაგ: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის“ ან სხვ.), როგორც თემატური სამუშაო ჯგუფი და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები და შემადგენლობა, ისევე, როგორც არის დამტკიცებული „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის“ შემადგენლობა და ფუნქციები („პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის № 01-40/ო ბრძანებას დანართის სახით გიგზავნით).
2. „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს“ შექმნა, დღეისათვის, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ჩანაწერები მოძველებულია და დღევანდელ რეგულაციებთან შეუსაბამობაშია. კანონი ცალსახად საჭიროებს რევიზიას.
3. ასევე, გიგზავნით „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 14 ივლისის № 01-227/ო ბრძანებას. მე-4 პუნქტში გაწერილ საბჭოს ამოცანებში ზოგადად მოიაზრება ძუძუთი კვების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები, თუმცა სასურველია ერთი პუნქტი გაიწეროს კონკრეტულად ძუძუთი კვების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე.
ეს ინფორმაცია თაკომ დააფორვარდა ჯგუფში, მარინასთანაცაა გადაგზავნილი.
დამატებით თუ რაიმე ინფორმაცია გნებავთ მე ეხლა აქ მოვედი თუ გნებავთ შემოვალ და მოგიყვებით.
პატივისცემით,
ვერიკო
მოვედი ჩვენი ანალიზის რეზიუმეს დასამთავრებლად და დღის ბოლომდე გადმოგიგზავნით.