| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ზრდის ჰორმონისა და XI ფაქტორ-კონცენტრატის შესყიდვა |
| Cc : | lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.11.2019 14:08 |
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ!
თქვენი დავალების შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზრდის ჰორმონისა და ანტიჰემოფილური IX ფაქტორ-კონცენტრატის შესყიდვასთან დაკავშირებით.
1. ზრდის ჰორმონი - სომატოტროპინი (SOMATROPIN) რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის (recombinant DNA technology) გზით მიღებული ადამიანის სომატოტროპული ჰორმონი.
2019 წელს სს „გეფასგან“ შესყიდულია 39 600 მილიგრამი:
ü მწარმოებელი - MERCK SERONO S.P.A
ü წარმოშობის ქვეყანა - იტალია
ü სავაჭრო დასახელება - საიზენი 8მგ. Click. Easy (SOMATOTROPIN)
ü გამოშვების ფორმა - მგ ფხვნილი და გამხსნელი კანქვეშ შესაყვანი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად შპრიცში
ü ერთეულის (1 მგ) ფასი - 3.255 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
ü საერთო ღირებულება - 128 898 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
2019 წელს მწარმოებელმა შეწყვიტა ზემოაღნიშნული ფორმით მედიკამენტის გამოშვება და გადავიდა მზა შპრიცებზე - მწარმოებლის მიერ შესაბამისი წერილი გამოგზავნილია ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის სახელზე.
ამჟამად, იგივე მიმწოდებელი 1 მილიგრამ სომატოტროპინს გვთავაზობს 23 აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 220 920 ლარის ტოლი იქნება (2019 წლის არსებული ფასებით, იქნებოდა 501 413 ლარი).
მიმდინარე ეტაპზე, სათანადო წერილები დაეგზავნა ზრდის ჰორმონის სხვა მწარმოებლებს - „Pfizer, Inc.“-ს, „Novo Nordisk a/s Denmark“-ს და „Sandoz“-ს.
2019 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, პასუხი მივიღეთ ორი კომპანიისგან:
ა) „Novo Nordisk a/s Denmark“-სგან, რომელმაც შემოგვთავაზა საკუთარი წარმოების ფარმაცევტული პროდუქტი „Norditopin®“. ერთეულის (1 მგ) ფასი - 6 ევრო;
ბ) „Pfizer, Inc.“-სგან, რომელმაც რომელმაც შემოგვთავაზა საკუთარი წარმოების ფარმაცევტული პროდუქტი „Genotropin®“ და დააფიქსირა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ფასის შეთანხმების პროცედურები, რაზედაც გვაცნობებენ დამატებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც „Norditopin®“, ისევე „Genotropin®“ ამჟამად საქართველოში რეგისტრირებული არ არის და ორივე კომპანია ითხოვს სატენდერო დოკუმენტაციაში დათქმის შეტანას იმის თაობაზე, რომ საქონლის მოწოდება განხორციელდეს ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე.
რაც შეეხება კომპანია „Sandoz“-ს, მასთან მიმდინარეობს სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა, კონკრეტული პასუხი ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
2. ანტიჰემოფილური IX ფაქტორ-კონცენტრატი.
2019 წელს სს „გეფასგან“ შესყიდულია 1 200 000 საერთაშორისო ერთეული:
ü მწარმოებელი - OCTAPHARMA PHARMAZEUTIKA PRODUKTIONSGES. M.B.H
ü წარმოშობის ქვეყანა - ავსტრია
ü სავაჭრო დასახელება - ოქტანინი F
ü ერთეულის (1 ს.ე) ფასი - 0.1514 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
ü საერთო ღირებულება - 181 784.10 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
2020 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, 1 400 000 ს. ე. IX ფაქტორ-კონცენტრატის შესასყიდად ჩატარებულ ბაზრის კვლევაში, სს „გეფამ“ დააფიქსირა ფასი, 0.16 ევროს ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 224 000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, თუმცა, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ტენდერის გამოცხადება დაგეგმილი იყო 2019 წელს დაფიქსირებულ ფასზე, რაც შეადგენდა 211 849.96 ევროს ექვივალენს ეროვნულ ვალუტაში - 693 533.2 ლარს.
ამასთანავე, შპს „ნუგეშმა“ მოგვმართა სპეციალური შემოთავაზებით, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია მოგვაწოდოს IX ფაქტორ-კონცენტრატი სავაჭრო დასახელებით - „AIMAFIX“; ერთი ს. ე. ღირებულება - 0,055 ევრო; წარმოშობის ქვეყანა - იტალიის რესპუბლიკა; მწარმოებელი - KEDRION, S.p.A.. საქონლის ვარგისიანობის მინიმალური ვადა არის 2020 წლის 30 ივნისის, ხოლო მაქსიმალური - 31 დეკემბრის ჩათვლით. ამასთანავე, უშუალოდ შემოთავაზებული შეფუთვა არ არის რეგისტრირებული საქართველოში (შესაბამისად, მისი შემოტანა საჭირო იქნება ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე), თუმცა, ფარმაცევტული პროდუქტი „AIMAFIX“ რეგისტრირებულია.
ამდენად, შპს „ნუგეშის“ მიერ შემოთავაზებულ ფასზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დაიზოგოს 134 849.96 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - 441 458.33 ლარი.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ზრდის ჰორმონისა და XI ფაქტორ-კონცენტრატის შესასყიდად გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერების ტექნიკურ დოკუმენტაციაში დაშვება:
„იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში შემოთავაზებული იქნება მედიკამენტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან რეგისტრირებულია განსხვავებული შეფუთვით, პრეტენდენტი კისრულობს ვალდებულებას, რომ მედიკამენტის საქართველოში შემოტანას (მოწოდებას) განახორციელებს „განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით, არაკომერციული მიზნით შემოტანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N327/ნ ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“
გთხოვთ, თქვენს მოსაზრებებს/მითითებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742